"თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოვებელსა".
წმ. მაქსიმე აღმსარებელი.
"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატ-ანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა".
წმ. იოანე ოქროპირი.
"ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისაკენ მოვყევართ; მივყევართ რღვევამდეც".
მამა პაისი მთაწმინდელი.
ქრისტეს ეკლესიის ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ მის წევრთა წინაშე ყოველ დროში იდგა საკითხი სამეუფო გზის განსაზღვრისა და ამ გზით სიარულისა. მაგრამ ყველაზე მწვავედ იგი ჩვენს დროში დგას, რადგან მსოფლიოს ღვთისგან განდგომილებამ ლამისაა საყოველთაო ხასიათი მიიღოს. როგორია სამეუფო გზა და რას ნიშნავს სამეუფო გზით სიარუ-ლი? ეკლესიის სწავლებას ამ საკითხთან დაკავშირებით გადმოგვცემს ღირსი აბბა დოროთე ძირითადად “მეორე სჯულის” წიგნზე დაყრდნობით: "ნუ მისდრკები მარჯულ, ნუცა, მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ” (2 სჯ. 5. 32, 17. 11), ხოლო წმ. ბასილი დიდი განსაზღვრავს: “წრფელი გულითა იგი არს, რომლისა გული არა იყოს მოყვარე მეტისა, გინა ნაკლებისა, არამედ რათა დგეს იგი საშუალსა გზასა ზედა სათნოებათასა”. მაშ რას წარმოადგენს "გზა სამეუფო", "სათნოებათა საშუალი გზა"? ამ ცნებას, ამ მოვლენას ორი მიმართება, ორი ასპექტი გააჩნია: პიროვნული და კრებსითი. პიროვნული თვალსაზრისით სამეუ-ფო გზა პირად ღვაწლთან, შინაგან სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით განიხილება. ამ მიმართებით სამეუფო გზის მართლმადიდებლურ მოძღვრებას წმიდა იოანე კასიანე გადმოგვცემს თავის შესანიშნავ ნაშრომში “საუბრები”:"საჭიროა ჩვენთვის, სრული მონდომებითა და ძალისხმევით ვესწრაფოდეთ, რათა სიმდაბლითა ჩვენითა მოვიხვეჭოთ კურთხეული ნიჭი სიფრთხილისა, რაც ნამეტნაობისაგან ორივესმხრივ დაგვიფარავს, რამეთუ, მამათა თქმით, ორივე უკიდურესობისაგან კრძალვა გვმართებს: მარჯვნივ გარდამეტებული მარხვისაგან შევცვივით განსაცდელსა, მარცხნივ უზრუნველობისაგან კრძალვა გვმართებს”. ჩვენი მხრივ დავამა-ტებთ, რომ "გარდამეტებული მარხვა" შეიძლება გარდამეტებულ მოშურნეობამდე განვაზოგადოთ. გარდამეტებული მოშურნეობა კი კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში განიხილება. მისი ნიშნებია ხიბლი, სიმდაბლის დაკარგვა და ამპარტავნება. კრებსითი თვალსაზრისით სამეუფო გზა ეკლესიის წევრების, - იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის ეკლესიის სიწმინდისათვის ბრძოლასთან მიმართებაში განიხილება. ამ ასპექტით სამეუ-
ფო გზა - ესაა გზა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ დავიცვათ ქრისტეს ეკლესია ისე, რომ არ შეისვაროს "აწინდელ დროთა ღმრთისგანდგომილებასთან კავშირის სიბილწით" (სერაფიმე როუზი). კრებსითში იკრიბება ყველა პიროვნული და კეთილგონივრული მოშურნეობის ღვაწლი ეკლესიის სიწმინდისა და ჭეშმარიტების დაცვის ვალდებულების აღსრულებისას. ამიტომ ვერცერთი მართლმადიდებელი გვერდს ვერ აუვლის თავისი პოზიციის განსაზღვრას სამეუფო გზასთან მიმართებაში და თავს ვერ აარიდებს არჩევანის გაკეთებას, იაროს თუ არა ამ გზით. საეკლესიო სწავლება იცნობს ორ უკიდურესობას - "მემარცხენეობასა" და "მემარჯვენეობას", ხოლო სამეუფო გზას განმარტავს როგორც საშუალს მათ შორის.
2. "მემარცხენეობა", ანუ სარწმუნოებრივი ლიბერალიზმი
"მემარცხენეობა" - ესაა დოგმატურ საკითხებში კომპრომისებისა და სარწმუნოებრივი ლიბერალიზმის გზა, რომელსაც დღეს ეკუმენიზმი, მეტიც, პანეკუმენიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ჩვენი თანამედროვე დიდი ამერიკელი მამა სერაფიმე როუზი ამბობს: "ახლანდელი მართლმადიდებელნი კი დიდი ხნის მომზადებულები არიან ყოველთა ეკლესიათა და რელიგიათა "ეკუმენური" შეერთე-ბისათვის ათეული წლების განმავლობაში უდებებით, განურჩევლობით, გამიწიერებითა და იმ დამღუპველ სიცრუესთან შეგუებით, რომ თითქოს ჩვენ არსებითად არაფერი განგვასხვავებდეს ყოველთა სხვათაგან, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ". ეკუმენისტები მიზნად ისახავენ მთელი მსოფლიოს სხვადსხვა აღმსარებლობებისა და რელიგიების გაერთიანებას, მაგრამ არა საერთო ჭეშმარიტი მრწამსისა და ეკლესიის წმიდა გადმოცემის საფუძველზე, არამედ - სარწმუნოებრივი კომპრომისებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის გზით. აქედან გამომდინარე, მემარცხენეობა არის არა სამეუფო, არამედ წარწყმედის გზა. "მწვალებლები ცდილობენ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება აქციონ ადოგმატურად, არაკანონიკურად, უზნეოდ, გვთავაზობენ რა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ დავდუმდეთ დოგმატებზე, კანონებზე, სახარებისეულ მცნებებზე" (სერაფიმე როუზი). დოგმატურ საკითხებში კომპრომისის მომხრე მემარცხენეები მთლიანად უარყოფენ საეკლესიო კანონიკას. წმ. იოანე ოქროპირი ამხელს მათ და გვირჩევს: "გონება, რომელიც ეურჩება ეკლესიის დოგმატებსა და წმ. მამათა სწავლებას, უთანხმოებას თესავს ქრისტიანებს შორის...ამიტომ, ვისაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი იყოს, დაე, ურჩი გონება ეკლესიის კანონებით დააცხროს და ყველაფერში დედა-ეკლესიას დაემორჩილოს". მემარცხენეობა ეკლესიის მიერ არამცთუ სამეუფო გზადაა მიჩნეული, არამედ მტკიცედაა უარყოფილი. მამა სერაფიმე როუზი მემარცხენეობაზე ამბობს, რომ ეს არის "განწყობილება, დამყარებული რელიგიურ განურჩევლობასა და თვითკმაყოფილებაზე, ნივთიერ კეთილდღეობასა და უსულგულო ინტერნაციონალიზმზე". საგულისხმოა, რომ პროეკუმენისტ სასულიერო პირთა შორის ჭარბობენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი განათლება პაპისტურ ან სხვა დასავლური იდეოლოგიის მატარებელ სასწავლებლებში "სრულყვეს", რამაც მათი ცნობიერების და მისწრაფებების გამიწიერებას შეუწყო ხელი. მათი მისამართით წმ. ეპისკოპოსი Gგაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: "პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელთა მაცდურთა ის არის, რომ იგინი თავის ლაპარაკში აურევენ სულიერსა და ხორციელსა, ქვეყნიერსა და ზეციერსა, სამოქალაქო წყობილებასა და საღმთოსა სჯულსა, სარწმუნოების სწავლასა და სოფლის მდგომარეობასა...ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს". ასეთ “ნეხვსა შინა გასვრილ ახლანდელ მაცდურთა” გამოცნობა იოლია. ისინი ყველა ეპოქაში
არსებობდნენ და დაუფარავად იბრძოდნენ ეკლესიაში სიახლეების, მოდერნისტული სულის-კვეთების შემოტანისათვის. შედარებით ძნელია მათი სულიერი ნათესავების, ფარული მემარცხენეების გამოცნობა.
3. "ფარული მემარცხენეობა", ანუ ნელთბილობა.
სამწუხაროდ, ეკლესიაში არსებობს ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" კატეგორია, რომელთაც დღეს (შესაძლოა ყველაზე მეტადაც) აქვთ სამეუფო გზაზე მავალობის პრეტენზია. ისინი ზომიერებად, ანუ "საშუალსა გზასა ზედა სათნოებათასა" სიარულად ეკუმენიზმისა და ერესების მხილებისაგან თავის შეკავებას მიიჩნევენ. ესაა არასარწმუნოებით მდუმარების, ნელთბილობის, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ფარული კომპრომისების გზა. ამ კატეგორიის პირთა სპექტრი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. მათგან ჩვენ გამოვყოფთ კომფორმისტებს, რომლებიც სამეუფო გზაზე სიარულს იჩემებენ და ამით თავიანთი დუმილისა და უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ. ისინი მდუმარედ ადევნებდნენ თვალყურს ბოლო დროს ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას და ელოდებოდნენ, თუ ვინ გაიმარჯვებდა. ეს მოვლენა შესაძლოა უფრო საშიშიც იყოს ეკლესიისთვის, ვიდრე აშკარად გამოხატული მემარცხენეობა. "ის პოზიცია, რომელსაც კომპრომისების და დათმობების გზაზე დამდგარი მწყემსები ირჩევენ, ეკლესიისთვის დამღუპველია. ეკლესიას კი არ უნდა ვწირავდეთ საკუთარი კეთილდღეობისათვის, პირიქით, თავი არ უნდა გვენანებოდეს ეკლესიისთვის" (მღვდელმოწამე ბენიამინი; დახვრიტეს 1922 წ.). ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" ერესთშემწყნარებლური დუმილი მოკავშირედ ექცათ ეკლესიის მტრებს. "დუმილით გაიცემა ღმერთი” - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომე-ლიც თავმჯდომარეობდა II მსოფლიო კრებას კონსტანტინოპოლში. მან მოპაექრე ჭეშმარიტების დამცველთა და მოწინააღმდეგეთა გვერდით გამოარჩია მდუმარე ქრისტიანები, ნელთბილები, ისინი, ვინც დუმდნენ და ელოდებოდნენ, თუ საით გადაიხრებოდა გამარჯვების სასწორი, რომ შემდეგ იმ მხარეზე დამდგარიყვნენ. ასეთ ქრისტიანეთა ქმედებამ ყველაზე მეტად აღაშფოთა წმ. მამა და წყეულნი უწოდა მათ. "ფარულ მემარცხენეთა" დანაშაულებრივ დუმილსა და უმოქმედობას ამხელს მამა სერაფიმე როუზი: "ერეტიკოსებს არ სჭირდებათ, რომ ყოველმა მართლმადიდებელმა მიიღოს მწვალებ-ლობა. მათთვის სავსებით საკმარისი იქნება, თუკი მართლმადიდებლები უბრალოდ დადუმდებიან და არ შეუშლიან ხელს ადამიანთა სულების წარწყმედას. ერეტიკოსებს არ სჭირდებათ, რომ დოგმატის ადგილას აუცილებლად აღმართულ იქნას ანტიდოგმატი. მათთვის სავსებით საკმარისია, რომ საკითხმა დოგმატური სფეროდან გადაინაცვლოს პირადი მოსაზრებების არეალში". "ფარულ მემარცხენეთა" იდეოლოგია ახლოსაა ფარისევლობასა და მწიგნობრობასთან. მათი ინსინუაციები ძირითადად მოშურნე მართლმადიდებელთა წინააღმდეგ არის მიმართული. ამავე დროს ისინი შედარებით ლოიალურნი არიან მემარცხენეების, როგორც სუ-ლიერი ნათესავების მიმართ. თუკი მემარცხენეებს დოგმატების მიმართ აქვთ ლიბერალური დამოკიდებულება, ნელთბილების ლიბერალიზმი უფრო მეტად კანონიკის მიმართ არის გამოხატული და კანონიკის დაცვისათვის ზრუნვას გარდამეტებულ მოშურნეობად, მემარჯვენეობად მიიჩნევენ. მაგრამ კანონიკური ლიბერალი-ზმი არის პროგრესირებადი ლიბერალიზმი, რომელიც საბოლოო ჯამში მემარცხენეობამდე მიდის. ღვთივგამოცხადებითი კანონები-სა და კანონიკის დათმობას საბოლოოდ სარწმუნოებრივი კომპრო-მისისაკენ მივყავართ, რადგან: "უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმიდა ეკლესია ღვთის სიტყვით არის დაფუძნებული, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია" (წმ.
კირილე იერუსალიმელი). "შევიყვაროთ ყველა საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი", გვასწავლის წმ. გრიგოლ პალამა. "მემარცხენეებისა" და "ფარული მემარცხენეების" მსოფლმხედველობებსა და იდეოლოგიებს შორის მსგავსება აშკარაა. მათ სამხილებლად ეკლესია გვასწავლის: "როდესაც კეთილისყოფაა საჭირო, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ღვიძლი ძმა, დედმამიშვილი, არ არის შენთან გაერთიანებული ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს მართალი დოგმატები უპყრიათ და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა. ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ ენითა და წარმომავლობით კი არ განვარჩევთ, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას იმარხავს და სიბრძნისმოყვარე ცხოვრებას ეწევა" (წმ. იოანე ოქროპირი); “ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა" (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, 2005…წლის საშობაო ეპისტოლე). "მემარცხენეთა" მსგავსად, "ნელთბილთა" თვალსაზრისითაც "საშუალი გზა" არის არა უცვლელი, რაც ეკლესიის სწავლების უცვლელობიდან გამომდინარეობს, არამედ "იკონომიის" პროცესს, უფრო სწორედ, "იკონომიის" კანონად ქცევის პროცესს დაქვემდებარებული ცვალებადი გზა. "იკონომიზმი" კი პერმანენტულად ლიბერალიზებადი პროცესია, რაც დიდი სჯულის კანონის არა ერთბა-შად (მემარცხენეთა მსგავსად) უარყოფას, არამედ დროში გაწელილ ლიბერალიზაციასა და შეცვლას ნიშნავს. ამიტომ ნელთბილთა "სამეუფო გზა" არის არა უცვლელი, არამედ განუხრელად მემარცხენეობისაკენ მიდრეკილი და გადანაცვლებადი. ამის გამო ნელთბილობა ფარულ მემარცხენეობას წარმოადგენს და ნიშანდობლივია, რომ ეკლესიის მამები მემარცხენეებსა და ნელთბილებს ერთად ამხელენ: "ქრისტეს კლესიაში არაფერია ნაკლებადღირებული და უმნიშვნელო, რამეთუ ყოველ წეს-ჩვეულებაში მკვიდრობს სულიწმიდა, ვისითაც სუნთქავს და სულდგმულობს ეკლესია. ყოველი, რომელი წინ აღუდგება წმიდა წერილს და საღმრთო გადმოცემებზე დაფუძნებულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსა და კანონებს, სულიწმიდას აღუდგება". (მიტროპოლიტი ინოკენტი); "თუ ცხონებისაკენ მხოლოდ ერთ სარწმუნოებას მივყავართ, იმდენად, რომ ყველა უცხო სარწმუნოებას ცხონება კი არა წარწყმედა მოაქვს, მაშ ის, ვინც უცხო სარწმუნოებას იცავს, განა არ ღუპავს ყველას, ვისაც აიძულებს დაიცვას იგი?..ასევეა ინდიფერენტიზმიც, იგი აუძლურებს და კლავს სულს. ვისაც იგი დაეუფლება, ის იგი-ვეა, რაც უღმერთო, რადგანაც ცხადია, რომ მისთვის სარწმუნოება რაღაც გარეშე საქმეა და მხოლოდ ჩვეულების ძალით მისდევს მას, სხვების წაბაძვით; ანდა, რაც კიდევ უფრო უარესია, მისდევს როგორც რაიმე პოლიტიკურ საშუალებას" (ჩვენ დავამატებთ - სარფიან პროფესიას - ავტ.) (წმ. თეოფანე დაყუდებული). ფარულ მემარცხენეთა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფა-რისევლური მორჩილება;არა"ჭეშმარიტი მორჩილება...რათა არა მოუძლურდეთ" (ებრ.2,1), არამედ მორჩილება პაპისტური გაგებით, ანუ მონება კაცთა და არა ღმრთისა. ეკლესიის ცოცხალმა ისტორიამ ისიც გვიჩვენა, რომ ღმრთის მონობის ნაცვლად კაცთა მონობის უღლის დამდგმელნი, ვერც ამ კაცთა ერთგულნი რჩებოდნენ ბოლომდე. ყველა გამოვლინების ნელთბილებს მამა პაისი მთაწმინდელი შემ-დეგი სიტყვებით ამხელს: "უმძიმესი დრო მოდის. მოდით ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიშრომოთ...ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით
ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ჩვენს ეპოქაში ეცხოვრა, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა...მე ვხარობ, როდესაც ანგარიშისწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი...ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა მამულის დასაცავად, ჩვენ ომს წარვმარ-თავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისათვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალთა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე. ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს"; წმ. მაქსიმე აღმსარებელი კი განმარტავს: "რამეთუ კეთილთა საქმეთა სრულებასა არა ეძიებს ყოველთაგან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგვინდობს წყალობით, უკეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთაგან, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან" (იოან. 14,2). ესე სიტყუანი თითოსახეთა მოქალაქობათათვის თქმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტეს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარეს, ხოლო სარწმუნოებისაი ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარებისაი სრული თანააც, რაითა ყოველივე ნაკლულევანებაი არა იყოს. უკუეთუ კნინოდენი შეემთხვიოს ნაკლულევანებაი და განდრეკილებაი სარწმუნოებისაი, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი" (მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება). წმ. მაქსიმე აღმსარებელი პირდაპირ ამხელს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ მთავარია გულში გვქონდეს ჭეშმარიტი სწავლება, ხოლო სააშკარაოზე მისთვის ბრძოლა არ არის აუცილებელი. ისინი ამბობენ - ღმერთი თავად მოაგვარებს ყველა პრობლემას, რადგან ნათქვამია "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ამის საპირისპიროდ მოვიყვანოთ ეპიზოდი მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრებიდან: "წმიდამან მაქსიმე თქუა: უფროისად ყოველი კაცი წმიდა იქმნების ჭეშმარიტებითა მით აღსარებითა სარწმუნოებისაითა, არა წინააღდგომითა მით აღსარებითა მართლმორწმუნოებისაითა. ტროიანე თქუა: გულსა შინა შენსა გაქუნდინ, ვითარცა გნებავს, არავინ გაყე-ნებს. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაითა გულსა შინა ოდენ გვაქუნდეს სარწმუნოე-ბაი, არამედ ესრეთ იტყვის: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათ.10,33); და წმიდაი მოციქული იტყვის:"გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხოვრებელად" (რომ. 10,10); რა-მეთუ "აღ-თუ-აღიარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე" (რომ.10,9). აწ უკუე ვინაითგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღ-ვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოვებელსა". ამგვარად სამეუფო გზით სიარული არის არა დუმილი, ნელთბილობა, კონიუნქტურული დიპლომატია თუ კონფორმიზმი, არამედ მართლმადიდებლობის აღიარება და დაცვა"სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა". საზოგადოდ ნელთბილობის მოვლენას მამა პაისი ასე აფასებს: "ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? უფლისადმი გულგრილობას ყველაფრი-სადმი გულგრილობისაკენ მივყევართ; მივყევართ რღვევამდეც". ამგვარად, ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" გზა არის სულის წარწყმედის გზა: "გზა "დუმილით ღმერთის ღალატისა” - არ არის სამეუფო გზა, ეს არის წარწყმედის გზა...ეს არის გან-წყობილება, დამყარებული რელიგიურ განურჩევლობასა და თვითკმაყოფილებაზე, ნივთიერ კეთილდღეობასა და უსულგულო ინტერნაციონალიზმზე...უკუეთუ ამ მოძღვრებას ჩვენს დროს მივუსადა-გებთ, ითქმის, რომ დღეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზა არის გზა
საშუალ ორ უკიდურესობას შორის: რომელთაგან ერთია ეკუმენიზმი და რეფორმაცია, მეორე კი _"შურსა საღმრთოი, არამედ არა მეცნიერებით”(რომ. 10. 2)" (სერაფიმე როუზი).
