ღმერთი

ღმერთი

вторник, 17 июня 2014 г.

“პატრიარქს ძალით ვერავინ გადააყენებს, მაგრამ შეიძლება, გადადგომა აიძულონ“

გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი მკალავიშვილი სინოდის სხდომის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. მამა ბასილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს ძალით ვერავინ გადააყენებს, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ პატრიარქი აიძულონ და თავად გადადგეს.

„პატრიარქმა ყველაზე უკეთ არ იცის, რომ სინოდის წევრებს შორის საშინელი დაპირისპირება და არეულობაა გამეფებული? კატეგორიულად ვაცხადებ – დღევანდელი სინოდი ხელისუფლებას უფლის სახელით ევაჭრება და იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე, ამათ „ანდისკრიმინაციული კანონის“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, 30 მილიონი მიიღეს! დიახ, 30 მილიონად გაყიდეს მართლმადიდებლობა! პატრიარქის გადადგომა-არგადადგომის შესახებ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უწმინდესს ძალით ვერავინ გადააყენებენ, მაგრამ შეიძლება, გადადგომა აიძულონ“, – აცხადებს მამა ბასილი.

როგორც სასულიერო პირი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მან საკუთარი ინტერვიუებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ გააფრთხილა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ჩამოეშორებინა. მამა ბასილი გიგა ბოკერიას „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ალიანსში ამხელს.

 „შეჭირვებულმა ქართველმა ხალხმა მართლაც უდიდესი ნდობა გამოუცხადა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მის გვერდით აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებმაც პირი შეკრეს სატანასთან. მე მაინც მგონია, რომ ნაციონალებმა თავიანთი ვერაგობით ანკესზე წამოაგეს ხელისუფლება და მიაღებინეს საბედისწერო კანონი,რითაც ხალხში სახელი გაუტეხეს! თუმცა, ხელისუფლებაში მოკალათებულ რესპუბლიკელებსა და გიგა ბოკერიას ხალხში სახელი ისედაც დიდი ხანია გატეხილი აქვთ. ე.წ.ანდისკრიმინაციული კანონის პირველ ვარიანტში თეა წულუკიანი და რესპუბლიკელები ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერდნენ მხარს და ეს პუნქტი მოსახლეობის თვალის ახვევის მიზნით ფორმალურად მოხსნეს, რასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამ კანონის ამოქმედებით სიბილწეს ისედაც აღასრულებენ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი ინტერვიუებით ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ რესპუბლიკელები ჩამოეშორებინა, რადგან სწორედ ისინი არიან მართლმადიდებელობის დაუძინებელი მტრები“, – ამბობს მამა ბასილ მკალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.


http://kvira.ge/?p=54385



Комментариев нет:

Отправить комментарий