წელს საიუბილეო - 75-ე წელია აჭარის პირველი მკვიდრი მღვდელმსახურის - სერაფიმე ბერიძის დაბადებიდან. როგორც წერილშია ნათქვამი, ამ სასულიერო მოღვაწის ცხოვრება სრულად ემსგავსება მისი მშობლიური მხარის - აჭარის ბედ-იღბალს, ვიდრე ორივე ერთად ქრისტეს ნათლით შეიმოსებოდა.შუამთობის სადღესასწაულო დღეებში ჩვენი საიტი ამ პატარა წერილით ეხმიანება ორივე ღირსშესანიშნავ მოვლენას. ამავე დროს, ეს გახლავთ ავტორის მეორე წერილი დაკავშირებული ქრისტიანობის აღორძინებასთან აჭარაში:
იმ დაბრკოლებებით აღსავსე გზას და თავს გადახდილ უამრავ განსაცდელს, რომელიც გამოვლო აჭარამ დედასამშობლოსთან შეერთებამდე, იშვიათი სიზუსტით შეესატყვისება თანამედროვე მკვლევარის, აჭარის მკვიდრის, იოსებ ბექირიშვილის განსაზღვრება:
”ალბათ გასათვალისწინებელია ის ჭეშმარიტება, რომ ზოგჯერ აუცილებელია გაწირო ჯარის რაღაც ნაწილი იმისთვის, რომ არმია შეინარჩუნო. ვფიქრობ, ასეთივეა იმდროინდელ აჭარელთა ხვედრი საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თვით აჭარლებმა შეგნებულად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე საყვარელი სამშობლოს სამსხვერპლოზე”.
მაგრამ გაცილებით უფრო რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა ეს გზა მთლიან საქართველოსთან ერთად მეოცე საუკუნის განმავლობაში, როდესაც განახლებული ცარისტული იმპერიის - საბჭოთა რუსეთისაგან გასაბჭოებულ საქართველოში სრულად აღკვეთეს ღმერთის ყოველგვარი სახსენებელი და ადამიანს წაართვეს პიროვნული მეობის უმთავრესი ნიშანი - რწმენის თავისუფლება, იქნებოდა ეს ქრისტიანული თუ ისლამური აღმსარებლობა.
ორმაგი წნეხის ქვეშ მოექცა აჭარა. ახლა უკვე ბოლშევიკების მიერ ინგრეოდა ეკლესიები და სამლოცველოები. უღმერთო ბოლშევიკები ცდილობდნენ ღვთის სახლის შეურაცხყოფას, მაგრამ ყოველივე ბოროტებას აქვს დასასრული და უფლის ნებით მთელ საქართველოში დაემხო სატანის ტახტი და მასთან ერთად იდუმალი საბურველიც აიხსნა, რომელიც ამ უკეთურ ძალას აღემართა ქრისტიან ქართველთა და მათ იძულებით რწმენაგამოცვლილ თვისტომთა შორის. და თუ ჯერ კიდევ ოცი წლის წინ თითქმის გამორიცხული იყო მართლმადიდებლობაზე საუბარი აჭარაში, დღეს მართლმადიდებლური მრწამსი ისეთივე ღვთისიერი, ჩვეულებრივი მოვლენაა აჭარელისათვის, როგორც ნებისმიერი მისი თანამოძმისათვის მთელ საქართველოში.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ამ ბედნიერი სულიერი ერთობის ერთ-ერთი ნამდვილი შემოქმედი ბრძანდება მართლმადიდებელი მოძღვარი, ქედელი დეკანოზი მამა სერაფიმე ბერიძე, რომლის დასახასიათებლადაც სახოტბო სიტყვები არ დაუშურებია საღვთისმეტყველო ჟურნალ ”ლაზარეს აღდგინებას” თავის საიუბილეო გამოშვებაში (2000 წ. №№ 13-14):
”ბრწყინვალე სასულიერო მოღვაწეობას ეწევა დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ნაკურთხი და პირველი აჭარელი მოძღვარი ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მისია - ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი მამა სერაფიმე (ბერიძე)... დღენიადაგ საეკლესიო-აღმშენებლობით, მისიონერულ თუ პილიგრიმულ მოღვაწეობაშია, ამასთან დიდი წვლილი შეაქვს მას აგრეთვე პედაგოგებისა და მოსწავლეთა სულიერი განათლების საქმეში. მას დიდი პატივით ეკიდებიან აგრეთვე აგრეთვე აჭარის მაღალმთიან რაიონებში, სადაც სათონედ გამზადებული ნაგებობაც კი შესწირა მოსახლეობამ მას ეკლესიის დაფუძნებისათვის”...
ნიშანდობლივია, რომ ამ სასულიერო მოღვაწის ცხოვრება სრულად ემსგავსება მისი მშობლიური მხარის - აჭარის ბედ-იღბალს, ვიდრე ორივე ერთად ქრისტეს ნათლით შეიმოსებოდა:
მამა სერაფიმე - ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე - ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 1938 წელს, ყედირ ბერიძის ოჯახში. 1900-იან წლებში, დაცოლშვილებამდე, ყედირი სტამბოლს ყოფილა გაგზავნილი მუსულმანურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად და ხოჯის წოდების მისაღებად. მაგრამ იქიდან დაბრუნებული არც კი შედგომია სარწმუნოებრივ სამსახურს და, თუმცა გარეგნულად მუსლიმანურ სარწმუნოებრივ აღმსარებლობას ინარჩუნებდა, ოჯახში არ ივიწყებდა ქართულ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს და ხელისუფლებისაგან მისცემია თუ არა საშუალება, მთელი ოჯახიც ჩაუბამს ქართული წერა-კითხვის შესწავლის საქმეში; სოფელშიც ერთ-ერთ პირველთაგანს შეუტანია სახლში ღვინო. მართალია, იგი თავად არ გაქრისტიან
ებულა, ”მაგრამ მან თავისი მრწამსი გამოხატა ქართველი ქრისტიანების დიდი სიყვარულით, - იგონებს თავად მამა სერაფიმე - ”შვილებს მოგვცა თავისუფალი არჩევანი, მეტიც - ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების სიყვარული”. ასეთივე სათნო და მოსიყვარულე ადამიანი ყოფილა მამა სერაფიმეს დედა - ესმა დიასამიძე, გამრჯე დიასახლისი, რომელსაც ვერავინ დაასწრებდა დილით ადრე შრომის დაწყებას. ამბობდა თურმე: ”სოფელში რომელიმე ქალმა ჩემზე ადრე კვამლი რომ ამოადინოს, სახლში არ გავჩერდებიო”. პურმარილიანი, მეზობლის ხელის გამმართავი ეს ავ-კარგიანი ქალბატონი განსაკუთრებით ზრუნავდა შვილების ზნეკეთილად აღზრდისათვის. ისევ მამა სერაფიმეს მოვუსმინოთ: ”დედაჩემის წყალობით ბავშვობიდანვე ჩემთვის მქონდა პატარა თოხი, ბარი, წალდი, ცული და სხვა სამუშაო იაღაღები. ჩვენი ეზოს ყველა კუთხეში მქონდა ჩემთვის შემოღობილი პატარ-პატარა ნაკვეთები. ზოგში სიმინდს ვთესავდი, ზოგში ბოსტნეულს; რასაც დედაჩემი თესავდა, მეც იმას ჩემით ვაწარმოებდი, მთელი დღე ასე ვსაქმიანობდი... შრომამ ღმერთი შემაყვარა, ღმერთმა ურთიერთი”.
http://georoyal.ge/?m=1000&id=1581

Комментариев нет:
Отправить комментарий