ღმერთი

ღმერთი

среда, 19 июня 2013 г.

ამას სჯობია.

ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს,
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაშქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია, ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს.

თემურ ჩალაბაშვილი .




. .

Комментариев нет:

Отправить комментарий