“ეკლესიათა ადგილები მის კანონიერ მესაკუთრეს – სრულიად საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეცეს…”
მტკვრის სანაპიროს კლდოვან კონცხზე V საუკუნეში აგებული ანჩისხატის ღვთისმშობლის ეკლესია და იქვე მდებარე საეპისკოპოსო სახლი, მისი შემოგარენი კათოლიკოსად არჩეული მთავარეპისკოპოსი ბაბილას მიერ ძველად წმიდა მიწად და “ბჭედ ზეცისად” იყო მიჩნეული.
ანჩისხატის გარშემო მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რაც გაანადგურებს დიდსამონასტრო კომპლექსს, პირველი უძველესი სასახლის, სამეფო კარის ნაგებობათა შემორჩენილ ნაშთებს, წმიდა მოწამეთა, მეფეთა და კათოლიკოსთა სამარხებს.
ვარდიკო არაბული (საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე):
“ანჩისხატის შემოგარენი ბევრ ტაძარს მოიცავდა, რომელთა აღდგენა წმიდა ანტონი მეორე ბაგრატიონს დაუწყია. კათოლიკოს-პატრიარქს სურდა, აღდგენები სვიმონ მესვეტისადმი მიეძღვნა. მისი იძულებით გადასახლებით 1811 წელს აღდგენები ღიად დარჩა (თბილისის სიძველეთა აღწერილობა, 1866წ).
ეკლესიათა საფუძვლები 1848 წლამდე დაუნგრევლად იყო შემონახული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებისთვის აქ საქალაქთმშენებლო სტრუქტურაში, სიწმინდეთა არსებობას სახელმწიფოს განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
ისტორიული მუხრანთ უბანი მტკვრის სანაპიროდან და ჩახრუხაძის (ძვ.ბაგრატიონ-მუხრანელთა) ქუჩიდან სიონამდე ზღუდით იყო შემოსაზღვრული და ქალაქის ნაწილები მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდა ერთმანეთს.
მუხრანთუბნის სიწმინდეები იყო:
ა)მუხრან-ბაგრატიონთა კარის ეკლესია წყლისკარის კართან, ანჩისხატის ღვთისმშობლის ბაზილიკა, გუმბათიანი, საპატრიარქო (საკრებულო) ეკლესია “მაცხოვარი”.
ბ) ანჩისხატის საპატრიარქო ეკლესია “მაცხოვარი” დატანილია 1782 წლის ქ.თბილისის გეგმაზე №3, ანჩისხატის დღევანდელი ბაზილიკის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს. (ცნობები ისტორიკოს დ. ბაქრაძის. 1870წ). აგებულია 1690 წელს, მეფე ვახტანგ მეხუთის ასულისა და თ. ალექსანდრე ციციშვილის დედის, ელენე ბაგრატიონის მიერ.
1780 წელს განახლდა მეფე ერეკლე მეორის ასულის მარიამ ბაგრატიონის მიერ, რომელიც ყოფილა თ. ალექსანდრე ციციშვილის ძის, ქალაქის მოურავის – დავით ციციშვილის თანამეცხედრე.
1835 წელს ტაძრისთვის კედლები გაუმაგრებია ფარსადან ციციშვილს. 1895 წლის საარქივო ჩანაწერებით, ანჩისხატის სობოროში მირონ ომნაიძეა დიაკვანი.
გ) წმიდა პოლიევქტოს კარბელაშვილი ასახელებს ანჩისხატის გვერდით, მტკვრის სანაპიროსთან, მცირე ჯვრის ეკლესიას, აგებულს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონი პირველი ბაგრატიონის მიერ, როდესაც აღწერს მის გარდაცვალებას 1788 წელს, ანჩისხატის ჯვრის ეკლესიის ეზოში “საეპისკოპოსო სახლსა შინა”. ჯვრის ეკლესია შემდეგ იმერლიშვილს განუახლებია.
დ) მეფე ლუარსაბის ეკლესიის ადგილზე მოგვიანებით რამდენიმე სართულიანი სამრეკლო იყო აგებული. (ჩანს ტურნეფორის გეგმაზე,XVIIს).
ე) “ღვთისმშობლის კრების” გუმბათიანი ეკლესია დასავლეთის მხარეს მაცხოვრის ტაძართან მდებარეობდა.
1680 წელს ძველი ეკლესიის ნაშთებზე, მეფის, ვახტანგ მეხუთის ასულმა ელენე ბაგრატიონმა განაახლა. 1775 წელს მეფე ერეკლე მეორის ასულს, მარიამ ბაგრატიონს აღუდგენია.
1840 წელს ფარსადან ციციშვილს განუახლებია, თუმცა ტაძარი იმ დროისთვის შემცირებული ყოფილა და ღვთისმსახურება თითქმის არ აღევლინებოდა.
ვ) დღევანდელი ანჩისხატის სამრეკლოს წინ, დასავლეთის მხარეს, შავთელისა და ჩახრუხაძის ქუჩებს შორის მდებარეობდა ეკლესია “თეთროსანი ღვთისმშობელი.” მასზე ბარ-რესტორანია მოწყობილი, 50 სმ-ზე იატაკის შეცვლის დროს სამარხი გამოვლინდა.
ანჩისხატის გარშემო მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რაც განადგურებას უპირებს დიდ სამონასტრო დიდ კომპლექსს, პირველი უძველესი სასახლის, სამეფო კარის ნაგებობათა შემორჩენილ ნაშთებს, წმიდა მოწამეთა, მეფეთა და კათოლიკოსთა სამარხებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 1848 წლიდან, შავთელის ქუჩის №13, №15, №17 სახლები სახელმწიფო დაცვაზე იყო აყვანილი, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის შესაბამისი სამსახურების მიერ და იკრძალებოდა მოსახლეთა მიერ მიწის ყოველგვარი სამუშაოთა წარმოება. კონსტიტუციის კანონებით, არ შეიძლებოდა მათი “პრივატიზება”, რადგან სახელმწიფო არ არის კულტურული მემკვიდრეობის მესაკუთრე, არამედ მეურვეობს მის შენახვასა და ზრუნავს შენარჩუნებაზე. მესაკუთრის არსებობის, ან გამოჩენის შემთხვევაში კი კულტურულ მემკვიდრეობას დაუზიანებელი სახით უბრუნებს მას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ეკლესიათა ადგილები გადაეცეს მის კანონიერ მესაკუთრეს – სრულიად საქართველოს საპატრიარქოს, რათა ნაეკლესიარებს, სასახლეთა და წმიდა მეფეთა და კათოლიკოსთა საძვალეთა ნაშთებს საკუთარი სახე, თავდაპირველი ფუნქცია, მნიშვნელობა, შესაფერისი პატივისცემა და ღირსება დაუბრუნდეს”.
ქეთი ჭელიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий