„ევოლუციონიზმი და ათეიზმი სწორედ ადამიანის უკვდავი სულის წინააღმდეგ იბრძვის“
„რომელი არა არს ჩემთანა, მტერი ჩემი არს; და რომელი
არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს.“
ლუკა, 11,23
თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ სრულიად არაორაზროვნად დაამტკიცა, რომ სამყარო, სიცოცხლე შეუძლებელია წარმოქმნილიყო თავისით, გონიერი შემოქმედის გარეშე, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი სერიოზული მეცნიერი აღარ ამტკიცებს სამყაროს არაღვთიური წარმოშობის შესაძლებლობას, ბოროტი მაინც ფარხმალს არ ყრის და კვლავაც „წარმატებით“ ამკვიდრებს ათეისტურ შეხედულებას საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში.
შეიძლება ვიფიქროთ: რა ვუყოთ მერე, ზოგი ადამიანი მორწმუნეა, ზოგიც ურწმუნო, რა ზიანი უნდა მოგვიტანოს მეცნიერულმა ჰიპოთეზამ, თუნდაც მცდარმა? ათეისტებსაც ხომ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისი შეხედულება, ცივილიზებულ სამყაროში ხომ სინდისის თავისუფლებაა? ჩვენ ფიქრადაც არ გავივლით, შევზღუდოთ ადამიანთა თავისუფალი ნება იყოს მორწმუნე ან ურწმუნო. მაგრამ ის კი ყველამ უნდა იცოდეს, რომ ათეიზმი, ფსევდოსარწმუნოება, სხვადასხვა ტოტალიტარული სექტები სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს კაცობრიობის არსებობისათვის, მითუმეტეს დღეს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როცა ბოროტგანმზრახველ ადამიანს კატასტროფული შედეგების გამოწვევა ხელეწიფება. ასეთი მაგალითები საკმაოდაა დღევანდელ მსოფლიოში.
მეცნიერების ავტორიტეტით შენიღბული ათეისტური მსოფლმხედველობა მეტად საშიშია, იგი არ არის მხოლოდ უწყინარი მეცნიერული ჰიპოთეზა, იგი მომაკვდინებელ გავლენას ახდენს საზოგადოების ზნეობაზე.
ათეიზმის ზნეობრივ მსოფლმხედველობას განსაზღვრავს მისი „მეცნიერული“ საფუძვლები - უპირველესად ევოლუციის თეორია. როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანელმა ბოტანიკოსმა ჩარლზ დარვინმა ცოცხალი ბუნების ევოლუციური განვითარება „დაასაბუთა“, რომლის მთავარი დასკვნის თანახმად სამყაროში უწყვეტად მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისათვის და ამ დაუნდობ ელ ბრძოლაში ი მ არჯვ ე ბს უძლიერესი, ის, რომელიც უკეთ შეეგუება არსებულ პირობებს. ბრძოლა არსებობისათვის და ბუნებრივი შერჩევა - ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა. ასეთ შემთხვევაში ზნეობა ზედმეტ, უსარგებლო ბარგად გვევლინება. მართლაც, სულ ადვილად შეიმჩნევა, რომ ზნეობრივი კანონების მოქმედებას შეუძლებელია თვითგანვითარების პროცესში. ზნეობრიობა ადამიანის უკვდავი სულის მახასიათებელი თვისებაა, უკვდავი სული კი ადამიანს ენიჭება ღმერთის მიერ.
ცხადია, რომ არსებობისათვის ბრძოლა თავდაცვის ინსტინქტითაა განპირობებული, ხოლო ზნეობრივი კატეგორიების თვალსაზრისით იგი დამყარებულია ყველაზე უფრო ფართომასშტაბიან და აღვირახსნილ ეგოიზმზე, მათ შორის ჯგუფურ ეგოიზმზეც: უნდა გადარჩნენ მხოლოდ ძლიერები, რომლებიც კაცობრიობის პროგრესის დამამუხრუჭებელ სუსტებს ანადგურებენ; ადამიანური ურთიერთობები უნდა აიგოს სისხლის სამართლის დამნაშავეთა სამყაროს კანონებით - „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“.
ევოლუციონისტები შეიძლება შემოგვედავონ: სწორედ ასე ცხოვრობდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა, ჩვენ მხოლოდ აღმოვაჩინეთ და ჩამოვაყალიბეთ ეს კანონი, ვაჩვენეთ მისი ზოგადობა და ობიექტურობა. მაგრამ სწორედ აქ ისმის მრავალი სერიოზული კითხვა:
როგორ აიხსნას, რომ გაბატონებული ეგოიზმის კანონი თითქმის მთელი კაცობრიობის შინაგან წინააღმდეგობას იწვევს?
რატომაა, რომ ნორმალური ადამიანებისთვის დაუშვებელია ასეთი „კანონით“ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის რეალურად? იოლად არავინ ღებულობს ამ კანონს, როგორც ნორმალურს და ბუნებრივს. იმისათვის, რომ ეს კანონი ნორმად მიიღო, უნდა გადაილახოს სინდისის წინააღმდეგობა.
რატომაა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ადამიანებს, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე სხვადასხვა ხალხს, გარკვეული საერთო პრინციპები აქვთ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საერთო ეგოიზმის პრინციპებს? მაგალითად: არ შეიძლება აიღო ის, რაც სხვას ეკუთვნის; არ შეიძლება იყო უმადური და ვერაგი; არ შეიძლება გყავდეს სხვისი ცოლი და სხვ.?
რატომაა, რომ ყველგან იწონებენ გულმოწყალებას, სიმამაცესა და თავგანწირვას და ა.შ.?
რატომაა, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ახსოვთ მორალი, როგორც აბსოლუტური ნორმა, რომელიც არ არის ნაკარნახევი უკეთ გადარჩენის მოსაზრებით?
თუ ცხოვრება, მართლაც, ევოლუციური სქემით მიმდინარეობს, მაშინ ზნეობრივი პრინციპით მცხოვრებნი ყოველთვის წინასწარვე განწირულნი არიან, მათ გადარჩენის არავითარი შანსი არ გააჩნიათ. მაგრამ, მაშინ როგორ მოხდა, რომ ბუნებრივი შერჩევის შედეგად ადამიანებმა არ უკუაგდეს ეს პრინციპები, რატომაა, რომ საერთოდ კაცობრიობის უმეტესობა, რამდენადაც ცოდვილი არ უნდა იყოს, გულის სიღრმეში მაინც დღემდე არ იწონებს ეგოიზმს?
და, პირიქით, თავგანწირვა მიაჩნია მისაბაძ თვისებად? თავგანწირვა ხომ სრულებითაც არ გამომდინარეობს არსებობისათვის ბრძოლის მოთხოვნილებიდან. პრაქტიკული თვალსაზრისით თავგანწირვა საზიანოა გადარჩენისათვის. უკეთესი შეგუების მოსაზრებიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ ჯგუფური ეგოიზმი - ბანდიტთა ხროვის კონკურენციით განპირობებული თვისებები, მაგრამ რატომაა, რომ, ჩვეულებრივ, ადამიანები მათ არ თვლიან საზოგადოების არსებობის მისაბაძ პრინციპებად?
ამ კითხვებზე ევოლუციის თეორიას პასუხი არა აქვს. სინამდვილეში ევოლუციის თეორიამ კი არ აღმოაჩინა ზემოაღნიშნული უკიდურესი ეგოიზმის კანონი, თითქოსდა, საზოგადოებისთვის დამახასიათებელია უზნეობა, უხეში და დაუფარავი ძალადობის ნორმები, არამედ აცხადებს მათ ბუნებრივად და პროგრესულად, ასაბუთებს, ამართლებს და პროპაგანდასაც უწევს, რათა ყველამ, მთელმა ქვეყანამ ამ უზნეო „კანონებით“ იცხოვროს და იმოქმედოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით ევოლუციის თეორიამ დიდი „წარმატებები“ მოიპოვა. ევოლუციური სწავლების წიაღში იშვა სოციალური დარვინიზმი, რომელიც კაცთმოძულე მოძღვრებათა თეორიული საფუძველი გახდა. სწორედ ზნეობის სფეროში მიაღწიეს მათ საზარელ შედეგებს, რამაც საზოგადოებრივი ისტორიის ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები გამოიწვია. თავისი არსით უზნეო სწავლებამ, სოციალურმა დარვინიზმმა სხვა უბედურებებთან დააკანონა ადამიანთა მასობრივი ჟლეტა „ბედნიერი მომავლის“ იდეით. სწორედ ევოლუციონიზმისა და სოციალური დარვინიზმის პრაქტიკულ შედეგს წარმოადგენს: რასიზმი, ნაციზმი, კომუნიზმი და „ჯუნგლების კაპიტალიზმი“.
