ქართველები იერუსალიმში.
...პირველ ქართველ პილიგრიმად და იერუსალიმის ქართული კოლონიის დამფუძნებლად ქართველი უფლისწული, ბიზანტიაში კარგად ცნობილი საეკლესიო პირი და ფილოსოფოსი, მაიუმის ეპისკოპოსი პეტრე იბერი (412-491) ითვლება. მის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული (ლაზთა) მონასტრის ნანგრევები, უძველესი ქართული წარწერებითურთ, იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ არის აღმოჩენილი ბეთლემის უდაბნოში. წარწერებში მოხსენიებული არიან, როგორც პეტრე იბერი, ასევე მისი წინაპრებიც, რაც საქართველოში ქრისტიანობის ადრეულ გავრცელებაზე მიუთითებს. ხოლო "ლაზთა მონასტერი" პეტრე იბერის აღმზრდელის, იოანე ლაზის, პატივსაცემად ეწოდა. პეტრემ ააგო ქართული მონასტერი იერუსალიმშიც, სიონის მთაზე, რომელიც მოგვიანებით იმპერატორ იუსტინიანეს განუახლებია. V საუკუნიდან XVIII საუკუნემდე ქართული კოლონია ერთ-ერთი უძლიერესი იყო იერუსალიმში. ქართველები პალესტინაში 19 მონასტერსა და ეკლესიას ფლობდნენ. ქართული კულტურის, სულიერებისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, უძველესი საზღვარგარეთული ცენტრი, სადაც VIII-X საუკუნეებში ქართველი ბერები ინტენსიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ, იყო საბას ლავრა, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები: მარტვილი მონაზონი, სეითი, მაკარ ლეთეთელი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, არსენი, იოანე-ზოსიმე (რომელიც არის გადამწერი მნიშვნელოვანი ქართული ძეგლისა - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"), სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვები. აქ უნდა იყოს შესრულებული IX საუკუნეში ქართული ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია, რომელიც იხსენიება წმ.გიორგი მთაწმინდლის ცნობილ ანდერძში. საბას ლავრა, ანუ "საბაწმინდას" ლავრა, იერუსალიმიდან სამხრეთაღმოსავლეთით, დაახლოებით, 13-15 კილომეტრზე მდებარეობს. მონასტრის დამაარსებელი წმ.საბა განწმენდილი (439-532) წარმოშობით (ისევე, როგორც წმინდა ნინო) კაბადოკიიდან იყო და ქართველებთან მისი ახლო ურთიერთობა გასაკვირი არ უნდა იყოს. ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით, ბევრ კაბადოკიელს ქართული ენაც კი ესმოდა.
კირილე სკვითოპოლელის ცნობით, როდესაც საბაწმინდის ლავრას ერეტიკოს ორიგენეს მომხრეები დაესხნენ თავს, ბესნი (ასე უწოდებდნენ იერუსალიმში ქართველებს, კერძოდ ლაზებს) იორდანედან მოვიდნენ მონასტრის დასახმარებლად. ერეტიკოსებისგან შევიწროებულმა მართლმადიდებელმა მამებმა დიდი ლავრის ქსენადოქს შეაფარეს თავი. ჰაგიოგრაფი მოგვითხრობს: "მიუიდეს მბრძოლნი იგი დიდითა გულისწყრომითა და უნდა, რაითამცა მამანი წარწყმიდნეს. და ვითარცა ქსენადოქისა კარნი დაიშულნი პოვნეს, სარკუმელნი ქვითა დალეწნეს და შინა მყოფთა მათ ქვითა ესროდეს. და ვითარცა დიდად შეაურვეს მამათა, ერთმან ვინმე, თეოდულოს სახელით, ბესი მონაზონი, შეწყუდობილთა მათგანი, ამან პოვა ნიჩაბი და აღიღო იგი და ქსენადოქით გამოვიდა. ხოლო მბრძოლნი იგი იყვნეს ვითარ სამას ოდენ, და ამან მარტომან ყოველნი განაბნივნა. ხოლო უხეთქნა არავის, ხოლო ამას უხეთქნეს მათ ქვითა, და დაეცა. და შემდგომად მცირედთა დღეთა აღესრულა". ("მამათა ცხოვრებანი", თბ., 1975, გვ.121) წმ.საბა განწმენდილის ანდერძიდან ჩანს, რომ ქართველებს ლავრაში თავისი ეკლესია ჰქონიათ და ღვთისმსახურებას ქართულ ენაზე აღავლენდნენ. არაბთა ბატონობის დროს მონასტერი არაერთხელ დაარბიეს, მაგრამ მასში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა. აქ უაღრესად ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ქართველები. საბაწმიდის სახელგანთქმულ ლავრაში IX საუკუნეში რამდენიმე წლის განმავლობაში მოსაგრეობდა წმ.ილარიონ ქართველი, XI საუკუნეში კი - წმ.გიორგი - პროხორე, ჯვრის მონასტრის აღმაშენებელი. მონასტერში ქართველთა ნაკადი არც მოგვიანებით შეწყვეტილა: 1567 წელს აქ იმყოფებოდა ფ.შაქარაშვილი, XVIII - საუკუნის 80 იან წლებში - ი.გედევანიშვილი, 1820 წელს - გ.ავალიშვილი, 1899 წელს - პ.კონჭოშვილი, 1883 წელს - ა.ცაგარელი. შოთა რუსთაველის 800 წლის საიუბილეო დღესასწაულის მზადებისას საბაწმინდას ეწვია ქართველ მოღვაწეთა ჯგუფი ი.რურუას, რეჟისორ გ.პატარაიას და ოპერატორ გ.მელქაძის შემადგენლობით, რაც ადასტურებს, რომ კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი ქართველების ინტერესი წმინდა მიწისადმი არ განელებულა. ამის ბრწყინვალე მაგალითია არა მარტო სახელოვანი ქართველი მეცნიერების საქმიანობა, არამედ ი.აბაშიძის შემოქმედებაც, მისი "პალესტინური დღიურები". X-XI საუკუნეებში ბევრი ქართველი მწიგნობარი ბერი მოღვაწეობდა პალავრაში - ხარიტონის ლავრაში, რომელიც ასევე იერუსალიმთან ახლოს მდებარეობს. ესენი არიან: იოანე საფარელი, პავლე პალავრელი, თეოდორე პალავრელი, გრიგოლ ხარიტონწმიდელი, სტეფანე პალავრელი და სხვ. ქართველი დედები მოღვაწეობდნენ იერუსალიმის დედათა მონასტერში, რომელსაც დერტავი ერქვა. წმინდა მიწაზე განსაკუთრებული ადგილი ქართველების საქმიანობაში და, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში, ჯვრის მონასტერს უკავია. აღსანიშნავია, რომ ჯვრის მონასტრის აღორძინება და მისი ქართული სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უდიდეს კერად გადაქცევა დაკავშირებულია საქართველოს "ოქროს ხანასთან", დავითისა და თამარის ეპოქასთან (XI-XIII სს). საქართველო ახლო აღმოსავლეთის ძლიერ სახელმწიფოდ იქცა და ქართულმა კულტურამ განვითარების მანამდე არნახულ დონეს მიაღწია. ალექსი ტოლსტოის თქმით, "საქართველომ შექმნა რენესანსის ყველა წინაპირობა და შექმნა ჯოტოს დონის ხელოვნების ნიმუშები ორი საუკუნით ჯოტოზე ადრე". იმავეს ამტკიცებდა დიდი რუსი მეცნიერი ალექსი ლოსევი. შეიქმნა გელათისა და იყალთოს აკადემიები, რომლებიც საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნების აღიარებულ კერებად იქცა. გელათის აკადემია იწოდა "მეორე იერუსალიმად" და "სხვად ათინად", რადგან შუა საუკუნეების ეს უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო სკოლა თავის წიაღში ამთლიანებდა რწმენასა და მეცნიერებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტ რწმენას და ჭეშმარიტ ცოდნას. ამავე ეპოქაში, რომელსაც "ოქროს ხანა" ეწოდა, შეიქმნა შოთა რუსთაველის გენიალური ქართული პოემა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც ქართული მრავალსაუკუნოვანი პოეზიის მწვერვალია. მასში ნათლად იკვეთება მისი ავტორის, შოთა რუსთაველის, უდიდესი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური განსწავლულობა.
http://www.saunje.ge/index.php?id=1139

ბაგრატ IV კურაპალატის დროს, 1030-1060 წლებში, ჯვრის მონასტერი აღადგინა წმინდა მამამ, პროხორე ქართველმა (გიორგი შავთელმა), რომელიც იყო დიდი ქართველი განმანათლებელი და ექვთიმე ათონელის მოწაფე. მასთან ერთად მოღვაწეობდნენ იოანე დვალი, მიქაელ დვალი, იოანე შავი და სხვანი. მონასტერში დიდი მთარგმნელობითი მუშაობის პარალელურად იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, დაიწერა რამოდენიმე ჰაგიოგრაფიული თხზულება და შედგა ჰიმნოგრაფიული კრებულები. ამავე პერიოდს უკავშირდება უდიდესი წიგნსაცავის შექმნაც. იერუსალიმთანაა დაკავშირებული წმიდა მოწამეების, ლუკა იერუსალიმელის და ნიკოლოზ დვალის, მოღვაწეობაც. ჯვაროსნების დროს თითქმის ყველა მართლმადიდებლური მონასტერი კათოლიკების ხელში გადავიდა, თუმცა ჯვრის მონასტერი ქართველებს დარჩათ. არსებობს მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველის ფრესკა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა შესრულებული. მას მიეწერება ჯვრის მონასტრის აღდგენა და მოხატვა. ამგვარი დიდი ღვაწლის გამო მონასტერში მისი აღაპიც დაუწესებიათ. გადმოცემით, ბერად აღკვეცილი გენიალური პოეტი ამავე მონასტერშია დაკრძალული. ერთ-ერთი გავრცელებიული მოსაზრების მიხედვით, თამარის საფლავიც აქ უნდა იყოს. ასეთი ვერსიის საფუძველს იძლევა ერთი საინტერესო წერილი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში აღმოუჩენიათ საფრანგეთის არქივებში. აი, რას წერს კათოლიკე მთავარეპისკოპოსს ჯვაროსანი რაინდი დებუა იერუსალიმიდან: "ჯერ ყურმოკვრით შევიტყვე, ხოლო შემდეგ სარწმუნო ელჩების მეშვეობით დანამდვილებით შევამოწმე, რომ იბერიელი ქრისტიანების, რომელნიც გეორგიანებად (ქართველებად) იწოდებიან, დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შემწეობით აღფრთოვანებულმა და ძალზედ კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ, სწრაფად დაჰკრა მათ და უკვეაიღო სამასი ციხე და ცხრა დიდი ქალაქი, რომელთაგანაც ძლიერნი დაიპყრო, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქცია. ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობით და სათნოებით, მაგრამ არა სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წამოსვლის აღთქმა დაუდვია და უთხოვია შვილისათვის, თუ აღთქმის ასრულება არ დამცალდეს, ჩემი ძვლები ქრისტეს საფლავზე წაიღეო. შვილს არ დავიწყებია დედის თხოვნა და გადაუწყვეტია, წმინდა ქალაქში გადმოიტანოს დედის ნეშტი, მიუხედავად იმისა, მოისურვებენ ამას წარმართნი თუ არა". ლაშა-გიორგის (1213-1222) ეს ლაშქრობა სხვა მასალებით ჯერჯერობით არ დასტურდება, მაგრამ სავსებით მართებულად ასახავს დავით აღმაშენებლის მიერ გაძლიერებულ საქართველოს როლს მთელ ახლო აღმოსავლეთში. შემთხვევითი არ არის, რომ მემატიანე დავით აღმაშენებელს უწოდებს მესიის მახვილს და ქრისტიანობის დამცველს. 1244 წელს ჯვაროსნებმა საბოლოოდ დაკარგეს იერუსალიმი. სანამ საქართველო ძლიერი იყო, იგი ქრისტიანობის დამცველად გვევლინებოდა ახლო აღმოსავლეთში. იმ ეპოქაში მცხოვრები ერთ-ერთი კათოლიკე ეპისკოპოსის, ვიტრიუსის, ცნობით, "ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლაში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი, მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა სიახლოვესაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით, მათ ეწოდებათ ქართველები. როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თავყანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე, რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათს შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალიან აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან კორადინუსს, დამასკოს პრინცს, იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლის დანგრევა, მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ". (მ.თამარაშვილი "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე", თბ.,1995, გვ.474.) საქართველოს დასუსტებასთან ერთად სუსტდებოდა მისი პოზიციებიც წმინდა მიწაზე. 1273 წელს, მამლუქი სულთნების დროს, ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა და ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევეს. მონასტრის წინამძღვარი, "ჯვრის მამა", წმ.ლუკა იერუსალიმელი, აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
აღშფოთებულმა ქართველებმა, მონღოლთა ლაშქარში ყოფნისას, როდესაც მონღოლები ეგვიპტელ სულთანს ეომებოდნენ, ბრძოლით სცადეს მონასტრის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოახერხა მეფე დავით VIII-მ მონასტრის დაბრუნება და აღდგენა. ამიტომაც მოიხსენიება ის მონასტრის აღაპში მის აღმშენებლად. 1314 წელს დამასკოში ეწამა ჯვრის მონასტრის ბერი, წმ.ნიკოლოზ დვალი. ძველი დიდება კიდევ დიდი ხნის მანძილზე მოჰყვებოდათ ქართველებს წმინდა მიწაზე. სულთანმა არა მარტო დაუბრუნა ქართველებს ჯვრის მონასტერი, არამედ ჯვაროსნების გაძევების შემდეგ მხოლოდ მათ მისცა უფლება-დაეცვათ უფლის საფლავი. ამაზე დიდი პატივი ერს არ ღირსებია. ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ქართველი ბერები რჩებოდნენ ღამე უფლის საფლავის ტაძარში, მხოლოდ ქართველები აღავლენდნენ წირვა-ლოცვას უფლის საფლავზე, მათ ეპყრათ უფლის საფლავის სამლოცველოს გასაღები და ეკუთვნოდათ გოლგოთა. როდესაც ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს, მაცხოვრის საფლავს, უახლოვდებით და, მითუმეტეს, როდესაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ვესწრებით, უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის წყალობით ამ წმინდა ადგილს ჩვენი წინაპრები ფლობდნენ და იცავდნენ. დიდება მამასა და ძესა და წმიდა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ.
400 წელს იერუსალიმი და ჯვრის მონასტერი თემურ ლენგს აუოხრებია. 1454 წელს ბიზანტიის დაცემით ქრისტიანთა და მათ შორის - ქართველთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თუმცა დროდადრო ქართველების გავლენა იზრდებოდა. 1525 წელს აღდგა ქართველთა უფლება გოლგოთაზე, ბეთლემსა და ჯვრის მონასტერზე, ასევე ყველა ის პრივილეგია, რაც ქართველებს გააჩნდათ იერუსალიმში. ამ დროს ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა ვინმე ჩოლოყაშვილი, რომელმაც ლათინებისა და სომხების მიერ მიტაცებული საკუთრების დაბრუნებასთან ერთად მონასტერში საგანმანათლებლო საქმიანობაც აღადგინა. უდიდესი წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრისა და ქართველთა კოლონიის საქმიანობაში "ჯვრის მამამ", ანუ მონასტრის წინამძღვარმა, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმაც. მაგრამ, საბოლოოდ, ქართველებმა ვერ გაუძლეს გაჭირვებასა და იმ დიდ გადასახადებს, რომლებიც თურქებმა ქრისტიანებისთვის დააწესეს. მაღალი გადასახადების გამო, იერუსალიმის ბერძენმა პატრიარქებმაც კი პატრიარქის რეზიდენცია კონსტანტინპოლში გადაიტანეს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეეკედლნენ. სომხებს იერუსალიმში თავიანთი დიასპორა ჰქონდათ, მათ შორის იყვნენ ვაჭრები, ხელოსნები, შეძლებული ხალხი. ისინი სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიას ეხმარებოდნენ და ამიტომ გადასახადების გადახდა შეძლეს. ლათინებსა და ბერძენ მართლმადიდებლებს როგორც მათი ადგილობრივი მრევლი, ასევე რომი და კონსტანტინოპოლის ეპარქია ეხმარებოდა. ქართველ ბერებს მხოლოდ სამშობლოდან დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდებოდა დახმარების გაწევა ქართველი ბერებისთვის. ამიტომ იერუსალიმელი ქართველები თანდათან იძულებულნი გახდნენ, მონასტრებისა და ეკლესიების ქონება დაეგირავებინათ. ეს ქონება საუკუნეების მანძილზე მთლიანად ბერძნების, სომხებისა და ლათინების ხელში გადავიდა. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მიერთებას, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას შედეგად მოჰყვა იერუსალიმთან კავშირის გაწყვეტა და წმინდა მიწაზე არსებული ქართული სავანეების საბოლოოდ დაკარგვა. უფლის წყალობით, დღეს ამ კავშირების თანდათანობითი აღდგენა ხდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий