დეკანოზი მიქაელ გვარამაძე: ტყვიის გასროლის გარეშეც შეიძლება ქვეყნის დაპყრობა.
უხსოვარი დროიდან სამყარო სხვადასხვა ცოდვას მოუცავს, რომელთა მთავარი მონაწილე და უშუალო შემოქმედი უფლის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ყოფილა. თანამედროვე ეპოქის წარსულთან შედარებით ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ბუნება ისევ ისეთად დარჩა, როგორიც საუკუნეების მანძილზე იყო. უბრალოდ, დროებასთან ერთად ცოდვის თუ მადლის გაკეთების შესაძლებლობები შეიცვალა. ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ცოდვის ჩადენის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, როგორ უნდა შევაჩეროთ, მსოფლიოს მასშტაბით, ცოდვისკენ მიდრეკილების უმართავი პროცესები და გამართლებულია თუ არა ქრისტიანული დასავლეთის მიერ დემოკრატიის სახელით ჩადენილი ყველა ქმედება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დეკანოზი მიქაელ გვარამაძე ესაუბრა.
_ თქვენი აზრით, რა არის ცოდვის გამოწვევის მთავარი ფაქტორი?
_ ზოგადად, ცოდვისა და მადლის განმარტება ძალიან ვრცელია. საზოგადოებაში მრავალი განსხვავებული აზრი წარმოიშობა, რომლებიც რელიგიური, ეროვნული თუ მსოფლმხედველობრივი ნიშნითაა ნაკარნახევი. ერთი უნდა ითქვას: ცოდვა, უპირველესად, საკუთარი თავის წინააღმდეგ გალაშქრებაა. როდესაც უფლის მიერ დაწესებულ წესებსა და კანონებს ადამიანი არ შეასრულებს, მასში იწყება პიროვნული თუ ფიზიოლოგიური რღვევები, რომელიც სხეულისა და სულის გაყოფით მთავრდება. ყოველი ადამიანის მიერ ზომიერება და ოქროს შუალედის დაცვა აუცილებელია. თითოეულმა ჩვენგანმა სხეულსაც და სულსაც ისე უნდა მივხედოთ, რომ არც ერთის კანონი და სჯული არ დავარღვიოთ. სულს მღვიძარება უყვარს, მოშურნეა კეთილი საქმეებისთვის, სხეულს მოსვენება და მისადმი სამსახური ურჩევნია. თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო კანონების მქონე ორ პიროვნებას მოუყრია თავი ერთ ადამიანში, სადაც გამუდმებით ომია, _ რომელი გადაძლევს. არ დაგვავიწყდეს, გამარჯვება მაშინ მიიღწევა, როდესაც ორივე იმარჯვებს. ერთის დამარცხებით კი მეორეც მარცხს განიცდის. ადამიანის ცხოვრებაც ეს არის, შეიცნოს საკუთარი თავი და მშვიდობა მოიპოვოს, რომელიც ღმერთია.
_ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცოდვისკენ სხვადასხვაგვარი მიდრეკილება უმართავ პროცესებშია გადაზრდილი, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესები?
_ სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანთა მასებმა ცოდვით ცხოვრება გადაწყვიტეს, რაც, ერთი შეხედვით, ადვილია. ისიც უნდა ითქვას, რომ ცოდვებს კატეგორიებად ყოფენ და დროთა განმავლობაში თითქოს მას ცოდვად აღარც აღიქვამენ. რაც უფრო შორდება უფალს ადამიანი, მით უფრო არასწორი შეხედულება ექმნება ცოდვა-მადლზე. გუშინ თუ სიწმინდე, კდემამოსილება, ქალწულობა ადამიანის სულის სამშვენისი და მისაბაძი თვისება იყო, ახლა ამის აღიარება სირცხვილადაც კი იქცა. ვაჟკაცობის სწორი განმარტებაც კი დავიწყებას მიეცა და მოსაწონად ძალადობა იქცა.
ადამიანი თავისუფალი არჩევანით ირჩევს ცხოვრების წესს. ამ ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში კი საზოგადოების დამოკიდებულება და გარემო პირობები დიდ როლს თამაშობს. ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან არ არსებობენ ცუდი ადამიანები, უბრალოდ, გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველას თავისი სახელი ერქმევა. მთავარი ისაა, რაზეა დაფუძნებული ადამიანის შეფასების კრიტერიუმი და რამდენად შეესაბამება ადამიანების აზროვნება უმაღლესი ადამიანის განვითარებულ გონს. 21-ე საუკუნეში ჰგონიათ, თითქოს თავისუფლება იმას ნიშნავს, რაც გინდა, ის აკეთო. თუ საზოგადოებას იმ ჭუჭყს მოვაშორებთ, რომელიც მასშია, მაშინ შესანიშნავ მშვიდობისმოყვარე, შრომისმოყვარე ადამიანს მივიღებთ.
_ სხვადასხვა სახელმწიფო უმძიმესმა ცოდვებმა მოიცვა, ხომ არ ახლოვდება ქვეყნის აღსასრული?
_ ქვეყნის აღსასრული, შესაძლებელია, ადამიანის ცოდვებმა გამოიწვიოს, როგორიცაა გარემოს კანონებში უხეში ჩარევა, დედამიწის კანონების დარღვევა და ა.შ., რამაც, შესაძლებელია, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი დღეს არავის აინტერესებს. პირიქით, გამუდმებით ისმის: გვაჭამეთ, მოგვეცით და აგვიშენეთო. აღარ უჩანს პრეტენზიებსა და ცნობისმოყვარეობას ბოლო, მაშინ, როდესაც უფალმა დედამიწის მეფედ შეგვქმნა და არა მისი ბოროტ მომხმარებლად. საბოლოოდ კი ყველაფერი ადამიანის კუჭამდე დაიყვანება. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხია გამოყენებული. სადაც ფასეულობები, ბედნიერება, როგორც სულიერი მდგომარეობა, დაყვანილია მიწიერ წუთიერ სიამოვნებამდე, იქ სახელმწიფო, ქვეყანა, წესწყობილება, ტრადიციები დიდხანს ვერ გაძლებს. ქვეყნის აღსასრული მაშინ დადგება, როდესაც დედამიწაზე ცოდვა გამეფდება, როცა ადამიანები საკუთარი ნებით ღმერთს განუდგებიან და ცოდვას დაემონებიან, როდესაც ადამიანი ცხოველს დაემსგავსება და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნებს; სათავეში ცოდვის მოყვარული ადამიანები მოექცევიან და ამით ქვეყნის დამორჩილებას და საზოგადოების დამონებას გადაწყვეტენ.
_ მოგეხსენებათ, ჯვაროსნებს არაერთ ქვეყანაში გაულაშქრებიათ ქრისტიანობის გამო. ახლა კი ქრისტიანული დასავლეთი ყველგან თავის კვალს ტოვებს დემოკრატიის სახელით, რომელიც მრავალი სახელმწიფოსთვის ცხადად თუ ფარულად მრავალი უბედურების მომტანი ყოფილა. დემოკრატიის სახელით მიმდინარე პროცესები აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს, რომლისთვისაც ყველა ქმედება გამართლებულია. ესეც ერთგვარ სოდომის ცოდვად ხომ არ გესახებათ?
_ დასაბამიდან მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ყველანაირ ხერხს იყენებენ ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანები, რათა მშვიდობით მცხოვრებთ სძლიონ. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ყველა საუკუნეში ქრისტიანულ ქვეყანას მრავალი რჯულის მტერი დასხმია თავს. განა იმიტომ, რომ დამპყრობლებს ტერიტორიები არ ჰყოფნიდათ?! გაცილებით დიდია მიზეზი. ტყვიის გასროლის გარეშეც შეიძლება ქვეყნის დაპყრობა ისე, რომ ყველას მშვიდად ეძინოს საკუთარ სახლში და სრულებით არ იცოდეს, რომ რომელიღაც ქვეყნის მონაა.
_ თქვენი აზრით, ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკილება საუკუნეების განმავლობაში უფრო გაიზარდა თუ შემცირდა? თუ გაიზარდა, რა უწყობს ამას ხელს?
_ მუდმივად იბრძვის ადამიანი, რათა საკუთარ თავში დაძლიოს წინაპრების მიერ გენეტიკურად გადმოცემულ ცოდვისადმი მიდრეკილება. ზოგს ეძლევა საშუალება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს, ზოგი კი ცოდვის მორევში ჩაინთქმება, რაც თითქოს ახალი ცხოვრების წესს წარმოშობს. დღეს, ცოდვის გამართლების სახელით, იქმნება ორგანიზაციები, შენდება სახლები, დაწესებულებები, კეთდება სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების რეკლამა, იქმნება კანონები, რათა ცოდვის დაკანონება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამართლებული იყოს. საკუთარ ნაკლს კარგად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან გადამდები არ გახდეს და ეპიდემია არ გამოიწვიოს. გამოსავალი ადამიანის მიერ ცოდვისთვის სიკეთისა და მადლის დაპირისპირებაშია.
_ რა გესახებათ ცოდვის მთავარ შემაკავებელ ფაქტორად?
_ ცოდვის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი მრავალია, უპირველესად კი, მომავალი თაობების სწორად აღზრდა. მართებულად უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს ფასეულობები, რომლებიც ამ თაობების დასაყრდენი იქნება. არსებული სიტუაციის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი სახელმწიფოს კეთილი ნებაა, _ გაამახვილოს ყურადღება, მიიტანოს საზოგადოებამდე ის ფასეულობები, რომლებმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოგვაღწევინა. საქართველოს ისტორიაში ყველაფერია მოთხრობილი შეცდომებზე, ექსპერიმენტებზე, შედეგებზე. თუ ახლის შექმნა არ შეგვიძლია, ის კარგად დავიწყებული ძველი წარმატება უნდა გამოვიყენოთ, რომელიც საქართველოს ოქროს ხანადაა ცნობილი. ისტორიაში წერია, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი და რა კურსით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. ძველ დროში ქვეყნის შენების უფრო ნაკლები შესაძლებლობები იყო, ვიდრე ახლა, უბრალოდ, მას ქვეყნის სათავეში მდგომი ადამიანების კეთილი ნება სჭირდება.
სოლომონ მეფემ უფალს სიბრძნე სთხოვა და ყველაფერი გაიღო სანაცვლოდ. სიბრძნე უფლის მსახურება და სიყვარულია.
ესაუბრა შორენა ღვაჩლიანი.
geworld.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий