ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან – ეს სიყვარულის საკითხია და არა მოვალეობის.

მიტროპოლიტი აფანასი (ნიკოლაუ) ლიმასოლელი


სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ნინო ჯანჯღავამ

როდესაც ადამიანს თავისი თავის შეცვლა უნდა, ის ერთ შედომას უშვებს, რომელსაც საღვთისმეტყველო წრეებსა და საკვირაო სკოლებშიც კი უშვებდნენ – ის მორალის ქადაგებას იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიღაც ეკლესიას უახლოვდება, ასეთი ქრისტიანები მას ეუბნებიან: „დაუკვირდი და ცუდი საქმეები არ გააკეთო, ცუდ ადგილებში არ იარო და ცუდი სიტყვები არ თქვა“. მთელი ეს მორალი ავადმყოფურია, ანტიზნეობრივია და საკითხის არამართლმადიდებლური გაგებაა, პურიტანობაა, პიეტიზმია, რომელიც მხოლოდ ხედვით რეზულტატზეა ორიენტირებული. ეკლესიის მამები კი ამით არ იყვნენ დაინტერესებულები, ისინი სიღრმეში იყურებოდნენ.

როდესაც ბევრი პრობლემით დატვირთული ადამიანები მათთან მიდიოდნენ, ისინი მათთან საუბარს გარე საგნებზე არ იწყებდნენ და, მართალია, მათი პრობლემა არ ავიწყდებოდათ, მაგრამ ძირითადად ისინი ღმერთთან კავშირზე საუბრობდნენ. ამიტომ ქრისტე ამბობს ბიბლიაში, რომ პირველი და უმთავრესი ღვთის მცნებაა არა „არ იქურდო“ ან „არ იმრუშო“, არამედ ღმერთთან კავშირია და გამოიხატება სიტყვებში – „გიყვარდეს ღმერთი“. თუ შენ ღმერთი გიყვარს, თუ ეს არის ჯანმრთელი და ცოცხალი სიყვარული, მაშინ ყველაფერი დანარჩენი თავისით მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ შეგიძლია ყველაფერი იმის გარეშე გააკეთო, რომ ღმერთთან ურთიერთობა არ გააღრმავო.

მოცემულ შემთხვევაში შენ გახდები კარგი ადამიანი, შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ არა ის, რომელსაც ღმერთთან აქვს კავშირი. სწორედ ამიტომ თანამედროვე ქრისტიანებს, ჩემი წლოვანების ხალხსაც კი, უკვირთ და არ ესმით ეკლესიის მთავარი საკითხები. ისინი ამბობენ: „ნუთუ არ არის საკმარისი ყველაფერი ეს, რაც მე შევასრულე? კიდევ რა გინდათ?“ მათ არ შეუძლიათ გაგება, მაგალითად, მონაზვნობის და ამბობენ: „რატომ უნდა გავხდე ბერ-მონაზონი? ნუთუ შეუძლებელია სამოთხეში მოხვედრა ისე, რომ წუთისოფელს მოეჭიდო?“ ცხადია, ასეც შეიძლება სამოთხეში მოხვედრა, მაგრამ ჩვენ ბერ-მონაზვნები იმიტომ არ ვხდებით, რომ მხოლოდ ესაა გადარჩენის გზა.

ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან - ეს სიყვარულის საკითხია და არა მოვალეობის. ეკლესიაში სიარული, მცნებების შესრულება იგივეა რაც ის, როდესაც შეყვარებული იიღებს გიტარას და მიდის შეყვარებულის სახლთან და მღერის მთელი ღამე, რომ გამოხატოს თავისი სიყვარული. ადრე ასე აკეთებდნენ, ახლა არ ვიცი როგორ აკეთებენ, შეიძლემა იმეილს უგზავნიან…

ღმერთთან კავშირი – ეს სიყვარულის კავშირია, უსაზღვრო სიყვარულის. ის ვერ თავსდება სქემებში და პროგრამებში, ეს ცეცხლია, რომელიც ინთება ადამიანში და ანთებს მას. ის გარეგნულ საგნებზე არ არის დამოკიდებული, არც კი ამჩნევს მათ. ხოლო ისინი, რომლებიც უყურებენ გარეგნულ ნიშნებს, ასევე იქცევიან ოჯახურ ურთიერთობებში და ამიტომ ანგრევენ თავიანთ ოჯახს, ვინაიდან ამბობენ: „ნუთუ მე არ ვარ კარგი ქმარი? ნუთუ ფულს არ გაძლევ? ნუთუ ყოველ ზაფხულს არ გიშვებ სამოგზაუროდ? ნუთუ ყოველ უქმე დღეს შენთან ერთად არ ვატარებ? ნუთუ სამსახურიდან ყოველ დღე პირდაპირ სახლში არ მოვდივარ? არ ვუკავშირდები სხვა ქალებს, შეურაცხყოფას არ გაყენებ და არ გირტყამ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ეგრეთ წოდებული სია, რომელსაც თუ ასრულებ, გამოდიხარ კარგი. და როდესაც ისინი ხედავენ, რომ რაღაც მომენტში მათი სახლი ინგრევა, ერთერთი უგულებელყოფს მეორეს და უკავშირდება ვიღაც სხვას, ისინი ნაღვლობენ და კითხულობენ: „რატომ?“ მათ არ ესმით, რომ ეს ყველაფერი უნივერსალურ რეცეპტს არ წარმოადგენს.

ასე ხდება, რომ შეზღუდული სიის ან ბრძანების შესრულებისას, შენ უკეთესი ხდები. შენ შეიძლება ყველაფერი შეასრულო, მაგრამ ეს ყველაფერი უსარგებლო იყოს ისევე, როგორც ყველა კანონის შემსრულებელი ფარისეველი, უარყოფილ იქნა ღმერთისგან. ხოლო მოწამე, რომელსაც კანონში დაწერილი არაფერი არ შეუსრულებია, უფლის მიერ მიღებულ იქნა.

თანმიმდევრულად რომ განვიხილოთ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ როგორ წარდგება ადამიანი ღმერთი სწინაშე და არის თუ არა ის ცოცხალი კავშირი, რომელიც ძლევს კანონს და გარეშე საგნებს.

ზოგიერთს შეუძლია თქვას: „თუ შენ გინდა რომ ღმერთი გწამდეს, შენ უნდა გააკეთო ეს და ეს“. და ჩვენ გაგვიგია ისეთი რამ, რომ თმები ყალყზე დაგვდგომია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მისამართით: „რომ იყო ეკლესიური ადამიანი, ღვთის ადამიანი, კარგი ადამიანი ამისათვის ყოველ კვირა ეკლესიაში უნდა იარო, არ გააკეთო ცუდი, არ გააკეთო ესა და ეს, წლის განმავლობაში 3-4 ჯერ ეზიარო და ოთხჯერ აღსარება თქვა“ და ამაზე ყველაფერი მთავრდება.

ეს შეცდომაა. ჩვენსა და ღმერთს შორის აუცილებელია კავშირის მონახვა, ისე რომ კავშირი ცოცხალი იყოს. მაშინ როგორღა, როდესაც შენ გიყვარს სხვა ადამიანი და გიყვარს ის ყოველგვარი სქემების, დანიშნულების და რეცეპტების გარეშე. როგორც კავშირი შენსა და სხვა ადამიანს შორის ცოცხალია, ასევე ხდება ღმერთთან მიმართების დროსაც. მხოლოდ ასეთი სახით შეგიძლიათ მთელი სისავსე შეიგრძნოთ, ის რაზეც ბიბლია საუბრობს. ამიტომ ჩვენ ადრევე ვთქვით, რომ უნდა შეხედო არა მხოლოდ გარეგანს, არამედ ადამიანში შეაღწიო ღრმად, რომ დაინახო მიზეზი ჩვენი შინაგანი სიცარიელის და იმის რაც ხდება ჩვენს თავს. რატომ გვაქვს ჩვენ სხვადასხვა რამის მოთხოვნა? იმიტომ რომ არ გვაქვს ცოცხალი კავშირი ღმერთთან. როდესაც ჩვენ ვწვდებით მიზეზებს, ნელნელა მივდივართ მორჩილებამდე. რაც უფრო ძალიან გვეყვარება ღმერთი, მით უფრო არ იქნება აუცილებელი მწუხარების ღვინით განქარვება. როდესაც ეს ადამიანმა იცის ნელნელა ეჩვევა საგნების სწორად დანახვას და იწყებს სწორედ იმ პრობლემისაგან განკურნებას რაც მას აწუხებს.

არ ვიცი თუ დაგღალათ თქვენ იმან რაზეც მე გესაუბრებით. მაგრამ მე მწამს, რომ ეს ეხება ყველაზე მთავარს და გაცილებით მეტია იმაზე, რასაც ადამიანები ეკლესიაში ხშირად ისმენენ, მაგალითად საუბარს გლობალიზაციაზე და კლონირებაზე. ცხადია ამაზეც უნდა იცოდეს ადამიანმა ეკლესიი აზრი, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ისმენთ ყოველ დღე და ჩემზე უკეთ იცით ეს ყველაფერი. ჩემი აზრით კი ეკლესიისა და ეპისკოპოსისაგან უნდა გაიგო ის, რასაც თქვენ ვერ გაიგებთ სხვაგან.

მოცემული სიტყვების შემდეგ „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“ (მათე 5,6) ქრისტეს შემდეგ საფეხურზე ავყავართ სიტყვებით „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5,7). როდესაც ჩვენ ვიძახით სიტყვას „მოწყალე“ ჩვენ გვახსენდება მოწყალება. მოდის ვიღაც გაშვერილი ხელით და შენ აძლევ მას მონეტას ან კუპიურას - ეს რა თქმა უნდა მოწყალებაა, ისევე როგორც სხვადასხვა სოციალურ საქმეებში მონაწილეობა და გაჭირვებულებზე ზრუნვა. ყველაფერი ეს ძალიან კარგია და აუცილებელი საზოგადოებრივი ცხოვრების მხარდასაჭერად. თუმცა, ქრისტე აქ მხოლოდ ამაზე არ საუბრობს. ის არ ჩერდება გარეგნულ საგნებზე – მის სიტყვებში განსაკუთრებული სიღრმეა. როდესაც ჩვენ გვესმის სიტყვა „მოწყალე“ ჩვენი აზრი ადის პირდაპირ უფალთნ. როდესაც ჩვენ ვიძახით ეკლესიაში „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ „შემიწყალენ მე დიდითა წყალობითა შენითა“. „მოწყალე“ ეს არის ღმერთის ეპთეტი. ადამიანი მოწყალეა მოწყალე ღმერთის მიბაძვაში. ღირს ისააკ ასურს აქვს მშვენიერი სიტყვები: „რა არის მოწყალე გული? ეს არის მთელს ყოფიერებაზე მგლოვარე გული, ყველა ადამიანზე, ჩიტებზე, ცხოველებზე, დემონებზე და ყოველ გაჩენილზე, ისე რომ როდესაც ადამიანი მათ ხედავ, ან ისინი ახსენდება, მისი თვალებიდან ცრემლები ცვივა“.

რატომ არის ასე? იმიტომ რომ ღმერთი ასეთია. უფალს ყველა უყვარს, გამონაკლისების გარეშე – ეს ეკლესიის ძირითადი ჭეშმარიტებაა. ღმერთის სიყვარული თავისი ქმნილების მიმართ უცვლელია. როგორც ჩვენ ვუყვარვართ ასევე უყვარს დემონებიც. თუ ღმერთს ვიღაც უყვარს მეტად და ვიღაც ნაკლებად, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ მას ექნებოდა დაწესებული ზომა სიყვარულში, რაც მის სრულყოფილებას დაარღვევდა. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ სწორედ ჩვენ არ ვართ სრულყოფილები ღმერთის სიყვარულში. დემონს კი საერთოდ არ უყვარს უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს კი სრულად უყვარს ის. ხოლო ჩვენ ზოგს გვიყვარს ათი პროცენტით, ზოგს ოცი პროცენტით და ამიტომაც ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა სხვადასხვაა, რომელიც დამოკიდებულია ადამიანზე და არა ღმერთზე. ეს მთავარია იქიდან, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ბრალდება არ გამოვუცხადოთ, რომ „თითქოს მას სხვები უყვარს და ჩვენ კი არა“.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიცით, თუ როგორია ჩვენი პირველსახე – ღმერთი, მაშინ ადამიანის გაგებაც შეგვიძლია და უნდა მივხვდეთ, რომ საბოლოო ჯამში არ უნდა გვიყვარდეს ერთნი მეტად და მეორენი ნაკლებად, ისევე როგორც ჩვენ არ უნდა ვიყოთ უხეშები დამნაშავეების ან იმ ადამიანების მიმართ რომლებიც აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. არ შეიძლება სულში მათდამი ბოროტი განწყობით ვისაზრდოოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვგრძბობდეთ სიყვარულს განურჩევლად ყველას მიმართ. განვიხილოთ სრულყოფილი სიყვარულის საზომი ჩვენში არის თუ არა? არა. ჩვენ ქვემოთ ვდგავართ ჩვენი საზომებით. კარგი იქნებოდა რომ ჩვენ ვიყოთ დიდებული წმინდანები, მაშინ ჩვენ სრულყოფილი სიყვარული გვექნებიოდა. ჩვენი სიყვარული მცირეა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სრულყოფილებაზე, რომ დავინახოთ რისკენ მივისწრაფვით.

სრულყოფილება – ეს არის, როდესაც შენ ადამიანისაკენ აბსოლუტური სიყვარულით მიისწრაფვი. სიყვარული საკუთარი სურვილებით კმაყოფილება არ არის და არ ნიშნავს, იმას რომ მე გავსულელდი და არ მესმის გარშემო რა ხდება და ვხედავ ყველაფერს ვარდისფერ ფერებში. ღვთის ადამიანი არც სულელია და არც უჭკუო. რა ხდება სინამდვილეში? უბრალოდ, ადამიანის სულიდან ვნებები იდევნებიან და ის ხედავს საგნებს ისეთებს როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. ხედავს ბოროტებას, ხედავს ცბიერებას, მაგრამ სხვა ადამიანების მიმართ არ იმართება ვნებებით, იმიტომ რომ გააჩნია აბსოლუტური სიყვარული. ეს ძალიან მთვარია, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია აბსოლუტური სიყვარული. ყოველ დღე როდესაც ჩვენ ვხვდებით ადამიანურ ბოროტებას, წვრილმანობას, უარყოფით მხარეებს ჩვენ ვიწყებთ ამ ადამიანების მიმართ ცუდად მოქცევას, მაშინაც კი როდესაც ამის გაკეთება არ გვსურს. ასეთია ადამიანის არასრულყოფილება. თუ ასეთი საგნების მიმართ შენ სულგრძელი არ ხარ, მაშინ შენ ხვდები იმ წისქვილში, რასაც ნაყავ და შენც დაინაყები და ვერ შეძლებ ვერანაირი ცხოვრებისეული სიძნელის დაძლევას, ყველაზე უახლოესი ადამიანის დახმარებითაც კი. თუ ჩვენ არ გაგვაჩნია მოწყალე გული, მაშინ ამ წისქვილში ვნაკუწდებით, იმიტომ რომ ჩვენი გული ვერ მიეჩვია სულიერ კეთილშობილებას, რომლიც ადამიანთა თანაგრძნობიდან იშვება. ვინაიდან, მხოლოდ მაშინ შეგიძლია ადამიანის სწორად გაგება, როდესაც მას თანაუგრძნობ.

რა დონემდე უნდა იყოს შენი გული მგრძნობიარე, რომ გრძნობდეს სხვა ადამიანის აზრებს და მათ მოძრაობას. და როგორ შეგიძლია შენ მისი გაგება, როდესაც შენი გული გაქვავებულია ვნებებისაგან, ცოდვისა და ანგარებისაგან?! შენ აქედან ვერაფერს ვერ გაიგებ ან გააკეთებ უარესს: შესაძლებელია მოკლა სხვა და ამაზე იცინო. არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან, როდესაც სხვას აწამებენ და არიან ადამიანები, რომლებიც წუხან, როდესაც რაიმე ცუდს გაიგებენ ან გაიფიქრებენ. მე ახლა ვსაუბრობ გულის უბრალოებასა და მგრძნობელობაზე, რომელიც აღმოცენდება ადამინის სულიერი მუშაობიდან და არა აქვს არანაირი საერთო დეპრესიასა და ავადმყოფურობასთან. მწუხარება დეპრესია არ არის და იგი არ არის უიმედობა. ეს არის ჩვენს გარშემო არსებული მოვლენები გააზრებული და ისე მიღებული, როგორებიც ისინი არიან სინამდვილეში.

მოწყალე გულის შეძენა იწყება ჩვეულებრივად: თუნდაც იქიდან რა დამოკიდებულებით ესაუბრები შენ მეორე ადამიანს, როგორი განწყობით ეხმარები მას, როდესაც მას კუპიურას აწვდი. რატომ მოგვიწოდა ქრისტემ გულმოწყალებისაკენ? იმისთვის ხომ არა, რომ ღარიბები გავამდიდროთ და მდიდრები გავაღარიბოთ? რა თქმა უნდა არა ამისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ სხვა ადამიანებთნ ურთიერთობა გვქონდეს. მოწყალების მიზეზი, ბიბლიის თანახმად, სოციალური არ არის, არამედ სულიერი სფეროა, რომ შენ შენს ძმასთან ურთიერთობა ისწავლო, გაიზიარო მისი უბედურება, ისწავლო ის, რომ შენს თავს მოაკლო, რაღაცა სხვისი გულისათვის, ბოლოსდაბოლოს მოკვდე იმისათვის, რომ სხვებმა იცხოვრონ, ისევე როგორც მოკვდა ქრისტე, რომ ჩვენ გვეცხოვრა.


www.orthodoxtheology.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий