სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე.
მართლად უთქვამთ მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე
თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს გააჩაღებ.
უმჯობესია დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო.
მზად იყავი უფრო მეტი დაითმინო, ვიდრე სურს მას, ვინც გაწყენინა.
მოწყალების გაღება სასარგებლოა, მაგრამ სხვების წყენა დამღუპველია.
წყენის წინააღმდეგ ყველაზე უკეთ მოქმედი საშუალება მისი გადატანაა.
უხეშობაზე უხეშობით მიგება და მასთან ბრძოლა მხოლოდ აღიზიანებს უხეშ ადამიანს.
ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია.
არაფერი ისე არ შეაჩერებს მაწყინარს, როგორც - მოკრძალებული მოთმინება იმისგან, ვისაც აწყენინეს.
შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითინ გჭირდება მიტევება ღვთისაგან.
თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გსურს, ისწავლე, გმირულად დაითმინო სხვებისგან მოყენებული წყენა.
მოთმინება და მორჩილება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც კი.
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას შეხვდები, იფიქრე, რომ ღმერთმა იგი შენი დიდებისათვის გამოგიგზავნა.
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრიცხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვარ წყენას.
წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას.
დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე.
ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს.
ის კი არ არის ცუდი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, არამედ ის, როდესაც შენ აწყენინებ სხვებს, ანდა, როცა წყენის ატანა არ შეგიძლია.
ბევრს არ რცხვენია, საკუთარ თავს ხალხის წინაშე ცოდვილი უწოდოს, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა არ სურს. ეს თავმდაბლობის ნიშანი არ არის.
მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა.
ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ.
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოექეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო.
შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა.
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს.
ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ იმ წყენის შესახებ, რომელსაც ადამიანები გვაყენებენ, მაშინ, როდესაც მათდამი მორჩილებამ, შესაძლოა, ღმერთს მიაყენოს შეურაცხყოფა.
წნენა უბედურება არ არის; უბედურება ისაა, როდესაც გვიჩნდება სიძულვილი იმის მიმართ, ვინც გვაწყენინა, ჩვენი გული შეიცნობს სიძულვილს, გაბოროტებასა და შურისძიების სურვილს.
თუკი ვინმე განაწყენებულია თქვენი მიზეზით, არავითარ ღვაწლს, არც ლოცვას, არც მონანიებას არ შეიწირავს უფალი, ვიდრე გულწრფელად არ შესთხოვთ პატიებას თქვენგან შეურაცხყოფილს.
ხშირად ხდება, რომ იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა, დამნაშავენი არ ვართ, მაგრამ ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიგვიძღვის, რომლებსაც ადამიანები ვერ ხედავენ, მხოლოდ ღმერთი ხედავს.
როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენს მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყალივით ჩააქრობ შენს მწუხარებას.
არსებობს საცდელი ქვა ოქროსა და ვერცხლისათვის; არსებობს აგრეთვე საცდელი ქვა თავმდაბლობისათვის. ქვა, რომლითაც თავმდაბლობა გამოიცდება, არის შერიგება მათთან, ვინც გვაწყენინა ან - ვისაც ჩვენ ვაწყენინეთ.
ვფიქრობდეთ იმას, რომ თავმდაბლები ვართ და არ გვქონდეს სულის სიმტკიცე იმისათვის, რომ შევურიგდეთ მას, ვინც გვაწყენინა, ან ვისაც ვაწყენინეთ, ნიშნავს, რომ თავს ვიტყუებთ, რომ საკუთარ თავს მივაწერთ თავმდაბლობას, რომელიც არ გაგვაჩნია.
რამდენ წინდაუხედავ და შეურაცხმყოფელ სიტყვას, მრისხანე გამოხედვას და უღირს საქციელს ავირიდებდით თავიდან, წყენას რომ დუმილით ვუპასუხებდეთ. ყოველივე ეს დაიძლევა, თუ ადამიანები არ დაიცავენ პრინციპს: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.
უდიდესი სათნოებაა მტრის სიყვარული! უდიდესია გმირობა ქრისტიანული სულისა, რომელიც მოყვასს წყენას მიუტევებს, მაგრამ სიძულვილის ნაცვლად გულითადად ეყვარება და უფლის წინაშე მისთვის ილოცებს! მაგრამ ასეთი გმირობისათვის ჯილდოც უდიდესია - ზეცაშიც და მიწაზეც.
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას, - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად და დათრგუნულად აღარ იგრძნობ თავს.
რატომ არ ბრაზდებით, როდესაც ბავშვი გემუქრებათ ან თქვენს გაბრაზებას ცდილობს? იმიტომ, რომ თქვენ მასზე უფროსი და ჭკვიანი ხართ: მისი მუქარა თქვენთვის იგივეა, რაც ბუზის ბზუილი. თქვენ რომ მართლა ამაღლებული სული გქონდეთ, მოყვასისაგან მიყენებული შეურაცხყოფა და წყენა ამაზე მეტად არ შეგძრავდათ.
ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა. მაგრამ მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით.
ვერ ხედავ, რომ ისრები ჩვეულებრივ მსჭვალავენ მაგარ და მოუდრეკელ სხეულებს, ხოლო თუ სხეული რბილი და დამთმობია, თითქოს ძალას კარგავენ. ასეთივე თვისება აქვს საყვედურს (ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი წყენა, რომელსაც მოყვასი გვაყენებს). ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ის მას საკუთარ თავზე მიიღებს, ხოლო ვინც დაემორჩილება და დაუთმობს, ის რბილი ხასიათით ასუსტებს მისკენ მიმავალ ბოროტებას.
წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არა განიკითხოთ. თავსა ჰკითხე: სადა ვარ მე? უნდა განაგდოთ თქვენგან სევდა და სასოწარკვეთა. ეცადეთ, რომ ხალასი და მხნე სული შეინარჩუნოთ. ზირაქის თქმით, სასოწარკვეთა დღეებს ამოკლებს.
გონიერი და განსჯადი ადამიანი, სულიერი წარმატების წყალობით, სასარგებლოდ იყენებს არა მხოლოდ სახიერი ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭსა და იმ სიკეთეს, რასაც სხვა ადამიანები უკეთებენ, არამედ თანამოძმეთა მხრიდან ყველა წყენას, შეურაცხყოფასა და მისთანებს. იგი ამ ყველაფერს ბოროტის ღვარძლს მიაწერს. ასეთი კაცი ეშმაკზეც კი წუხს, - მისი საშინელი მდგომარეობის გამო, - ისევე, როგორც საკუთარი სულის უბადრუკ მდგომარეობაზე და ღვთის წყალობას ეძიებს.
ცეცხლს ზეთით ვერ ჩააქრობ, ვერც ნაპერწკალს ჩააქრობ იმით, რომ მას შებერვას დაუწყებ: პირიქით, ორივე შემთხვევაში ცეცხლი სულ უფრო მეტად გაჩაღდება, და რაც მეტად დაასხამენ ზეთს, უფრო საშინელი გახდება ალი. ასევე არიან მოშუღარნიც, რაც უფრო გადადებენ შერიგებას, მით უფრო გაიზრდება მათი გაბოროტება ერთმანეთის მიმართ, წყენის მატებასთან ერთად იმატებს შურისგებაც, რასაც მოსდევს გაბოროტება, ამას, კვლავ ახალი შურისგება მოჰყვება და საბოლოოდ ორივე მხარე დაუძლურდება.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს "თავმდაბლობა" უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია თავის თავს ხშირად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას; ეს აუცილებელი პირობაა.
ნეტარია ის, ვისაც შეუძლია, წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად თქვას: ღმერთო! მომექეცი ისე, როგორც მე ვიქცევი. შემიძლია თვითონ ვიძიო შური, მაგრამ ამას არ ვაკეთებ; შენც ნუ იძიებ შურს. შერიგებით დავასწარი მტერს, შენც დამასწარი შენი მადლით. დავივიწყე ბოროტება, რომელიც მან მე გამიკეთა; შენც დაივიწყე ჩემი ცოდვები. მე უწინდებურად მიყვარს იგი, როგორც მაშინ, როდესაც არ მაწყენინებდა. შენც კვლავ გიყვარდე ღმერთო, თუკი ოდესმე გაწყენინებ. მომექეცი ისე, როგორც მე ვექცევი მას. მე შევასრულებ შენს ბრძანებას; შენ გააკეთე ის, რასაც დამპირდი: "ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ" (ლუკა 6, 37).
მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც ოქრო მოჰპარა და რომელიც შემდეგ ავაზაკებმა შეიპყრეს. პატრიარქმა ეს რომ შეიტყო, გამოისყიდა იგი და უკან დააბრუნა. როცა ქურდი მდივანი პატრიარქთან მივიდა, მან იგი ისეთი სიყვარულითა და კეთილგანწყობით მიიღო, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხუმრობით თქვა: თუ გინდა სარგებელი ნახო, პატრიარქ ალექსანდრეს უნდა აწყენინოო. სინამდვილეში პატრიარქი მოიქცა ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც, წმიდა ისიდორე პელუსიოტის თქმისა არ იყოს, წყენას წყალზე წერს, მადლს კი - სპილენძზე.
წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია, ყოველი შემდგომი წყენა წინამორბედზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. ამ ყოველივედან შესაძლოა, მივხვდეთ, რა სამართლიანად ბრძანებს მოციქული: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განიხილენით" (გალ. 5, 15).
გიფიქრიათ თუ არა, რატომ გავხდით ასეთი წყენიები? ყოველივე ეს ჩვენს გულებში სიმშვიდისა და სიმდაბლის არარსებობის გამოა; წყენა წარმოიქმნება „თვითშეფასებისაგან“. „თითოეული ჩვენგანი მეტად მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს და ამიტომაც, როდესაც ვინმე გაბედავს და სათანადო პატივს არ მოგვაგებს, წყენის ცრემლი გვერევა, ვჩხუბობთ და სამაგიეროს გადახდას ვცდილობთ“ (ღირსი მამა თეოფანე დაყუდებული). „თვითშეფასება“ არის სწორედ ის, რაც უნდა ამოვიძირკვოთ ჩვენი სულიდან და შორს მოვისროლოთ. ეპისკოპოსი თეოფანე ამბობს, რომ თუ ეს განვახორციელეთ, მაშინ სულში წარმოიქმნება გარკვეული საყრდენი შინაგანი სიმშვიდისათვის. ჩვენ გვგონია იმიტომ გვწყინს, რომ განსაკუთრებულად მგრძნობიარე, ფაქიზი ბუნებისა ვართ, გარშემო კი უხეში, ტლანქი ადამიანები გვახვევია.
რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით. მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მოველოდეთ, თუ არა - ორმხრივ დაცემასა და უბედურებას? ბოლოს: მას რომც არ შესწვდეს შენთვის წინააღმდეგობის ძალა, განა ნაკლებად საშინელია ფარული განზრახვა, ვიდრე - აშკარა თავდასხმა? ხოლო ამაფორიაქებელი საზრუნავი, ცბიერება, ზრახვები, საკუთარი თავისთვის მავნე ქმედებები, მტანჯველი ფიქრები - თვით საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი და კიდევ უფრო მტანჯველი აზრი მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თვით წარმატებები, რომელსაც ახლავს სინდიდის უდიდესი მხილებანი, ზოგჯერ კი - საყოველთაო ზიზღი? ჰოი, რამდენი ტანჯვაა მოძულე გულისათვის, - ეს არის შხამი მიწაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი.
დიდსულოვნება წყენის სანაცვლოდ.
ერთი ბერი, სახელად კირი, რომელიც დაბალი წარმოშობისა და ძალიან მოკრძალებული იყო, მონასტრის ძმებს არ მოეწონათ. ადამიანებს კარგი თვისების გამო ბოლოს შეუყვარდებათ ხოლმე ის, ვის მიმართაც ადრე სიძულვილს გრძნობდნენ; მაგრამ ღირსი კირის ხვედრი ასეთი როდი იყო! დროთა განმავლობაში ძმობის სიძულვილი ძლიერდებოდა: არა მხოლოდ უფროსები, არამედ ახალგაზრდებიც, რომლებიც ცდუნების წინაშე იდგნენ, შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მას და ხშირად მაგიდიდანაც კი აგდებდნენ. ეს 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ სავანეში ყოფნა მოუხდა იოანე კიბისაღმწერელს.
იგი ხედავდა, რომ მოკრძალებული კირი, რომელსაც მაგიდიდან აძევებდნენ, ხშირად მშიერი წვებოდა და ჰკითხა:
-მითხარი, რას გრძნობ შენთვის მოყენებულ წყენაზე?
-დამერწმუნე, ქრისტეს მიერ საყვარელო სტუმარო, - უპასუხა თავმდაბალმა ბერმა, - რომ ძმები ასე გაბოროტების გამო როდი მექცევიან; ისინი მხოლოდ გამომცდიან, ღირსეულად ვატარებ თუ არა ანგელოზებრივ სახეს; როდესაც ამ სავანეში მოვედი, გავიგე, რომ განდეგილი ცდუნების წინაშე 30 წელი უნდა იყოს, მე კი ჯერ მხოლოდ ნახევარი გავიარე“.
ქრისტიანებო! ია, სამაგალითო გაკვეთილი მათ წინააღმდეგ, ვინც გვაწყენინებს. მოკრძალებულ კირს არ სურდა, საქმით ეძია შური თავის მდევნელებზე და დიდ ბედნიერებად მიაჩნდა ის, რაც სხვებისთვის უდიდესი უბედურება იქნებოდა.
გამოსწორებული შურისმაძიებელი.
ერთი მონაზონი სხვა მოსაგრემ გაანაწყენა. იგი ბერთან წავიდა და უამბო, რაც მოხდა მათ შორის, თან განრისხებულმა წამოიძახა: "აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს!" დიდხანს არწმუნებდა ბერი, დიდხანს ურჩევდა, შურისძიება ღვთისთვის მიენდო, მაგრამ განაწყენებული ბერი მას არ უჯერებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: "ვერ დავმშვიდდები, სანამ შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს არ გადავუხდი".
ბერი დიდხანს ტიროდა მონაზონის არასწორი დამოკიდებულების გამო, შემდეგ დადუმდა, ბოლოს კი უთხრა მას: "ლოცვის დროა, საყვარელო ძმაო, შევწიროთ მსხვერპლი უფალს". მონაზონი ადგა, ბერმა კი დაიწყო: "უფალო ღმერთო ჩვენო! ჩვენ შენი იმედი არ გვაქვს, ნუ იწუხებ ჩვენზე, ნუ იძიებ შურს ჩვენს ნაცვლად; ჩვენ თვითონ დავიწყებთ და დავასრულებთ ყოველივეს".
ამის მოსმენამ მონაზონი შეაძრწუნა და ბერის ფერხთით დაემხო.
არ მინდა ჩხუბი ჩემს ძმასთან, - ცრემლებით ამბობდა იგი, - არც მასზე შურისძიება მსურს.
შემდეგ ღმერთს მიმართა:
მხოლოდ შენ შეგიძლია შურისძიება უსამართლობისთვის! შემინდე ჩემი შეცოდება!
ბერს გაუხარდა მონაზვნის სინანული და უთხრა მას:
-დარწმუნებული იყავი, შვილო ჩემო, რომ მონანული აუცილებლად ცხონდება; ის კი, ვინც განურისხდება თავის ძმას, თავის სათნოებას ღუპავს და ეშმაკის მონა ხდება.
ქრისტიანენო! მიანდეთ თქვენი შურისძიება ღმერთს იმ წყენისთვის, რომელიც მოყვასმა მოგაყენათ; იგი მიაგებს ყველას თავისი საქმეების გამო; თქვენი საქმე კი ისაა, რომ მიუტეოთ თქვენს მაჭირვებელს.
