ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 июня 2014 г.

სატანის ძალა, რომელიც შეუმჩნევლად მკვიდრობს ადამიანში

მისი გაფანტული ცხოვრებისას, როდესაც მლოცველის მიერ მოხმობილ უფლის სახელს გაიგონებს, აწრიალდება. ის ადამიანში ყველა ვნებას აღადგენს, მათი საშუალებით ადამიანს საშინლად შეარყევს, სხეულში სხვადასხვაგვარ, უცნაურ სნეულებებს აღმოაცენებს. ამ აზრით თქვა ღირსმა იოანე წინასწარმეტყველმა: „ჩვენ უძლურებს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ იესოს სახელს მივმართოთ, რადგან ვნებები, როგორც ნათქვამია, დემონები არიან და ამ სახელის მოხმობით განიდევნებიან“. ეს ნიშნავს: ვნებები და დემონები ერთობლივად მოქმედებენ, დემონები ვნებების საშუალებით მოქმედებენ... წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უფალ იესო ქრისტეს სახელის ხსენება მტერს საბრძოლველად აღაგზნებს. რამეთუ „იესოს ლოცვისთვის“ მაიძულებელ სულს ამ ლოცვით ყველაფრის მოპოვება შეუძლია... პირველ რიგში, მას შეუძლია გველის ამოძრავება და ამ ლოცვას მისი დამორჩილებაც შეუძლია. ამ ლოცვას ჩვენში მცხოვრები ცოდვის მხილება შეუძლია და ამ ლოცვას მისი მოსპობაც შეუძლია... უფალ იესო ქრისტეს სახელი ჩავა გულის სიღრმეში, დაიმორჩილებს გულის საძოვრების მფლობელ გველს, ხოლო სულს გადაარჩენს და განაცხოველებს. განუწყვეტლივ იმყოფებოდე უფალ იესოს სახელში, დაე, შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული, დაე, ეს ორნი ერთად იყვნენ. თუმცაღა ეს საქმე ერთსა და ორ დღეში არ აღესრულება, არამედ მრავალ წელსა და დიდ დროს საჭიროებს, დიდი დრო და ღვაწლია საჭირო იმისთვის, რომ მტერი განიდევნოს და ქრისტე დაემკვიდროს“.


წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი










Комментариев нет:

Отправить комментарий