ღმერთი

ღმერთი

понедельник, 20 мая 2013 г.

დეკანოზ დავით დათუაშვილის ქადაგება (19.05.2013)

19 მაისს გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით დათუაშვილმა და 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა:

„17 მაისის მოვლენების შემდეგ გარკვეული ემოციები გაგვიჩნდა, ზოგს დადებითი, ზოგს – უარყოფითი.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ე.წ. ლგბტ ორგანიზაციამ ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება გადაწყვიტა. „ჰომოფობია“ ადამიანთმოძულეობას ნიშნავს. თითქოს, საქართველოში ისეა გამეფებული ადამიანთმოძულეობა, საჭიროა მის საწინააღმდეგოდ აქციის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეფასება გახლავთ…

რადგან ეს ადამიანები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონენი არიან, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ითხოვენ და არა იმას, რომ შენდობით შევხედოთ… ცხადია, ეკლესია მათ ყოველთვის როგორც ღვთის შვილებს უყურებდა. ტაძრის კარი მათთვის დაკეტილი არასდროს ყოფილა. სინანულის შემთხვევაში ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ვასწავლიდით, როგორ დაეღწიათ თავი ამ ცოდვისგან. საბედნიეროდ, ამ მხრივ შედეგებიც გვაქვს და ბევრი მათგანი დაოჯახდა, ჰყავთ შვილები და უფლის მადლიერნი არიან.

ეს ორგანიზაცია, საქართველოში შეგნებულად, მიზანმიმართულადაა შექმნილი, რომელიც სხვადასხვა საკითხებისთვის უნდა იყოს გამოყენებული…


მოსახლეობაში გაჩნდა პროტესტი, გამოვიდნენ ადამიანები, მოითხოვეს დაგეგმილი აქციის გაუქმება და მიუხედავად აქციის გაუქმების ცნობისა, ვიღაცის მითითებით, ხელმძღვანელობით აღნიშნულმა ორგანიზაციამ მაინც დააპირა გეგმის განხორციელება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა მღელვარება და ხალხმა, შესაძლოა ერთ შემთხვევაში ზომიერი, ზოგიერთების მხრიდან უზომო პროტესტიც გამოიწვია. შედეგად მივიღეთ ის, რომ მათ შორის სასულიერო პირებიც, საკმაოდ გაღიზიანებულები, სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ აქციის ჩატარებას.

თუ ჩვენ ამ ყოველივეს მსოფლიოში გამეფებული ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მიხედვით შევხედავთ, შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ საქართველოში დაბალი დონის საზოგადოებაა და არ შეიძლება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ასე მოეპყრან, ასეთი აგრესია იყოს მათ მიმართ.
შევხედოთ ამ ყოველივეს მეორე მხრიდან. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით. საქართველო ტრადიციების ქვეყანაა. ოჯახი, პატიოსნება, ოჯახური სიწმინდის დაცვა ჩვენთვის ყოველთვის უმთავრესი გახლდათ და მის წინააღმდეგ მოქმედება, ცხადია, ქართველისთვის მიუღებელია. ასეთმა მოვლენებმა მომავალში შეიძლება დიდი საშიშროების წინაშე დაგვაყენოს…

50 -მდე ადამიანი, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამინდს ვერ შექმნიდა, მაგრამ ორგანიზატორების მიზანი მოსახლეობაში სახალხო მღელვარების, პროტესტის გრძნობის, აგრესიის გამოწვევა გახლდათ. შექმნილ ვითარებას კი იმისთვის გამოიყენებდნენ, რომ ეთქვათ: მოქმედი ხელისუფლება ვერ მართავს სიტუაციას და ქვეყანა იშლება. ამ ყოველივეს წინა ხელისუფლება და მისი ლიდერები ახორციელებენ და ხალხში აგრესიაც გამოიწვიეს. ამ ორგანიზაციების დამკვიდრება საქართველოში ანტინაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის…
17 მაისის აქციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ზოგიერთმა პროტესტი აგრესიული ფორმითაც გამოხატა, თუმცაღა ამას გარკვეული საფუძველი ჰქონდა.

ქრისტიანული ეკლესია დღენიადაგ ცდილობს, შეინარჩუნოს კულტურული, ეროვნული ღირებულებები. ანტიქრისტეს ტახტი მომზადდება სწორედ მაშინ, როცა ეროვნული თვითმყოფადობა, ტრადიციები დაიკარგება და ადამიანი ყველაფრის მიმართ ნეიტრალური გახდება. ლგბტ საზოგადოება არის კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ანტიქრისტემ ადამიანში ინდიფერენტულობა გამოიწვიოს.

სკანდინავიის ქვეყნებში ტელევიზიით აჩვენებენ რეკლამას, თუ როგორ კოცნიან მამაკაცები მამაკაცებს, ქალები – ქალებს, რომ მამკაცს ცოლად მოჰყავს თავისივე სქესის წარმომადგენელი. საბავშვო ბაღებში ბავშვებს ასწავლიან, რომ მათ დედის ნაცვლად შეიძლება ჰყავდეთ ორი მამა. საზოგადოების გარყვნა ადრეული ასაკიდანვე იწყება. 7–8 წლის ბავშვი მღერის: „რა კარგია რომ მყავს ორი მამა, მე არ მჭირდება დედა“. ამის შესახებ სიუჟეტი მომზადებულია რუსეთის ტელევიზიის მიერ და ნაჩვენებია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, მამათმავალი, რომელიც გათხოვდა… წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში რა კანონები დაკანონდება?! მათ ეკონომიკის მინისტრიც ლგბტ წარმომადგენელი ჰყავთ. ანუ „სექსუალური უმცირესობები“ სახელმწიფო სადავეებთან არიან შეჭრილნი და ამ საზოგადოების ბოლომდე გარყვნაც მოხდება. ადამიანს აღარ ექნება იმის განცდა, რომ ტრადიციულად ცოლი მოყვანოს, გათხოვდეს, შვილი შეეძინოს…

ოჯახი ერთ–ერთი სიწმინდეა. ანტიქრისტეს მთავარი დარტყმა სწორედ ოჯახზეა მიმართული. ყველაფრის სიყვარული ქრისტიანობას არ ნიშნავს. გვიქადაგებენ, რომ სიყვარული არ გაგვაჩნია, რატომ ვიქცევით აგრესიულად? – განა ყველაფრის სიყვარულს სიყვარული შეიძლება ვუწოდოთ?!
ეკლესია არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობას უყურებს როგორც ავადმყოფობას, ცოდვას და მზად ვართ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ადამიანებს დავეხმაროთ. მაგრამ როგორც კი დაიწყება საზოგადოებაზე ზეწოლა, რომ ამგვარი ურთიერთობები მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, მის მიმართ შეურიგებლები ვიქნებით. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ უფალმა ადამიანი მამკაცად და ქალად შექმნა და ეს თურმე საჭირო აღარაა, ღვთის ქმნილებაში ჩარევა ხდება. ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ალბათ საჭირო იყო ამ საკითხზე ზოგიერთებს ჩვენი პრინციპულობა დაენახათ.
ხაზს ვუსვამ, კონკრეტულად ამ პიროვნებების წინააღმდეგ არ გამოვდივართ, მათ სახლში არ ვუვარდებით, ღვთის წინაშე თავად აგებენ პასუხს მაგრამ, როგორც კი დაიწყებენ თავისი თავის დამკვიდრებას სახელმწიფო ორგანიზაციებში ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, ამის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ. ამის საწყისი ეტაპი კი სწორედ ასეთი გეი–აღლუმები, ამგვარი აქციები და მოთხოვნებია, რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები უნდა იყვნენ.

რა თქმა უნდა, ნაქადაგებია და ანტიქრისტე მოვა, მაგრამ, ჩვენ გვსურს, მრავალი გადარჩეს და არა – ერთეულები. მრავალი იმ შემთხვევაში გადარჩება თუ ფხიზლად, ყურადღებით ვიქნებით. შევეცდებით, რომ არ მივიღოთ, არ მივცეთ იმის განვითარებისა და დამკვიდრების საშუალება, რაც მიუღებელია.

უნდა გვახსოვდეს, ჩვენს ქვეყანას ქრისტიანობისათვის წამებული მრავალი მოწამე ჰყავს, ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ სარწუმოებას, იმიტომ, რომ იცოდნენ მხოლოდ ქრისტეშია ხსნა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, წყალობა მოგცეთ, ნათელი გონება, ღმერთმა აგვიხილოს გონების თვალი, რათა დავინახოთ საშიშროებები, რაც ჩვენ გვერდით ხდება და ვიყოთ ყოველთვის მტკიცენი ჩვენი სარწმუნოებისა და ტრადიციების დაცვაში.“

http://www.ambioni.ge/dekanoz-davit-datuasvilis-qadageba-19-05-2013

P.S.მე არ ვეთანხმები აზრს, რომ თითქოს 17 მაისის აქცია მხოლოდ წინა ხელისუფლების  ნებით განხორციელდა..

............................
დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი . . . დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით . . . სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა”.

იოანე ოქროპირი

Комментариев нет:

Отправить комментарий