ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.21

რწმენა ერის გულის სანთელია, როცა ის ქვრება, მაშინ ერი ხრწნადობას დამორჩილებულ უსიცოცხლო გვამს ემსგავსება.
მღვდელთმთავარი ფილარეტი, მოსკოველი


რაკი ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და ვერც ერთი ჩვენგანი საცდურზე მაღლა ვერ დადგა, ამიტომ არც ერთი სათნოება არ არის სინანულზე უფრო აღმატებული.
ღირსი ისააკ ასური


ცოდვა სიმძიმეა, რომელიც სულს ჯოჯოხეთის ფსკერისკენ ითრევს.
ბასილი დიდი


ცუდია როცა სცოდავ, მაგრამ გაცილებით ცუდია, როცა ცოდვებით ამაყობ.
იოანე ოქროპირი


როდესაც ღმერთი დიდხანს ითმენს ჩვენს ცოდვებს, ამით იგი უფრო მეტი სასჯელისათვის გვინახავს, თუკი კვლავ ვაგრძელებთ ცოდვაში ყოფნას.
იოანე ოქროპირი


ბევრი ცოდავს სოდომელთა მსგავსად, მაგრამ მათზე ცეცხლის წვიმა არ გარდამოდის, რადგან მათთვის ცეცხლის მდინარეა გამზადებული.
იოანე ოქროპირი


ცოდვის ჩადენა უფალს გვაშორებს და ეშმაკთან გვანათესავებს.
ბასილი დიდი


არ იფიქრო, რომ ძნელი დროება ან მდგომარეობა, ანდა რაიმე აუცილებლობა და იძულება, ან თუნდაც მთავრობათა ძალადობა შეიძლება ცოდვების გასამართლებლად გამოგადგეს.
იოანე ოქროპირი


“მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა”,- თუ მივიღებთ ამ მადლს – განცდას თვისთა ცოდვათას, ვიგრძნობთ მთელ მათ სიმძიმეს; რაოდენ მიუღებელია ღვთისათვის ცოდვილი ადამიანი.
იღუმენი ნიკონი


ცოდვაა ყველაფერი, რაც ხორცს ატკბობს და სინდისს შეურაცხყოფს.
ღირსი მარკოზ მოსაგრე


სინდისი ღმრთის ნათელით უნდა გავანათლოთ, თორემ ის ხშირად ისეთ რამეზე წუხს, რაც ყურადღების ღირსი არ არის; ამიტომ სახარება უნდა ვიკითხოთ და იქიდან ამოვხაპოთ ის წესები, რომლითაც შემდგომ სინდისმა უნდა იხელმძღვანელოს.
თეოფანე დაყუდებული


ადამიანს, რომელიც სულიერ ცხოვრებას შეუდგება, უნდა ახვსოვდეს, რომ იგი სნეულია: მისი გონება ცდომილებაშია, ნება უფრო ბოროტებისკენაა მიმართული, ვიდრე სიკეთისკენ.
ოპტინელი ბერები

რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ სიმდაბლით იცხოვრო და მოწყალების საქმეები აკეთო.
პიმენი დიდი


სინდისი ბუნებრივი კანონების წიგნია. ვინც ამ წიგნს კითხულობს და ცხოვრებაში იმით ხელმძღვანელობს, ის თავისი გამოცდილებით ხედავს, თუ როგორ მიჰყავს ღმერთს თავისკენ.
ღირსი მარკოზ მოსაგრე


არ უნდა შეისრულო მთავრობის ის მოთხოვნილება, რომელიც რწმენის საქმეში სინდისზე ძალადობს.
წმიდა პავლე მოწამე


იყო ქრისტესთან თუ იყო ეშმაკთან? ქრისტესთან გინდა იყო? მაშინ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უარყავი ყოფიერი სიამოვნებებით ტკბობა.
იოანე ოქროპირი


სულის უგრძნობლობის უეჭველი ნიშანი, საეკლესიო მსახურებებზე დასწრებისაგან თავის არიდებაა.
ღირსი ბარსანოფი ოპტინელი


ცალი თვალით ღვთის წყალობას უმზირე, მეორეთი კი მის სიმართლეს.
წმინდა ტიხონ ზადონელი


ჭეშმარიტი სინანული არ ნიშნავს მხოლოდ ჩადენილი ცოდვის გამო ინაღვლო, არამედ-სალის შეუქცეველ მოქცევას ბნელიდან ნათელისკენ, მიწიდან ზეცისკენ, საკუთარი თავიდან ღმერთისკენ.
წმინდა ნიკოლოზ სერბელი


ხელისუფალისათვის ყველაზე აუცილებელი – სიმდაბლისმოყვარეობაა.
იოანე ოქროპირი


შეიყვარე თავმდაბლობა, იგი ცოდვებისაგან დაგიფარავს.
ღირსი ანტონი დიდი


როგორც, ჩვეულებრივ სიმდიდრე ღუპავს გაუფრთხილებელ, ზუსტად ასევე ხელისუფლებაც: პირველს ადამიანი სახმართმოყვარეობამდე მიჰყავს, მეორეს კი – უგუნურობამდე.
იოანე ოქროპირი


მიწიდან აყრილი მტვერი ჰაერში ბევრ ადგილს იკავებს, თუმცა თვითონ დიდი არ არის; ასეთივეა ხელისუფლებაც. როგორც მტვერი აბრმავებს თვალებს, ასევე ხელისუფლების ამპარტავნება აბნელებს გონების მხედველობას.
იოანე ოქროპირი


ჭეშმარიტი სიბრძნე – ღმრთის შიშია. ვისაც ღმერთის ეშინია, მას უკვე აღარაფრის ეშინია ამქვეყნად.
პროტოპრესვიტერი პავლე სოკოლოვი


ჭეშმარიტად კეთილი საქმეები აღესრულება ან ღვთის შიშით, ან ღვთის სიყვარულით, ჭეშმარიტი ბოროტება კი – ცოდვაა და ღმერთისგან განდგომა.
ღირსი იოანე კასიანე


Комментариев нет:

Отправить комментарий