საქართველოს საპატრიარქო ზესტაფონელი მრევლის პრეტენზიებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ვახტანგის ქმედებებთან დაკავშირებით აღარ განიხილავს, რის გამოც პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ ზესტაფონელმა მრევლმა და მეუფის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა მიხეილ შველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოში მეუფე ვახტანგის უხეში ჩარევით არც საკითხის შემსწავლელი კომისია არ შეიქმნება და იმ ადამიანებზე, ვინც მეუფის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო, რეპრესიები ხორციელდება.
„ზესტაფონში დარჩნენ ის უღირსი მამაოები, რომლებიც აღსარების შანტაჟით გოგოებს ლოგინში იგორებენ. ქუჩური გარჩევებით და მუშტიკრივით ყველაფერს აკეთებენ. მამაკაცები მათი შიშით ცოლებს აღსარებაზე აღარ უშვებენ“, -აცხადებს შველიძე.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მრევლმა საპატრიარქოს სთხოვა შექმნილიყო შესაბამისი კომისია, რომელიც მიტროპოლიტის საქმიანობას შეისწავლიდა, რადგან მრევლი აცხადებს, რომ მეუფე ვახტანგი მათ სულიერ შვილებს აშანტაჟებს და ასევე თანხას ძალავს. აღნიშნულის გამო მრევლმა ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ეპისკოპოსს კარები აუჭედა.
ზესტაფონელები საპატრიარქოსგან მეუფე ვახტანგის მოშორებას და შესაბამისი კანონიკით მის დასჯას მოითხოვენ.
http://topnews.com.ge/index.php/society/item/702-ზესტაფონელი-მამაოები-აღსარების-გათქმის-შანტაჟით-გოგოებს-ლოგინში-იგორებენ

Комментариев нет:
Отправить комментарий