ღმერთი

ღმერთი

суббота, 28 июня 2014 г.

როგორ გამოიყურებიან ალენ დელონის შვილები?


ფრანგი მსახიობი, ყველაზე სექსუალური მამაკაცი და უამრავი ქალის გულთამპყრობელი ალენ დელონი უკვე 78 წლისაა.

ალენ დელონს ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად მრავალი რომანისა, საზოგადოებას მხოლოდ ერთი რომანი, რომი შნაიდერთან მისი ურთიერთობა ახსოვს. რომის სიკვდილის შემდეგ ალენს ოთხი უიღბლო რომანი ჰქონდა, ახლა კი მარტო ცხოვრობს. რომის თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უწოდებს, ყოველ წელს აღნიშნავს მასთან ნიშნობის თარიღს - 22 მარტს, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა: "ცოლად უნდა მომეყვანა...".



ალენი 4 შვილის მამაა.

1959 წელს მსახიობ რომი შნაიდერზე დაინიშნა. დანიშნული დელონი კვლავაც თავისუფალი მამაკაცის ცხოვრებით ტკბებოდა და ერთ დღესაც რომის გერმანელ მსახიობთან და მოდელთან ნიკოსთან უღალატა. 1962 წელს ნიკომ ვაჟი, კრისტიან აარონი (არი) გაუჩინა. დელონმა შვილი აღიარა, გვარიც მისცა და ბავშვს მისი მშობლები ზრდიდნენ. 1963 წელს შნაიდერმა და დელონმა ნიშნობა გააუქმეს. 1964 წელს ნატალი ბარტელემიზე დაქორწინდა. მათ ვაჟი ენტონი შეეძინათ. წყვილი 1969 წელს განქორწინდა. 1987 წელს ჰოლანდიელ მოდელს, როსალი ვან ბრემენს შეხვდა. 1990 წელს ქალიშვილი ანუშკა, ხოლო 1994 წელს ვაჟი ალენ-ფაბიენი შეეძინათ. წყვილმა ურთიერთობა 2002 წელს შეწყვიტა.

კრისტიან აარონი - ფოტოგრაფი (52 წლის)             ენტონი - მსახიობი (49 წლის) 


                                                                      

 


ანუშკა - მსახიობი (24 წლის)                                 ალენ ფაბიენი - მსახიობი (20 წლის) 

                  


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/


Комментариев нет:

Отправить комментарий