ბერი იუსტინე პირვუ რუმინეთში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მასთან პეტრე-ვოდეს მონასტერში დასამოძღვრად, რწმენაში გასაძლიერებლად, რჩევის მისაღებად არა მარტო მართლმადიდებელი რუმინელები მიდიან. ამ ღვთისმსახურმა რწმენისთვის ბევრი დაითმინა, 16 წელი კომუნისტურ ჯურღმულში გაატარა.
- დღეს ეკლესიას განსხვავებული განწყობილებები არყევს, ამის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს?
- ადამიანები, რომლებიც რწმენის დასაცავად ჭეშმარიტებას ემოწმებიან, წარსული დროის აპოლოგეტებს ჰგვანან. ეს მათ გამბედაობასა და თავგანწირვაზე მეტყველებს. რადგან ჩვენს დროში, როდესაც ჭეშმარიტების დაფარვას სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ, რისკი ძალიან დიდია: შეიძლება დაკარგო სამსახური, მოხვდე ციხეში განგკვეთონ...
- საუბარი განსაკუთრებულ გმირობაზეა?
- ეს გმირობა სულაც არ არის, ეს სულის გაყიდვის შიშია. ეს მოვალეობაა. არდამოწმება - აი, ეს კი განსაკუთრებული საქციელია: ჩუმად ყოფნა გაცილებით ძნელია.
- როდის არის საჭირო გაჩუმება?
- უნდა იცოდე როდის გაჩუმდე, როდის დაამოწმო. ხშირ შემთხვევაში გაჩუმება არსებული რეალობის დამალვაა, ჭეშმარიტების ღალატია. ჩვენ ვიცით, რომ წმიდა პაისის მოწაფემ, ვინმე იუდეველს, რომელიც მის სარწმუნოებას შეურაცხყოფდა, დუმილით უპასუხა. მერე, როდესაც მონასტერში დაბრუნდა, წმიდანმა ის თავის მოწაფედ აღარ მიიღო, რადგან დაინახა, რომ მას წმიდა ნათლობის მადლი განშორებოდა: ის იუდეველს დაეთანხმა და ღვთის მადლი დაკარგა.
გამართლება არ აქვს უბრალო დამკვირვებლის პოზიციას. ასეთი რამ ხდება, როდესაც არასახარბიელო მდგომარეობაში ხარ და ვერავის დაეყრდნობი. მაგრამ თუ საკმაოდ ძლიერი საყრდენი გაქვს, მაშინ ჩნდება გაბედულობა, უშიშრად იარო წინ; ეს იმას ჰგავს, როდესაც პატარა ბავშვი გვერდით მამის ყოფნას გრძნობს. და განა ჩვენ მხარში არ გვიდგას ქრისტე, მისი წმიდანები და ვალდებულების დამკისრებელი ჭეშმარიტება? ჩვენი სარწმუნოება უბრალო რამ არ არის, წმიდა მამები მას თავიანთი სიცოცხლით, სიტყვითა და სიკვდილითაც კი ამოწმებდნენ. ჩვენ ისეთ ურყევ საფუძველზე ვდგავართ, როგორიც სხვებს არ გააჩნიათ. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანის გამოგონილი არ არის, ის სუფევს უკუნისამდე; ეკლესია მიწიერი კი არა ღვთიური დაწესებულებაა. ჩვენ წმიდა მამათა გზას უნდა გავყვეთ; ისინი ყველაფერს ყურადღებით უდგებოდნენ და როდესაც საქმე მწვალებლობას ეხებოდა, კიცხავდნენ მას და ხალხს რჩევა-დარიგებებით მიმართავდნენ.
- ჰო, მაგრამ ისინი წმიდანები იყვნენ. ჩვენ კი ცოდვილებს, განა შეგვიძლია ისე დამოწმება?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ასე მოქცევა ნებისმიერ დროს შეიძლება. ღვთის მადლი მუდამ მოქმედებს, მადლი ხომ ყოველთვის იგივეა, გუშინ, დღეს, და სამუდამოდ. ჩვენ, უღირსი არსებები, ნელთბილობით კიდევ უფრო უღირსნი ვხდებით.
- ვის აქვს დამოწმების უფლება?
- ნებისმიერ ადამიანს ვისაც რწმენა აქვს. მაგრამ ისეთ საკითხებზე, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით ნუ ისაუბრებთ. დაამოწმეთ მხოლოდ ის, რაც კარგად იცით და მზად ხართ, შეინარჩუნოთ და დაიცვათ. სერიოზულ აპოლოგიას სულიერი ცოდნა, განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, ისეთი, როგორიც წმიდა მამებს ჰქონდათ. თუ ეს არ გაქ, მაშინ წმიდა მამათა სწავლების შესაბამის ფართო ცოდნას უნდა ფლობდე.
- სხვა სარწმუნოების, სხვა ეკლესიის საქმეში ჩარევა რამდენად გამართლებილია?
- მართლმადიდებლურ ეკლესიაში უფალი იესო ქრისტე სუფევს, ის მარადიულია და ჩარევა არაფერში სჭირდება.
ჩემთან ბევრი მოდის შეკითხვით: იარონ თუ არა ეკლესიაში სადაც ეკუმენისტური წირვა ტარდება? მე ვეუბნები, თუ ერთობლივი ზიარება მიმდინარეობს, იქ ნუ გაჩერდებით. ჩვენ დიდი მოწიწებით ვუდგებით წმიდა მამათა სიტყვებს, რომლებიც მწვალებლებთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას გვიკრძალავენ.
წინასწარმეტყველებათა თანახმად, ყველა ეკლესიური ორგანიზაცია უცბად და საშინლად დაეცემა. წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამის შესახებ ამბობს: ეკლესიას ჰუმანიზმის მიღება დასცემს. ჰუმანიზმი ეს კერპთაყვანისმცემლობაა; ისევ პაპის უცდომელობის დოგმატს რომ მივუბრუნდეთ - ესეც ჰუმანიზმის ერთ-ერთი მხარეა. წმ. იუსტინეს (პოპოვიჩი) სიტყვებით ეს კერპთაყვანისმცემლობის აღორძინებაა.
კომუნისტურ პარტიას კერპივით ეთაყვანებოდნენ. ისიც კი, ვინც ჩუმად იყო და კომუნისტური იდეოლოგია, თუნდაც იძულებით მიიღო, კერპთაყვანისმცემლად ითვლება.
- ეს საშიშროება ადამიანს ყოველთვის არ ესმის, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხალხით მანიპულირებენ. როგორ შეიძლება მათი გამოფხიზლება?
- ძნელია ადამიანთა დიდი ნაწილის დარწმუნება მაშინ, როდესაც ყველა ერთსა და იმავეს ადიდებს. რას ეტყვი საწყალ ადამიანს? ანტიკური დროიდან მოყოლებული ის ასე იქცევა.
- თუ მართლმადიდებლურად არ ცხოვრობ, შენს მოწმობას რა ძალა შეიძლება ჰქონდეს?
- თუ მართლმადიდებლური კანონოთ არ ცხოვრობ, რამის თქმას ნუ გაბედავ. მაგრამ თუ ოდნავ მაინც გრწამს და მართალი რწმენის დაკარგვის გეშინია, მაშინ ღმერთი ძალასაც მოგცემს, გონიერებასაც, გამბედაობასაც და თავგანწირვის სულისკვეთებასაც. მთავარია იქ იყო, - ვიწრო გზაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის, ვინც ეკლესიებს აგებს, დაუჯდომლებს კითხულობს და სჯერა, რომ ყველაფერს დიდი მორჩილებით აკეთებს, მაგრამ ეკლესიის ძირითად ჭეშმარიტებას არ იცნობს, ქრისტიანია? მორჩილებას ცხონება მოაქვს. ესე იგი, თუ შენს ხსნას საფრთხე ემუქრება, ეს მორჩილება აღარ არის.
- როგორ შეიძლება ამის გაგება?
- ძალიან მარტივად. სულ მცირე ხანსაც თუ ისე იცხოვრებ, როგორც საჭიროა, უფალი ბევრ რამეს გაგიხსნის. შენი ქრისტიანული ვალი უნდა შეასრულო და ღმერთი მოგცემს გონიერებას, რომლის წყალობითაც ნებიმიერ დაბრკოლებას გადალახავ.
- მაგრამ თუ ჭეშმარიტებას ბოროტი გააფთრებით იცავენ?
- საიდან არის ცნობილი, რომ მართლმადიდებლობის დამცველი თავის ქმედებებში ბოროტი გრძნობითაა შეპყრობილი? ცოდვასა და მწვალებლებზე აბა როგორ არ განრისხდები?! სხეულზე მეტისმეტად ნუ იზრუნებთ, პირველ ყოვლისა, სულს უნდა გავუფრთხილდეთ. როგორ მოვიქცეთ ისე, რომ სული არ გავყიდოთ? - ვიყოთ მართლმადიდებლები!
- როგორ მოვიქცეთ როცა საქმე არსებული ხელისუფლებისადმი მორჩილებას ეხება?
- რაც ღვთის მცნებებს არ ეწინააღმდეგება, იმაში ვემორჩილებით. მე ვემორჩილები მოძღვარს, რომელიც კარიდან შემოდის და გადის, მაგრამ ვინც ქურდივით გაურკვეველია საიდან შემოდის, მისი მოსმენა არ მსურს. ჩვენ ხომ პასუხისმგებლობა გვაკისრია?
- მაგრამ ხარისხი რომ აგყარონ?
- მღვდლის ხარისხის ჩამორთმევა ადამიანის საქმეა. წმიდანები გავიხსენოთ, რომლებიც ყველანაირ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. განა მსგავსი რამ იოანე ოქროპირს არ დაემართა? მაგრამ მას უკან არ დაუხევია, შემდეგშიც ჭეშმარიტების დამოწმებაში ხელი ვერავინ შეუშალა.
- ღირსებაა იყო დევნილი?
- რა თქმა უნდა, ღირსებაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. ეკლესიის მდევნელთა წინაშე, მართალი სარწმუნოების დასაცავად, მოწამეებს სისხლი რომ არ დაეღვარათ, ის მემკვიდრეობა არ გვექნებოდა, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ.
- რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ეკლესიის წინაშე დგას?
- ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, რომ ჩვენ 2000 წლის შემდეგ, სიცრუით, წმიდა საკურთხეველს ძირს ვუთხრით. ბოროტება თავად ჩვენშია.
თარგმნა ნინო ისელიძემ
ჟურნალი ,,მრევლი“

Комментариев нет:
Отправить комментарий