ეკლესიის სწავლებით, "შური საღმრთო არამეცნიერებით" წარმოადგენს სქიზმის, განხეთქილების გზას. სერაფიმე როუზი სამეუფო გზის განმარტებისას ამბობს, რომ მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია როგორც “მემარცხენეობა”, ასევე "მემარჯვენე უკიდურესობისაკენ" მიდრეკა, რისი გამოვლინებაცაა მართლმადიდებელი ეკლესიის "საიდუმლოთა მადლსმოკლებულად გამოცხადება", ანუ სქიზმა - ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა და განხეთქილებაში გასვლა. სამეუფო გზა კი არ გამორიცხავს დოგმატებისა და კანონების დაცვას მართლმადიდებლური მოშურნეობით, არამედ გმობს ისეთ გარდამეტებულ, არამეცნიერებით მოშურნეობას, რომელიც მორ-წმუნეში შობს ხიბლს, ამპარტავნებასა და სქიზმატურ განწყობილებებს. სწორედ ამის შედეგად ხდება განხეთქილებაში გასვლა სამღვდელოებისა და მრევლის მიერ უკანონოდ და თვითნებურად ეპისკოპოსის ხელდასმა; ან განხეთქილებაში მყოფ ეპისკოპოსთან შეერთება; ან ეპისკოპოსის (ერთის ან რამდენიმესი), სამღვდელოებისა და მრევლის გამოყოფა ადგილობრივი ეკლესიიდან და პარალელური იერარქიის შექმნა. მემარჯვენეობის არსის წარმოჩენისას მამა სერაფიმე ამბობს, რომ მემარჯვენეთა "საკუთარი "სათნოებით" აღძრული ამპარტავნება წინაღუდგება მდაბალ სინანულს, რომელიც უნდა ექმნეს კაცს საცხოვნებელად". სქიზმა, ანუ განხეთქილება ეკლესიის მიერ მკაცრადაა დაგმობილი, რადგან იგი ნიშნავს ერთიანი ეკლესიის გახლეჩას და ქრისტეს მთლიანი კვართის დანაწევრებას, რაც მაცხოვრის ჯვარ-მცმელებმაც კი ვერ გაბედეს. განხეთქილება, ისევე როგორც მრავალი მწვალებლობა, ეშმაკის გამოგონილია. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "მან (ეშმაკმა - ავტ.) გამოიგონა წვალე-ბანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა". სქიზმატების დამახასიათებელი ნიშანია ცრუ ქადაგება, იმის მიჩნევა, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების გამო ეკლესიამ დაკარგა მაცხოვნებელი მადლი. ამიტომ სქიზმატები, ამ მადლის "გადარჩენისა" და "შენარჩუნების" მიზნით, გადიან განხეთქილებაში და აარსებენ, ან ეკედლებიან სხვა ვითომ "ჭეშმარიტ მართლ-მადიდებელ ეკლესიას", სინამდვილეში კი ცრუეკლესიას, რაც მათი უკიდურესი ამპარტავნების გამოხატულებაა. საქართველოში ასეთ სქიზმატურ დაჯგუფებებს წარმოადგენენ: ბასილ მკალავიშვილის, ე.წ. "ბოსტონის" და სხვა დაჯგუფებები. ეკლესიიდან განკვეთილ რადიკალ-მემარჯვენეთა მიერ ხატებითა და ჯვრებით უცხო კონფესიათა წარმომადგენლების ცემა-ტყეპამ და რბევამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის დისკრედიტაციას შეუწყო ხელი. მიზანმიმართულად ხდებოდა მათი ქმედებების მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობისათვის მიწერა, მართლმადიდებლების ტერორისტებად გამოცხადება და კარგად ორგანიზებული, სახელმწიფო სამსახურების მიერ ხელშეწყობილი ანტიეკლესიური კამპანიის აგორება. ეს ცალკე თემაა და ამჯერად "მემარჯვენეობის" ამ აგრესიულსა და უკიდურეს ფორმას გვერდს ავუვლით (მისი დამღუპველობა ისედაც ყვე-ლასთვის ცნობილია), მით უმეტეს, რომ "მკალავიშვილის სინდრომი" საქართველოსთვის უცხო მოვლენაა და ეს ფენომენი საქარ-თველოში მნიშვნელოვანწილად ინსპირირებული და კულტივირებულია ეკლესიის მტრების მიერ. მკითხველის ყურადღებას გან-ხეთქილების უფრო "კლასიკურ" მაგალითზე შევაჩერებთ.
1997-98 წლების მოვლენების შემდეგ ნაწილი იმ სამღვდელოებისა და მრევლისა, რომლებიც საქართველოს ეკლესიის“ "მსოფლიო ეკუმენური საბჭოდან" გამოსვლისათვის იბრძოდა, მიუხედავად ჩვენი პატრიარქისა და წმ. სინოდის მართლაღმსარებლობითი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გადაწყვეტილებისა, მაინც სქიზმაში გავიდა და ეკუმენიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა იმ ნაწილს,რომელიც "ცხონების გალავნის" შიგნით, ანუ ეკლესიის წიაღში დარჩა, ასე საყვედურობენ: "მაინც რომელ "გალავანს" (როგორც თქვენ უწოდებთ) შიგნით იმყოფებით?...თქვენ ამბობთ, სანამ ჩვენს ეკლესიას არავითარი ცრუ დოგმატი ან ცრუ სწავლება არ დაუკანონებია, მანამ ცრუ სწავლებები და გადახრები უნდა მივიღოთო, როგორც კერძო მცდარი აზრები, რომლებსაც უნდა ვებრძოლოთო..."შიგნიდან მებრძოლნო", ვინ შეგითანხმათ ბოლო ათწლეულებში მიღებული დოკუმენტები, სწორედ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას რომ ეხებოდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში ინერგებოდა, იქადაგებოდა სიტყვით თუ საქმით, აშკარად თუ ფარულად? მათ ხომ ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად კი არა, უუფლებო მონებად მიაჩნი-ხართ! რაო ასე არ არის?" (სქიზმატი "მღვდელი" ზ.აროშვილი ("ბოსტონის" დაჯგუფება - ავტ)). რა თქმა უნდა ასე არ არის. ეკლესიის სწავლებით, არამარტო კანონიკური, არამედ მცდარი დოგმატური დადგენილებაც რომ მიიღოს სინოდმა, ანდა ცრუსწავლება იქადაგოს ეპისკოპოსმა, განხეთქილებაში გასვლა მაინც არ შეიძლება; იმიტომ, რომ არც მწვალებლობაში და არც განხეთქილებაში სულიწმიდის მადლი არ მოქმედებს და ვერც მწვალებლები ("მემარცხენეები") და ვერც განხეთქილებაში მყოფნი ("მემარჯვენეები") ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. რაც შეეხება უუფლებობას? ეკლესიის წევრთა უფლებები და მოვალეობები ეკლესიის სწავლებით განისაზღვრება და არა იერარქთა ადმინისტრაციული განკარგულებებითა თუ პირადი შეხედულებებით. სწორედ ამ უფლება-მოვალეობათა ეკლესიის სწავლების შესაბამისად განსაზღვრა და მათი აღსრულება წარმოადგენს სამუფო გზით სიარულს.
5. სამეუფო გზა.
1). "მემარჯვენეთა", ანუ სქიზმატთა სამხელად.
სქიზმატი "მღვდლის" ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ნათლად ჩანს "მემარჯვენეობისათვის" დამახასიათებელი ნიშნები: უნდობლობა დედა ეკლესიისადმი, მებრძოლი ეკლესიის უარყოფა, განაწ-ყენებულობა, ამპარტავნება, ცრუმისიონერულობა, ეკლესიის სწავლების უარყოფა განხეთქილების შესახებ. იმას, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება შემოაქვს, ჭეშმარიტების მტერია! ქრისტეს უარმყოფელია! განხეთქილებაში ყოფნა ნიშნავს მაცხოვნებელი ეკ-ლესიისაგან განდგომასა და სულის წარწყმედას. განხეთქილება ისეთივე დამღუპველია, როგორც პაპიზმი ან სხვა რომელიმე მწვა-ლებლური მიმდინარეობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ეკლესიაში განხეთქილების შემომტანთა გასაგონად ბრძანებს: "ნუვინ იფიქრებს, თითქოს კეთილ კაცებს შეეძლოთ გამოეყონ ეკლესიას. ქარი არ განაბნევს ხორბალს, და ფესვმაგარ ხეს ქარიშხალი ვერას დააკლებს, მხოლოდ ბზეს ფანტავს ნიავი, და სუსტი ხე წვება გრიგალისაგან. სწორედ მათ შეაჩვენებს იოანე მახარებელი, როდესაც ამბობს: "ჩვენგან განვი-დეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა" (1 ინ. 2.19)". ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემები, თუნდაც წმ. სინოდის მიერ მცდარი დოგმატური დადგენილების მიღება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეკლესიის შთავარდნას მწვალებლობაში. თუ სინოდი მიიღებს მცდარ დოგმატურ დადგენილებას, მაშინ ეკლესიაში არსებული წესის შესაბამისად უნდა მოხდეს საკითხის დაყენება და კვლავ გამოკვლევა. თუ სინოდმა ცდომილება არ
გამოასწორა, კიდევ არაერთგზის შესმენის შემდეგ სამღვდელოებამ და მრევლმა, რომლე-ბიც იცავენ ჭეშმარიტ დოგმატსა და სწავლებას, უნდა შეწყვიტონ წირვაში და პირად ლოცვებში იმ ეპისკოპოსების მოხსენიება, რომლებიც დარჩებიან მწვალებლურ სწავლებაზე. ამასთან ერთად, მათ უნდა მიმართონ დახმარებისათვის ეკლესიის სისავსეს - ანუ ყველა ადგილობრივ ეკლესიას თხოვნით, რომ ჩაერიონ და მიიღონ აქტიური მონაწილეობა სინოდის მიერ მიღებული მცდარი დოგმატური დადგენილების გამოსწორებაში. ყველაფერი იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სინოდმა მიიღო მცდარი კანონიკური დადგენილება - გარდა წირვაში და პირად ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტისა. საეკლესიო კანონის დაცვა ისევე, როგორც დოგმატისა, უნდა ხდებოდეს სიტყვითაც, წერილობითაც, ქადაგებითაც და საქმითაც. დოგმატებისა და საეკლესიო კანონების დაცვის დროს სამღვდელოებას და მრევლს შეიძლება მოუწიოს ყველანაირი დევნისა და ცილისწამების დათმენა. მაგრამ მართლმადიდებლები არ უნდა შეუშინ-დნენ ყოველივე ამას, რამეთუ მცნებაა ღვთისა: “ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი". (მათე, 5, 10).
2). ღია თუ ფარულ "მემარცხენეთა" სამხელად.
ყველა ჯურის "მემარცხენეთა" იდეოლოგიის საპირისპიროდ, საეკლესიო სწავლების დაცვაში მოშურნეობა აუცილებელია და სულაც არ წარმოადგენს "მემარჯვენეობას": "ეკუმენისტური" მართლმადიდებლობის, განურჩეველი, ნელთბილი, ღმრთის გარე-განი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა პროტესტის საზომი ჯერაც დასადგენია...ყოვლად შეუძლებელია ამაოდ ჩაევლო მეოცე საუკუნის მრავალთა მოწამეთა, აღმსარებელთა და მართლმადიდებლობის სარწმუნო მოსაგრეთა მოწმობას. ღმერთმა დაიცვას თავისი მოშურნენი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზაზე მისი წმიდა ეკლესიის ერთგულებით უკუნისამდე" (სერაფიმე როუზი). ამგვარად, მეოცე საუკუნის დიდი მამა არამცთუ გამორიცხავს მოშურნეობას, არამედ ლოცავს მოშურნეებს და სამეუფო გზაზე სიარულს მოწამეობად, აღმსარებლობად და ჭეშმარიტების დამოწმებად მიიჩნევს. "წმიდა ეკლესია იმ პირობით იშვილებს ყოველსა კაცსა, იმ პირობით ამოიყვანს ემბაზისაგან, ესე იგი სულიერად შობს, რათა მან მიიღოს და დაიცვას შეუცვლელად ის სწავლა, რომელიც მისცა ეკლესიას მაცხოვარმა იესო ქრისტემ" (წმ. ეპისკ.G გაბრიელ ქიქოძე). ეკლესიის სწავლების დაცვისათვის ბრძოლაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ "მემარჯვენეები"” გარდამეტებული მოშურნეობით გამოირჩევიან, ღია და ფარულ "მემარცხენეთა"” ადოგმატური და აკანონიკური იდეოლოგია საერთოდ გამორიცხავს მართლმადიდებლურ მოშურნეობას, რომელიც ემყარება ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას, რასაც ისინი ფანატიზმად, რადიკალიზმად და ექსტრემიზმად წარმოაჩენენ. მამა სერაფიმე როუზი ამხელს მათ: "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა არც დროჟამისაებრ იცვლება და არც იმას ცდილობს, რომ “სიფრთხილე”, “სიმართლე” და “კანონიერება” (თავისთავად მშვენიერი თვისებები) გამოიყენოს ფარისევლური თვითკმაყოფილების, უნდობლობის და განკერძოების შესანიღბად...ნუ გავრევთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ზომიერებას ნელთბილობას-თან, განურჩევლობასთან ან პოლიტიკურ უკიდურესობათა მიმართ რაიმე სახის კომპრომისთან. “რეფორმისტული” სული ისე მოედო დღეს ქვეყანას, რომ ყოველი კაცი, “თანადროული სულისკვეთე-ბით” ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ფანატიზმისდაგვარ რადმე მიიჩნევს. მაგრამ ვინც უფრო ჩაუღრმავდება და წმიდა მამათა საზომით მიუდგება ამ საკითხს, დარწმუნდება, რომ სამეუფო გზა შორს არის ყოველგვარი ექსტრემიზმისაგან”. მათ კი, ვინც წმიდა მამათა საზომით მიუდგება ამ საკითხს, გაახსენდებათ სამეუფო გზაზე გაბრწყინებული წმ. ილარიონ ქარ-თველის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი:
"მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარ-სებლის, მუჰამედის სიცრუეზე. მას მატყუარას უწოდებდა და ამბობდა, - როგორც თვითონ დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო...მაშ შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?" (შეეკითხა თურქი ფაშა). - “მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან." (უპასუხა მამა ილარიონმა). მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა, (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყო ყველა მთავარი თურქი მოხელე, აგრეთვე - წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულმა შესძახა: “სიკვდილი მაგას!"...მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: "აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!"."” ასეთია სამეუფო გზა, მართლმადიდებლური მოშურნეობა, რომელსაც დღეს მემარცხენეები ფანატიზმად და რადიკალიზმად წარმოაჩენენ.
3). სამეუფო გზა, ანუ არცა მარჯულ, არცა მარცხულ.
წამოიწყეს . . . ასე აღმოცენდა მწვალებლობანი და განხეთქილებანი, რომლებიც ძირის გამოთხრას უქადოდენ ქრისტეს მოძღვრების ცხოვემლყოფელსა და მაცხოვნებელ ძალას ჭეშმარიტების სანაცვლოდ სიცრუის შეპარებით". ანუ ესაა ჭეშმარიტი ეკლესიისგან განდგომის სული, რომელსაც ეკლესიის სწავლებით "მემარცხენეობა" და "მემარჯვენეობა" ეწოდება, ხოლო სამეუფო გზა არის საშუალი მათ შორის. ნიშანდობლივია, რომ სამეუფო გზით მავალთ თავს ესხმიან ორივე მხრიდან: მემარცხენეები მათ ფანატიკოსებს, რადიკალებსა და სქიზმატებს უწოდებენ, ხოლო მემარჯვენეები – მწვალებლებსა და ლიბერალებს. მებრძოლი ეკლესიის მთელი ისტორია არის მაგალითი სამეუფო გზით მავალთა მიერ სქიზმის უარყოფისა და მწვალებლობასთან და სიახლეთა შემომტანებთან ბრძოლისა, რომელიც ხშირად უკომპრომისო და მოწამებრივი იყო. იმის მაგალითები, რომ ბრძოლა არამარტო დოგმატების, არამედ კანონების დასაცავადაც წარმოებდა, ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა. მაგალითისათვის მოვიყვანოთ შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ზეწოლით კონსტანტინოპოლის პატრიარქად მოიყვანეს მელეტი მეტაქსაკისი. ამის სანაცვლოდ მან შეასრულა ხელისუფალთა დაკვეთა - მოიწვია უკანონო კრება, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებელთა კონგრესი დაარქვა. მათ მიიღეს მრავალი უკანონო დადგენილება, რომელთაგან ერთ-ერთი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ახალ (შერეულ) სტილზე გადასვლას შეეხებოდა. ამის გამო მელეტის მთელი კონსტანტინოპოლი აუჯანყდა და ის ქალაქიდან გააგდეს. სიკვდილის წინ მან ხელები დაიმტვრია და ყვიროდა - ღმერთი არ მაპატიებს ეკლესიის დაშლასო. საგულისხმოა, რომ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მყოფმა მრავალმა ეკლესიამ და მონასტერმა, მათ შორის ათონის მთის მონასტრებმა, არ მიიღეს ახალი კალენდარი და ძველი სტილით გააგრძელეს მსახურება. ასევე მეტად საგულისხმოა მაგალითი საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, როდესაც წინა საუკუნის 20-იან წლებში რუსეთისა და საქართველოს ეკლესის სინოდებმა ხელისუფლების ზეწოლით მიიღეს უკანონო დადგენილება ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს დადგენილება არ იქნა მიღებული სამღვდელოებისა და მრევლის მიერ, ვერ დამკვიდრდა ეკლესიაში და არ იქნა ცხოვრებაში გატარებული. სწორედ ამას გვასწავლის ქრისტეს ეკლესიის ისტორია და ამ გზაზე სიარულია ეკლესიის მიერ სამეუფო გზაზე სიარულად მიჩნეული, და არა კომპრომისების გზა. ამას გვასწავლის ეკლესია მოციქულის პირით: “მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” (საქმ.5,29). ეკლესიის ამ სწავლებას - უკომპრომისობას მწვალელობასთან და უმსგავსოებასთან ბრძოლაში - კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქრისტეს ეკლესიის მანათობელი მოძღვარი, წმ. იოანე ოქროპირი: "დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი - კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი . . . დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით . . . სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და
სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა". როგორ ანაქრონიზმად ჟღერს წმ. მამის ეს სწავლება ქრისტეში გაერთიანების უარმყოფელთათვის და ანტიქრისტეში ინტეგრაციის მოსურნეთათვის, მათ მიერ ხელდასხმული მთავრობებისა და ინსტი-ტუტებისათვის. მათი მცდელობები ეკლესიის წინააღმდეგ სულ უფრო აშკარა და ცილისმწამებლური კამპანიის ხასიათს ღებულობს. პატრიარქის 2005 წლის საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობთ: "გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს . . . ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გაჟღერდა საეკლესიო კალენდრის გამოც. ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი". ამგვარად, ეკლესიის სწავლების – დიგმატებისა და კანონების დაცვა არის ეკლესიის ყოველი წევრის უფლებაცა და მოვალეობაც. ამ მიმართებით გვაფრთხილებენ და გვამხნევებენ ქრისტეს ეკლე-სიის ჩვენი თანამედროვე მამები: "იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკე-თილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს" (ილია II, საქ. კათოლიკოს-პატრიარქი); "მართლმადიდებელო ქრისტიანებო! მთელი ძალღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სულიწმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის - ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ გარს. მაგრამ, დაე, უფალი იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-ყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32)" (სერაფიმე როუზი). სამეუფო გზაზე სიარულისას უშიშრობისა და თავდადების მაგალითს გვიჩვენებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ასეთი თავდადება დღეს ფანატიზმად არის მონათლული, ხოლო ასეთი "ფანატიზმის" მიმდევრებს დასჯით ემუქრებიან. წმ.მაქსიმე აღმსარებელი ასე დასაჯეს: "დაწერა მეფემან განჩინებაი ნეტართა მათ მამათათვის: უბრძანებთ დიდებულსა ეპარხოსსა, რაითა წარმოგადგინნეს ქალაქპეტობისა მისისა სამშჯავროსა და შოლტითა ზურგი თქუენი უწყალოდ გუემოს და მერმე ენანი სამთანივე ძირით აღმოგკუეთნეს და მარჯვენანი ხელნი, მწერალნი გმობისანი, მახვილითა დაგკუეთნეს; და შემდგომად დაჭრისა ბოროტთა მათ ასოთა თქუენთა, განგაქიქეს ათორმეტთა მათ უბანთა სამეუფოისა ამის ქალაქისათა და შემდგომად განქიქებისა მის წარგავლინეს სამარადისოსა ექსორიობასა და პყრობილებასა კერძოთა სამეგრელოისა, რაითა იგლოვდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა გმობისა თქუენისა ცთომილებასა. . . ხოლო წმიდაი იგი სანატრელი მაქსიმე, ჭეშმარიტი იგი მონა, აღმსარებელი ქრისტესი, შეიყენა ზემოწერილისა მას ციხესა და იყოფვიდა მუნ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი. . . ხოლო გზითცა და ციხითცა წერდა ებისტოლეთა სულიერთა და მართლისა სარწმუნოებისათვის საყუარელთა მიმართ. რამეთუ კალამი მოებმის ხელსა მას დაკუეთილსა და წერნ". სამეუფო გზაზე სიარულისას მხოლოდ ღმერთს უნდა ვსასოებდეთ, მხოლოდ ღვთის მცნებებით უნდა ვცხოვრობდეთ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის სწავლებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ -ამას გვასწავლის ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, კათოლიკოს პატრიარქი ილია II: "წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს” - სულ ამას მივტირით მთელი ისტორიის მანძილზე, - ძალა ჰქონდეს საქართველოს, რომ შინაურ თუ გარეულ მტერს გაუძლოსო. იმისთვის, რომ ძალი ღვთისა მივიღოთ, ერი უფლისა უნდა ვიყოთ, რადგან უფალი თავის ერს აძლევს ძალას. ჩვენმა ერმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა მშველელი, გარდა უფლისა, არ არსებობს და რომ ძალის მომცემიც მხოლოდ იგია”. ეს ბრძნული სიტყვები საქართველოს და მისი ეკლესიის მოწამებრივი ისტორიის გააზრებას წარმოადგენს, ისტორიისა, რომე-ლიც ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოს ეკლესიის სამეუფო გზაზე სიარული ჭეშმარიტი სარწმუნეობის დაცვას, "უცხო-თესლი რაიმე სარწმუნოებაის" (წმ. მეფე დავით აღმაშენებელი) უარყოფას და ქრისტეს ერთგულებას ნიშნავს. ამ ჭეშმარიტების დამამტკიცებელია ქრისტეს ეკლესიის მოწამეთა დასი, ხოლო მოწამეობის ნათელი სვეტი - რიგით ქართველთა, "ათთა ბევრთა" ქრისტესთვის თავდადება, რომლებთანაც მიმსგავსების სურვილსა და სწრაფვას დღევანდელი მსოფლიო ფანატიზმს უწოდებს. მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. უკომპრომისო ბრძოლისათვის მოწოდებასთან ერთად ეკლესიის მამები ასე გვამხნევებენ: "მაშ, დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე,16,18), და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31)" (სერაფიმ როუზი). არავინ! მაშ, მივდიოთ ეკლესიის მიერ დასახულ ჭეშმარიტად სამეუფო გზას და მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! ამინ!
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი
2005 წ.
"სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის"
ზირაქი 4. 28
"სადღა იქნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკუეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა . . . წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულისა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ე.ი. უარვყოფთ მათ და განვაძებთ ეკლესიის კრებულისაგან".
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
"იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს"
ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი.
"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატ-ანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა".
წმ. იოანე ოქროპირი.
"ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისაკენ მოვყევართ; მივყევართ რღვევამდეც".
მამა პაისი მთაწმინდელი.
სამეუფო გზა.
1. შესავალი
1. შესავალი
ქრისტეს ეკლესიის ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ მის წევრთა წინაშე ყოველ დროში იდგა საკითხი სამეუფო გზის განსაზღვრისა და ამ გზით სიარულისა. მაგრამ ყველაზე მწვავედ იგი ჩვენს დროში დგას, რადგან მსოფლიოს ღვთისგან განდგომილებამ ლამისაა საყოველთაო ხასიათი მიიღოს. როგორია სამეუფო გზა და რას ნიშნავს სამეუფო გზით სიარუ-ლი? ეკლესიის სწავლებას ამ საკითხთან დაკავშირებით გადმოგვცემს ღირსი აბბა დოროთე ძირითადად “მეორე სჯულის” წიგნზე დაყრდნობით: "ნუ მისდრკები მარჯულ, ნუცა, მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ” (2 სჯ. 5. 32, 17. 11), ხოლო წმ. ბასილი დიდი განსაზღვრავს: “წრფელი გულითა იგი არს, რომლისა გული არა იყოს მოყვარე მეტისა, გინა ნაკლებისა, არამედ რათა დგეს იგი საშუალსა გზასა ზედა სათნოებათასა”. მაშ რას წარმოადგენს "გზა სამეუფო", "სათნოებათა საშუალი გზა"? ამ ცნებას, ამ მოვლენას ორი მიმართება, ორი ასპექტი გააჩნია: პიროვნული და კრებსითი. პიროვნული თვალსაზრისით სამეუ-ფო გზა პირად ღვაწლთან, შინაგან სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით განიხილება. ამ მიმართებით სამეუფო გზის მართლმადიდებლურ მოძღვრებას წმიდა იოანე კასიანე გადმოგვცემს თავის შესანიშნავ ნაშრომში “საუბრები”:"საჭიროა ჩვენთვის, სრული მონდომებითა და ძალისხმევით ვესწრაფოდეთ, რათა სიმდაბლითა ჩვენითა მოვიხვეჭოთ კურთხეული ნიჭი სიფრთხილისა, რაც ნამეტნაობისაგან ორივესმხრივ დაგვიფარავს, რამეთუ, მამათა თქმით, ორივე უკიდურესობისაგან კრძალვა გვმართებს: მარჯვნივ გარდამეტებული მარხვისაგან შევცვივით განსაცდელსა, მარცხნივ უზრუნველობისაგან კრძალვა გვმართებს”. ჩვენი მხრივ დავამა-ტებთ, რომ "გარდამეტებული მარხვა" შეიძლება გარდამეტებულ მოშურნეობამდე განვაზოგადოთ. გარდამეტებული მოშურნეობა კი კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში განიხილება. მისი ნიშნებია ხიბლი, სიმდაბლის დაკარგვა და ამპარტავნება. კრებსითი თვალსაზრისით სამეუფო გზა ეკლესიის წევრების, - იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის ეკლესიის სიწმინდისათვის ბრძოლასთან მიმართებაში განიხილება. ამ ასპექტით სამეუ-
ფო გზა - ესაა გზა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ დავიცვათ ქრისტეს ეკლესია ისე, რომ არ შეისვაროს "აწინდელ დროთა ღმრთისგანდგომილებასთან კავშირის სიბილწით" (სერაფიმე როუზი). კრებსითში იკრიბება ყველა პიროვნული და კეთილგონივრული მოშურნეობის ღვაწლი ეკლესიის სიწმინდისა და ჭეშმარიტების დაცვის ვალდებულების აღსრულებისას. ამიტომ ვერცერთი მართლმადიდებელი გვერდს ვერ აუვლის თავისი პოზიციის განსაზღვრას სამეუფო გზასთან მიმართებაში და თავს ვერ აარიდებს არჩევანის გაკეთებას, იაროს თუ არა ამ გზით. საეკლესიო სწავლება იცნობს ორ უკიდურესობას - "მემარცხენეობასა" და "მემარჯვენეობას", ხოლო სამეუფო გზას განმარტავს როგორც საშუალს მათ შორის.
2. "მემარცხენეობა", ანუ სარწმუნოებრივი ლიბერალიზმი
"მემარცხენეობა" - ესაა დოგმატურ საკითხებში კომპრომისებისა და სარწმუნოებრივი ლიბერალიზმის გზა, რომელსაც დღეს ეკუმენიზმი, მეტიც, პანეკუმენიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ჩვენი თანამედროვე დიდი ამერიკელი მამა სერაფიმე როუზი ამბობს: "ახლანდელი მართლმადიდებელნი კი დიდი ხნის მომზადებულები არიან ყოველთა ეკლესიათა და რელიგიათა "ეკუმენური" შეერთე-ბისათვის ათეული წლების განმავლობაში უდებებით, განურჩევლობით, გამიწიერებითა და იმ დამღუპველ სიცრუესთან შეგუებით, რომ თითქოს ჩვენ არსებითად არაფერი განგვასხვავებდეს ყოველთა სხვათაგან, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ". ეკუმენისტები მიზნად ისახავენ მთელი მსოფლიოს სხვადსხვა აღმსარებლობებისა და რელიგიების გაერთიანებას, მაგრამ არა საერთო ჭეშმარიტი მრწამსისა და ეკლესიის წმიდა გადმოცემის საფუძველზე, არამედ - სარწმუნოებრივი კომპრომისებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის გზით. აქედან გამომდინარე, მემარცხენეობა არის არა სამეუფო, არამედ წარწყმედის გზა. "მწვალებლები ცდილობენ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება აქციონ ადოგმატურად, არაკანონიკურად, უზნეოდ, გვთავაზობენ რა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ დავდუმდეთ დოგმატებზე, კანონებზე, სახარებისეულ მცნებებზე" (სერაფიმე როუზი). დოგმატურ საკითხებში კომპრომისის მომხრე მემარცხენეები მთლიანად უარყოფენ საეკლესიო კანონიკას. წმ. იოანე ოქროპირი ამხელს მათ და გვირჩევს: "გონება, რომელიც ეურჩება ეკლესიის დოგმატებსა და წმ. მამათა სწავლებას, უთანხმოებას თესავს ქრისტიანებს შორის...ამიტომ, ვისაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი იყოს, დაე, ურჩი გონება ეკლესიის კანონებით დააცხროს და ყველაფერში დედა-ეკლესიას დაემორჩილოს". მემარცხენეობა ეკლესიის მიერ არამცთუ სამეუფო გზადაა მიჩნეული, არამედ მტკიცედაა უარყოფილი. მამა სერაფიმე როუზი მემარცხენეობაზე ამბობს, რომ ეს არის "განწყობილება, დამყარებული რელიგიურ განურჩევლობასა და თვითკმაყოფილებაზე, ნივთიერ კეთილდღეობასა და უსულგულო ინტერნაციონალიზმზე". საგულისხმოა, რომ პროეკუმენისტ სასულიერო პირთა შორის ჭარბობენ ისეთები, რომლებმაც თავიანთი განათლება პაპისტურ ან სხვა დასავლური იდეოლოგიის მატარებელ სასწავლებლებში "სრულყვეს", რამაც მათი ცნობიერების და მისწრაფებების გამიწიერებას შეუწყო ხელი. მათი მისამართით წმ. ეპისკოპოსი Gგაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: "პირველი ნიშანი და თვისება ახლანდელთა მაცდურთა ის არის, რომ იგინი თავის ლაპარაკში აურევენ სულიერსა და ხორციელსა, ქვეყნიერსა და ზეციერსა, სამოქალაქო წყობილებასა და საღმთოსა სჯულსა, სარწმუნოების სწავლასა და სოფლის მდგომარეობასა...ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს". ასეთ “ნეხვსა შინა გასვრილ ახლანდელ მაცდურთა” გამოცნობა იოლია. ისინი ყველა ეპოქაში
არსებობდნენ და დაუფარავად იბრძოდნენ ეკლესიაში სიახლეების, მოდერნისტული სულის-კვეთების შემოტანისათვის. შედარებით ძნელია მათი სულიერი ნათესავების, ფარული მემარცხენეების გამოცნობა.
3. "ფარული მემარცხენეობა", ანუ ნელთბილობა.
სამწუხაროდ, ეკლესიაში არსებობს ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" კატეგორია, რომელთაც დღეს (შესაძლოა ყველაზე მეტადაც) აქვთ სამეუფო გზაზე მავალობის პრეტენზია. ისინი ზომიერებად, ანუ "საშუალსა გზასა ზედა სათნოებათასა" სიარულად ეკუმენიზმისა და ერესების მხილებისაგან თავის შეკავებას მიიჩნევენ. ესაა არასარწმუნოებით მდუმარების, ნელთბილობის, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ფარული კომპრომისების გზა. ამ კატეგორიის პირთა სპექტრი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. მათგან ჩვენ გამოვყოფთ კომფორმისტებს, რომლებიც სამეუფო გზაზე სიარულს იჩემებენ და ამით თავიანთი დუმილისა და უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ. ისინი მდუმარედ ადევნებდნენ თვალყურს ბოლო დროს ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას და ელოდებოდნენ, თუ ვინ გაიმარჯვებდა. ეს მოვლენა შესაძლოა უფრო საშიშიც იყოს ეკლესიისთვის, ვიდრე აშკარად გამოხატული მემარცხენეობა. "ის პოზიცია, რომელსაც კომპრომისების და დათმობების გზაზე დამდგარი მწყემსები ირჩევენ, ეკლესიისთვის დამღუპველია. ეკლესიას კი არ უნდა ვწირავდეთ საკუთარი კეთილდღეობისათვის, პირიქით, თავი არ უნდა გვენანებოდეს ეკლესიისთვის" (მღვდელმოწამე ბენიამინი; დახვრიტეს 1922 წ.). ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" ერესთშემწყნარებლური დუმილი მოკავშირედ ექცათ ეკლესიის მტრებს. "დუმილით გაიცემა ღმერთი” - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომე-ლიც თავმჯდომარეობდა II მსოფლიო კრებას კონსტანტინოპოლში. მან მოპაექრე ჭეშმარიტების დამცველთა და მოწინააღმდეგეთა გვერდით გამოარჩია მდუმარე ქრისტიანები, ნელთბილები, ისინი, ვინც დუმდნენ და ელოდებოდნენ, თუ საით გადაიხრებოდა გამარჯვების სასწორი, რომ შემდეგ იმ მხარეზე დამდგარიყვნენ. ასეთ ქრისტიანეთა ქმედებამ ყველაზე მეტად აღაშფოთა წმ. მამა და წყეულნი უწოდა მათ. "ფარულ მემარცხენეთა" დანაშაულებრივ დუმილსა და უმოქმედობას ამხელს მამა სერაფიმე როუზი: "ერეტიკოსებს არ სჭირდებათ, რომ ყოველმა მართლმადიდებელმა მიიღოს მწვალებ-ლობა. მათთვის სავსებით საკმარისი იქნება, თუკი მართლმადიდებლები უბრალოდ დადუმდებიან და არ შეუშლიან ხელს ადამიანთა სულების წარწყმედას. ერეტიკოსებს არ სჭირდებათ, რომ დოგმატის ადგილას აუცილებლად აღმართულ იქნას ანტიდოგმატი. მათთვის სავსებით საკმარისია, რომ საკითხმა დოგმატური სფეროდან გადაინაცვლოს პირადი მოსაზრებების არეალში". "ფარულ მემარცხენეთა" იდეოლოგია ახლოსაა ფარისევლობასა და მწიგნობრობასთან. მათი ინსინუაციები ძირითადად მოშურნე მართლმადიდებელთა წინააღმდეგ არის მიმართული. ამავე დროს ისინი შედარებით ლოიალურნი არიან მემარცხენეების, როგორც სუ-ლიერი ნათესავების მიმართ. თუკი მემარცხენეებს დოგმატების მიმართ აქვთ ლიბერალური დამოკიდებულება, ნელთბილების ლიბერალიზმი უფრო მეტად კანონიკის მიმართ არის გამოხატული და კანონიკის დაცვისათვის ზრუნვას გარდამეტებულ მოშურნეობად, მემარჯვენეობად მიიჩნევენ. მაგრამ კანონიკური ლიბერალი-ზმი არის პროგრესირებადი ლიბერალიზმი, რომელიც საბოლოო ჯამში მემარცხენეობამდე მიდის. ღვთივგამოცხადებითი კანონები-სა და კანონიკის დათმობას საბოლოოდ სარწმუნოებრივი კომპრო-მისისაკენ მივყავართ, რადგან: "უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმიდა ეკლესია ღვთის სიტყვით არის დაფუძნებული, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია" (წმ.
კირილე იერუსალიმელი). "შევიყვაროთ ყველა საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი", გვასწავლის წმ. გრიგოლ პალამა. "მემარცხენეებისა" და "ფარული მემარცხენეების" მსოფლმხედველობებსა და იდეოლოგიებს შორის მსგავსება აშკარაა. მათ სამხილებლად ეკლესია გვასწავლის: "როდესაც კეთილისყოფაა საჭირო, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ღვიძლი ძმა, დედმამიშვილი, არ არის შენთან გაერთიანებული ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს მართალი დოგმატები უპყრიათ და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა. ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ ენითა და წარმომავლობით კი არ განვარჩევთ, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას იმარხავს და სიბრძნისმოყვარე ცხოვრებას ეწევა" (წმ. იოანე ოქროპირი); “ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა" (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, 2005…წლის საშობაო ეპისტოლე). "მემარცხენეთა" მსგავსად, "ნელთბილთა" თვალსაზრისითაც "საშუალი გზა" არის არა უცვლელი, რაც ეკლესიის სწავლების უცვლელობიდან გამომდინარეობს, არამედ "იკონომიის" პროცესს, უფრო სწორედ, "იკონომიის" კანონად ქცევის პროცესს დაქვემდებარებული ცვალებადი გზა. "იკონომიზმი" კი პერმანენტულად ლიბერალიზებადი პროცესია, რაც დიდი სჯულის კანონის არა ერთბა-შად (მემარცხენეთა მსგავსად) უარყოფას, არამედ დროში გაწელილ ლიბერალიზაციასა და შეცვლას ნიშნავს. ამიტომ ნელთბილთა "სამეუფო გზა" არის არა უცვლელი, არამედ განუხრელად მემარცხენეობისაკენ მიდრეკილი და გადანაცვლებადი. ამის გამო ნელთბილობა ფარულ მემარცხენეობას წარმოადგენს და ნიშანდობლივია, რომ ეკლესიის მამები მემარცხენეებსა და ნელთბილებს ერთად ამხელენ: "ქრისტეს კლესიაში არაფერია ნაკლებადღირებული და უმნიშვნელო, რამეთუ ყოველ წეს-ჩვეულებაში მკვიდრობს სულიწმიდა, ვისითაც სუნთქავს და სულდგმულობს ეკლესია. ყოველი, რომელი წინ აღუდგება წმიდა წერილს და საღმრთო გადმოცემებზე დაფუძნებულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსა და კანონებს, სულიწმიდას აღუდგება". (მიტროპოლიტი ინოკენტი); "თუ ცხონებისაკენ მხოლოდ ერთ სარწმუნოებას მივყავართ, იმდენად, რომ ყველა უცხო სარწმუნოებას ცხონება კი არა წარწყმედა მოაქვს, მაშ ის, ვინც უცხო სარწმუნოებას იცავს, განა არ ღუპავს ყველას, ვისაც აიძულებს დაიცვას იგი?..ასევეა ინდიფერენტიზმიც, იგი აუძლურებს და კლავს სულს. ვისაც იგი დაეუფლება, ის იგი-ვეა, რაც უღმერთო, რადგანაც ცხადია, რომ მისთვის სარწმუნოება რაღაც გარეშე საქმეა და მხოლოდ ჩვეულების ძალით მისდევს მას, სხვების წაბაძვით; ანდა, რაც კიდევ უფრო უარესია, მისდევს როგორც რაიმე პოლიტიკურ საშუალებას" (ჩვენ დავამატებთ - სარფიან პროფესიას - ავტ.) (წმ. თეოფანე დაყუდებული). ფარულ მემარცხენეთა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფა-რისევლური მორჩილება;არა"ჭეშმარიტი მორჩილება...რათა არა მოუძლურდეთ" (ებრ.2,1), არამედ მორჩილება პაპისტური გაგებით, ანუ მონება კაცთა და არა ღმრთისა. ეკლესიის ცოცხალმა ისტორიამ ისიც გვიჩვენა, რომ ღმრთის მონობის ნაცვლად კაცთა მონობის უღლის დამდგმელნი, ვერც ამ კაცთა ერთგულნი რჩებოდნენ ბოლომდე. ყველა გამოვლინების ნელთბილებს მამა პაისი მთაწმინდელი შემ-დეგი სიტყვებით ამხელს: "უმძიმესი დრო მოდის. მოდით ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიშრომოთ...ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით
ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ჩვენს ეპოქაში ეცხოვრა, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა...მე ვხარობ, როდესაც ანგარიშისწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი...ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა მამულის დასაცავად, ჩვენ ომს წარვმარ-თავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისათვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალთა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე. ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს"; წმ. მაქსიმე აღმსარებელი კი განმარტავს: "რამეთუ კეთილთა საქმეთა სრულებასა არა ეძიებს ყოველთაგან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგვინდობს წყალობით, უკეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთაგან, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან" (იოან. 14,2). ესე სიტყუანი თითოსახეთა მოქალაქობათათვის თქმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტეს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარეს, ხოლო სარწმუნოებისაი ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარებისაი სრული თანააც, რაითა ყოველივე ნაკლულევანებაი არა იყოს. უკუეთუ კნინოდენი შეემთხვიოს ნაკლულევანებაი და განდრეკილებაი სარწმუნოებისაი, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი" (მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება). წმ. მაქსიმე აღმსარებელი პირდაპირ ამხელს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ მთავარია გულში გვქონდეს ჭეშმარიტი სწავლება, ხოლო სააშკარაოზე მისთვის ბრძოლა არ არის აუცილებელი. ისინი ამბობენ - ღმერთი თავად მოაგვარებს ყველა პრობლემას, რადგან ნათქვამია "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ამის საპირისპიროდ მოვიყვანოთ ეპიზოდი მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრებიდან: "წმიდამან მაქსიმე თქუა: უფროისად ყოველი კაცი წმიდა იქმნების ჭეშმარიტებითა მით აღსარებითა სარწმუნოებისაითა, არა წინააღდგომითა მით აღსარებითა მართლმორწმუნოებისაითა. ტროიანე თქუა: გულსა შინა შენსა გაქუნდინ, ვითარცა გნებავს, არავინ გაყე-ნებს. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაითა გულსა შინა ოდენ გვაქუნდეს სარწმუნოე-ბაი, არამედ ესრეთ იტყვის: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათ.10,33); და წმიდაი მოციქული იტყვის:"გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხოვრებელად" (რომ. 10,10); რა-მეთუ "აღ-თუ-აღიარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე" (რომ.10,9). აწ უკუე ვინაითგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაისწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღ-ვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოვებელსა". ამგვარად სამეუფო გზით სიარული არის არა დუმილი, ნელთბილობა, კონიუნქტურული დიპლომატია თუ კონფორმიზმი, არამედ მართლმადიდებლობის აღიარება და დაცვა"სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა". საზოგადოდ ნელთბილობის მოვლენას მამა პაისი ასე აფასებს: "ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? უფლისადმი გულგრილობას ყველაფრი-სადმი გულგრილობისაკენ მივყევართ; მივყევართ რღვევამდეც". ამგვარად, ნელთბილთა, ანუ "ფარულ მემარცხენეთა" გზა არის სულის წარწყმედის გზა: "გზა "დუმილით ღმერთის ღალატისა” - არ არის სამეუფო გზა, ეს არის წარწყმედის გზა...ეს არის გან-წყობილება, დამყარებული რელიგიურ განურჩევლობასა და თვითკმაყოფილებაზე, ნივთიერ კეთილდღეობასა და უსულგულო ინტერნაციონალიზმზე...უკუეთუ ამ მოძღვრებას ჩვენს დროს მივუსადა-გებთ, ითქმის, რომ დღეს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზა არის გზა
საშუალ ორ უკიდურესობას შორის: რომელთაგან ერთია ეკუმენიზმი და რეფორმაცია, მეორე კი _"შურსა საღმრთოი, არამედ არა მეცნიერებით”(რომ. 10. 2)" (სერაფიმე როუზი).
4. "მემარჯვენეობა", ანუ "შური საღმრთო არამეცნიერებით"
ეკლესიის სწავლებით, "შური საღმრთო არამეცნიერებით" წარმოადგენს სქიზმის, განხეთქილების გზას. სერაფიმე როუზი სამეუფო გზის განმარტებისას ამბობს, რომ მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია როგორც “მემარცხენეობა”, ასევე "მემარჯვენე უკიდურესობისაკენ" მიდრეკა, რისი გამოვლინებაცაა მართლმადიდებელი ეკლესიის "საიდუმლოთა მადლსმოკლებულად გამოცხადება", ანუ სქიზმა - ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა და განხეთქილებაში გასვლა. სამეუფო გზა კი არ გამორიცხავს დოგმატებისა და კანონების დაცვას მართლმადიდებლური მოშურნეობით, არამედ გმობს ისეთ გარდამეტებულ, არამეცნიერებით მოშურნეობას, რომელიც მორ-წმუნეში შობს ხიბლს, ამპარტავნებასა და სქიზმატურ განწყობილებებს. სწორედ ამის შედეგად ხდება განხეთქილებაში გასვლა სამღვდელოებისა და მრევლის მიერ უკანონოდ და თვითნებურად ეპისკოპოსის ხელდასმა; ან განხეთქილებაში მყოფ ეპისკოპოსთან შეერთება; ან ეპისკოპოსის (ერთის ან რამდენიმესი), სამღვდელოებისა და მრევლის გამოყოფა ადგილობრივი ეკლესიიდან და პარალელური იერარქიის შექმნა. მემარჯვენეობის არსის წარმოჩენისას მამა სერაფიმე ამბობს, რომ მემარჯვენეთა "საკუთარი "სათნოებით" აღძრული ამპარტავნება წინაღუდგება მდაბალ სინანულს, რომელიც უნდა ექმნეს კაცს საცხოვნებელად". სქიზმა, ანუ განხეთქილება ეკლესიის მიერ მკაცრადაა დაგმობილი, რადგან იგი ნიშნავს ერთიანი ეკლესიის გახლეჩას და ქრისტეს მთლიანი კვართის დანაწევრებას, რაც მაცხოვრის ჯვარ-მცმელებმაც კი ვერ გაბედეს. განხეთქილება, ისევე როგორც მრავალი მწვალებლობა, ეშმაკის გამოგონილია. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "მან (ეშმაკმა - ავტ.) გამოიგონა წვალე-ბანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა". სქიზმატების დამახასიათებელი ნიშანია ცრუ ქადაგება, იმის მიჩნევა, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემების გამო ეკლესიამ დაკარგა მაცხოვნებელი მადლი. ამიტომ სქიზმატები, ამ მადლის "გადარჩენისა" და "შენარჩუნების" მიზნით, გადიან განხეთქილებაში და აარსებენ, ან ეკედლებიან სხვა ვითომ "ჭეშმარიტ მართლ-მადიდებელ ეკლესიას", სინამდვილეში კი ცრუეკლესიას, რაც მათი უკიდურესი ამპარტავნების გამოხატულებაა. საქართველოში ასეთ სქიზმატურ დაჯგუფებებს წარმოადგენენ: ბასილ მკალავიშვილის, ე.წ. "ბოსტონის" და სხვა დაჯგუფებები. ეკლესიიდან განკვეთილ რადიკალ-მემარჯვენეთა მიერ ხატებითა და ჯვრებით უცხო კონფესიათა წარმომადგენლების ცემა-ტყეპამ და რბევამ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის დისკრედიტაციას შეუწყო ხელი. მიზანმიმართულად ხდებოდა მათი ქმედებების მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობისათვის მიწერა, მართლმადიდებლების ტერორისტებად გამოცხადება და კარგად ორგანიზებული, სახელმწიფო სამსახურების მიერ ხელშეწყობილი ანტიეკლესიური კამპანიის აგორება. ეს ცალკე თემაა და ამჯერად "მემარჯვენეობის" ამ აგრესიულსა და უკიდურეს ფორმას გვერდს ავუვლით (მისი დამღუპველობა ისედაც ყვე-ლასთვის ცნობილია), მით უმეტეს, რომ "მკალავიშვილის სინდრომი" საქართველოსთვის უცხო მოვლენაა და ეს ფენომენი საქარ-თველოში მნიშვნელოვანწილად ინსპირირებული და კულტივირებულია ეკლესიის მტრების მიერ. მკითხველის ყურადღებას გან-ხეთქილების უფრო "კლასიკურ" მაგალითზე შევაჩერებთ.
1997-98 წლების მოვლენების შემდეგ ნაწილი იმ სამღვდელოებისა და მრევლისა, რომლებიც საქართველოს ეკლესიის“ "მსოფლიო ეკუმენური საბჭოდან" გამოსვლისათვის იბრძოდა, მიუხედავად ჩვენი პატრიარქისა და წმ. სინოდის მართლაღმსარებლობითი, შეიძლება ითქვას, ისტორიული გადაწყვეტილებისა, მაინც სქიზმაში გავიდა და ეკუმენიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა იმ ნაწილს,რომელიც "ცხონების გალავნის" შიგნით, ანუ ეკლესიის წიაღში დარჩა, ასე საყვედურობენ: "მაინც რომელ "გალავანს" (როგორც თქვენ უწოდებთ) შიგნით იმყოფებით?...თქვენ ამბობთ, სანამ ჩვენს ეკლესიას არავითარი ცრუ დოგმატი ან ცრუ სწავლება არ დაუკანონებია, მანამ ცრუ სწავლებები და გადახრები უნდა მივიღოთო, როგორც კერძო მცდარი აზრები, რომლებსაც უნდა ვებრძოლოთო..."შიგნიდან მებრძოლნო", ვინ შეგითანხმათ ბოლო ათწლეულებში მიღებული დოკუმენტები, სწორედ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას რომ ეხებოდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში ინერგებოდა, იქადაგებოდა სიტყვით თუ საქმით, აშკარად თუ ფარულად? მათ ხომ ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად კი არა, უუფლებო მონებად მიაჩნი-ხართ! რაო ასე არ არის?" (სქიზმატი "მღვდელი" ზ.აროშვილი ("ბოსტონის" დაჯგუფება - ავტ)). რა თქმა უნდა ასე არ არის. ეკლესიის სწავლებით, არამარტო კანონიკური, არამედ მცდარი დოგმატური დადგენილებაც რომ მიიღოს სინოდმა, ანდა ცრუსწავლება იქადაგოს ეპისკოპოსმა, განხეთქილებაში გასვლა მაინც არ შეიძლება; იმიტომ, რომ არც მწვალებლობაში და არც განხეთქილებაში სულიწმიდის მადლი არ მოქმედებს და ვერც მწვალებლები ("მემარცხენეები") და ვერც განხეთქილებაში მყოფნი ("მემარჯვენეები") ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. რაც შეეხება უუფლებობას? ეკლესიის წევრთა უფლებები და მოვალეობები ეკლესიის სწავლებით განისაზღვრება და არა იერარქთა ადმინისტრაციული განკარგულებებითა თუ პირადი შეხედულებებით. სწორედ ამ უფლება-მოვალეობათა ეკლესიის სწავლების შესაბამისად განსაზღვრა და მათი აღსრულება წარმოადგენს სამუფო გზით სიარულს.
5. სამეუფო გზა.
1). "მემარჯვენეთა", ანუ სქიზმატთა სამხელად.
გამოასწორა, კიდევ არაერთგზის შესმენის შემდეგ სამღვდელოებამ და მრევლმა, რომლე-ბიც იცავენ ჭეშმარიტ დოგმატსა და სწავლებას, უნდა შეწყვიტონ წირვაში და პირად ლოცვებში იმ ეპისკოპოსების მოხსენიება, რომლებიც დარჩებიან მწვალებლურ სწავლებაზე. ამასთან ერთად, მათ უნდა მიმართონ დახმარებისათვის ეკლესიის სისავსეს - ანუ ყველა ადგილობრივ ეკლესიას თხოვნით, რომ ჩაერიონ და მიიღონ აქტიური მონაწილეობა სინოდის მიერ მიღებული მცდარი დოგმატური დადგენილების გამოსწორებაში. ყველაფერი იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სინოდმა მიიღო მცდარი კანონიკური დადგენილება - გარდა წირვაში და პირად ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტისა. საეკლესიო კანონის დაცვა ისევე, როგორც დოგმატისა, უნდა ხდებოდეს სიტყვითაც, წერილობითაც, ქადაგებითაც და საქმითაც. დოგმატებისა და საეკლესიო კანონების დაცვის დროს სამღვდელოებას და მრევლს შეიძლება მოუწიოს ყველანაირი დევნისა და ცილისწამების დათმენა. მაგრამ მართლმადიდებლები არ უნდა შეუშინ-დნენ ყოველივე ამას, რამეთუ მცნებაა ღვთისა: “ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი". (მათე, 5, 10).
2). ღია თუ ფარულ "მემარცხენეთა" სამხელად.
ყველა ჯურის "მემარცხენეთა" იდეოლოგიის საპირისპიროდ, საეკლესიო სწავლების დაცვაში მოშურნეობა აუცილებელია და სულაც არ წარმოადგენს "მემარჯვენეობას": "ეკუმენისტური" მართლმადიდებლობის, განურჩეველი, ნელთბილი, ღმრთის გარე-განი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა პროტესტის საზომი ჯერაც დასადგენია...ყოვლად შეუძლებელია ამაოდ ჩაევლო მეოცე საუკუნის მრავალთა მოწამეთა, აღმსარებელთა და მართლმადიდებლობის სარწმუნო მოსაგრეთა მოწმობას. ღმერთმა დაიცვას თავისი მოშურნენი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სამეუფო გზაზე მისი წმიდა ეკლესიის ერთგულებით უკუნისამდე" (სერაფიმე როუზი). ამგვარად, მეოცე საუკუნის დიდი მამა არამცთუ გამორიცხავს მოშურნეობას, არამედ ლოცავს მოშურნეებს და სამეუფო გზაზე სიარულს მოწამეობად, აღმსარებლობად და ჭეშმარიტების დამოწმებად მიიჩნევს. "წმიდა ეკლესია იმ პირობით იშვილებს ყოველსა კაცსა, იმ პირობით ამოიყვანს ემბაზისაგან, ესე იგი სულიერად შობს, რათა მან მიიღოს და დაიცვას შეუცვლელად ის სწავლა, რომელიც მისცა ეკლესიას მაცხოვარმა იესო ქრისტემ" (წმ. ეპისკ.G გაბრიელ ქიქოძე). ეკლესიის სწავლების დაცვისათვის ბრძოლაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ "მემარჯვენეები"” გარდამეტებული მოშურნეობით გამოირჩევიან, ღია და ფარულ "მემარცხენეთა"” ადოგმატური და აკანონიკური იდეოლოგია საერთოდ გამორიცხავს მართლმადიდებლურ მოშურნეობას, რომელიც ემყარება ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას, რასაც ისინი ფანატიზმად, რადიკალიზმად და ექსტრემიზმად წარმოაჩენენ. მამა სერაფიმე როუზი ამხელს მათ: "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა არც დროჟამისაებრ იცვლება და არც იმას ცდილობს, რომ “სიფრთხილე”, “სიმართლე” და “კანონიერება” (თავისთავად მშვენიერი თვისებები) გამოიყენოს ფარისევლური თვითკმაყოფილების, უნდობლობის და განკერძოების შესანიღბად...ნუ გავრევთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ზომიერებას ნელთბილობას-თან, განურჩევლობასთან ან პოლიტიკურ უკიდურესობათა მიმართ რაიმე სახის კომპრომისთან. “რეფორმისტული” სული ისე მოედო დღეს ქვეყანას, რომ ყოველი კაცი, “თანადროული სულისკვეთე-ბით” ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ფანატიზმისდაგვარ რადმე მიიჩნევს. მაგრამ ვინც უფრო ჩაუღრმავდება და წმიდა მამათა საზომით მიუდგება ამ საკითხს, დარწმუნდება, რომ სამეუფო გზა შორს არის ყოველგვარი ექსტრემიზმისაგან”. მათ კი, ვინც წმიდა მამათა საზომით მიუდგება ამ საკითხს, გაახსენდებათ სამეუფო გზაზე გაბრწყინებული წმ. ილარიონ ქარ-თველის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი:
"მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარ-სებლის, მუჰამედის სიცრუეზე. მას მატყუარას უწოდებდა და ამბობდა, - როგორც თვითონ დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო...მაშ შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?" (შეეკითხა თურქი ფაშა). - “მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან." (უპასუხა მამა ილარიონმა). მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა, (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყო ყველა მთავარი თურქი მოხელე, აგრეთვე - წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულმა შესძახა: “სიკვდილი მაგას!"...მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: "აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!"."” ასეთია სამეუფო გზა, მართლმადიდებლური მოშურნეობა, რომელსაც დღეს მემარცხენეები ფანატიზმად და რადიკალიზმად წარმოაჩენენ.
3). სამეუფო გზა, ანუ არცა მარჯულ, არცა მარცხულ.
წამოიწყეს . . . ასე აღმოცენდა მწვალებლობანი და განხეთქილებანი, რომლებიც ძირის გამოთხრას უქადოდენ ქრისტეს მოძღვრების ცხოვემლყოფელსა და მაცხოვნებელ ძალას ჭეშმარიტების სანაცვლოდ სიცრუის შეპარებით". ანუ ესაა ჭეშმარიტი ეკლესიისგან განდგომის სული, რომელსაც ეკლესიის სწავლებით "მემარცხენეობა" და "მემარჯვენეობა" ეწოდება, ხოლო სამეუფო გზა არის საშუალი მათ შორის. ნიშანდობლივია, რომ სამეუფო გზით მავალთ თავს ესხმიან ორივე მხრიდან: მემარცხენეები მათ ფანატიკოსებს, რადიკალებსა და სქიზმატებს უწოდებენ, ხოლო მემარჯვენეები – მწვალებლებსა და ლიბერალებს. მებრძოლი ეკლესიის მთელი ისტორია არის მაგალითი სამეუფო გზით მავალთა მიერ სქიზმის უარყოფისა და მწვალებლობასთან და სიახლეთა შემომტანებთან ბრძოლისა, რომელიც ხშირად უკომპრომისო და მოწამებრივი იყო. იმის მაგალითები, რომ ბრძოლა არამარტო დოგმატების, არამედ კანონების დასაცავადაც წარმოებდა, ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა. მაგალითისათვის მოვიყვანოთ შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ზეწოლით კონსტანტინოპოლის პატრიარქად მოიყვანეს მელეტი მეტაქსაკისი. ამის სანაცვლოდ მან შეასრულა ხელისუფალთა დაკვეთა - მოიწვია უკანონო კრება, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებელთა კონგრესი დაარქვა. მათ მიიღეს მრავალი უკანონო დადგენილება, რომელთაგან ერთ-ერთი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ახალ (შერეულ) სტილზე გადასვლას შეეხებოდა. ამის გამო მელეტის მთელი კონსტანტინოპოლი აუჯანყდა და ის ქალაქიდან გააგდეს. სიკვდილის წინ მან ხელები დაიმტვრია და ყვიროდა - ღმერთი არ მაპატიებს ეკლესიის დაშლასო. საგულისხმოა, რომ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მყოფმა მრავალმა ეკლესიამ და მონასტერმა, მათ შორის ათონის მთის მონასტრებმა, არ მიიღეს ახალი კალენდარი და ძველი სტილით გააგრძელეს მსახურება. ასევე მეტად საგულისხმოა მაგალითი საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, როდესაც წინა საუკუნის 20-იან წლებში რუსეთისა და საქართველოს ეკლესის სინოდებმა ხელისუფლების ზეწოლით მიიღეს უკანონო დადგენილება ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს დადგენილება არ იქნა მიღებული სამღვდელოებისა და მრევლის მიერ, ვერ დამკვიდრდა ეკლესიაში და არ იქნა ცხოვრებაში გატარებული. სწორედ ამას გვასწავლის ქრისტეს ეკლესიის ისტორია და ამ გზაზე სიარულია ეკლესიის მიერ სამეუფო გზაზე სიარულად მიჩნეული, და არა კომპრომისების გზა. ამას გვასწავლის ეკლესია მოციქულის პირით: “მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” (საქმ.5,29). ეკლესიის ამ სწავლებას - უკომპრომისობას მწვალელობასთან და უმსგავსოებასთან ბრძოლაში - კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქრისტეს ეკლესიის მანათობელი მოძღვარი, წმ. იოანე ოქროპირი: "დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი - კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი . . . დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით . . . სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და
სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა". როგორ ანაქრონიზმად ჟღერს წმ. მამის ეს სწავლება ქრისტეში გაერთიანების უარმყოფელთათვის და ანტიქრისტეში ინტეგრაციის მოსურნეთათვის, მათ მიერ ხელდასხმული მთავრობებისა და ინსტი-ტუტებისათვის. მათი მცდელობები ეკლესიის წინააღმდეგ სულ უფრო აშკარა და ცილისმწამებლური კამპანიის ხასიათს ღებულობს. პატრიარქის 2005 წლის საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობთ: "გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს . . . ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გაჟღერდა საეკლესიო კალენდრის გამოც. ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი". ამგვარად, ეკლესიის სწავლების – დიგმატებისა და კანონების დაცვა არის ეკლესიის ყოველი წევრის უფლებაცა და მოვალეობაც. ამ მიმართებით გვაფრთხილებენ და გვამხნევებენ ქრისტეს ეკლე-სიის ჩვენი თანამედროვე მამები: "იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკე-თილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს" (ილია II, საქ. კათოლიკოს-პატრიარქი); "მართლმადიდებელო ქრისტიანებო! მთელი ძალღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სულიწმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის - ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ გარს. მაგრამ, დაე, უფალი იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-ყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32)" (სერაფიმე როუზი). სამეუფო გზაზე სიარულისას უშიშრობისა და თავდადების მაგალითს გვიჩვენებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ასეთი თავდადება დღეს ფანატიზმად არის მონათლული, ხოლო ასეთი "ფანატიზმის" მიმდევრებს დასჯით ემუქრებიან. წმ.მაქსიმე აღმსარებელი ასე დასაჯეს: "დაწერა მეფემან განჩინებაი ნეტართა მათ მამათათვის: უბრძანებთ დიდებულსა ეპარხოსსა, რაითა წარმოგადგინნეს ქალაქპეტობისა მისისა სამშჯავროსა და შოლტითა ზურგი თქუენი უწყალოდ გუემოს და მერმე ენანი სამთანივე ძირით აღმოგკუეთნეს და მარჯვენანი ხელნი, მწერალნი გმობისანი, მახვილითა დაგკუეთნეს; და შემდგომად დაჭრისა ბოროტთა მათ ასოთა თქუენთა, განგაქიქეს ათორმეტთა მათ უბანთა სამეუფოისა ამის ქალაქისათა და შემდგომად განქიქებისა მის წარგავლინეს სამარადისოსა ექსორიობასა და პყრობილებასა კერძოთა სამეგრელოისა, რაითა იგლოვდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა გმობისა თქუენისა ცთომილებასა. . . ხოლო წმიდაი იგი სანატრელი მაქსიმე, ჭეშმარიტი იგი მონა, აღმსარებელი ქრისტესი, შეიყენა ზემოწერილისა მას ციხესა და იყოფვიდა მუნ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი. . . ხოლო გზითცა და ციხითცა წერდა ებისტოლეთა სულიერთა და მართლისა სარწმუნოებისათვის საყუარელთა მიმართ. რამეთუ კალამი მოებმის ხელსა მას დაკუეთილსა და წერნ". სამეუფო გზაზე სიარულისას მხოლოდ ღმერთს უნდა ვსასოებდეთ, მხოლოდ ღვთის მცნებებით უნდა ვცხოვრობდეთ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის სწავლებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ -ამას გვასწავლის ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, კათოლიკოს პატრიარქი ილია II: "წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს” - სულ ამას მივტირით მთელი ისტორიის მანძილზე, - ძალა ჰქონდეს საქართველოს, რომ შინაურ თუ გარეულ მტერს გაუძლოსო. იმისთვის, რომ ძალი ღვთისა მივიღოთ, ერი უფლისა უნდა ვიყოთ, რადგან უფალი თავის ერს აძლევს ძალას. ჩვენმა ერმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა მშველელი, გარდა უფლისა, არ არსებობს და რომ ძალის მომცემიც მხოლოდ იგია”. ეს ბრძნული სიტყვები საქართველოს და მისი ეკლესიის მოწამებრივი ისტორიის გააზრებას წარმოადგენს, ისტორიისა, რომე-ლიც ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოს ეკლესიის სამეუფო გზაზე სიარული ჭეშმარიტი სარწმუნეობის დაცვას, "უცხო-თესლი რაიმე სარწმუნოებაის" (წმ. მეფე დავით აღმაშენებელი) უარყოფას და ქრისტეს ერთგულებას ნიშნავს. ამ ჭეშმარიტების დამამტკიცებელია ქრისტეს ეკლესიის მოწამეთა დასი, ხოლო მოწამეობის ნათელი სვეტი - რიგით ქართველთა, "ათთა ბევრთა" ქრისტესთვის თავდადება, რომლებთანაც მიმსგავსების სურვილსა და სწრაფვას დღევანდელი მსოფლიო ფანატიზმს უწოდებს. მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. უკომპრომისო ბრძოლისათვის მოწოდებასთან ერთად ეკლესიის მამები ასე გვამხნევებენ: "მაშ, დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე,16,18), და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31)" (სერაფიმ როუზი). არავინ! მაშ, მივდიოთ ეკლესიის მიერ დასახულ ჭეშმარიტად სამეუფო გზას და მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! ამინ!
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი
2005 წ.
"სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის"
ზირაქი 4. 28
"სადღა იქნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკუეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა . . . წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულისა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ე.ი. უარვყოფთ მათ და განვაძებთ ეკლესიის კრებულისაგან".
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
"იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს"
ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
Комментариев нет:
Отправить комментарий