„ევრაზიული პროექტი - ეს პოსტსაბჭოთა არქიპელაგის მირაჟია, რომელშიც ავტორიტარული ლიდერები ერთმანეთს იყენებენ, რათა ხელისუფლება უფრო მეტ ხანს შეინარჩუნონ“, - წერს ცნობილი გამოცემა
თუ ვლადიმერ პუტინს დავუჯერებთ, ევრაზიული კავშირი თანამოაზრე სახელმწიფოების „ოჯახური საქმე“ გახდება. თუმცა, ევროპაში შიშობენ, რომ მოსკოვის ძმური რიტორიკის უკან ავისმომასწავებელი სიმართლეა: კრემლი ცდილობს აღადგინოს სსრკ და განაახლოს ცივი ომი, ნათქვამია კარნეგის მოსკოვის ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკის ლილია შევცოვას, The Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
„თუ პუტინი მართლაც ასეთ მიზანს დაისახავს, მისი მოტივი, შესაძლოა, ისტორიაში, წინამორბედი ელცინის დროს დაშლილი საბჭოთა დერჟავის, აღმდგენ ლიდერად შესვლა იყოს“, - წერს ავტორი.
ამ დროისთვის, რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი საბჟო კავშირში შედიან, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 2015 წლისთვის ისინი ევრაზიულ კავშირში გაერთიანდებიან. ახალი სტრუქტურა ევროკავშირის კვალდაკვალ, ევროპული ინსტიტუტების კონტურების კოპირებას მოახდენს. თუმცა მომავალი კავშირის ფორმა ჯერ კიდევ დიდწილად განსასაზღვრია. მოსკოვმა წამოაყენა იდეა ზესახელმწიფოებრივი პოლიტიკური სტრუქტურისა, რაც დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დაკარგვა იქნებოდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ როგორღაც აღნიშნა, რომ „სუვერენიტეტი არ არის ხატი, რომ მასზე ილოცო“. ყაზახეთის მეთაური ნურსულთან ნაზარბაევი, პირიქით, თვლის, რომ ეკონომიკური ინტეგრაციაც საკმარისია.
კიდევ ერთი შეფერხება - შეძლებენ თუ არა პუტინის პაქტზე ხელმომწერი ქვეყნები მიიღონ სხვა ქვეყნის „მზრუნველობა“. შეუპოვრობა, რომლითაც კრემლმა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის საშუალება არ მისცა, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინი თავის ევრაზიულ პროექტს განიხილავს როგორც ერთიანი ევროპის ალტერნატივას. „ეს არ არის გასაკვირი: მეოცე საუკუნეში ფესვგადგმული რუსული ევრაზიულობა ყოველთვის ავისმომასწავებელი იყო ევროპისა და დასავლეთის მიმართ. დღეს რუსული ელიტა ევრაზიულ იდეაში ხედავს რუსეთის ეგიდის ქვეშ საბჭოთა სამყაროს აღდგენას, თუნდაც შემოკლებული სახითა და კომუნისტური დოქტრინი გარეშე“, - აღნიშნავს შევცოვა.
პუტინი ასე შორს ვერ წავიდოდა მისი გეგმა რომ რუსული ფინანსური ძლევამოსილებით არ იყოს გამაგრებული, ხაზს უსვამს პოლიტოლოგი. ანალიტიკოსების გამოანგარიშებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერა რუსეთს წელიწადში 7-12 მილიარდი დოლარი უჯდება, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის თანხმობა რუსეთთან „ქორწინებაზე“ მოსკოვს 15 მილიარდი და გაზზე ფასის დაწევა დაუჯდა.
თუმცა რუსული ბიუჯეტი მსგავსი ქრთამების მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობას გასწვდება. ამასთან ფულის უკმარისობა არაერთადერთი წინაღობაა: უკრაინასა და ბელარუსში რუსეთზე დამოკიდებულება ფართო ეროვნულ განწყობებს ეწინააღმდეგება, და შესაძლოა, თავად რუსებსაც მობეზრდეთ იხადონ თავისი ელიტის იმპერიული კომპლექსების გულისათვის.
„ევრაზიული პროექტი - ეს პოსტსაბჭოთა არქიპელაგის მირაჟია, რომელშიც ავტორიტარული ლიდერები ერთმანეთს იყენებენ, რათა ხელისუფლება უფრო მეტ ხანს შეინარჩუნონ. ეს გარკვეული დროით გაგრძელდება, მაგრამ პუტინის იმპერიული ამბიციები მალე დასრულდება“, - ფიქრობს შევცოვა.
http://newposts.ge/?l=G&id=27805-%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98

Комментариев нет:
Отправить комментарий