"რომელი უყვარს უფალსა, სწავლის, და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის" (ებრ. 12, 6) , და ვისაც ნეტარ მარადიულობას უმზადებს, იმას მწუხარებებსა და განსაცდელებსაც მოუვლენს.
ამიტომ ის, ვისაც სნეულება ეძლევა, სულმუდამ ღმერთს უნდა მადლობდეს და დიდებისმეტყველებდეს. მადლიერი სული მოთმინებასა და მშვიდობას ინარჩუნებს, ამ გზით კი აორკეცებს თავის სასყიდელს ზეცაში.
ღმერთს ასე უნდა ვმადლობდეთ: "გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოველივესთვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ჩემს ცოდვათაგან განწმენდისათვის. იყავნ ნება შენი".
დიდებისმეტყველება კი ასე უნდა აღვუვლინოთ: "უფალო , დიდება შენდა ყოველივე-სთვის, რაც ჩემს თავს ხდება! იყავნ წმიდა ნება შენი".
გირჩევთ, დღის მანძილზე რაც შეიძლება ხშირად იმეოროთ მადლობა და დიდებისმატყველება. მათი მეშვეობით თქვენს სულში ნელ-ნელა მშვიდობა და ნუგეშინისცემა დაიმკვიდრებს, რომლებიც ამიერიდან საუკუნო ნეტარების საწინდრად გექცევიან; ამაო საქმეებს კი მოეშვით.
მიიღეთ ეს ჩემი რჩევა თქვენი სულის სანუგეშებლად და საცხონებლად. დაე, თქვენი სულიერი ღვაწლი სათნოეყოს ღმერთს, როგორც სურნელოვანი საკმეველი ანდა განსაკუთრებული მსხვერპლი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

Комментариев нет:
Отправить комментарий