რამდენად მართებულია სისხლიანი მსხვერპლშეწირვა? ხშირად რელიგიური საბაბით “მსხვერპლთშემწირველნი” ამის იქით აღარ მიდიან, ანუ ღმერთთან ურთიერთობა მხოლოდ საკლავის დაკვლით ამოიწურება, რომელიც ბევრ შემთხვევაში, რიტუალამდეა დაყვანილი (მაგ. არ შეიძლება ამ დაკლული ცხოველის ძვლების ძაღლისთვის გადაყრა, ის სუფთა ადგილას უნდა დაიმარხოს და ა.შ. ანუ ამ ცხოველის გარკვეულ საკრალიზაციას აქვს ადგილი).
გარდა ამისა, ზოგჯერ ასეთი სახით ცხოველის შეწირვას ღმერთთან გარიგების ფორმაც აქვს – მე მამალს, ცხვარს თუ ხბოს შევწირავ უფალს და ის მე კონკრეტულ საქმეში დამეხმარება.
ამ თემაზე გვესაუბრება მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ.იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “როდესაც ადამი სამოთხეში იყო, იგი ყოველდღე ჭვრეტდა უფლის სახეს, ჰქონდა საშუალება ესაუბრა მასთან და უშუალოდ მიეღო მადლი. როდესაც იგი ცოდვით დაეცა და სასუფეველი დატოვა, მას უკვე ამის საშუალება აღარ ჰქონდა, არადა, უფალთან ურთიერთობის გარეშე ძალიან გაუჭირდა. ადამი უფალმა გონიერად შექმნა, აქედან გამომდინარე, მან დაიწყო ძიება რაღაც ფორმით უფალთან ურთიერთობისა. მართალია, ადამს უფლის აღარ ესმოდა, მაგრამ უფალს ესმოდა მისი და ისიც ცდილობდა სათნო ყოფილიყო ღვთისთვის.
ადამის უფალთან საუბარიც შესაწირი იყო, იგი ლოცულობდა, მსხვერპლს წირავდა მისი ნამუშაკევიდან. ასეთი მსხვერპლშეწირვის ნათელი მაგალითია აბელის და კაენის მსხვერპლი. გავიხსენოთ, თუ როგორ შეწირა აბრაამმა ვერძი ისააკის ნაცვლად ღვთის განგებით. სისხლიანი შესაწირი დაწვრილებით იყო განწერილი მოსეს რჯულის პერიოდში.
ახალი აღთქმა – ეს არის გვირგვინი საერო თუ საეკლესიო ყოფა-ცხოვრებისა. ძველი აღთქმის მთელი პერიოდი იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი აღთქმისა, ანუ თუ რაიმეს განვიხილავთ ძველ აღთქმაში, ეს უნდა მოხდეს ახალი აღთქმის გადმოსახედიდან.
ბოლო სისხლიანი შესაწირი თავად იესო ქრისტეა. მისი ღვთიური სისხლის დაღვრით მთელი კაცობრიობა იყო გამოსყიდული ცოდვის მონობისგან. თუ ძველი აღთქმის პერიოდში მართალიც და ცოდვილიც, ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ღმერთი და კაცი ისევ შერიგდნენ და ყველა ადამიანს მიეცა შანსი რეალური გამოხსნისა. ამის შემდეგ სისხლიანი მსხვერპშეწირვა გაუქმდა და აღარ წარმოადგენს საჭიროებას.
ჭეშმარიტი შესაწირი უფლისადმი არის ჩვენი მონანული გული, უფლისა და მოყვასის სიყვარული და მისი მცნებების დაცვა. რა თქმა უნდა, ღმერთი იწირავს გარეგნულ, ნივთიერ შესაწირსაც, მხოლოდ სუფთა გულით შეწირულს. აბელის სუფთა გულით შეწირული ძღვენი შეიწირა, კაენის ორგული შესაწირი კი არა; ქვრივის ორი წვლილი შეიწირა, მდიდრისა კი არა. ანუ თუ ადამიანი წირავს ცხოველს, ფრინველს, ფულს ან სხვა რაიმე შესაწირს და ამას აკეთებს არა ამპარტავნებით, არამედ მოყვასის სიყვარულით, თანაგრძნობით და უანგაროდ, მაშინ მას ეწირება ეს ძღვენი.
რაც შეეხება ცხოველის ან ფრინველის ეკლეესიისათვის შეწირვას, ამას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სხვა ნებისმიერ შესაწირს (ყოვლად დაუშვებელია ცხოველების ეკლესიაში შეყვანა). ზოგიერთს ჰგონია, რომ ცხვარს ან სხვა შესაწირ ცხოველს სული აქვს, აჰყავს იგი სალოცავზე, ვითომდა უფალს ცხოველის სულს სწირავს, ეკლესიის ეზოში კლავს და იწყება ღრეობა და სიმთვრალე, რომელიც არ არის სათნო ღვთისათვის. ადამიანს უფლება აქვს საეკლესიო დღესასწაულებზე (როცა ხსნილია) დაკლას საკლავი და იმხიარულოს, დააპუროს ქვრივ-ობლები, ისინი ვისაც შია და ხელმოკლედ ცხოვრობენ და არა ისე, რომ თვითონ იქეიფოს და უფალთანაც “ანგარიში” გაასწოროს.
საერთოდ, უფლისადმი რაიმე აღთქმის თვითნებურად დადებას მღვდლის და ეკლესიის გარეშე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ ეს დაპირება შეიძლება დაგვერღვეს და ცოდვაში ჩავვარდეთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა და შევპირდით უფალს, მაშინ პირადი პატიოსნებიდან გამომდინარე უნდა ვეცადოთ მის შესრულებას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ეკლესიას და მღვდელთან თქვას ყოველივე აღსარებაში.
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий