რა არის ბოროტება და მისი წარმოშობის მიზეზი? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? „ამბიონს“ წყნეთის წმიდა ნინოს ეკლესიის დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:
„ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა. იგი მდგომარეობაა და არა არსი. სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენებით, სამყაროს დუალური საწყისი აქვს – სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის. ასეთი წარმოდგენები სულიერი ბრძოლის ნიადაგზე წარმოიშვა. თუმც მეტად არასწორი და არამართებულია. საინტერესოა, რომ თვით მატერიალურ სამყაროში „ბოროტი-ბნელი“ ნაწილაკები არ არსებობს. არის ცოცხალი და „მკვდარი“ ელემენტები. ფიზიკაში ნეგატიური ენერგია არ არსებობს. მატერიაშიც სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. სინათლეს გააჩნია ნაწილაკი ფოტონი, რომელსაც მასა არა აქვს. როგორც ასეთი სიბნელის ნაწილაკი არ არსებობს, სიბნელე ფოტონების ნაკლებობითაა გამოწვეული, სინათლე – მათი სიჭარბით. სამყაროს ერთი საწყისი აქვს. ღმერთის ერთ-ერთი განსაზღვრება სიკეთეა, „ყოვლადკეთილი“. მასში ბოროტება არ არსებობს. ბოროტების წარმოშობა ბიბლიურ თხრობაშია მოცემული. იგი ანგელოზის დაცემასთანაა დაკავშირებული. ფუჭმეტყველების თავიდან ასაცილებლად წმ. იოანე დამასკელის სწავლებას მოვიტან, რაც ჩვენს კითხვაზე პასუხს ყველაზე მეტად და ნათლად გასცემს: “იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე, როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა – კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე.
ამრიგად, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ ისინი, რადგან არჩევანი კეთილისგან ბოროტისაკენ მიდრიკეს ნებსით. “ბოროტების დაშვება მოაზროვნე არსებათა (ანგელოზთა და კაცთა) თავისუფალი ნების არჩევანითაა განპირობებული. ღვთის ხატად ქმნილნი, წარმომშობელი წყაროს ბუნების თვისებისკენ, სიკეთისკენ არიან მოწოდებულნი. მათ პირადი ნებით დაიცარიელეს ღვთისგან თავი, რამაც მათში სიკეთის ნაკლებობა გამოიწვია. ანგელოზებმა შეგნებული ქმედებით აირჩიეს ის და სამუდამოდ მიიდრიკნენ, ადამიანები – მოტყუებისა და ურჩობა-ურწმუნოების შედეგად. ამიტომ ადამიანებს კვლავ არჩევანის საშუალება მიეცათ. ადამიანმა ურჩობა-ცდომით ნაადრევად-მოუმწიფებლად სცადა „ხე ცნობადის “ ნაყოფის მიღება, როდესაც მან საღვთო სიტყვებში – „ხიდან კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა არ ჭამოთ, რადგან რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით“(დაბ.2.17) – ეჭვი შეიტანა. არჩევანი გააკეთა შეთავაზებულ ცილისწამებაზე: „გველმა დედაკაცს: რატომ თქვა ღმერთმა: არ ჭამოთ სამოთხის ყველა ხიდან? უთხრა გველმა დედაკაცს: სიკვდილით არ მოკვდებით;“(დაბ.3.2,4). აქ დაიწყო შინაგანი განდგომა, მათ იგრძნეს მადლისგან დაცარიელება: „აეხილა თვალები ორივეს, და შეიცნეს, რომ შიშვლები იყვნენ“. მათში ღვთისადმი გაუცხოება და შიში წარმოიშვა. როგორც იოანე დამასკელმა აღნიშნა: “ბოროტება გონისეული სიბნელეა.“ ადამის შემდგომი ნაბიჯები დაბნელებული გონების ნაყოფი იყო. ბოროტება, ანუ ცდომა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ღვთის მცდელობის მიუხედავად, ადამი მას უფრო და უფრო სცილდებოდა. ამან განაპირობა ღვთისა და კაცის დროებით დაშორება, რათა მისი ნაკლებობის განცდით პირადი სურვილის ხარჯზე კვლავ შეძენის სურვილი გასჩენოდა. მან ცნობადი ხის ნაყოფი პირადი თავისუფალი ნებით იგემა. ამის შემდგომ მას ორი მდგომარეობის შედარებით კვლავ არჩევანის საშუალება მიეცა. „აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა.“(დაბ.3.22). მათი გარჩევა თვალსაჩინოებას საჭიროებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი არჩევანის გარეშე ბოროტება პასიური და ნეიტრალიზირებული ხდება, კარგავს თავის არსებობას. ბოროტს ფიზიკური ზემოქმედების უფლება პიროვნების სურვილის გარეშე არა აქვს. ასევე, შემოქმედს არ სურს თავისი ქმნილების ლიკვიდირება, თუნდაც ბოროტების სახე მიღებულისა. ისინი მან უკვდავ სულებად, თავის ხატად შექმნა.
ღვთის შეცნობით საკუთარ თავს შევიცნობთ. შემეცნების გზაზე ადამიანი იწყებს სიბნელიდან სინათლისკენ სვლას. რამდენადაც სიბნელეში-ბოროტებაში შესვლა ღვთისადმი უნდობლობა-ეჭვმა და ურჩობამ გამოიწვია, ამდენად შემოქმედისადმი რწმენა-ნდობა და მისი ცნებების მორჩილება-გათავისებით საწყის წიაღში ვბრუნდებით. ღმერთი კი ყოვლადსახიერია: „არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი“(ლუკ.18.18).
თეონა ნოზაძე

http://www.ambioni.ge/boroteba
Комментариев нет:
Отправить комментарий