“ვეცადოთ, რომ ჩვენი სიკეთე და მოწყალება დაფარული იყოს…”
“ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს”.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მოწყალება უდიდესი სათნოებაა, რომელსაც ადამიანის სულის ცხონება ძალუძს. აუცილებელი არ არის, პიროვნება შეძლებული იყოს იმისათვის, რომ მოწყალება გაიღოს. ჩვენ შეგვიძლია ლოცვით გავცეთ უდიდესი მოწყალება. თუ კი დავინახავთ, რომ ადამიანს უჭირს, შევთხოვოთ ღმერთს მისთვის. …
მოწყალების გაცემისას უნდა ვეცადოთ, რომ დაფარული იყოს ჩვენი საქმე, რადგან უფალი ბრძანებს: “იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად და მამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად”.
წმ.გიორგის ტაძრის მღვდელმსახური ზაზა სოსიაშვილი: “გულმოწყალეობა, როგორც სულის მდგომარეობა, სიამოვნებაა, რომელსაც პიროვნება წყალობის გაცემისას პოულობს. ზნეობრივი სრულყოფილების საფეხურზე მდგომი ადამიანი მოყვასის დახმარებას საკუთარი თავისთვის სასიამოვნო საქმედ თვლის, მას არ შეუძლია, გულგრილად უყუროს სხვის ტანჯვას.
მოწყალება ქრისტიანული სიყვარულის გამოხატვაა.…
შესაძლოა ბევრ ადამიანს კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ უნდა გავცეთ მოწყალება? ბევრი პიროვნება უბრალოდ ეხმარება გაჭირვებულს, გასცემს წყალობას. ისინი არაფერს კარგავენ. წყალობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ბრუნდება მწყალობელთან, ხშირად მოულოდნელად და გაცემულს ბევრად აღემატება.
უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სიკეთე და მოწყალება დაფარული იყოს: “ხოლო შენ, რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯუენაი შენი, რაითა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად და მამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად”.
არც ერთი კეთილი საქმე არ არის ღვთისათვის სათნო, თუ იგი არ სრულდება ქრისტიანული სიმდაბლის სულით. სიკეთე, უპირველეს ყოვლისა, იმ წყლულებს აღმოფხვრის, რომელიც მასვე აავადებს.
გვახსოვდეს, რომ ჩვენში ცხოვრობს ცოდვილი ადამიანი. აკეთე კეთილი საქმე და მაშინვე ეცადე, რომ აღარ გახსოვდეს იგი, რადგან შენი ქველმოქმედება დაფარული იყოს ყველასათვის. ღმერთი ყოველივეს ხედავს, ყველგან იმყოფება: მის საშინელ სამსჯავროზე, როგორც გინდა ეცადო, ვერ დამალავ ვერც დიდ და ვერც პატარა საქმეს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ზეციური მამა, რომელიც ჩვენს დაფარულ საქმეებს ხედავს და ვისგანაც ვერაფერი დაიმალება, ცხადად მოგვაგებს. მოგება ზოგჯერ ამ ცხოვრებაშივე ხდება, როცა ხელი გამცემისა არა თუ ცარიელდება, არამედ ცხადად ივსება. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაინც ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე გაცხადდება, როცა ყოველი შენი საქმისა და განზრახვისთვისაც კი ცხადად მოგეგება.
მაცხოვარი ამბობს: თავი დაიცავით, იყავით ყურადღებიანნი და ფრთხილნი. ნუ გააკეთებთ ქუელის-საქმესა თქუენსა, რათა არა ჰყოთ წინაშე კაცთა. “მხეცი იგი – ფუჭი დიდება, საიდუმლოდ მოგეახლება, და ყოველივე კარგს, რაც კი არის ჩვენში, წყნარად განაბნევს და შეუმჩნევლად წაიღებს”. ასევე მაცხოვარი ბრძანებს: “სახილუელად მათდა”, ანუ ნუ მოიმოქმედებთ კეთილ საქმეებს ხალხის დასანახად. სხვების წინაშეც შეიძლება კეთილი საქმის კეთება, მაგრამ იმისათვის არა, რომ ვიღაცამ დაინახოს.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: “ცუდად ვმედიდურობ, როცა ვმარხულობ, მაგრამ როცა ვიხსნილებ მარხვას, რათა სხვებისათვის ჩემი თავშეკავება დავფარო, ისევ ცუდადვმედიდურობ, რადგან ბრძნად მიმაჩნია თავი; ფუჭი დიდებისაგან ვიძლევი ხოლმე, როცა კარგი სამოსით ვიმოსები, მაგრამ მაშინაც ცუდად ვმედიდურობ, როცა უბრალოთი ვიმოსები; … ვიწყებ საუბარს და ისევ იმისაგან ვარ დამარცხებული; როგორც უნდა დავიმდაბლო რქები ჩემი, იმათგან ერთი მაინც მაღლდება ზევით.
ცუდად მედიდური კაცი არის კერპთაყვანისმცემელი: იგი ფიქრობს, რომ ემსახურება ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში ღვთის გულის მოგებას კი არ ცდილობს, არამედ ადამიანებისას”.
წმ. ოქროპირი ამბობს: გაამაყდა ფარისეველი, როცა ამბობდა: “ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა, და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა”. იგი თვით ლოცვაშიც კი ეძებდა ფუჭ დიდებას, ლოცვით სურდა თავის გამოჩენა და როცა სხვა აღარავინ იყო, შეეცადა, ცოდვილ მეზვერესთან გამოედო თავი”.
თქვენმა მოწყალებამ შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სული: “ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.”
ასევე ეუბნება იესო ქრისტე მოციქულებს: “რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი”.
ხშირად ჩვენ თვითონაც არაფერი გვაბადია, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია, არის თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა. უნდა ვესწრაფოთ წყალობის გაცემას როგორც ცოცხლებისთვის, ასევე მიცვალებულთათვისაც.
რა თქმა უნდა, სულის ცხონება მთლიანად უფლის ნებაა, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ლოცვა შეეწევა მიცვალებულს. ამ დროს უფლის უსაზღვრო წყალობას გამოვითხოვთ გარდაცვალებულისათვის. სასურველია, ახლობლებმა გააკეთონ საკურთხი და გადაიხადონ ეკლესიაში პანაშვიდი გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის, თუ ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას, საეკლესიო დღესასწაულებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში მისი სულის მოსახსენებლად.
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий