ღმერთი

ღმერთი

среда, 15 мая 2013 г.

16 მაისი გლოვის დღეა.


ავღანეთში დაღუპული სამი ქართველის პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება .

16.05.2013 09:15

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედროს პანაშვიდი დღეს თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ, 27 კი დაიჭრა.

http://medianews.ge/ge/avghanetshidaghupulisamiqartvelispanashvidiqashuetiseklesiashigaimarteba/40489



Комментариев нет:

Отправить комментарий