,,ხედავ, შვილო, რა ძალა აქვს სინანულს? მეც ჩემი წილი ომი მაქვს მოსაგები; ამ ბრძოლაში კი სინანული და სკვნილია ბერის მახვილი. იესუს ლოცვაში უფლის განდიდებაცაა და მლოცველის სინანულიც…” (მამა გაბრიელი)
მამაო, რას გულისხმობს ,,იესოს ლოცვა”?
ეს გახლავთ ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, ზუსტი მისამართით გაგზავნილი მოკლე და მოკრძალებული თხოვნა სულის გადასარჩენად.
რატომ ეწოდება ,,იესოს ლოცვა”?
,,იესოს ლოცვა” ეწოდება იმიტომ, რომ სწორედ იმისთვის მოევლინა იესო ქრისტე ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებას, რომ ადამიანს შეეცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, რათა მაცხოვარს ხელი გამოეწოდებინა დაცემული ადამის ძეთა მიმართ და ეხსნა მთელი მოდგმა ცოდვის მონობისაგან. ეს ლოცვაც ამ შინაარსს მოიცავს.
,,იესოს ლოცვას” სრულყოფილი ეწოდება. რატომ?
ისევე, როგორც ავაზაკმა რამდენიმე სიტყვით მთელი ღვთისმეტყველება გამოხატა და სული იცხოვნა, ანუ სრულყოფილად შეფასდა ეს სიტყვები მაცხოვრისაგან, მსგავსად ამისა, სრულყოფილია წმიდა მამების მიერ წარმოთქმული ეს ლოცვა. მაცხოვარიც ამბობდა, რომ ადამიანი არა მრავალსიტყვაობით მოხიბლავს უფალს და ამით იცხოვნებს სულს, არამედ მოკლედ უნდა გადმოსცეს ლოცვისას თავისი გულწრფელი სიმდაბლე , რწმენა, სასოება, სიყვარული და ამით მიიღებს მაცხოვრის მიერ შეწყალებას.
რა არის ამ ლოცვის უპირატესობა?
ამ ლოცვის უპირატესობა ისაა, რომ მისი წყალობით ყველას მარტივად შეუძლია მიეახლოს უფალს, ხშირად და პერიოდულად გაიმეოროს ეს სიტყვები და სულიერი საფეხურებით ამაღლდეს მაცხოვრამდე. არსებობს ერთი პატერიკი: ამ ლოცვას ერთი წმიდა ბერი ხშირად იმეორებდა თავის კელიაში. მას თან ერთი პატარა ჩიტი ჰყავდა და ეს ლოცვა ამ ჩიტმაც ზედმიწევნით დაისწავლა. ერთხელ ფრინველმა კელიიდან გარეთ გაფრენა შეძლო, ბერიც დაედევნა. იქვე ახლოს მყოფმა ძერამ ამ ჩიტს დაუწყო მონადირება. ჩიტმა შიშისაგან სწორედ ,,იესოს ლოცვის’’ თქმა დაიწყო მიყოლებით და ბერმა სასწაული იხილა: ძერამ კონტროლი დაკარგა, უცნაურად იწყო ფრენა, შემდეგ იქვე უფსკრულში გადაეშვა, კლდეებს დაენარცხა და სული განუტევა. ბერმა კი ჩაიწერა ეს ამბავი და თავისი მოსაზრებაც დაგვიტოვა: თუკი ჩიტის მიერ წარმოთქმულმა, თუნდაც ინსტიქტურად დაზეპირებულმა ლოცვამ ძერა ასე დაამარცხა, ადამიანის მიერ ნათელი გონებითა და წმიდა გულით ნათქვამი იესოს ლოცვით თვით ბოროტი სულებიც ასევე დამარცხდებიანო კაცთა მიმართ.
ერში მცხოვრებმა ადამიანმა რა ქნას, როგორ დაეუფლოს ამ ლოცვას?
ამ ლოცვას რიგითი მორწმუნე მოძღვრის კურთხევით გარკვეული რაოდენობით რამდენჯერმე ხშირად წარმოთქვამს ლოცვისას, ასევე, ცოდვათა განსაკურნებლად მიცემული კანონისას მეტანიების დროსაც ამბობს.
ამ ლოცვაში წარსამატებლად რა მეთოდები, ხელშემწყობი საშუალებები არსებობს? რას გვირჩევთ, მამაო?
როგორც ხატმწერ-რესტავრატორი ნელ-ნელა სწმენდს დაბურულ ხატს და მაცხოვრის სახეც თანდათან მკვეთრდება, ასევე, განსაცდელის ჟამს ყოველი ქრისტიანი ამ ლოცვას გარკვეული რაოდენობით უნდა წარმოსთქვამდეს და ამით ნელ-ნელა უნდა გამოსახავდეს თავის გულში უფლის ხატებას. მოძღვრის კურთხევით, არსებობს ფსკვნილზე ლოცვის წესიც, რომ გარკვეული სათვალავი არ აგვერიოს და უკეთ განვსაზღვროთ რიცხვითი ათვლა ლოცვისას. ფსკვნილს ხშირად კრიალოსანსაც უწოდებენ. ეს სიტყვა ,,იესოს ლოცვის” შემოკლებითი ვარიანტია. „კრიალოსან“ – „კირიე-ელეისონ“ (ბერძნ.) – „უფალო შეგვიწყალენ“.
უფალმა იესო ქრისტემ, ძე ღვთისამ შეგვიწყალოს ჩვენ ცოდვილნი. ამინ!
თათია ნავროზაშვილი.
ambioni.ge
უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც ,,იესოს ლოცვას” ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ,,იესოს ლოცვის” მნიშვნელობაზე ინტერნეტ-ჟურნალ ,,ამბიონს” წმიდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე ესაუბრა:
მამაო, რას გულისხმობს ,,იესოს ლოცვა”?
ეს გახლავთ ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, ზუსტი მისამართით გაგზავნილი მოკლე და მოკრძალებული თხოვნა სულის გადასარჩენად.
რატომ ეწოდება ,,იესოს ლოცვა”?
,,იესოს ლოცვა” ეწოდება იმიტომ, რომ სწორედ იმისთვის მოევლინა იესო ქრისტე ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებას, რომ ადამიანს შეეცნო ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე, რათა მაცხოვარს ხელი გამოეწოდებინა დაცემული ადამის ძეთა მიმართ და ეხსნა მთელი მოდგმა ცოდვის მონობისაგან. ეს ლოცვაც ამ შინაარსს მოიცავს.
,,იესოს ლოცვას” სრულყოფილი ეწოდება. რატომ?
ისევე, როგორც ავაზაკმა რამდენიმე სიტყვით მთელი ღვთისმეტყველება გამოხატა და სული იცხოვნა, ანუ სრულყოფილად შეფასდა ეს სიტყვები მაცხოვრისაგან, მსგავსად ამისა, სრულყოფილია წმიდა მამების მიერ წარმოთქმული ეს ლოცვა. მაცხოვარიც ამბობდა, რომ ადამიანი არა მრავალსიტყვაობით მოხიბლავს უფალს და ამით იცხოვნებს სულს, არამედ მოკლედ უნდა გადმოსცეს ლოცვისას თავისი გულწრფელი სიმდაბლე , რწმენა, სასოება, სიყვარული და ამით მიიღებს მაცხოვრის მიერ შეწყალებას.
რა არის ამ ლოცვის უპირატესობა?
ამ ლოცვის უპირატესობა ისაა, რომ მისი წყალობით ყველას მარტივად შეუძლია მიეახლოს უფალს, ხშირად და პერიოდულად გაიმეოროს ეს სიტყვები და სულიერი საფეხურებით ამაღლდეს მაცხოვრამდე. არსებობს ერთი პატერიკი: ამ ლოცვას ერთი წმიდა ბერი ხშირად იმეორებდა თავის კელიაში. მას თან ერთი პატარა ჩიტი ჰყავდა და ეს ლოცვა ამ ჩიტმაც ზედმიწევნით დაისწავლა. ერთხელ ფრინველმა კელიიდან გარეთ გაფრენა შეძლო, ბერიც დაედევნა. იქვე ახლოს მყოფმა ძერამ ამ ჩიტს დაუწყო მონადირება. ჩიტმა შიშისაგან სწორედ ,,იესოს ლოცვის’’ თქმა დაიწყო მიყოლებით და ბერმა სასწაული იხილა: ძერამ კონტროლი დაკარგა, უცნაურად იწყო ფრენა, შემდეგ იქვე უფსკრულში გადაეშვა, კლდეებს დაენარცხა და სული განუტევა. ბერმა კი ჩაიწერა ეს ამბავი და თავისი მოსაზრებაც დაგვიტოვა: თუკი ჩიტის მიერ წარმოთქმულმა, თუნდაც ინსტიქტურად დაზეპირებულმა ლოცვამ ძერა ასე დაამარცხა, ადამიანის მიერ ნათელი გონებითა და წმიდა გულით ნათქვამი იესოს ლოცვით თვით ბოროტი სულებიც ასევე დამარცხდებიანო კაცთა მიმართ.
ერში მცხოვრებმა ადამიანმა რა ქნას, როგორ დაეუფლოს ამ ლოცვას?
ამ ლოცვას რიგითი მორწმუნე მოძღვრის კურთხევით გარკვეული რაოდენობით რამდენჯერმე ხშირად წარმოთქვამს ლოცვისას, ასევე, ცოდვათა განსაკურნებლად მიცემული კანონისას მეტანიების დროსაც ამბობს.
ამ ლოცვაში წარსამატებლად რა მეთოდები, ხელშემწყობი საშუალებები არსებობს? რას გვირჩევთ, მამაო?
როგორც ხატმწერ-რესტავრატორი ნელ-ნელა სწმენდს დაბურულ ხატს და მაცხოვრის სახეც თანდათან მკვეთრდება, ასევე, განსაცდელის ჟამს ყოველი ქრისტიანი ამ ლოცვას გარკვეული რაოდენობით უნდა წარმოსთქვამდეს და ამით ნელ-ნელა უნდა გამოსახავდეს თავის გულში უფლის ხატებას. მოძღვრის კურთხევით, არსებობს ფსკვნილზე ლოცვის წესიც, რომ გარკვეული სათვალავი არ აგვერიოს და უკეთ განვსაზღვროთ რიცხვითი ათვლა ლოცვისას. ფსკვნილს ხშირად კრიალოსანსაც უწოდებენ. ეს სიტყვა ,,იესოს ლოცვის” შემოკლებითი ვარიანტია. „კრიალოსან“ – „კირიე-ელეისონ“ (ბერძნ.) – „უფალო შეგვიწყალენ“.
უფალმა იესო ქრისტემ, ძე ღვთისამ შეგვიწყალოს ჩვენ ცოდვილნი. ამინ!
თათია ნავროზაშვილი.
ambioni.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий