ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთვრამეტე
20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.
23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? 24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.
27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.
29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.
30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.
31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.
32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.
33. წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-18.htm
დაბადება
თავი მეცხრამეტე
1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.
3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.
7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.
14. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.
15. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.
16. ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.
17. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები. 18. უთხრა ლოტმა: არა, უფალო.
19. აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო. 20. აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.
21. უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22. აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.
23. მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს.
24. აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
25. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
26. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.
27. წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე.
28. გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი.
29. როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-19.htm

Комментариев нет:
Отправить комментарий