“მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულსა და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.”
კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე
რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება და რას გვასწავლიან წმიდა მამები მის შესახებ? “ამბიონს” სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი, მამა დავით თავაძე ესაუბრა:
“მოთმინება – ჭირთა თმენა ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა ქრისტიანულ სათნოებათა შორის. იგი სამოთხის კარის გასაღებია. მოთმინებისაგან იშვება თავმდაბლობა. ამიტომ რაც კაცობრიობამ ამპარტავნებითა და მოუთმენლობით დაგარკა (მხედველობაში გვაქვს მყოფობა სამოთხეში, მადლით უკვდავება და უხრწნელება), ის თავმდაბლობითა და მოთმინებით უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი მოთმინება; ეს კი არც თუ ისე ადვილი საქმეა.
წმიდა ნილოს სინელი გვმოძღვრავს: “პირველ ჭირისაცა იღუწიდ მოგებად მოთმინებისა, რაითა ჰპოო იგი ჭირსა შინა ყოვლადსაჭურველად მომზადებულად”.
წმიდა მამათა აზრით, თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოხვეჭა გვსურს, უნდა ვისწავლოთ სხვებისაგან მოყენებული წყენის დათმენა. ხოლო მწუხარებასა და განსაცდელში უნდა გვწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
მოთმინება, ასევე, მძლავრი იარაღია ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი ეხმარება ადამიანს ისეთი განსაცდელების დაძლევაში, როგორიცაა: მრისხანება, უდებება, განკითხვა, დრტვინვა, ნაყროვანება, შურისძიება, მწუხარება, მოწყინება და სხვა. რადგან იოანე ოქროპირის აზრით, ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს.
როგორ ავიტანოთ წყენა, დამცირება, შეურაცხყოფა? რა სარგებლობას მოგვიტანს სიცოცხლეში დათმენილი მწუხარებანი?
წმ.მარკოზ მონაზონი ამბობს: “კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით აღავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია. წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, არაფერი ისე არ შეაჩერებს მაწყინარს, როგორც მოკრძალეული მოთმინება იმისაგან, ვისაც აწყენინა. უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო, უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე ბოროტმოქმედი.”
საინტერესოა, რას ამბობს მოთმინების შესახებ დიდი შოთა რუსთველი: “იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა, ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.”
ასე რომ, როგორც წმიდა მამები ამბობენ, თუ მოთმინება არ გვსურს, გვირგვინი არ გვნდომებია, ვინც მოთმინებას გაურბის, ის ცხონებას გაურბის.
მოთმინება სასოებით აღავსებს და ფრთოვან ყოფს ცხონების მოსურნე მონანიე სულს.
როცა უსამართლოდ შეურაცხგვყოფენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავფიქრდეთ, თუ ვინ და რანი ვართ? რისთვის ვართ მოვლენილნი ამ წუთისოფელში? ჩვენ ხომ ის ადამიანები ვართ, ვინც ბოლომდე გამოცალა ამსოფლისეული ცოდვის “ტკბილი” ფიალა?! “ყოველი ცოდვა ვქმენით, ყოველი არაწმინდებაი გამოვისახეთ სულსა შინა თვისთა, ხოლო საქმითაცა ვქმენით სიძვაი, მრუშებაი, ამპარტავნებაი………”, თუმცა უფალმა თავისი უმწვერვალესი სათნოებისა გამო დაიდუმა, არ მოგვაგო ბოროტი ბოროტისა წილ, არ მიგვცა წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩვენთა, მარადის მომლოდნელმან ჩვენისა მოქცევისამან. უფრო მეტიც, მან, უცოდველმან ჩვენთვის, ცოდვილთათვის ჯვარცმა ინება, მართალი ცრუთათვის ევნო, ჩვენთვის გინება, ყვედრება და შეურაცხყოფა დაითმინა. ჩვენ კი უმცირესი შეურაცხყოფის დათმენაც კი არ გვინდა. უნდა გვახსოვდეს, ვინც ღვთის სასოებითა და მადლობით ითმენს განსაცდელსა თუ ყვედრებას, ის მოწამეობრივ გვირგვინს იდგამს და ცოდვებისაგან იწმინდება.
როგორია ადამიანი, რომელსაც მოთმინება არ გააჩნია?
საწყალობელია ადამიანი, რომელსაც მოთმინება არ გააჩნია. მისი გული იმდენადაა გაუხეშებული, დასნეულებული და ამპარტავნებით დაბნელებული, რომ მასში აღარ აღწევს საღმრთო ნათელი. ყოველივე ამას კი საბოლოოდ სასოწარკვეთამდე მიჰყავს იგი. ასეთი ადამიანი ტვირთად აწევს ოჯახს, საზოგადოებას. თავადაც დაბრკოლებულია და სხვებსაც აბრკოლებს ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე.
როგორ შევინარჩუნოთ მოთმინება, თუ უფალი უხვი წყალობით არ გვანებივრებს?
უფალი ყოველ წუთსა და წამს გვაჯილდოებს უხვი წყალობით. საკითხის ასე დასმა მართებული არ არის. მას შემდეგ, რაც უფალმა არასებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა, იგი ისე წარმართავს ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამს, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შეძლოს ადამიანმა წუთისოფლიდან მარადიულ სასუფეველში დავანება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ხანდახან ადამიანი ითხოვს რამეს ღვთისაგან და უფალი თითქოს მას “არ უსმენს”, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი სათხოვარი ან არ არის სულისთვის სასარგებლო, ან არასწორად ვითხოვთ, ან ჩვენი რწმენა იმდენად სუსტი და არაჯანსაღია, რომ საშუალებას არ გვაძლევს, უფალთან ცოცხალი (ცხოველი) ურთიერთობა ვიქონიოთ. ამიტომ როცა ქრისტიანული სარწმუნოების შინაარსს ღრმად ჩავწვდებით, ჭეშმარიტ მოთმინებასაც უმალ მოვიპოვებთ.
თეონა ნოზაძე
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий