“გიყვარდენ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ.”
მაცხოვარმა მისი მიმდევრებისაგან მტრების სიყვარული მოითხოვა (“გიყვარდენ მტერნი თქვენნი”). რას გვასწავლის უფალი მტრების შესახებ, რას ნიშნავს ქრისტიანისთვის მტერი? ამ თემის შესახებ “ამბიონს” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრა:
“უფალი შეგვეწიოს!
საერთოდ, ადამიანებში პრობლემურია მტრის სიყვარულის თემა.ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც სვამენ საკითხს მტრის სიყვარულის შესახებ,ცხოვრებაში არასდროს ჰქონიათ იმის გამოცდილება, რამდენად შესაძლებელია ან შეუძლებელია მტერს აპატიონ და მიუხედავად ამისა, შეიძლება შინაგანად ჰქონდეთ წინააღმდეგობა, მტერი როგორ უნდა გიყვარდეს?
არსებობს სამართლიანობის განცდა, წყურვილი და არსებობს – სიყვარული. მაგრამ ეს ორი სათნოება ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია. გამუდმებით ვცოდავთ… ზოგჯერ ადამიანი იმდენად არღვევს და უგულებელყოფს ზნეობრივ კანონს, რომ სამართლებრივად თუ მივუდგებით მის ცხოვრებას, სასჯელს იმსახურებს. თუმცა ვიცით, რომ ადამიანი შესაძლოა ასე ადვილად არ დაისაჯოს, უფალი მას შანსს აძლევს, რაც სიყვარულის ნიშანია.
ადამიანს, როგორც ღვთის ხატსა და მსგავს არსებას, გამძაფრებული აქვს სამართლიანობის განცდა და უსამართლობას მთელი მისი შინაგანი არსება ვერ ეგუება. სამართლიანობის განცდა იმდენად დიდია და თანდაყოლილი ადამიანში, რომ მტრის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, ერთგვარი აგრესიაც უჩნდება. რამდენადაც უფრო აქტიური და აგრესიულია მტერი და პიროვნების მიზნებისათვის ხელის შემშლელი, ადამიანს შესაბამისი ადეკვატური რეაქცია აქვს. სიყვარული და სამართლინობა ადამიანისათვის იმდენად სიღრმისეულია და პირველადი თვისებები გააჩნია, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ამბოხებას იწყებს ღრმად ჩაწვდომისა და გაცნობის გარეშე, თუ როგორ შეიძლება მტერი გვიყვარდეს? ეს ხომ უსამართლობაა? გარდა ამისა, თუ მტერი შევიყვარეთ, ბოროტება დაუსჯელი დარჩება და წალეკავს დედამიწას.
თუ ადამიანის ცნობიერების ჰორიზონტი მიწიერ არსებობას არ სცილდება, თუ თავისა და სამყაროს მიღმიერ, ცოცხალ არსებას – ღმერთს ვერ ჭვრეტს, მაშინ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება, გვიყვარდეს მტერი.
წარმართული რელიგიურობაა, როდესაც რელიგიურ ცხოვრებას ეწევა ადამიანი იმიტომ, რომ მას ღმერთი რაღაცაში სჭირდება. თუ რელიგიურობაში ჩვენ ვიგულისხმებთ ნამდვილ ქრისტიანულ სარწმუნოებას, როდესაც ვცდილობთ, რომ ცოცხალ ღმერთთან პიროვნული კავშირი გვქონდეს, ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელი ხდება, თეორიულად მაინც გავიგოთ, რას ნიშნავს მტრის სიყვარული.
რას ნიშნავს მტერი? როდესაც მტრის სიყვარულზეა საუბარი, ვინ ან რა მოიაზრება მტერში? მტერში მოიაზრება ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში პრობლემებს გვიქმნის. თავისთავად ცხადია, ასეთ დროს ადამიანს მტრად აღიქვამ, თუმცა ქრისტიანი ამ ყველაფერს სხვაგვარად ხედავს. უფალი გვასწავლის: “ნუ გეშინია მათი, ვისაც შენი ხორცის მოკვდინება შეუძლია” ანუ უფალი გვეუბნება, რომ შენთვის საშიში არ არის თვით ისიც კი, ვისაც შენი ფიზიკურად მოკვლა შეუძლია. გარდა ამისა, უფალი ადამიანად მოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან მაგალითი მოგვცა, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ.
ღმერთი მოდის ადამიანად. იგი ისეთ თვისებებს ავლენს, რაც მას თავისთავად აქვს, მაგრამ ამ თვისებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. თუმცა ადამიანური ბუნების მიღებით თავისთავად უკვე წარმოაჩენს იმ თვისებებს, რაც აქვს ღმერთს, იგივე სიყვარულს და გვასწავლის, რომ ადამიანური ბუნებით მოვიდა, მაქსიმალურად ავლენს მთელ სისრულეში ღვთაებრივ თვისებებს, როგორც შეიძლება ეს ადამიანმა დაიტიოს და ამავე დროს, მის ადამიანობას ღვთაებრივი ძალმოსილებით არ შეეწევა და გვიჩვენებს მაგალითს, როგორ ვიცხოვროთ იმისათვის, რომ ჩვენი სარწმუნოება გაცოცხლდეს. აქედან გამომდინარე, ქრისტე მყავს, როგორც უმაღლესი ნიშნული და ნახეთ ის რას მასწავლის… ყველაზე მძიმე სიტუაციაში, როდესაც მას კლავენ, უფალი პირდაპირ ამბობს თავის მტრებზე: მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას იქმან. შემდეგ ეს პირველად სტეფანე პირველ”მოწამემ გაიმეორა და ამას მრავალი მიმბაძველიც გამოუჩნდა ან ასე უშუალოდ, პირდაპირ, ან თავისი ცხოვრების წესით.
ქეთი ჭელიძე
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий