ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

ლექსები სიყვარულზე ცოტა იუმორით.





კოცნა ტუჩებზე.

დანავარდობს მზე დედამიწაზე, დედამიწაზე, დედამიწაზე.
დაგიშალე მე კოცნა ტუჩებზე, კოცნა ტუჩებზე, კოცნა ტუჩებზე.
დაგიშალე და უცებ შემეშვი, გადაიმალე სადღაც ბუჩქებში,
ბევრი გეძებე, ვერსად გიპოვე, ქვაზე შევდექი და დაგიძახე;

როცა გეტყვი ე-ს არ გამოხვიდე,
როცა გეტყვი ი-ს მაშინ გამოდი.
როცა გეტყვი კის მაშინ მაკოცე,
როცა გეტყვი არას....მაინც მაკოცე.

დაიმალა მზე ზღვისფერ ღრუბლებში,  ზღვისფერ ღრუბლებში, ზღვისფერ ღრუბლებში.
დავიმალე მეც სადღაც ბუჩქებში,  სადღაც ბუჩქებში,  სადღაც ბუჩქებში.
ბევრი მეძებე, მაინც მიპოვე,  მაინც მიპოვე,  მაინც მიპოვე.
არ დაგიშალე კოცნა ტუჩებზე,  კოცნა ტუჩებზე,  კოცნა ტუჩებზე. 


როცა გეტყვი ე-ს არ გამოხვიდე,
როცა გეტყვი ი-ს მაშინ გამოდი.
როცა გეტყვი კის მაშინ მაკოცე,
როცა გეტყვი არას....მაინც მაკოცე.
***


შენი ვიქნები.

გამიბრაზდი და სადღაც წახვედი.
აღარ მოვალო ასე მითხარი.
გადაიფიქრე თორემ იცოდე,
მერე საშინლად მოგენატრები.

მოგენატრები , მოგენატრები,
მაგრამ მე შენი აღარ ვიქნები.
არ შეგხვდები და აღარ გაკოცებ,
შენი ცოლი აღარ ვიქნები.
გადაიფიქრე, ნუ მიბრაზდები,
მე სხვა არ მინდა შენი ვიქნები.
თუ არ შეისმენ აი დარდები,
მოგიტაცებ და ჩემი იქნები.

შევრიგდით, მაგრამ ღმერთო რა ხდება,
შენ გამაბრაზე არც გენაღვლება.
იცი მიყვარხარ და თუ წავედი
მერე საშინლად მომენატრები.

მომენატრები, მომენატრები.
დარდი დამადნობს და დავილევი.
თუ არ შემხვდები და არ მაკოცებ,
მერე ცხადია გადავირევი.
გადავიფიქრე არ გიბრაზდები.
იცი რას გეტყვი, კარგად დაფიქრდი;
თუ მომიტაცებ , თუ მომიტაცებ,
შენი ვიყავი და შენი ვიქნები.
***


მოდი სანამ მიყვარხარ.

წუხელ გელოდი და ჩემთან მოსვლა რად დაიზარე.
რატომ გეკითხები რატომ, რატომ არ შემიბრალე.
ბედნიერებისთვის აწი , მე სულ სხვა გზას მოვნახავ.
შენ გგონია შევშინდები, გამოსავალს ვერ ვნახავ.?
ჭკუის დარიგებას მოეშვი, მე შენი ბავშვი არა ვარ.
როგორც გინდა გაიგე და შენ მაინც ჩემი მონა ხარ.

მოდი, მოდი, მოდი, მოდი.
სანამ კიდევ მიყვარხარ.
სანამ მაღელვებ და სანამ
ჩემი სიხარული ხარ.

გაგიჟებული ვარ არსება  ასეთია ჩემი ბუნება.
რატომ გეკითხები რატომ ამირიე ცხოვრება.
ისევ არ მოხვედი , ვტირი,ნუთუ, აღარ გიყვარვარ.
ვფიქრობ ავდგები და წავალ, მე შენი უკვე აღარ მწამს.
ამ დროს შემოხვედი ჩემთან , ყვავილებით ამავსე.
მე მგონი მართლა მიყვარხარ და მე მგონია შენი მონა ვარ.


მოდი, მოდი, მოდი, მოდი.
სანამ კიდევ მიყვარხარ.
სანამ მაღელვებ და სანამ
ჩემი სიხარული ხარ.
***

ოი, ოი ,ეს კაცები.

ოხ, ეს მამაკაცები, გაოცებული დარჩები,
გაღვიძებს სერენადები, გხიბლავენ დარდიმანდები.
შენს წინ მუხლებზე დნებიან, სიყვარულს გეფიცებიან,
კოცნისთვის თავს გევლებიან,გაკოცებენ და ქრებიან.

ოი, ოი, ეს კაცები
გაოცებული დარჩები.
ოქროს მტებს დაგპირდებიან,
გაკოცებენ და ქრებიან.

შენ შემოდიხარ ვარდებით და შუქს კარგავენ სანთლები.
გეტყვი და ნუ გაბრაზდები ღიმილს ელიან კაცები.
_როგორ გიხდებათ ვარდები_გეუბნება და ჩერდები_
იცით , ასეთი თვალებით ქვეყანას შეუყვარდებით.



ოი, ოი, ეს კაცები
გაოცებული დარჩები.
ოქროს მტებს დაგპირდებიან,
გაკოცებენ და ქრებიან.



რანაირი ხარ ქალები,
არ გებრალებით კაცები.
არ გინდათ ამისთანები,
ოჰ, შეიბრალეთ კაცები.)))


Комментариев нет:

Отправить комментарий