რასიული უპირატესობის იდეები - რასიზმი, ჰიტლერიზმი, ფაშიზმი - გამომდინარეობენ დარვინის სწავლებიდან რასების წარმოშობისა და მათი არათანაბარი მნიშვნელობის შესახებ. ძლიერ რასებს არსებობისათვის ბრძოლის კანონი თითქოს ავალდებულებს კიდეც, ძალით იბატონოს სხვა დანარჩენ რასებზე, თუ საჭიროა, უნდა გაანადგურონ კიდეც ისინი. აღსანიშნავია, რომ ჰიტლერი დიდ პატივს სცემდა როგორც დარვინს, ისე მის მიმდევრებს, მათ შორის განსაკუთრებით ჰეკელს, რომელმაც განავითარა დარვინიზმი ე.წ. რეკაპიტულაციის ცრუმეცნიერული თეორიის სახით.
კლასობრივი ბრძოლის იდეა ასევე ლოგიკურად გამომდინარეობს „არსებობისათვის ბრძოლის კანონებიდან“. სწორედ ამ კანონით ხსნის მარქსიზმი კლასების წარმოქმნას და მათ ბრძოლას, აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს პროლეტარიატის დიქტატურის იდეა. რასიული უპირატესობის ნაცვლად იქადაგება კლასობრივი უპირატესობა. საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში გაკრიტიკებული იყო დარვინიზმის რასისტული დასკვნები, აღინიშნებოდა, რომ საჭიროა დარვინიზმიდან რასიზმის „ჩამორეცხვა“, რათა ის მარქსიზმის სამსახურში ჩადგეს, მაგრამ, ცხადია, ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები ევოლუციური სწავლების კლასობრივმარქსისტული ხასიათის შესახებ.
გავიხსენოთ, რომ დარვინიზმიდან გამომდინარე ამ ორივე სოციალურ ცრუსწავლებას ათობით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ვხედავთ, საზოგადოების ევოლუციის თეორიის მიხედვით ორგანიზება აკანონებს ყველაზე საზიზღარ უკანონობებს. მაგრამ ევოლუციური იდეა საზოგადოებისათვის მხოლოდ ამით არ არის საშინელი.
ევოლუციონიზმის მიხედვით, ადამიანსა და ბუნებაში თითქოს ჩანს გაუმჯობესების საკუთარი წყარო. ამით ადამიანი ბუნებრივად ღებულობს სრულ დამოუკიდებლობას და უფლებას თავისებურად დაგეგმოს საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრება, მიუხედავად გარეშე შეზღუდვების ანუ ღმერთის მცნებებისა. ამრიგად უფასურდება ზნეობრივი ნორმები, ხოლო თვით ადამიანის ცხოვრება კარგავს თავის წმიდა დანიშნულებას, ადამიანს ეძლევა ცხოვრებასთან ნებისმიერი ურთიერთობების ნება, ის რაც ადრე მკრეხელობად ითვლებოდა და აბსოლუტურად დაუშვებელი იყო, დღეს შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ამის შედეგია ასე გავრცელებული აბორტები, ევთანაზია, სქესის შეცვლა, ადამიანის ხელოვნური ჩასახვა სინჯარაში, კლონირება და ა.შ.
ევოლუციური თვალთახედვით ადამიანის დანიშნულება და ზნეობრივი ნორმები ყოველგვარ აზრს კარგავს, რადგან გამოდის, რომ ადამიანი ნადირია, რომელსაც, ბუნებრივია, ესაჭიროება არა მაღალი იდეალები, არამედ ჩვევების გაწვრთნა - გახედვნა.
ამიტომ რაც ადრე მკრეხელობად ითვლებოდა და მიუღებელი იყო ღვთაებრივი კანონებით, დღეს შეიძლება ნორმად ჩაითვალოს პრაქტიკული, ევოლუციური კანონებით, მათ შორის მკვლელობათა ნაირსახეობა - აბორტები, ევთანაზია, ორგანოების „შოვნა“ მათი გადანერგვის მიზნით, გარყვნილების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით და ა.შ.
აბორტები რეკაპიტულაციის თეორიის გამოჩენამდე ყველგან განიხილებოდა, როგორც მკვლელობა. მაგრამ ჰეკელმა „დაამტკიცა“, რომ ადამიანის ჩანასახი მხოლოდ ევოლუციონირებადი თევზი ან თავკომბალაა, ამიტომ მისი მკვლელობა არაფერს ნიშნავს. ეს ცოდვა საშინელია თავისი მასშტაბებით და სიადვილით. არც ერთ საკონცენტრანციო ბანაკებს და ომებს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რამდენიც - აბორტებმა.
ახლა უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ ჩანასახი ჩასახვის მომენტიდანვე ატარებს ჩვეულებრივი ადამიანის ყველა თვისებას, მას გააჩნია სრულყოფილი ნერვული სისტემა, გრძნობის ორგანოები, გული, ფილტვები და სხვა ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს. მრავალ ჩვენთაგანს უნახავს ა. ნათანსონის ფილმი - „ჩუმი ყვირილი“, რომელშიც აბორტის პროცესია გადაღებული. ფილმში აშკარად ჩანს, როგორ ცდილობს ჩანასახი, უკვე სავსებით ჩამოყალიბებული, ოღონდ ჯერ დედის საშოში მყოფი პაწაწინა ადამიანი, აიცილოს მის მოსაკლავად მომართული იარაღი. საშინელი მასშტაბები მიიღო აბორტმა საქართველოში. ქართველი მამები და დედები, რომლებიც, არაფერს იშურებენ შვილებისათვის და ყოველგვარ გაჭირვებას ითმენენ, ჩვეულებრივი მკვლელები ხდებიან თავისი ცოდვილი გაუნათლებლობისა და დაუფიქრებლობის გამო. თანამედროვე ტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაყოფის სქესი ბავშვის დაბადებამდე დავადგინოთ. და მეცნიერების ამ მიღწევას მრავალი მშობელი შვილის მკვლელობისათვის იყენებს. „თუ ბიჭია, დაიტოვე,“- მოითხოვს მამა,- „თუ გოგოა, მოიშორე“. რა შეიძლება ეწოდოს ამ დანაშაულს? ადამიანები სჩადიან უმძიმეს ცოდვას. აღარაფერს ვიტყვით მკვლელი აბორტმახერების შესახებ.
აბორტის „განვითარებამ“ გამოიწვია ორგანოების ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) და ხელოვნური გაახალგაზრდავება აბორტირებული ჩვილების ქსოვილებით და ფერმენტებით. ასეთი ოპერაციებისთვის თავისუფლების მიცემა რეალურად იწვევს ახალი კრიმინალური დარგის - „ორგანოებისათვის“ მკვლელობების განვითარებას, რასაც ვამჩნევთ კიდეც მრავალ ქვეყანაში. .მთავარი საქმე - სიცოცხლის გაიაფება - დარვინისტურმა მსოფლმხედველობამ უკვე შეასრულა. ამიტომაც, უკვე ორგანოების მისაღებად ჩატარებულ აბორტებშიც აღარ ხედავენ არაფერს საშინელს.
ყოველივე ამან გამოიწვია გულგრილი დამოკიდებულება თვით მკვლელობისადმი (მისი პოეტიზაციაც კი ხდება), უტილიტარული, უგულო დამოკიდებულება ახალი სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლოებისადმი, სქესის ხელოვნურად შეცვლის რეკლამირება და ა.შ.
ასეთივე ხასიათისაა ევთანაზია - უიმედოდ ავადმყოფი ადამიანის სიცოცხლის უმტკივნეულო სამედიცინო შეწყვეტა, რაც ფრიად გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში. ევოლუციური თვალსაზრისით, ევთანაზია სავსებით გამართლებული საქმეა: რატომ უნდა იწვალოს ადამიანმა, რომლის სიცოცხლე არავის სჭირდება (მათ შორის თავადაც). მოხუცის ნათესავებს სურთ შეიმსუბუქონ ცხოვრება და ევთანაზიით მკვლელობის თანამონაწილენი ხდებიან. მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ტანჯვა, რომელიც ზეციდან იგზავნება, თვითონ მას სჭირდება მარადისობისათვის მოსამზადებლად, აგრეთვე მის გარშემო მყოფთ გულმოწყალეობისა და ცხოვრებისადმი უფრო სერიოზული მიდგომისათვის. სხვათაშორის, ევთანაზიაც ადვილად შეიძლება გახდეს შეკვეთილი მკვლელობების ერთ-ერთი მეთოდი. მადლობა ღმერთს, ევთანაზიამ ჯერ კიდევ ვერ შემოაღწია საქართველოში.
მაგრამ, „სამაგიეროდ“ შემოაღწია სხვა სახის უზნეობამ. სწორედ ევოლუციონიზმის ბატონობისა და ლიბერალიზმისა და დემოკრატიის გაუკუღმართებული გაგების შედეგია ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ტელეარხით გავრცელებული უზნეო სანახაობები, რომლებსაც ერთი შეხედვით უწყინარი, ასე ვთქვათ ცივილიზებული სახელი უწოდეს - „რეალიტი შოუ“. „რა არის აქ საძრახისი“, - ამბობენ ამ გადაცემათა ავტორები და შემსრულებლები, - „აქ ხომ იგივე ხდება, რაც ცხოვრებაშია?“. მათ ცხადია, აზრადაც არ მოსდით, რომ უზნეობაა სხვისი წერილების წაკითხვა, სხვისი საუბრისთვის ფარულად ყურისგდება, თვალთვალი, კარის ჭუჭრუტანიდან ბინაში შეხედვა... თუმცა აქ არც არის კარის ჭუჭრუტანა - ფართო ეკრანია და არც ფარული თვალთვალი ხდება. ყველაფერი აშკარაა და ღია - ადამიანები იქცევიან უღირსად. ნადირთა ზოგიერთი სახეობაც კი მაინც მოფარებულ ადგილს ირჩევს ფიზიოლოგიური თუ სხვა სურვილების დასაკმაყოფილებლად. დღევანდელმა ადამიანმა კი ურცხვად გადალახა მორიდების ეს ბარიერიც.
ამრიგად, სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ ევოლუციონიზმი და ათეიზმი სწორედ ადამიანის უკვდავი სულის წინააღმდეგ იბრძვის. ევოლუციურმა ჰუმანიზმმა, რომელმაც გაათავისუფლა ადამიანი პასუხისმგებლობისგან ყოველგვარი უზნეო ქმედებისათვის, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად შექმნა გარყვნილება და მკვლელობა, ადამიანთა ზნეობრივი და ფიზიკური განადგურება. ცხადია, ასეთ საზოგადოებას არ უწერია დიდი ხნის სიცოცხლე. სწორედ ამის გამოა, რომ მრავალ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც „მეცნიერული ათეიზმია“ დამკვიდრებული, ხშირია თვითმკვლელობები, ნარკომანია და სხვა უბედურებანი. და ეს ბუნებრივიცაა - რა აზრი აქვს უღმერთო ცხოვრებას?
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სკოლებში ათეიზმს ისევ გაბატონებული მდგომარეობა უკავია, ძნელი არ იქნება წარმოვიდგინოთ თუ როგორი დიდი საშიშროება ემუქრება ჩვენს ქვეყანასაც. იმ მოთხოვნაზე, რომ სკოლებში ევოლუციურთან ერთად კრეაციული შეხედულებაც ვასწავლოთ, განათლების სამინისტროს მესვეურები გვპასუხობენ, რომ ისინი სკოლებში მეცნიერულ საგნებს ასწავლიან და არც კი უწყიან, რომ სწორედ ევოლუციონიზმია არამეცნიერული თეორია. ჭეშმარიტად - „უღმერთობა „მეცნიერული“ უვიცობაა“ (მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი).
ამდენად, ყველა ჩვენგანის წმიდათა წმიდა მოვალეობაა გავაგებინოთ საზოგადოების ჯერ კიდევ ურწმუნო ნაწილს, რომ სიცოცხლე, სამყარო შექმნილია ყოვლადკეთილი, ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი შემოქმედის - ღმერთის მიერ, ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი და არაა პრიმატებიდან წარმოქმნილი. პირველ რიგში, ეს ეხება მშობლებს - მშობლებო, მკაფიოდ შთაუნერგეთ თქვენს შვილებს ჭეშმარიტება, თუ მართლაც გიყვართ ისინი და გსურთ, იხილოთ ნამდვილად ბედნიერნი.
გიორგი ბაღათურია
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
კრეაციული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №7, 2006 წ.

Комментариев нет:
Отправить комментарий