ქვის ქანდაკება.
ეს იმ დროს მოხდა, როცა უდაბნო ბარბაროსებმა დალაშქრეს. მაზიკების ტომმა მონასტერი ააოხრა. ზოგიერთმა ბერმა თავის დაღწევა მაინც მოახერხა და უსაფრთხო ადგილის ძიებაში მრავალი დღე და ღამე უდაბნოში დახეტიალობდა. ბოლოს მათ მიაგნეს ერთ ადგილს, სახელად ტარენუფს, სადაც უძველესი ტაძარი შემორჩენილიყო და იქ ღამის გასათევად დაბანაკდნენ.
საღამოს ბერები კოცონს მიუსხდნენ და ამბა ანუბის, რომელიც ასაკით ყველაზე უფროსი იყო, დაეკითხნენ, რა ეღონათ და როგორ უნდა ეცხოვრათ მომავალში.
-უდაბნო დიდია, სადმე ვიპოვით მუდმივ თავშესაფარს! - ბრძანა ამბამ.
-პირველ ხანებში ჩვენ ცალკე სენაკები არ გვექნება და ცხოვრება ერთად, ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს. მოდი, ასე მოვიქცეთ: აქ ერთი კვირა დავყოთ და მდუმარება დავიცვათ. ხოლო როცა შემდეგ შაბათს კვლავ შევიყრებით, მაშინ მიიღებთ ჩემგან დარიგებას, რომელსაც ითხოვთ.
ბერები დათანხმდნენ და უძველესი ტაძრის ნანგრევებში დაიდეს ბინა. მხოლოდ ნატაძრალზე დაბუდებული ფრინველების ხმა და კენჭების ჩხარუნი არღვევდა ადამიანების მიერ დიდი ხნის წინ მიტოვებულ ამ ადგილის სიმყუდროვეს. მამები მდუმარებას იცავდნენ.
მაგრამ თავად ამბა ანუბი უცნაურად იქცეოდა. ყოველ დილას ის იქვე მდგომ ქვის ქანდაკებას სახეში კენჭებს ესროდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ქანდაკებას მიეახლებოდა, მუხლს იყრიდა და შენდობას სთხოვდა. ასე იქცეოდა იგი მთელი კვირის განმავლობაში.
როცა ერთი კვირის თავზე ბერები კვლავ შეიყარნენ, პირველ რიგში ამბა ანუბის სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს:
-რას აკეთებდი, მამაო, ვხედავდით, როგორ ესროდი ყოველდღე ქვებს ქანდაკებას, საღამოობით კი მას რატომღაც თაყვანს სცემდი. ნუთუ ასე უნდა იქცეოდეს მართლმორწმუნე ბერი?!
-ჩემი ქმედებით დარიგება მოგეცით, - განმარტა ამბა ანუბიმ, - აბა, მითხარით, როცა ქანდაკებას ქვებს ვესროდი, ის რამეს ამბობდა ან მიწყრებოდა?
-არა, ამბა...
-და როცა მუხლს ვიყრიდი მის წინაშე და შენდობას ვთხოვდი, ხომ არ იძროდა ადგილიდან? ან იქნებ, მპასუხობდა: არასოდეს მოგიტევებო?
-ამგვარი არაფერი გვიხილავს და არც მოგვისმენია... - ექოდ გაიჟღერა ბერების ხმამ ნატაძრალზე.
მაშინ ამბამ თქვა:
-ჩვენ აქ შვიდი ბერი ვართ. თუ ამ ქანდაკებას ვემსგავსებით, რომელიც თანაბარი სიმშვიდით იტანს წყენასაც და პატივსაც, - ნებისმიერ ადგილას კარგად ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სჯობს, ახლავე ოთხივ კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით წავიდეთ და ურთიერთს განვეშოროთ...
მას შემდეგ ეს ბერები ახალ მონასტერში ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთში კამათი არასოდეს მოსვლიათ.

Комментариев нет:
Отправить комментарий