ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

როგორც ჩანს, ეკუმენისტური "მსოფლიო" კრებისთვის მზადება ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყება.

ეს გახდა უმნიშვნელოვანესი სადისკუსიო თემა დიალოგში "ეკლესიის გაერთიანების ნაბიჯები: მომავლის მართლმადიდებლურ-კათოლიკური ხედვის ნარკვევი", რომელსაც ერთგვარი ტონი მისცა ჩრდილოამერიკულმა მართლმადიდებლურ-კათოლიკურმა სასულიერო კონსულტაციებმა, რომლებიც ჩატარდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში 2010 წლის ოქტომბერს.

მოკლედ იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც შემუშავდა სამი წლის წინათ. ძნელია იმისი წინასწარმეტყველება, როგორი გახდება გაერთიანებული "ეკლესია", ნათქვამია შემაჯამებელ დოკუმენტში, მაგრამ, ცხადია, რომ მას შესაძლოა შემდეგი თავისებურებები ჰქონდეს.

სამოციქულო მემკვიდრეობაზე დაფუძნებული საპატრიარქოები და ავტოკეფალურ-ეპისკოპალური "ეკლესიები" ერთმანეთს "ქრისტეს ერთი ეკლესიის" საზღვრებში აღიარებენ. ყველა სხვა დანარჩენი "ეკლესიების" ნაწილებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთმანეთის "საიდუმლოებებში", ხოლო მათი ეპისკოპოსები მიწვეულ იქნებიან მსოფლიო კრებებზე, თუკი ამ უკანასკნელს მოიწვევენ. "და-ეკლესიები" ასევე მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოში ქრსიტეანული სწავლების რეალიზაციაში.

რომის ეპისკოპოსის (პაპის) როლი წარმოდგენილია, როგორც "მსოფლიოს პირველი ეპისკოპოსის", მაგრამ მისი ხელმძღვანელობა განხორციელდება "სინოდალურობასა და კოლეგიალობაში". ერთი სიტყვით, "სინოდალურობისა და კოლეგიალობის" შემოტანაზე უკვე ალაპარაკდნენ რომის-კათოლიკურ ეკლესიაში და, თუ ზოგიერთ ექსპერტს დავუჯერებთ, ამ თემაზე მსჯელობდა რომის პაპი ფრანცისკი, როგორც ვატიკანში მის მიერ დაგეგმილ რეფორმაზე.

მაგრამ ეს ყოველივე ჯერ კიდევ თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში უნდა შემუშავდეს. ასეთ საცდელ პოლიგონად კი შესაძლოა გახდეს ახლო აღმოსავლეთი. უპირველეს ყოვლისა, ქრისტეანული თემები იქ იმყოფებიან უმცირესობაში და ამიტომაც მათ ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური ამბიციები. მეორეც, არსებობს ვითარება, რომელიც მათ აერთიანებს, - "ისლამური საფრთხე"; და მესამე, ახლოაღმოსავლელ ეპისკოპოსთა უმეტესობა აქტიურად ეკონტაქტება ვატიკანს, და რომის პაპ ფრანცისკს ავტორიტეტულ შუამავლად მიიჩნევს.

პროცესი, როგორც იტყვიან, სრული სვლით მიდის. ასე მაგალითად, კონფერენცია "Orientale Lumen"-ის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა წაიკითხეს ანტიოქიის ბერძნულ-კათოლიკური პატრიარქის გრიგოლ III-ის წერილი. ის იუწყება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობის რეგიონალურ პროგრესზე, მათ შორის, 2010 წელს ერაყში და 2013 წელს ეგვიპტეში ეკლესიათა კონფესიათშორისი საბჭოების ჩამოყალიბებაზე. პატრაირქის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ანალოგიური საბჭოს შესაქმნელად სირიაში.

ხოლო ცნობილმა მეცნიერ-იეზუიტმა, არქიმანდრიტმა რობერტ ტაფტმა თქვა, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე მიმდინარეობს ერთობლივი ლიტურგიკული მსახურება სირიის მართლმადიდებელი პატრიარქისა და ადგილობრივ კათოლიკე ეპისკოპოსის მონაწილეობით. "მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკეები რეგულარულად დადიან ერთმანეთთან ეკლესიებში, - თქვა რობერტ ტაფტმა. - ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა: "მამაო, აქ ყველა ერთი ოჯახია და ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ".

"ქრისტეანული ფაქტორის" მზარდი როლი ზეგავლენას ახდენს არა მარტო ახლო აღმოსავლეთის არაბულ ნაწილზე, არამედ თურქეთზეც. ამ წელს შესრულდა 360 წელი მეჰმედ დამპყრობლის მეთაურობით ოსმანების მიერ მიერ ბიზანტიური კონსტანტინოპოლის დაპყრობიდან. "ვინც 2013 წლი 29 მაისს სტამბულში იმყოფებოდა, ძნელი იყო ვერ გაეგო, რომ რეჯეპ ერდოგანის ისლამური მთავრობის მიერ მოწყობილი საერო დღესასწაული გამსჭვალული იყო ისლამის მიერ ქრისტეანობაზე მოპოვებული გამარჯვების რელიგიური ნიშნით. ამას აღნიშნავდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპულ კვლევათა ცენტრის მკვლევარი ელიზაბეტ პროდრომუ და სალემის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ალექსანდროს კირუ.

თურქი ქრისტეანების შევიწროება დღემდე გრძელდება. ყველაზე მეტად ამას გრძნობს მსოფლიო საპატრიარქო, ბერძნული, სომხური და სირიული ქრისტეანული თემები". ასევე დავამატებთ, რომ სტამბულის მისამართით კრიტიკა გაისმოდა "Orientale Lumen"-ის ზემოთხსენებულ კონფერენციაზეც. აშშ-ს კათოლიკური უნივერსიტეტის სემიტური ენებისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი სიდნი გრიფიტი აღნიშნავდა, რომ დღევანდელი თურქეთი არ არის სასურველი ადგილი ქრსიტეან ბავშვთათვის. მან განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის საზღვარზე დახურა მონასტრის ბავშვთა სკოლა, რომელშიც დადიოდნენ სირიელი ქრისტეანები".

რელიგიურ ლიდერებს უკან მისდევენ პოლიტიკოსებიც. ამერიკული ქრისტეანული ტელეარხის CBN News-ის ცნობით, კონგრესის ამასწინანდელ მოსმენებზე აშშ-ში განიხილებოდა საკითხი "თუ რატომ უჭერს შეერთებული შტატები ექსტრემისტებს, რომლებსაც სურთ სირია გადააქციონ ისლამურ სახელმწიფოდ". ამის შესახებ მსჯელობდა "ქრისტეანული სოლიდარობის საერთაშორისო ორგანიზაციის" გენერალური დირექტორი ჯონ იებნერი, რომელიც ამ მოსმენებზე ჩვენებებს იძლეოდა. მან გააჟღერა სირიაში მოგზაურობის შედეგები, სადაც შეხვდა ადგილობრივ ქრისტეანებს, რომლებიც ხომსასა და ქუსეირში რელიგიური "წმენდის" მსხვერპლნი გახდნენ.

"აშშ-მ უნდა იმუშაოს რუსეთთან ერთად, რათა შეთანხმდნენ მშვიდობაზე, და არ უნდა დაეხმარონ მუსლიმ-სუნიტებს, რომლებსაც სურთ სირია ისლამურ სახელმწიფოდ აქციონ", - შეაჯამა ჯონ ეიბნერმა. მოსმენათა შედეგად ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ კონგრესის საერთაშორისო საქმეთა დარგში, კრის სმიტმა მოუწოდა ბარაკ ობამას დაიცვას სირიელ ქრისტეანთა უფლებები. შევნიშნავთ, რომ ბოლო დროს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები აქტიურად აკრიტიკებენ აშშ-ს პრეზიდენტს იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს "მუსლიმ ძმებს" ეგვიპტეში. კერძოდ, ჟურნალ Foreign Policy-ში ამ თემას სტატია მიუძღვნა სენატორმა ტეხასის შტატიდან ტედ კრუზმა.

ახლო აღმოსავლეთი - მისტიკური ადგილია ქრისტეანთათვის. რომის იმპერიის ეპოქაში აქედან მიდიოდნენ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სახარების საქადაგებლად. აქ მიეცა დასაბამი ერთიან ("დაავიწყდათ" აღენიშნათ "უმნიშვნელო" დეტალი - მართლმადიდებელ) ეკლესიას, რომელიც შესისხლხორცებული იყო ბიზანტიის იმპერიასთან.

ქრისტეანობა აერთიანებდა მრავალრიცხოვან ერებსა და ხალხებს, უზარმაზარ ტერიტორიებს, სანამ ისლამმა არ გამოდევნა ის მშობლიური საზღვრებიდან. ჩვენს დროში დასავლეთში ხშირად ჩნდება ესქპერტების შეხედულებები, რომლებიც კონსტატირებენ ვესტფალის სისტემის მომავალ უარყოფას, ეროვნული სახელმწიფოების ეპოქის დასრულებას და იმპერიათა აღზევებას.

ახლო აღმოსავლეთისთვის ეს ნიშნავს თანამედროვე ქვეყნების ფრაგმენტაციას, რომლებიც შემდგომ იძულებულნი იქნებიან ერთ რომელიღაც გლობალურ კონსტრუქციაში შეიკრიბონ. რომელი იდეის ქვეშ შეიძლება ამის განხორციელება?

კითხვები, კითხვები, კითხვები...

არ არის გამორიცხვული, რომ ქრისტეანობა (უფრო სწორედ "ქრისტეანული" ეკუმენიზმი) კვლავ მოვა ახლო აღმოსავლეთში. კონსტანტინოპოლში ან დამასკოში რომის ეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შეიკრიბება "მსოფლიო კრება", რომელსაც მოაშურებენ "მართლმადიდებლები" და კათოლიკეები. და ამ კრებაზე გამოცხადდება ახალი "საკვირველი და საოცარი მსოფლიოს" დაბადების შესახებ (ხომ არ იქნება ეს ანტიქრისტეს მოსვლის ჟამი?).

 წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий