ასტრალური კულტები (ბერძნ. astēr - ვარსკვლავი), ციურ მნათობთა თაყვანისცემა. ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში, უმეტესად ძველ აღმოსავლეთში. ასტრალური კულტების აღმოცენებასა და გავრცელებას ხელს უწყობდა მიწათმოქმედების, განსაკუთრებით ირიგაციის განვითარება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ადრევე დაიწყეს დაკვირვება ციურ მოვლენებზე, რომელთა მიხედვით ადგენდნენ მდინარეების (ტიგრი, ევფრატი, ნილოსი) ადიდების დროსა და ხანგრძლივობას. ამ ნიადაგზე შემუშავდა ძვ. შუმერების, ბაბილონელების, ეგვიპტელებისა და სხვა. განვითარებული ასტრალური კულტები მაგ., ბაბილონელების ღვთაებათა პანთეონში შედიოდა უზენაეს ღვთაებათა შვიდეული:
სინი (მთვარე),
შამაში (მზე),
მარდუქი (იუპიტერი),
იშთარი (ვენერა),
ნერგალი (მარსი),
ნაბუ (მერკური) და
ნინურტა (სატურნი).
მათგან უდიდეს ღვთაებებად ითვლებოდნენ მთვარე და მზე. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის ღვთაებათა პანთეონში მზე უმთავრესად ქალღვთაების სახით იყო წარმოდგენილი. ბერძნები მას მამაკაცად წარმოადგენდნენ, მამაკაცად იყო მიჩნეული სემიტების მზის ღვთაებაც.
საქართველოში ასტრალური კულტებმა ძველთაგანვე განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია და სხვადასხვა წეს-ჩვეულებათა სახით გვიანობამდე შემორჩა. აქაც ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში პირველი ადგილი მზეს და მთვარეს ეკავა. ამასთან, მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალღვთაების სახით (მზექალი, ბარბალე), ხოლო მთვარე - მამაკაცის სახით.
ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე. ძვ. საქართველოში მზის კულტთან ერთად არსებობდა განვითარებული მთვარის კულტი. მთვარის ღვთაებას, ზოგიერთი შეხედულებით,პირველი ადგილი ეკავა ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში. მისი ერთ-ერთი ტაძარი აღმართული იყო იბერიისა და ალბანეთის საზღვარზე. მთვარის კულტს ძველ საქართველოში ბევრი რამ ანათესავებს იმ ხალხთა (ასურელები, ბაბილონელები, საბიელები, ძვ. არაბები და სხვა) რელიგიის წარმოდგენებთან, რომელთაც მთვარე უმთავრეს ღვთაებად და მამაკაცად მიაჩნდათ. ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ ქართული ლამპრობა და საბიელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. ორივე 24 იანვარს აღინიშნებოდა, ოღონდ ქართველები მთვარის სადიდებლად არყის ხის ტოტებს ანთებდნენ, საბიელები კი - პალმის ტოტებს.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ძველ კულტურულ ხალხებში, თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ხალხის რწმენით მზის ამოსვლის წინამორბედი ეს მნათობი სხვა ვარსკვლავებზე მეტად ჰგავდა მზეს. სვანეთი ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ქართველები ცისკრის ვარსკვლავის სადიდებელ რიტუალს სხვადასხვა დღეობებში ასრულებდნენ.
ქართველთა ასტრალურ რელიგიაში ასახულულია ქართველი ხალხის ისტორიულ წარსულის, ყოფა-ცხოვრების, მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს თავისებურებანი. მაგ., დაწინაურებელი მელითონეობის საფუძველზე ქართველ ტომებში აღმოცენდა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვით, რკინის ჭედვა ხალხს ასწავლა ცისკრის ვარსკვლავთან დაკავშირებული ქალღმერთის, "ოქროსნაწნავიანი" დალის (ნადირთ პატრონის) შვილმა, "ოქროსკბილიანმა" ამირანმა. ოქრო და ოქროსფერი მზეს უკავშირდებოდა. ხალხს სწამდა, რომ მზე ოქროს ბურთია და ქვეყანას ოქროს სხივებს ჰფენს. სვანური თქმულების "მზე და მთვარის" მიხედვით, საღამოს ზღვაში ჩასვენების დროს მზე ოქროს აბნევს და თუ კაცმა ამ დროს კვერნის ტყავი ზღვაში ჩადო, ტყავი ოქროთი დაიფარება.
ქართული ასტრალური კულტების ერთ-ერთი თავისებური ელემენტთა საახალწლო ჩიჩილაკი და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ჩიჩილაკის ერთ-ერთ სახეობას რაჭა-ლეჩხუმში გვერგვი ეწოდებოდა. მას შიგნით ჯვრის სახით ჰქონდა დატანებული თხილის ორი კანჩათლილი ჯოხი, ე. წ. "პაპაჯვარი". გვერგვი მზეს, სხივოსნობას განასახიერებდა და მას მზის ღვთაების ემბლემის მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული პანთეონი თავდაპირველად სამ დიდ ღვთაებას აერთიანებდა, მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა რელიგ. პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღვთაება, ანუ მორიგე, მეორე ადგილი მზე ქალად წოდებულ მზის ქალღვთაებას ეკავა, ხოლო მესამე კვირიას, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ადგილობრივი ანუ მიწიერ ღვთაებებსა და მორიგეს შორის.
ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს.
მეგრულში_
კვირა დღეა ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს;
ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე;
სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე;
ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე;
ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე;
პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე.
ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამშაბათი (მეგრ. თაშხა - თახაშხა) ქართველებისათვის მარსის და მისი ღვთების, თახას დღე უნდა ყოფილიყო. ოთხშაბათის მეგრულ-ჭანურ-სვანურ სახელში შემავალი "ჯუმა" შეიძლება იყოს მერკურის ძველი ქართული სახელი. ხუთშაბათის მეგრული სახელი ცაშხა ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ცისკრის ვარსკვლავის, ხოლო პარასკევისა - ობიშხა - იუპიტერის დღის შესატყვისად. შაბათ დღის ქართული სახელი არ ჩანს არც სვანურში და არც მეგრულ-ჭანურში. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. მართალია, მწკრივში ხუთი დღე დასახელებულია ბერძნულად, რაც მოწმობს, რომ ბერძნულ სახელებს განუდევნია სამწერლობო ქართული ენიდან შვიდეულია დღეთა ძველი ქართული სახელები, მაგრამ აქ დღეთა და მნათობთა სახელების დალაგების წესი ბერძნულს არ უდგება. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფრიდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპიტერისა), შაბათი - კრონოსისა.
სინი (მთვარე), Нанна , Чандра, ხონსუ , Цукиёми
შამაში (მზე),ამონი (ამონ-რა) რა სურია Гиорги, ჰელიოსი , ინტი , ტონატიუ
მარდუქი (იუპიტერი), ამონი ,ზევსი, იუპიტერი
იშთარი (ვენერა),ინანა ისიდა , აფროდიტა, ვენერა.
ნერგალი (მარსი),არესი,მარსი.
ნაბუ (მერკური),თოტი, (კრიშნა?) ჰერმესი, მერკური.

Комментариев нет:
Отправить комментарий