ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 июня 2013 г.

რუსეთის დუმამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი მიიღო .

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ყველა ადამიანს ჯარიმას დააკისრებს, ვინც 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოსექსუალიზმის შემცველ ინფორმაციას გაავრცელებს.

კანონი ძალაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დამოწმების შემდეგ შევა. პარლამენტის გარეთ გეების უფლებების დამცველთა და ანტი გეების აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. დუმამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც მორწმუნეების შეურაცხყოფოსთვის სამ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონი პანკ ჯგუფის Pussy Riot -ის წევრების დაპატიმრების შემდეგ მიიღეს, ჯგუფი მართლმადიდებლურ ტაძარში 2012 წლის თებერვალში პუტინის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას აწყობდა. ბენდის წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა ამჟამად ორწლიან სასჯელს იხდიან.



მომზადებულია BBC-ის მიხედვით

http://info9.ge/?l=G&m=108&f=1&id=11724

Комментариев нет:

Отправить комментарий