ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 июля 2013 г.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის შესახებ.

წმიდა მარკოზ ეფესელი († 1447 )

“ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გაერთიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემომტანნი, არამედ – ერეტიკოსებიც. ამაზე ეკლესია იმიტომ დუმდა, რომ მათი მოდგმა ჩვენზე ბევრად მეტი და ძლიერია.” “თუკი ლათინებმა გეზს სრულიად გადაუხვიეს სულიწმიდის საკითხში, რომლის გმობა ყველაზე დიდი საშიშროებაა, ე.ი. ცხადია, ისინი ერეტიკოსები არიან და ჩვენ მათ მოვიკვეთთ, როგორც ერეტიკოსებს.” “ასე რომ, ძმანო, გაექეცით ლათინთა სიახლეებს – მათ შემომტანებსა და დამამკვიდრებელთ და ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებულებმა თავი მოიყარეთ ჩვენს ერთიან სათავეში – ქრისტეში” (Ахрим. Амвросий(Погодин). Святой Марк Ефесскийи Флорентийская Уния. М. 1994. стр. 333,355)



წმიდა ფოტი კონსტანტინოპოლელი ( † 891 )


“ლათინებმა არა მარტო შეიტანეს სხვადასხვა უკანონობანი, არამედ ისეთი თავხედობა გამოიჩინეს, რომ უტიფრად შეიტანეს სიცრუე მრწამსშიც კი, რომელიც ყველა კრების დადგენილებით ნაბრძანებია უცვლელად იქნეს დაცული, (ო, მზაკვრის მოხერხება! ) – თითქოსდა სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; ამით მათ წმიდა სამების შესახებ ძირითადი დოგმატი დაარღვიეს.



წმიდა გრიგორი პალამა († 1360 წ. ახლოს)

“ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ მანამ, სანამ ილაპარაკებთ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც”.



ღირსი თეოდოსი პეჩორელი († 1070 )

“თავიანთი მრავალი მწვალებლობით ლათინებმა მთელი დედამიწა შეურაცხყვეს... ლათინურ სარწმუნოებაში მარადიული ცხოვრება არ არსებობს.” (Н. Н. Воейков. Церков, Русьи Рим. Джорданвилл, 1983. стр. 239).



ღირსი პაისი ( ველიჩკოვსკი) († 1794)

ლათინები “არსით ქრისტიანები არ არიან” (Сочинения о знаменин Честнаго и Животворящего Креста. Рк. БАН. 13. 1. 24. гл. 11. л. 39,88 об.).



წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) (†1867)


“პაპიზმი – ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი და რომლიდანაც ხის ტოტებივით წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული სწავლებანი; პაპიზმი პაპს მიაწერს ქრისტეს თვისებებს, რითაც უარყოფს ქრისტეს, დასავლეთის ზოგიერთი მწერალი თითქმის აშკარად ადასტურებს ამ უარყოფას, რაკი აცხადებს, რომ უფრო ნაკლები ცოდვაა ქრისტეს უარყოფა, ვიდრე პაპისაგან განდგომა. პაპი პაპისტებისათვის ღვთაებაა, კერპია. ამ საშინელი ცდომილების მიზეზით ღვთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი ერთგულობენ მხოლოდ თავიანთ თავსა და სატანას, რომელიც ყოველი მწვალებლობის, მათ შორის პაპიზმისაც, გამომგონებელი და მამაა. არც ერთი მწვალებლობა ასე ღიად და თავხედურად არ აცხადებს თავის გულზვიადობას, ადამიანის სასტიკ უგულებელყოფას და მის სიძულვილს.” (Оересиирасколе, “ПРАВОСЛАВНОЕ ЧТЕНИЕ”. М. 1992. N? 5-6 стр. 5).

“ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მუდამ იტირებთ. შეუდექით ახალი აღთქმისა და მარლთმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა ნააზრევის კითხვას (და არამც და არამც ტერეზასი, ფრანცისკოსი და დასავლეთის სხვა შეშლილებისა, რომელთაც ერეტიკული ეკლესია წმინდანებად ასაღებს!).

“მალპასის მსგავსად განდეგილობაში ძლიერ ეშმაკეულ ხიბლს მიაღწიეს ფრანცისკ ასიზელმა, ეგნატე ლოიოლამ და ლათინობის სხვა მოღვაწეებმა ( დასავლეთის ეკლესიის აღმოსავლეთისაგან ჩამოშორების შემდეგ), რომლებიც ამ ეკლესიის წიაღში წმინდანებად არიან აღიარებულნი” (იქვე. ტ. 5. გვ. 69).

“პაპის პროპაგანდა იმ აზრის გავრცელებას ემსახურება, რომ პაპის უზენაესი თვითმპყრობელური განუსაზღვრელი ძალაუფლება მთელ სამყაროზე ვრცელდება. ასეთი პროპაგანდა სწავლების ხარისხს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. მისთვის ყველაფერი დასაშვებია, რაც მიზანს ემსახურება – თვით ქრისტეს რწმენის შეცვლაც კი, კერპების რწმენაც კი (იქვე. გვ. 252-253.).



ღირსი ამბროსი ოპტინელი († 1891)


“აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა დროიდან დღემდე სიახლეებისაგან შეულახავად და უცვლელად იცავს როგორც სახარებას, ასევე მოციქულთა სწავლებასა და მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს. რომის ეკლესია კი დიდი ხანია მწვალებლობისა და ახალი წესებისაკენ გადაიხარა”. და შემდეგ: “რომის ეკლესია... კრებებისა და მოციქულთა დადგენილებებს წმინდად არ ინახავს, სრულებით აღარ მიეკუთვნება ერთიან, წმიდა და სამოციქულო ეკლესიას” (Собрание писем блаженной памяти оптинского старца иеромонаха Амвросия к мирским особам. ч. 1. Сергиев Посад, 1913, стр. 231, 232, 235).

“ჭეშმარიტება მოწმობს, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ჩამოშორდა” (იქვე. გვ. 234).



წმიდა თეოფანე დაყუდებული († 1894)

“დედამიწაზე იყო ერთიანი სარწმუნოების მქონე ერთი ეკლესია. მაგრამ მოვიდა ცდუნება – პაპი თავის მიმდევრებთან ერთად ამპარტავნებამ გაიტაცა და ერთიან სარწმუნოებასა და ეკლესიას ჩამოშორდა” (Писма кразным лицам о разных предметах веры и жизни. М., 1892, стр. 45).

“გწამდეს, რომ სულიწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან — ეს არის აუცილებელი დოგმატი, ხოლო გწამდეს ლათინურად, რომ ის გამოდის ძისაგანაც, არის ეკლესიიდან გადახვევა, ანუ მწვალებლობა” (Писма о христианской жизни. М. 1908, стр. 37).



ღირსი იოანე კრონშტადტელი († 1908)

“აქამდე ჩვენ თანხმობითა და ერთაზროვნად გვწამს სიმბოლო სარწმუნოებისა და მისთვის იოტისოდენიც არა მიგვიმატებია, რათა სიყალბის მიმატების გამო ხსნა არ დავკარგოთ, როგორც კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და ანგლიკანებმა” (Живой Колос. Выписки из дневника за 1907-1908 гг, СПБ, 1909, стр. 4).

“მართლმადიდებელთაგან ვინ არ მოისურვებს კათოლიკეებთან ან ლუთერანებთან ერთობას, მათთან ერთად ქრისტეში ყოფნას, ერთ ჭეშმარიტ ეკლესიად, მორწმუნეთა ერთ საზოგადოებად! მაგრამ ამ ე.წ. კათოლიკური ეკლესიის იერარქებიდან, განსაკუთრებით, სათავეში მდგომთაგან, რომლებიც იწოდებიან პაპებად, არქიეპისკოპოსებად და ეპისკოპოსებად, ანდა ქსენძებად, პატერებად – ვინ დათანხმდება განუდგეს თავის ცდომილებას? არავინ. ჩვენ კი ვერ დავეთანხმებით მათ ერეტიკულ სწავლებებს ისე, რომ ჩვენს სულიერ ხსნას ზიანი არ მივაყენოთ... განა შეიძლება ორი შეუთავსებელი რამის – სიყალბისა და ჭეშმარიტების შეთავსება? (იქვე. გვ. 31.).

“კათოლიკე იეზუიტებმა პაპის საამებლად, მისი გულის მოსაგებად, ასევე თავიანთი მდაბალი შეხედულებებისა და მიზნების მისაღწევად, დაამახინჯეს სახარების კანონები იმისი მტკიცებით, რომ თავიანთი ანგარებისმოყვარული ან რელიგიური მიზნების მისაღწევად მათ შეუძლიათ მიმართონ ყოველგვარ უკანონო საშუალებებს; მაშასადამე, მკვლელობასაც... და კოცონზედაც კი დაწვან მართლმადიდებლები” (იქვე. გვ.31-32). “ჭეშმარიტია იესო ქრისტეს სიტყვები: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს”(მათ. 12.30). კათოლიკეები, ლუთერანები და რეფორმატორები ქრისტეს ეკლესიას ჩამოშორდნენ... ისინი აშკარად მიდიან ქრისტეს და მისი ეკლესიის წინააღმდეგ... მარხვებს პატივს არ სცემენ, რწმენის მხსნელ დოგმატებს ამახინჯებენ. ისინი ჩვენთან არ არიან, ჩვენს წინააღმდეგ და ქრისტეს წინააღმდეგ არიან” (იქვე, გვ. 32-33).

“ეს სავსებით ერეტიკული ეკლესიაა” (იქვე, გვ.35).

“იესო ქრისტეს სურვილი რომ ჰქონოდა, თავისი ეკლესიისათვის, მისი ამაღლების შემდეგ, სხვა მეთაური, თავისი ნაცვალი ან მოადგილე მიეცა, როგორც პაპები ამბობენ და დედამიწაზე ქრისტეს ნაცვლებად თვლიან თავს, ამას ამაღლებამდე თვითვე ნათლად გააცხადებდა, რადგან ეს ადამიანების სულთა ხსნის უმნიშვნელოვანესი დოგმატია. ამის შესახებ მოციქულებიც გამოაცხადებდნენ ან ვინმე თავს გამოაცხადებდა მოადგილედ, მაგრამ ამაზე სიტყვა არავის დასცდენია; როგორც ქრისტე ბრძანებს: “რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაÎ, იყავნ თქუენდა მსახურ”(მათე, 20.26). “ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ” (მათე,23.8). (იქვე. გვ. 35).

“პაპისტებმა პაპი ეკლესიის თავად ცნეს, ტახტზე ქრისტეს მაგიერ აიყვანეს და გააღმერთეს. თვით ქრისტე კი მეორე პლანზე დააყენეს. პაპი მათ ქრისტეს ნაცვლად გახადეს, იმ დროს, როცა ქრისტე ჰგიეს ჩვენს შორის: “მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მათ. 28. 20). მაგრამ შეხედეთ, რამდენი ცდომილეებაა პაპის (და არა ქრისტეს) სარწმუნოებაში დაშვებული, უცნაური და ღვთის მგმობელი ცდომილებანი, და თქვენ, აღშფოთებითა და გულისწყრომით შეძრწუნებულნი, მას ზურგს შეაქცევთ! ო, ადამიანთა ქედმაღლობავ! ო, სატანურო ქედმაღლობავ! ვითომ პაპი შეუცდომელია! ო, იეზუიტობავ! (იქვე. გვ.36).

“ქრისტე ღმერთი არის ეკლესიის ერთადერთი თავი ზესკნელში, დედამიწასა და ქვესკნელში; შეიძლება თუ არა პაპიადამიანი იყოს ზეცაში არსებული ეკლესიის თავი? არა, არ შეიძლება. და საერთოდაც, შეუძლია თუ არა იყოს მთელი დედამიწის ეკლესიის თავი და ადამიანთა მიწიერ და იმქვეყნიურ ხვედრს განაგებდეს –პაპი, ცოდვილი ადამიანი? ბევრი იყო მათ შორის ღირსეული?”(იქვე. გვ. 37-38).

“კათოლიკეებმა თვით უბრძენესი ქრისტეს სწავლება გარდაქმნეს, სწავლება ზეციური მასწავლებლისა, რომლის გარეშეც არავინ იცის მამა, მხოლოდ – ძემ. ქრისტე ბრძანებს, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან, კათოლიკეები, ლუთერანები და ანგლიკანები კი ამბობენ, ის მამისაგანაც გამოვალს და ძისაგანაც. ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეთ სულიწმიდის გმობა და მასზე სიცრუის აგება. სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება არც ამ, არც მომავალ საუკუნეებში. თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ მოციქულის სიტყვები: “არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ” (გალ. 1.8.). ეს სიტყვები არის თუ არა საშინელი? “ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ” (მათ. 24.35). (იქვე, გვ. 38-39).

“კათოლიკეები როგორი გააფთრებით ექაჩებიან მართლმადიდებლებს კათოლიციზმში - დამღუპველ რწმენაში! ღმერთო, დაიფარე მართლმადიდებლობა მძვინვარე, ულმობელი კათოლიციზმისაგან, რომელშიც ყველაფერი პაპის, იეზუიტების თვითნებობას ექვემდებარება” (იქვე, გვ. 40).

“სწორედ მისი შეუმცდარობა შეიცავს მის უდიდეს ცოდვიანობას, ვინაიდან პაპი ცოდვილი ადამიანია და უბედურებაა, თუ თავის თავზე შეექმნა წარმოდგენა, რომ უცოდველია. პაპის კათოლიკურმა ეკლესიამ სულებისათვის დამღუპველი რამდენი ცდომილება მოიგონა და შეიტანა დოგმატებში, რელიგიურ წეს-ჩვეულებებში, კანონიკურ წესებში, ღვთისმსახურებაში” (Св. Прав. Иоан Кронштадский. Христианская философия. СПБ. 1902, М. 1992. Стр. 99).

“კათოლიკური ცხოვრების ყველა საუკუნეს წითელ ხაზად გასდევს — მართლმადიდებლობის სიძულვილი, ფანატიზმი, მართლმადიდებელთა დევნა და მკვლელობანი. ქრისტემ ასეთი სული გვიანდერძა? ვის, ვის, და კათოლიკეებს, ლუთერანებსა და რეფორმატორებს ეთქმის: “მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? (ლუკ. 9. 55.). (იქვე, გვ. 116).

“პაპი და პაპისტები იმდენად გაყოყოჩდნენ, იმდენად განიდიდეს თავი, რომ თვით ქრისტეს, ღვთის იპოსტასური სიბრძნის წყაროს გაკრიტიკებაც კი გაბედეს და თავისი ამპარტავნება იმდენად განავრცეს (დოგმატების “განვითარების” საბაბით), რომ შერყვნეს უფლის ზოგიერთი მცნება, სიტყვა და მითითება, რომლებიც უცვლელი უნდა იყოს ქვეყნიერების დასასრულამდე, მაგალითად: სიტყვა სულიწმიდის შესახებ, მცნება მისი წმიდა სისხლის შესმის შესახებ, რაც კათოლიკეებმა აღუკვეთეს ერისკაცებს. მათ არაფრად ჩააგდეს მოციქულ პავლეს სიტყვები: “რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს” (I კორ.11.26). ლიტურგიის დროს გაფუებული პურის – სეფისკვერის ნაცვლად კათოლიკეები იყენებენ უფუარს – ხმიადს (იქვე, გვ.117).

“მას შემდეგ, რაც ეკლესიის მიწიერი თავი – ცოდვილი პაპი აირჩიეს, კათოლიკეები მოსწყდნენ სრულიად ეკლესიის თავს – ქრისტეს” (იქვე, გვ119).

“მოდით ჩვენთან თქვენ, რომლებიც თავს კათოლიკეებს უწოდებთ, ჩვენ კი სქიზმატებს გვიწოდებთ – შევეჯიბროთ, ღვთიური სიმართლით, ღვთიური ცენზით მიუდგომლად, მიუკერძოვებლად შევხედოთ არა ღვთისაგან, არამედ პაპისაგან დალოცვილ თქვენს წმინდანებს და ჩვენს წმიდანებს შევუდაროთ, რომლებიც თვით ღვთისაგან დამოწმებული სასწაულთმოქმედებებით კურნავენ მათთან რწმენით მისულ მართლმადიდებლებს;რამოდენა სხვაობაა! ჩვენი ჭეშმარიტი რწმენა როგორ ბრწყინავს და თქვენს მწვალებლობებითა და ყალბი სიბრძნეებით ისედაც დაბინდულ რწმენას როგორ ჩრდილავს.”

“ო, ადამიანთა ცრუსიბრძნევ! ო, ცბიერებავ, ო, სიცრუის მზაკვრობავ! აღუკვეთეთ ერისკაცთ ქრისტეს სისხლი, კაცთა ცოდვების განწმენდისათვის დათხეული, ო, უთაურო მეთაურობავ, ჭეშმარიტი მეთაურის – ქრისტე ღმერთის წინააღმდეგ მოქმედო” (იქვე, გვ. 157).



აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლე

“ერთიანი, წმიდა სამოციქულო ეკლესია კვლავ გამცნობთ ყველას, რომ ეს ახალშემოღებული სწავლება, თითქოს სულიწმიდა როგორც მამისაგან, ასევე ძისაგანაც გამოდის არის ნამდვილი მწვალებლობა და მისი მიმდევრები, ვინც არ უნდა იყვნენ – არიან მწვალებლები. მათგან შემდგარ საზოგადოებას კი, მწვალებლური საზოგადოება ეწოდება. მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი წევრის სულიერი ერთობა მათთან არის ურჯულოება.” მიმართვას ხელს აწერს აღმოსავლეთის ეკლესიის ოთხი პატრიარქი: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის თავიანთ სინოდებთან ერთად (Ватикан: Натиск на восток. Догматические послания православных иерархов XVII-XIX веков о православной вере. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1995. Стр. 206-207).

Комментариев нет:

Отправить комментарий