ისინი ამბობენ: “რას ვაკეთებ ცუდს როცა ვიტოვებ ჩემს საკუთრებას?” მაშ მითხარი, რა არის შენი საკუთრება? სად იპოვე და საიდან მოიტანე იგი შენს ცხოვრებაში? როგორც ვიღაც თეატრში, რომელსაც ჰქონდა ადგილი დაკავებული და აჩერებდა ყველა სხვას ვინც შემოდიოდა, ამბობდა, რომ ყველა ადგილი რომელიც სხვებისთვის იყო განკუთვნილი, მას ეკუთვნოდა: ასევე არიან მდიდრებიც. მათ პირველებმა ჩაიგდეს ხელში საზოგადო საკუთრება, შემდეგ იტოვებენ თავიანთვის რადგან პირველებმა მოიპოვეს იგი. თუ ყველა აიღებდა იმდენს რამდენიც მას საარსებო მინიმუმისთვის სჭირდება, ხოლო დაუტოვებდა დანარჩენას მათ ვისაც სჭირდებათ, აღარ იქნებოდა არც მდიდარი და არც ღარიბი, აღარ იქნებოდნენ ისინი, ვინც რამეს საჭიროებდნენ.
განა სიმართლე არაა, რომ შენ გამოხვედი საშოდან შიშველი? ან ისაა ტყუილი, რომ შიშველივე დაუბრუნდები მიწას? საიდან მოდის შენი ეხლანდელი საკუთრება? თუ იტყვი, რომ თავისით მოვიდა, მაშინ ურწმუნო ყოფილხარ, არ აღიარებ ღმერთს და არ ხარ მადლობელი იმისთვის რაც მოგცა. თუ ეთანხმები და აღიარებ რომ ღვთისგან გაქვს, მაშინ გვითხარი თუ რატომ მოგცა?
უსამართლოა ღმერთი, იმით რომ უსამართლოდ ანაწილებს რესურსებს? რატომ ხარ შენ მდიდარი, როცა არსებობს ღარიბი? შენ, რომელმაც მოიზიდე ყველაფერი შენი სიხარბის გამო, თვლი, რომ არავის ცუდს არ უკეთებ როცა ამდენ ხალხს აშიშვლებ?
ვინ არის ხარბი პიროვნება? ის ვინც არ კმაყოფილდება იმით რაც აქვს. და ის ვინც აშიშვლებს? ის ვინც ართმევს სხვებს მათ საკუთრებას? შენ თვლი, რომ არ ხარ ხარბი და არ აშიშვლებ სხვებს? რაც შენ მოგეცა, მოგეცა იმიტომ, რომ სხვებზე გეზრუნა, შენ კი საკუთარ პიროვნულ საკუთრებად აქციე ისინი. რას ფიქრობ?
ის ვინც აშიშვლებს ჩაცმულს, ქურდი ჰქვია. მაშ რა დავარქვათ მას, ვისაც შეუძლია ჩააცვას მაგრამ ამას არ აკეთებს, რამე სხვა სახელი ჰქვია? ის პური რასაც შენ ფლობ, მშიერს ეკუთვნის. ტანსაცმელი რასაც ყუთებში ინახავ შიშველს. ფეხსაცმელები რომელნიც შენს წინ ლპებიან, ფეხშიშველს. ფული რომელსაც შენ მალავ კი მას ვინც მას საჭიროებს. შენ იმდენ ადამიანს უკეთებ ცუდს, რამდენსაც შეგეძლო დახმარებოდი.
წმინდა ბასილი დიდი – “ჰომილია სიძუნწეზე N7″
documentsingeorgian.wordpress.com

Комментариев нет:
Отправить комментарий