ღმერთი

ღმერთი

среда, 27 марта 2013 г.

ბოროტების იმპერიის რაობა.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა.


ბოროტების იმპერია ყოველთვის წარმოადგენს ძალოვან ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აგრეთვე, ის ამა თუ იმ ხალხთა ნაძალადევი შენაერთია. იმპერიის მეთაურნი მუდამ ცდილობენ მასში შემავალი ხალხების სულიერ დაბნელებას, რადგანაც ამგვარი სენით დაავადებული პიროვნებების დამორჩილება გაცილებით უფრო ადვილია.

იმპერია იმართება სატანური ძალების მეშვეობით და მუდამ მტაცებლური ხასიათს ატარებს. დაცემისას იგი ცდილობს ხალხისათვის “სასიკეთო” ღონისძიებებისა და რეფორმების გატარებას, მაგრამ ყოველივე ეს ემსახურება იმპერიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. სავალალოა მხოლოდ ის, რომ ამ დროს
იმპერიას სჭირდება სხვა და სხვა ეროვნებათა გაერთიანება ერთ ხალხად ე.ი. იმპერიის მთავარ მოსახლეობად, მაგრამ ჯერ არ არსებულა ისეთი დემონური სახელმწიფო, რომ იგი არ გაენადგურებინოს ცოდნის, თავისუფლებისა და სიმართლისადმი მისწრაფებას. სწორედ, ეს სამი დიდი და ჭეშმარიტად მარადიული ძალა იყო, არის და იქნება თიხისფეხა გოლიათების დამშლელი.
http://mozaikebi.wordpress.com/page/2/
...................................................................





დაუკვირდით. (ჩემი აზრი)


ბაბილონის მშენებლობისას იყო ერთი ხალხი(ერთი ნაცია), ერთი ენა....
გადაწყვიტეს აეშენებინათ ნიშანსვეტი რომ ამით გამხდარიყვნენ სახელოვანნი.

ენების არევის შემდეგ , როცა მრავალი ენა , მრავალი ნაცია გაჩნდა, სახელოვნების მსურველი ერები ცდილობდნენ გაეერთიანებინათ ეს ნაციები ერთ ნაციად . ასე აშენებდნენ მრავალ ერებზე ახალ ბაბილონებს....






Комментариев нет:

Отправить комментарий