ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 22 июня 2014 г.

სკანდალი – საფრანგეთში მოზარდი ბიჭები სამაგალითოდ... დააქორწინეს

21.06.2014
დღეს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გრანდიოზული მარში გაიმართა – გერმანელი მშობლები გეიიდეოლოგიის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აღშფოთებული მშობლები ქუჩებს მოედნენ ერთადერთი მიზეზით – დაიცვან შვილები ნაადრევი სექსუალიზაციისა და ლგბტ-საზოგადოების აქტიური პროპაგანდისგან. გერმანელ მშობლებს სურთ, მთელ მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა. წლიდან წლამდე სულ უფრო საგანგაშო ხდება გეიპროპაგანდა და სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ყველაზე დაუცველ და ხალას არსებებს – ბავშვებს იყენებენ და საშიშ იდეოლოგიას უნერგავენ. სულ რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებთ და აქედან ყველაზე სკანდალური, ამაზრზენი, საგანგაშოთი და უახლესით დავიწყებთ:


• 9 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ სენ პოლის მერიაში პირველად დააქორწინეს მოზარდი ბიჭები. ქორწინების ცერემონიის შესახებ ჩანაწერი ოფიციალურ საბუთებშიც გაკეთდა და მეექვსეკლასელი ბიჭები ოფიციალურად დააქორწინეს. როგორც მერე გაირკვა, ეს ყოველივე სასკოლო გაკვეთილის ფარგლებში გამართულა – გენდერული იდეოლოგიის საგანში, რომელიც ბოლო დროს საგანგაშოდ აქტუალური გახდა. ცერემონიას 72 ბავშვი ესწრებოდა და არც ერთის მშობელმა არ იცოდა, რომ მათი შვილები გაკვეთილზე კი არა, მერიაში იყვნენ და "ქორწინებას" ესწრებოდნენ.


მერიაში გამოაცხადეს, რომ ეს ფიქტიური ქორწინება იყო, უბრალოდ, ბავშვებს უჩვენეს, როგორ შეიძლება დაქორწინდნენ ბიჭები და რომ ამაში არაფერია საგანგაშო.

• 22 მაისს კალიფორნიის სკოლებსა და ბაღებში "გეის დღე" აღინიშნა. ამ დღეს მასწავლებლები ბავშვებს ასწავლიდნენ, რომ პატივი უნდა სცენ გეებს და ლესბოსელებს. "გეის დღე" აუცილებლად ჩასატარებლად მიიჩნევა კალიფორნიის ყველა სკოლაში 2009 წლის შემდეგ, როცა შესაბამის ბრძანებულებას მაშინდელმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა მოაწერა ხელი. სხვათა შორის, კალიფორნია პირველი ამერიკული შტატი გახდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებს ნება დართეს, თავად აირჩიონ ტუალეტი ან გასახდელი. ახლა ნებისმიერი ბიჭი შეძლებს გოგონების ოთახში შესვლას და მისი გამოძევების უფლება არ ექნებათ. ასევე გოგონას, რომელიც ''ფიქრობს'' , რომ ბიჭია, შეუძლია მამაკაცების ტუალეტში შესვლა. კანონპროექტის მომხრეთა აზრით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს ტრანსგენდერების დისკრიმინაციის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდების, რომელთაც ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან.

• აშშ-ში ''შეგნებული'' დედები და მამები თვითონ დაატარებენ თავიანთ შვილებს ''ცისფერ'' საზოგადოებებში. ბოლო დროს ამერიკაში გაჩნდა საზაფხულო ბანაკების ქსელი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ვერ გაურკვევიათ საკუთარი სქესობრივი კუთვნილება. ამ ჩაკეტილ კემპინგებში ძირითადად 6-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭუნები მიჰყავთ. მშობლები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომ არ გაახმაურებენ ბანაკის სახელწოდებასა და მდებარეობას. ბანაკი დაახლოებით ერთთვიანია.

ფეხბურთისა და ჩვეული ბიჭური თამაშების ნაცვლად ბიჭები იქ თოჯინებითა და მოდების ჩვენებით ერთობიან - დეფილეებს სპეციალურად ამისთვის შექმნილი კაბებით აწყობენ პოდიუმზე, გახარებული მშობლებისა და ორგანიზატორების წინაშე. ბიჭებს ასწავლიან კოსმეტიკით სარგებლობას, სამკაულების ტარებას, მაღალ ქუსლებზე სიარულს და სხვა ''ქალურ'' რამეებს, რაც, ჩანაფიქრის თანახმად, მალე გამოადგებათ. ამ ბიჭებს ასევე ასწავლიან ''გეიაღლუმების'' ჩატარებას. ამ ბანაკებში ბავშვებს თვითგამოხატვის სრული თავისუფლება აქვს.

• შვედეთში ასევე სკოლის ასაკიდან ასწავლიან ბავშვებს გენდერიდეოლოგიას და ტოლერანტობას ჰომოსექსუალთა მიმართ.

• ყველაზე შორს მაინც ბრიტანეთი წავიდა. ბრიტანეთის ხელისუფლება ოფიციალურად აპირებს კანონის შემოღებას, რომლის მიხედვითაც 9 წლის ბავშვს უკვე შეუძლია, სქესის შეცვლის გადაწყვეტილებ მიიღოს და მას ამაში დაეხმარებიან. ბრიტანეთის სამედიცინო დაზღვევის ფონდი სქესის შეცვლის მსურველ 9 წლის ბავშვებზე ჰორმონული წამლების უფასოდ გაცემას დაიწყებს, რაც მათ ხელს შეუწყობს, თანდათან, სრულწლოვანებამდე შეემზადონ სქესის შეცვლისთვის და არ განუვითარდეთ იმ სქესისთვის დამახასიათებელი ორგანოები, რომელსაც მიეკუთვნებიან, მაგრამ არ აღიარებენ.

ასე რომ, როგორც ჩანს, გერმანელი მშობლები ტყუილად არ სცემენ განგაშის ზარებს და ის სანუკვარი "დასავლეთი", რომლისკენაც ასე მივისწრაფით, თანდათან არც ისეთი უსაფრთხო ხდება ჩვენი შვილების მომავლისთვის.

http://mshoblebi.ge/kaleidoskopi/362-skandali-safrangethshi-mozardi-bitcebi-samagalithod-daaqortsines.html


Комментариев нет:

Отправить комментарий