ღმერთი

ღმერთი

четверг, 14 марта 2013 г.

კათოლიციზმი და ისლამი.

კათოლიციზმი.

კათოლიციზმი (ბერძნ. καθολικός (კათოლიკოს) — „საერთო“ , „უნივერსალური“) — კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. ქრისტიანობის გათიშვის პროცესი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეში დაიწყო. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესი დაჩქარდა 395 წლიდან, როდესაც რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო. იმპერიის ორ ნაწილად გაყოფამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს[1], ლუკა 22, 31-32-ს [2], იოანე 21, 15-17-ს [3]. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.

მსგავსება და განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის .

კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას ბევრი რამ აქვს საერთო ძირითადი განსხვავება მათ შორის მჟღავნდება ე.წ. „ფილიოკვეს“ საკითხში (ლათ. filioque — ძე). კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სულიწმინდის მოფენა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, არამედ ძე ღმერთისაგანაც. ამ დოგმატით კათოლიციზმი მამა ღმერთს უტოლებს იესო ქრისტეს, რითაც ცდილობს განმიმტკიცოს რომის პაპის ავტორიტეტი, როგორც ქრისტეს ნაცვლისა ამ ქვეყნად.

კათოლიციზმი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს — განსაწმენდელს (სალხინებელს). კათოლიკურ მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს „საღვთო წერილი“ — ბიბლია, რომელიც მართლამდიდებლობისაგან განსხვავბით მხოლოდ ლათინურ ენაზე დაწერილს აღიარებს წმინდად.
http://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი



არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში.

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.


იბრაჰიმი_იგივე აბრაამი.
აბრაამი (ებრ. אַבְרָהָם. არაბ. : ابراهيم, ibrahimi. დაახ. ძვ. წ. 2000 წ.) — ძველი სამყაროს პატრიარქი, მოხსენებული ძველ აღთქმაში და ყურანში. წმინდა მამამთავარი ებრაელებისთვის, ქრისტიანებისთვის და მაჰმადიანებისთვის. თავდაპირველად მისი სახელი იყო აბრამი. აბრაამი იყო თერახის (თარრა) მესამე ვაჟი. ნოეს შვილის - სემის შთამომავალი.


ისლამი. 

ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") — დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. მუჰამედი (არაბ. محمد‎‎ მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.

თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულაიმანს, წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.

ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.

http://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი

ასეთი აზრი გამიჩნდა;
კათოლიკები თავიანთი თავის გამორჩევით ჰგვანან ფარისევლებს, ხოლო მუსულმანები, რომლებიც აგრეთვე თავს თვლიან (არიან)აბრაამის შთამომავლებად, მაგრამ არ ცნობენ ქრისტეს, ჰგვანან სადუკეველებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий