ვინ არის ფარისეველი?
“ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, ფარისეველია”
ფარისევლობის შესახებ “ამბიონს” დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა:
“ქრისტიანული ცხოვრება მარტოოდენ გარეგნულ წეს-ჩვეულებათა აღსრულება როდია. ქრისტიანობა ქრისტესთან ერთად ცხოვრებას გულისხმობს, რომელიც ამის შესახებ პირდაპირ გვასწავლის: “მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი. არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოან14:6). ამიტომ თავად ქრისტეა ჩვენი ცხოვრება და ის ჭეშმარიტი გზაც, რომელზეც უნდა ვიაროთ. ხოლო იმისთვის, რომ ქრისტეს შევუდგეთ, თვალი უნდა მივადევნოთ წმიდა წერილში გადმოცემულ მის სწავლებას; კარგად უნდა გავითავისოთ თითოეული მცნება და დარიგება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ გავხდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანები. სხვაგვარად მორწმუნე ადამიანი შესაძლებელია ფარისევლად ჩამოყალიბდეს.
ფარისევლობა იმგვარი მდგომარეობაა, როცა ადამიანი საკუთარ თავს, თავის რეალურ ბუნებას, მასში არსებულ მანკიერებებს ვერ ხედავს და პირიქით, თავს იწონებს პირადი ღირსებებითა და დამსახურებებით. როგორც წესი, საკუთარ თავთან ამგვარი განწყობილების აღიარება თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ გვიჭირს, ხოლო სხვისი ცხოვრება თამამად გამოგვაქვს სამსჯავროზე. თუკი კრიტიკულ მზერას საკუთარ პიროვნებას მივაპყრობთ, მაშინ ყოველივეს ნათელი მოეფინება. როგორც ჩვენი გარეგნული იერ-სახე სარკეში აირეკლება, ასევე შინაგანი ბუნება სახარებისეული მცნებების აღსრულებით წარმოჩინდება.
სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტე თავისი მახვილი სიტყვით მუდმივად ფარისეველ ადამიანებს ამხელს. ის ცოდვილებს შეიწყალებს, ანუგეშებს. მეძავსაც კი დიდი სიყვარულით იღებს, არ კიცხავს და ეუბნება: “არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ” (იოან.8:11) და ყოველგვარ ცოდვას პატიობს. ხოლო ფარისეველ ადამიანებს, რომლებიც აშკარა, გარეგნული სახის დიდ ცოდვებში არ არიან შთაფლულნი, არც კაცს კლავენ, არც მრუშობენ, თითქოს არც ბოროტებას აღასრულებენ, ქრისტე მუდმივად ამხელს: “ვაი, თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისევლნო, ორგულნო… ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა” (მათ.23:27-28).
ფარისეველნი ჭეშმარიტებას, ანუ უფალს თავად დასდევენ და ცდილობენ, უმანკო, უცოდველ ღმერთში მანკიერება აღმოაჩინონ. თუ ადამიანი ფარისეველი ხდება, ის ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგას, მისი სულიერი თვალი დაბნელებულია და სიმართლეს ებრძვის, სინათლე სიბნელედ მიაჩნია. ასეთ საშიშ მდგომარეობაში შესაძლებელია ჩვენც აღმოვჩნდეთ. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, გამოვიძიოთ, რაიმე მსგავსება ხომ არ გვაქვს ასეთ ადამიანებთან, ფარისევლებად ხომ არ ვყალიბდებით, ნიღაბი ხომ არ გვაქვს მორგებული, ხომ არ გვგონია, რომ სხვაზე რაიმეთი უკეთესნი ვართ?!
ტაძარში სიარულით გარეგნულად მორწმუნეებს კი ვემსგავსებით, მაგრამ მთავარი ის არის, თუ რა ხდება ჩვენს გულში – სხვებს განვიკითხავთ თუ საკუთარ თავს? რას ვთხოვთ ღმერთს – საკუთარი ცოდვების შენდობას, თუ მატერიალურ სიკეთეს? ამგვარი განწყობილებები კარგად უნდა გამოვიძიოთ, რადგან დიდი საშიშროებაა, თითოეული მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში დადის და ცდილობს, ქრისტეს მცნებების მიხედვით იცხოვროს, ფარისევლად ჩამოყალიბდეს.
გავიხსენოთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი: ფარისეველი ტაძარში შევიდა და ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი: მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა, და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა” (ლუკ.18:11-12).
ხშირ შემთხვევაში ჩვენც ასე ვიქცევით – ტაძარში დავდივართ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ, მოწყალებას გავცემთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამგვარი გარეგნული ქმედებებით შესაძლებელია ფარისევლად ქცევა. საკმარისია სიკეთე აღვასრულოთ, მაშინვე შემოდის აზრი, რომ ჭეშმარიტი და ღირსეული ქრისტიანები ვართ. იმას კი აღარ ვუკვირდებით, რომ სწორედ ამგვარი აზრის შეწყნარება განაპირობებს შემდგომში ჩვენ ფარისევლად ქცევას, რითაც ღმერთისგან მხილებულნი და განშორებულნი ვხდებით.
ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი, თუ თავის ცოდვას შეიგრძნობს, შეიმეცნებს და მოინანიებს, მაშინვე ამაღლდება ღმერთისგან: “რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (ლუკ.18:14). პიროვნება კარგად უნდა ხედავდეს თავისი ცოდვის სიმძიმესა და იმ მდგომარეობას, რითაც უფალს განშორებია. ფარისეველი ვეღარ ხედავს საკუთარ სნეულებას, როგორ უსჯულოებაშიც არ უნდა იყოს, რადგან თავისივე ღირსებითაა მოხიბლული და საკუთარი თავისგან ღმერთი და კერპი ჰყავს შექმნილი, რომლის დანგრევაც ძალიან რთული, მტკივნეული და აუტანელია. ეს ყველაფერი კი ღმერთს განაშორებს. სწორედ ამიტომ ამბობს ქრისტე: “წყალობაი მნებავს და არა მსხუერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა” (მათ.9:1); “რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ, და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა” (მარკ.10:43-44).
როდესაც სხვას განვიკითხავთ, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს იგი, ეს მიანიშნებს, რომ მზერა არა საკუთარი თავის, არამედ სხვისკენ გვაქვს მიმართული, სხვის ნაკლოვანებებს ვუკვირდებით, ხოლო საკუთარის დანახვა გვიჭირს, რადგან ამისთვის არც დრო და არც სურვილი გვრჩება. აქედან გამომდინარე, სხვისი განმკითხველი ადამიანი უკვე ფარისეველია, რადგან სხვათა ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებითა და საკუთარი ღირსებების დაფიქსირებით თავს მათზე უპირატესად წარმოაჩენს.
ფიზიკურად მძიმედ დასნეულებული ადამიანი სხვა სნეულს არასდროს დასცინებს, თავის მდგომარეობას უპირატესად არ წარმოაჩენს და არასოდეს იტყვის, რომ ის სხვაზე ბევრად უკეთესია. პირიქით, მას გათავისებული აქვს თავისი მდგომარეობა და სხვისი სნეულებაც გულთან ახლოს მიაქვს და განიცდის. ჩვენ კი არასოდეს ვუღრმავდებით საკუთარ თავს და მუდმივად სხვას განვიკითხავთ. როგორც ქრისტე გვეუბნება: “რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?” (მათ.7:3) აი, ასეთები ვართ ადამიანები”.
როგორ განვეშოროთ ფარისევლობას?
საკუთარი პიროვნების აღმოჩენა და მხილება არის საფუძველი იმისა, რომ არ ჩავვარდეთ განკითხვის ცოდვაში, არ ვიქცეთ ფარისევლებად. ამიტომაა ცხრა ნეტარების პირველ მუხლში შემდეგი სიტყვები: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი” (მათ.5:3). სულის სიგლახაკე, საკუთარი მანკიერებების ხედვა, იმის დანახვა, რომ ადამიანი სულიერად არათუ მდიდარი, არამედ გლახაკია და არავითარი სათნოება, სიკეთე არ გააჩნია, ზეციური სასუფევლის დამკვიდრების პირობას წარმოადგეს. სულის სიგლახაკიდან გამომდინარე, მეორე მუხლი ასეთი შინაარსისაა: “ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა.” ვინც ხედავს საკუთარი სულის სიგლახაკეს, არარაობას, მანკიერებას, ის გულით გლოვობს. მას არ სცალია სხვისთვის, საკუთარი ტკივილები გააჩნია. მართლაც, ჩვენ რომ ფიზიკურად რაიმე გვტკივა, ერთადერთი სურვილი გვაქვს – ტკივილის გამომწვევი სნეულებისგან განვიკურნოთ. ასეთ დროს არც ერთი ჩვენგანი არ იწყებს სხვისი ტკივილისა და მანკიერებისკენ თითის გაშვერას. ასე უნდა ვიყოთ სულიერადაც. ჩავიხედოთ გულში, შევიცნოთ ჩვენი უსუსური და დაკნინებული ადამიანური ბუნება და სწორედ ეს დაგვიცავს ფარისევლობისგან.
ვინც მთელი გააზრებით გრძნობს თავის ცოდვილობას, ის დაცულია ფარისევლობისგან. მაგრამ რომელი ჩვენგანი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცოდვილია?! ღირსი მამა სისოიმ აბბა ორეს დარიგება სთხოვა. მან კი ჰკითხა: “გაგაჩნია ჩემდამი ნდობა?” ღირსმა სისოიმ უპასუხა: “გამაჩნია”. მაშინ აბა ორემ უთხრა: “წადი და ის აღასრულე, რასაც მე ვიქმნ”. – “რაში მდგომარეობს შენი საქმიანობა, მამაო?” – ჰკითხა ღირსმა სისოიმ. ბერმა უპასუხა: “ჩემი თავი ყველა ადამიანზე უღირსად მიმაჩნია”. ასე რომ, თუკი ამგვარი შინაგანი განწყობილება არ გაგვაჩნია, მაშინ ფარისევლები ვართ და ამას ნუ უარვყოფთ. შესაბამისად, ღმერთი მუდმივად გვამხელს. მარტო სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულებების გარეგნულად აღსრულება არ არის ქრისტიანობა. მორწმუნე ადამიანი შინაგანად უნდა განიკურნოს.
მცდელობა იმისა, რომ შევიმეცნოთ საკუთარი თავი და აღვასრულოთ ღვთის ყველა მცნება არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანად, განაპირობებს თავის დამდაბლებასა და ფარისევლობისგან განშორებას.
ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ უმძიმესი სნეულებისგან თავის დაღწევა. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ დავინახოთ ჩვენი ფარისევლობა და აქედან გამომდინარე, გაადვილდება საკუთარი თავის დამდაბლების პროცესი.
თეონა ნოზაძე
http://www.ambioni.ge/vin-aris-fariseveli

Комментариев нет:
Отправить комментарий