ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 января 2014 г.

სოჭიდან მასობრივი ევაკუაციის გეგმა მომზადა.

2014-01-09

სოჭიდან მასობრივი ევაკუაციის გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა.

სოჭიდან მასობრივი ევაკუაციის გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა.

სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდინგის ამერიკულმა ფედერაციამ ზამთრის ოლიმპიადის დროს სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კერძო კომპანიასთან დაცვის კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, ევაკუაციისთვის ხუთი თვითმფრინავი იქნება მზადყოფნაში. კომპანია სულ 375 ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავს. აღნიშნულ სიაში სპორტსმენები, ფედერაციის წევრები და სტუმრები იქნებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისათვის იზრუნოს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ჯენეთ ნაპოლიტანომ გააკეთა "სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლებს", - განაცხადა მან.

NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნაპოლიტანომ, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეერთებული შტატების დელეგაციას უხელმძღვანელებს, აღნიშნა, რომ სოჭში დელეგაციის უსაფრთხოებაზე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები იზრუნებენ.

მან დელეგაციის შემადგენლობაზეც ისაუბრა. ნაპოლიტანოს თქმით, გუნდში არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების ყოფნა შეერთებული შტატების საზოგადოების ტოლერანტულობაზე მეტყველებს.

http://newposts.ge/?l=G&id=27853-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%9D%20%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90

Комментариев нет:

Отправить комментарий