ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 мая 2013 г.

«... მაინც დავრჩები ქართველი...»

თეონა მეტრეველი − «... მაინც დავრჩები ქართველი...»

მრავალ მრისხანე შემოსევათა შორის, რომელიც საქართველოს საუკუნეთა მანძილზე განუცდია, ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ და მოუშუშარ ჭრილობად დარჩენილი შაჰ-აბას I-ის შემოსევები იყო. შაჰ-აბასი დიდძალი ჯარით ოთხგზის შემოიჭრა საქართველოში. მიუხედავად ქართველი ხალხის ქედუხრელი შერკინებისა, მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავის გაიტანა. ყიზილბაშთა ურდოებმა მოითარეშეს ქვემო ქართლი, ბარის კახეთი და ჰერეთი. ათასობით ოჯახი, რომლებმაც მთებში გახიზვნა ვერ მოასწრეს, დაატყვევეს და ირანს წაასხეს.
,,შაჰ-აბასი მოვიდა, კახეთი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა...“ ეს არის და ეს.
მას შემდეგ საუკუნეები ჩამოთავდა და ქართველი მემატიანენი ერთხელაც არ მიბრუნებიან ამ უზარმაზარი ტრაგედიის ამბებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის 400 000 გაუბედურებული ქართველი – კახელნი, ინგილონი, ქართლელნი და კიდევ სხვანი, და სხვანი, თითქოს არც არსებულან. იცვლებოდნენ თაობები და მათი არავინ არაფერი იცოდა.
,,აჰყარა და გადაასახლა... “ მაგრამ სად? რატომ?...
მიზეზები საქართველოს ამოგდების და მოსპობის იყო ქრისტეს სჯული, რომელიც მუსულმანებს დიდად სძულდათ და ქართველების რუსებთან დაახლოვება XVII საუკუნეში, კახელ მეფეთა მიწერ-მოწერა მათთან და რომთან, რაც სპარსელებს აშინებდა.


http://www.fereidani.ge/77_borjomi/77_borjomi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий