“ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი სხვაზე მეტად გრძნობს სიძვით განცდების შემთხვევაში, თუ როგორ ტოვებს მას ღვთიური მადლი”…
“რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ”.
წმ. იოანე ოქროპირი
უფლის მიერ მოცემულ მცნებებს მარადიული მნიშვნელობა აქვს. დრო მათ შესუსტებას ან განქარვებას ვერ შეძლებს. ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია “არა იმრუშო”.
თავად იესო ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომ არა თუ მრუშობა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი უკვე ცოდვაა, ვინაიდან თუ კაცმა გული, აზრი არ განიწმინდა, ვერც თავის სიტყვასა და საქმეს გამოასწორებს.
კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:“ვნება, ფსიქოლოგიური განმარტებით, გრძნობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი ინტენსივობა და დაკმაყოფილებისაკენ ხანგრძლივი სწრაფვა ახასიათებს, უმთავრესად, მთელი ცხოვრების მანძილზე.
ქრისტიანის ყოფა სხვადასხვა ვნებებთან ბრძოლით არის განმსჭვალული, რომელთა შორის უსასტიკესად მრუშობის ვნება ითვლება.
პიროვნებას ახასიათებს სწრაფვა საწინააღმდეგო სქესისკენ და თუ ეს ასეა, რატომ კრძალავს ხშირად უფალი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას? ყველაფერი ნათელი ხდება, როცა მართლმადიდებლური კუთხით აშუქებ მას.
ეკლესიური განსაზღვრებით, მრუშობის ცოდვით დაცემის ორი სახე გამოიყოფა: სიძვა და მრუშობა. პირველი დაუოჯახებელთა კავშირია, მეორე კი მეუღლის ღალატს გულისხმობს.
წმიდა მამები მრუშობის ვნებას ნაყროვანების ცოდვას უკავშირებენ და მიიჩნევენ, რომ მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებაა მათ შორის. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: “ის, ვინც ცდილობს აჯობოს მრუშობის ვნებას და არ ალაგმავს თავის მუცელს, ემსგავსება კაცს,რომელსაც უნდა რა კოცონი ჩააქროს, ზეთს ასხამს მასში”.
შეიძლება ზოგიერთისთვის გაუგებარი იყოს, საკვებით ზედმეტად დანაყრება როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს მრუშული გულისთქმის გაძლიერებას, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, შესაძლოა ეს მარტივად გავიგოთ. გამაძღარი ადამიანი რომ უფრო ადვილად მიეცემა განცხრომას, მოისურვებს კიდევ უფრო გააღრმავოს ეს მდგომარეობა და დატკბეს ამასთან სიძვითი განცდებითაც, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი.
მრუშობის ვნებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლის ხელოვნების ცოდნა. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ამ ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, წარმოდგენათა დასაწყისშივე შემჩნევას, გამოყოფასა და თავიდანვე მათი აღკვეთის მცდელობას გულისხმობს. თუ დასაწყისშივე არ მოხდა სიძვით გახელების აღკვეთა, თანდათანობით ის უფროდაუფრო მძლავრ ხასიათს ღებულობს და სულ მალე თითქმის შეუძლებელი ხდება მასთან ბრძოლა.
მრუშული შემოტევები ხშირად ძლიერდება ნერვიულობის, სასოწარკვეთის დროს, მაშინ, როცა ადამიანს უჭირს, აფორიაქებულია. ასეთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაბრუნებაა. ამას კი ხელს უწყობს თუნდაც 10-15 წუთით განმარტოება. ამ დროს თუ თვითონ არ აძლევ საკუთარ თავს სიძვის განცდებში ჩაძირვის საშუალებას და ცდილობ ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, თვალშისაცემია, როგორ სუსტდება ვნების შემოტევა და სიმშვიდის დაბრუნებასთან ერთად ხდება მისი მარწუხებისაგან გათავისუფლება.
ამ სასტიკი ვნების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა და მარხვა.
მრუშული ვნების წინააღმდეგ ქმედით საშუალებას პირჯვრის გარდასახვაც წარმოადგენს. როცა გებრძვის ეს ვნება, ხშირად ამ წესის შესრულებას დიდი შედეგი მოაქვს.
ასევე წესად არის მიღებული მართლმადიდებელ მრევლთან დაწოლის წინ ლოგინისთვის პირჯვრის გარდასახვა, რაც, გარკვეულწილად, ძილში ბოროტისაგან წარმოებული ამგვარი ბრძოლისაგან გვიფარავს.
სიძვით გახელების წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ ქორწინებას. მოციქული პავლე ამბობს: “სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს ცოლი და ყოველ დედაკაცს ჰყავდეს ქმარი”.
მრუშობის დემონს განსაკუთრებით მხილება არ უყვარს. როცა აღსარებაში საკუთარი ვნებითი განცდების შესახებ ხდება საუბარი, ამით მას დიდი დარტყმა მიეყენება. შეიმჩნევა, რომ მრუშული შემოტევები მხოლოდ მღვდელთან მათი აღნიშვნის შემდეგ წყდება. ამიტომ ამ მხრივ, ბრძოლების შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, აღსარების თქმაა.
აღსარება უმძლავრესი საშუალებაა ცოდვებისაგან, დაგროვილი სულიერი ჭუჭყისაგან გასათავისუფლებლად. ცოდვათა ის ნალექი, რომელიც სულს დაედო და დემონებს მასზე “კაუჭის ჩამოდებით” საშუალება ეძლეოდათ, ემოქმედათ ადამიანზე, იწმინდება. ამ დროს პიროვნება შეიძლება სუფთა დაფას შევადაროთ, რომელსაც სველი ტილო მოუსვეს და მიმზიდველად გამოიყურება.
თუ რამდენად არასათნოა უფლისთვის მრუშული ვნებით შეპყრობილი ადამიანი, განსაკუთრებით კი ეკლესიური კაცი, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებაც მიუთითებს.
ეკლესიურად მცხოვრები სხვაზე მეტად გრძნობს სიძვითი განცდებისთვის, ოცნებებისთვის, წარმოდგენებისთვის, ფიქრებისთვის გაქანების მიცემის შემთხვევაში, როგორ ტოვებს მას ღვთიური მადლი, როგორ ურთულდება სხვადასხვა სულიერი თუ ყოფითი პრობლემები და ხდება მისი დასჯა ამა თუ იმ ფორმით. დასჯის ეს მომენტი დროთა განმავლობაში შეგნებულ ხალხთან იწვევს შიშს, რომ არ მისცენ ამ ვნებას გაქანების საშუალება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ცოდვაა, არამედ იმიტომ, რომ ესმით, ამ ყველაფერს მათი ცხოვრების ყოფის გართულებაც მოჰყვება.
მეტად რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. იგი თავისი სისასტიკით გამოირჩევა. გმირობაა მასთან გამარჯვების მიღწევა, თუმცა სხვაგვარად არ შეიძლება.
სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ვიწროა, პავლე მოციქული წერს: “მსიძავი სამოთხეს ვერ დაიმკვიდრებს”. ჩვენც კარგად უნდა გავიგოთ ეს და ვისწავლოთ ამ ვნებასთან ბრძოლა”.
“არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ”.
1 კორინთელთა 3, 16-17
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий