ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.23

მთელი სიმტკიცით შესთხოვე ღმერთს, მისი შიში ჩაგინერგოს; შიში ღვთისა ყველა ვნებას ანადგურებს.
აბბა ისაია განდეგილი


სინანულს ისე არაფერი უშლის ხელს, როგორც გაღიზიანებისაგან აღშფოთება, რადგან სინანული უაღრეს სიმდაბლეს მოითხოვს, გაღიზიანება კი უაღრესი ქედმაღლობის ნიშანია.
ღირსი იოანე სინელი


ეშმაკი იმიტომ ცდილობს ადამიანს გეჰენიის არარსებობა შთააგონოს, რომ მერე მასში ჩააგდოს.
იოანე ოქროპირი

სხეულს მიეცა ის, რაც სჭირდება, და არა ის, რაც მას სურს.
ღირსი ნილოს სინელი

შეიძლება ადამიანებზე იმედის დამყარება გვიანი იყოს, მაგრამ უფლისადმი სასოება არასდროსაა დაგვიანებული.
წმინდა დიმიტრი როსტოველი


იფიქრე ჯოჯოხეთის შესახებ, რომ საძულველი გახდეს შენთვის ის საქმეები, რომლებიც იქ მიგიყვანენ.
აბბა ისაია განდეგილი


ვისაც ცათა სასუფეველი სურს, ის დასცინის ანგარებას.
იოანე ოქროპირი


მცნებების დამრღვევმა სულმა თავისი ხატება დაკარგა.
მაკარი დიდი, ეგვიპტელი


ღვთის მცნებები მსოფლიოს ყველა საგანძურზე უძვირფასესია.
ღირსი ისააკ ასური


ღვთის მცნებების შესრულება – მარადიული სიცოცხლეა, დარღვევა კი – სიკვდილი.
ღირსი თეოდორე სტუდიელი


ვინც საღვთო მცნებების, ამ მუდმივმნათები ლამპრის ქვეშ მოგზაურობს, ვერც საკუთარი ვნებებით იქნება მოტყუებული და ვერც დაცემულ სულთა ძალისხმევით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


ადამიანი რწმენის გარეშე იგივეა, რაც გემი საჭის გარეშე, რომელსც ზღვის ტალღები უმისამართოდ მიაქანებენ.
ფილარეტი, მთავარეპისკოპოსი ჩერნიგოვისა


მოუნათლავი ნათელმიუღებელია, ნათელის გარეშე კი როგორც თვალი ვერ ხედავს იმას, რაც უნდა დაინახოს, ასევე სულიც უძლურია ღმერთი განჭვრიტოს.
ბასილი დიდი


მადლს,როცა ღმერთს ეს სურს,შეუძლია მწყემსები წინასწარმეტყველთა, ხოლო მეთევზეები მოციქულთა ხარისხში აიყვანოს.
“სულიერი ყვავილნარი ”


აღიარე, რომ შესცოდე, და ეს იქნება დასაწყისი შენი გამოსწორებისა.
იოანე ოქროპირი


იმდენად დიდი ბოროტება არ არის ცოდვა, რამდენადაც უსირცხვილობა ჩადენილი ცოდვის შემდეგ.
იოანე ოქროპირი


ვისაც ბევრი ამქვეყნიური საზრუნავი აქვს, იგი ბევრს სცოდავს, რადგან თავისი საქმეებით გართული, ღმერთს ვეღარ ემსახურება.
წმიდა ერმი


მსგავსად იმისა, როგორც გადაგდებული ნივთი პატრონის თვალთაგან მოშორებულია, ასევე ცოდვილიც – ყოვლადწმიდა პირისაგან ღვთისა.
იოანე ოქროპირი


მართლები მცირე საქმეებითაც ლმობიერს ჰყოფენ ღმერთს მეტადრე, ვიდრე ზოგიერთები ბევრი საქმით, რადგან ღმერთი პირველ რიგში განზრახვას მოიხილავს და არა თვით საქმეს.
ღირსი ეფრემ ასური


სულის ცხონება ქრისტიანმა თავის მთავარ და ერთადერთ მიზნად უნდა მიიჩნიოს, სხვა დანარჩენი კი – ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად.
იოანე ოქროპირი


დემონები ხშირად მცირე საქმეთაგან განგვაშორებენ, რომელთაგანაც სარგებელს მივიღებდით, და მძიმე და ჩვენს შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეთა აღსრულებისაკენ მოგვიწოდებენ.
ღირსი იოანე სინელი


უვარგისობა და ნაკლოვანები მხოლოდ შენი იცოდე, სხვის ცოდვებზე ფიქრს და განსჯას კი გულმოდგინედ უფრთხილდი, – არ დაიღუპო თავი სხვისი განკითხვით.
ოპტინელი ბერები


Комментариев нет:

Отправить комментарий