ღმერთი

ღმერთი

понедельник, 25 марта 2013 г.

იყო ღმერთი, იყო წყალი , იყო ბნელი(სიბნელე).



1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 
2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
იყო ღმერთი, იყო წყალი , იყო ბნელი.(სიბნელე)
მომავალში_
წყლის ბატონი-ღმერთი. ბნელის ბატონი-ღმერთი-ღმერთქალი.

ანუ, მას შემდეგ როცა ადამიანები გამრავლდნენ ადამიანმა  თავი ღმერთად იქცია, თავი გაიღმერთა.  ღმერთმა თუ შექმნა ადამიანი მის მსგავსად და ხატად,  ადამიანმა შექმნა(გამოიგონა) მისივე მსგავსი ღმერთი_ადამიანის სახის ღმერთ(ები)ი. რა შეეძლო ადამიანს, ვერაფერს შექმნიდა და გადაწყვიტა ღვთის შექმნილს მისი სახე და სახელი მისცეს , თავი გაიღმერთოს ადამიანებში. ადამიანებში რომ თავი გაიღმერთოს მასწავლებელივით ცბიერი უნდა იყოს ანუ, აცდუნოს ადამიანები ჰქონდეთ სურვილი თავის გამოჩენის, თავის გაღმერთების, ღმერთთან მიახლოების, პირველობის, სახელის შექმნის. სახელის შექმნის სურვილით , ყოფილიყვნენ (ღმერთივით) სახელოვანნი დაიწყეს ადამიანებმა ბაბილონის გოდოლის              აშენება.(ბაბილონი_იგივე_ღმერთის კარიბჭე).ადამიანმა(?) გაითავისა გველის ცბიერება , მან იცის როგორ მოხიბლოს , (ცოდვაში ჩააგდოს)ადამიანი.
3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
ნათლის ბატონი-ღმერთი-ქალღმერთი.
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
დღისა და ღამის ღმერთები...
6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
მიწის ღმერთი_ქალღმერთი.
8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
ცისღმერთი_ქალღმერთი.
9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
ნაყოფიერების ღმერთი-ქალღმერთები.....
12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
მზისა და მთვარის, ვარსკვლავების (პლანეტების) ღმერთები.
 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.
20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
ცხოველთა, ფრინველთა , მცენარეთა ღმერთები.
 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
ადამიანთა ღმერთები,ადამიანთა ბატონი-მიწიერიღმერთები.
ადამიანთა სქესობრივი სიყვარულის ღმერთები და ქალღმერთები.
 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
დღეების (კვირსიდღეების) ღმერთები.
პარალელურად ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არსებების,(ცხოველთა)ნივთებისა თუ საგნების გაღმერთება, ხოლო მას შემდეგ კი რაც ადამიანმა მოიგონა ანბანი , არითმეტიკა,  და სხვა ცოდნაც შეიძინა,  ცოდნის შემომტანთა გაღმერთებაც, დაიწყეს.
ადამიანმა მისი მსგავსი ღმერთები გამოიგონა, ადამიანის სახე მისცა სტიქიებს, პლანეტებს, ბნელს, სინათლეს და ასე შემდ.... გაითავისა(მიითვისა) შემომქმედის ქმნილი. ადამიანი გახდა ღმერთივით ადამიანთა შორის.
ადამიანთა გამრავლების შემდეგ  თავგაღმერთებულმა(თუმცა ადამიანს ამის მიღწევაში აუცილებლად ეხმარეობა ის_გველი, რომელმაც ადამიანს  ღმერთისა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ქმედება ჩაადენინა)  ცბიერმა ადამიანმა  შესაწირი მოითხოვა ,როგორც კაენმა და აბელმა ღმერთს შესწირეს მსხვერპლი.  გაღმერთებულმა შესაწირად ადამიანი მოითხოვა.
რასაც ბუნებრივია თანახლდა პირველობის სურვილი, კონკურენცია, დაპირისპირება ,სისხლისღვრა.  
პირველობის სურვილმა(შურმა) ჩაადენინა კაენს ძმის მკვლელობა.
მეც ღმერთივით_მეც ღმერთი ვარ ,იფიქრა ადამიანმა.
მაგრამ , ნუთუ გველმა მხოლოდ ერთხელ აცდუნა ადამიანი და ადამიანის გონებაში სამუდამოდ დარჩა გემო ღმერთად ყოფნის?
ბიბლია ამბობს , რომ ადამიანთა გამრავლების შემდეგ ღვთისშვილები უკვე ფიზიკურად ჩაერივნენ ადამიანთა ცხოვრებაში_ცოლად მოყავდათ მიწიერი ქალები. გაჩნდნენ ბუმბერაზები. ადამიანების ფიზიკური გადაგვარება თუმცა წარღვნით დასარულდა, წარღვნის შემდეგაც უკვდავია  ღმერთად ყოფნის სურვილი...

გველი ერევა გონებით, აზროვნებით , მეტყველებით(ენით)ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი  გველის ნააზრევს იზიარებს, ასრულებს გონებითაც და ფიზიკურდაც, ცთუნდება და აცთუნებს... მსოფლიოში უამრავი ბოროტება მომხდარა და ხდება, მაგრამ გველი, ან რქიანი-კუდიანი სატანა-ეშმაკი არსად არ სჩანს.  ის ფიზიკურად არსად არ სჩანს, თუმცა მას ხატავენ, გამოსახავენ ადამიანები, ბოროტების მოქმედი არის ყველგან ადამიანი. წერია რომ იუდაში შევიდა ეშმაკი და მან ქრისტე გასცა, ფიზიკურად ეშმაკს არ ვხედავთ, ადამიანებმა კი ქრისტე სცემეს, აწამეს, მოკლეს. ასე იყო კაენთანაც, არსად არ სჩანდა გველი, მაგრამ აბელი ადამიანმა მოკლა.
გველმა შემდგომშიც მრავალი ადამიანის გონება მოხიბლა ღმერთად ყოფნის სურვილით. ადამიანი გაღმერთების სურვილით სურვილის გაჩენასთან ერთად გონებიდან გამოდევნის ნამდვილ შემოქმედს.
მოკლედ,  ეთერშია გველი. შენ თუ არ მიხვალ მასთან , ის მოვა შენთან და გეტყვი : აი, ამას N თუ გააკეთებ, იქნები ღმერთივით.


Комментариев нет:

Отправить комментарий