ახალი სტილით 7 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორის წმიდა თეკლას ხსენებას აღნიშნავს.
http://www.ambioni.ge/mociqultaswori-wmida-teklas-xseneba
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, მაგრამ წმიდანმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა.
ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა.
პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა.
პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.
http://www.ambioni.ge/mociqultaswori-wmida-teklas-xseneba
Комментариев нет:
Отправить комментарий