ღმერთი

ღმერთი

понедельник, 18 марта 2013 г.

ღმერთს განმდგარი ცივილიზაციები.

ღმერთს განმდგარი ცივილიზაციები.

ამერიკელ ინდიელთა (მაია, აცტეკები და სხვა) ცხოვრების ძირითადი შინაარსი იმ სულებისადმი მსახურება გახლდათ, რომლებიც შემდეგ მათ რელიგიურ-მაგიურ მსხვერპლშეწირვებში პოვებდნენ გამოხატულებას. ადამიანის სისხლს ისინი სულთა საკვებად მიიჩნევდნენ, ამიტომაც, რაც უფრო ბევრი იყო მსხვერპლი, მით უფრო დიდ შემწეობას ელოდნენ ერი და მისი ბელადი სულთაგან. ადამიანთა მსხვერპლშეწირვისთვის კი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვის საფეხურებიანი პირამიდა-აკლდამა გამოიყენებოდა. ამგვარი სამსხვერპლოს ზედა ნაწილზე, მის მწვერვალზე მდებარეობდა "საკურთხეველი", სადაც ამა თუ იმ სულს მსხვერპლად ადამიანი ეწირებოდა.
"ტალღური არხის" ტიპის სატელევიზიო ანტენა. სატელევიზიო ანტენის მიმართულების დიაგრამა.




პირამიდების მრავალსახოვნობის საიდუმლო თანამეოდროვე რადიოტექნიკამ გამოააშკარავა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა იპოვეს მსგავსება საფეხურებრივ პირამიდებსა და ანტენებს შორის. ანტენის მსგავსად, ყოველი პირამიდის ფორმა და ზომა უზრუნველყოფს ინდივიდუალური ენერგოინფორმაციური არხის "დაჭერას", რომლითაც "მფარველ სულს" შეწირული მსხვერპლის მაცოცხლებელი ენერგია გადაეცემა; დაცემულ სულთა სამყარო კი, მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალფეროვანია - ბიბლია დემონთა ლეგიონებზე საუბრობს. ბუნებრივია, რომ კონკრეტულ დემონთან ეფექტური კონტაქტის დასამყარებლად უკეთესია გქონდეს სპეციალური, "გამოყოფილი" კავშირგაბმულობა, ანუ სპეციალურად პროეცირებული პირამიდა.

მსხვერპლს დააგდებდნენ "საკურთხეველზე", რომლის შემდეგაც მთავარი მოგვი დანით გაუპობდა მას მკერდს და გულს ამოაჭრიდა. ამის შემდეგ გვამს გაატყავებდნენ და ამ ტყავით მსხვერპლშეწირვის აღმასრულებელი მოგვი შეიმოსებოდა, თვით გვამს კი კიბეებიდან დააგორებდნენ მაყურებელთა ფეხებთან. ამის შემდეგ ხალხი გვამს დაანაწევრებდა და იქვე ჭამდა. 


მსხვერპლშეწირვა პირამიდის სამსხვერპლოზე.

 საზეიმო აღლუმი პირამიდასთან.(მსგავსება)


ადამიანებს მსხვერპლად სხვადასხვაგვარად და უსასტიკესი ფორმებით სწირავდნენ, მაგალითად, ცოცხლად წვავდნენ ნელ ცეცხლზე. მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა სადაგ დღეებშიც და დღესასწაულებზეც (ამ დროს ეწყობოდა მასობრივი მსვლელობები - ძველი აღლუმები და დემონსტრაციები). სადაგ დღეებში, საკურთხეველზე ათასობით ადამიანი შეიწირებოდა, ხოლო დღესასწაულებზე მათი რიცხვი ათეულობით ათასს აღწევდა. ზოგჯერ არც კი გჯერა, რომ ასე იხოცებოდა მილიონობით ადამიანი, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ულმობელი ფაქტები გამოააშკარავა... ისინი ათასობით და ათიათასობით მსხვერპლს პოულობენ გათხრებში... ამ ხალხებში ადამიანის სიცოცხლის ღირებულება თითქმის ნულის ტოლფასი იყო; მათში ელემენტარული ზნეობრივი საწყისებიც კი არ არსებობდა. მოკლედ, ეს იყო ადამიანის გარეგნობის მქონე პირუტყვთა მოდგმა.

ცხოვრების ამგვარ სტრატეგიას თავისი გამართლება ჰქონდა - სულები, მათი თაყვანისცემისთვის ადამიანებს ასწილ უხდიდნენ - მატულობდა სახელმწიფოს კეთილდღეობა, ჰყვაოდა მეცნიერება, ხელოვნება და კულტურა; შენდებოდა ბრწყინვალე სასახლეები და გალერეები, უზარმაზარი ტაძრები და პირამიდები, რომლებიც ცას ებჯინებოდა; ქალაქებში არსებობდა საკანალიზაციო გაყვანილობა, არზები, დამბები; არსებობდა სკოლები, ვითარდებოდა პოეზია და ფილოსოფია. მაგრამ ერს, რომელმაც თავისი ბედი დემონურ ძალებს დაუკავშირა, დიდი ხნით არსებობა არ უწერია.

გაჰქრა მაიას ტომი. აცტეკებში მაგიური სექსი დაუოკებელ სიამტკბილობაში გადაიზარდა, აღმოცენდა გაუგონარი გარყვნილება და საშინელი სისასტიკე, დაიწყო აცტეკების სწრაფი დეგრადაცია. ამიტომაც, როდესაც, 1519 წლის 8 ნოემბერს აცტეკებში ერთი მუჭა ესპანელები შეიჭრნენ ერნანდო კორტესის მეთაურობით და ტენოჩტიტლანი დაიპყრეს, აცტეკები მათ ვერაფრით გაუმკლავდნენ და სრულიად დაემონენ დამპყრობლებს, რადგან ეს იყო სრულიად გახრწნილი და ყოველგვარ ეროვნულობას მოკლებული ბრბო კაციჭამიებისა. რამოდენიმე წლის შემდეგ აცტეკების მთელი იმპერია რამოდენიმე ასეულმა ესპანელმა მიწასთან გაასწორა. დღეს აცტეკების უძველესი სახელმწიფოს ნანგრევებზე ინდიელთა მცირერიცხოვანი ტომებიღა ცხოვრობენ. ესენი არიან ღარიბი და საწყალობელი ადამიანები, რომლებიც შიშითა და ძრწოლით უცქერენ თავიანთი შორეული წინაპრების უზარმაზარი, მაგიური ნაგებობების გროვას.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მსხვერპლად შეწირულ ადამიანს ინდიელები საზეიმო ვითარებაში ჭამდნენ - კანიბალიზმი არა მარტო საჭირო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედაც მიიჩნეოდა. მაგრამ ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსხვერპლად იწირებოდნენ არა მარტო ტყვეები ან მონა, არამედ თავისუფალი მოქალაქეებიც. თანაც საკუთარი ნებაყოფლობით - არისტოკრატიული ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენლები უდიდეს პატივად თვლიდნენ სამსხვერპლოზე თვითშეწირვას. ასეთი იყო მათი აღზრდა-განათლება.

არაფერს მოგაგონებთ პოპულარული საბჭოური სიმღერის ტექსტი: "Есть традиция верная в комсомольской семье – раньше думай о Родине, а потом о себе!"? განა აცტეკების სახელმწიფოს ბედსა და ათეისტური საბჭოთა რუსეთის რეალიებს შორის ვერ ხედავთ მსგავსებას?

ასეთი მსგავსება არსებობს, და თანაც როგორი. სწორედ ამიტომაც მალავენ და ყოველ ღონეს ხმარობენ იმისთვის, რათა შეალამაზონ მავზოლეუმის ჭეშმარიტი "საფუძლები" და დანიშნულება.


გაგრძელება იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий