ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა.თავი 27-28.

თავი 27-28

როზენკრეიცერთა ორდენი,
თეოსოფიური საზოგადოებები.


27 .როზენკრეიცერთა ორდენი

თავის ანტიქრისტეანულ მუშაობაში YMCA-ს მრავალი მოკავშირე ჰყავს მსოფლიო მასონობის ისეთ განსაკუთრებულ განშტოებაში, როგორიც არის როზენკრეიცერობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასონობის მსგავსი ყველა საიდუმლო ორგანიზაცია ერთ განსაზღვრულ მიზანს მისდევს და ჰყავს ერთი საზოგადო მმართველობა. ეს მიზანია - დიდი ინტერნაციონალის ძალაუფლებით მსოფლიოს დაპყრობა და დამონება.

ბრძოლა სხვადასხვა გზით წარმოებს, მაგრამ გამაერთიენებელი მიზანი ერთია.

მასონური ლოჟები ბრძოლას აწარმოებენ ძირითადად სახელმწიფოებში პოლიტიკური ზეგავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როზენკრეიცერები, თეოსოფები და მათი მსგავსნი ბრძოლას კაცობრიობის სულიერი და ზნეობრივი გახრწნისთვის იღვწიან. მათი უმთავრესი მიზანია ცხოვრების საფუძვლის - რელიგიის დანგრევა.

მასონობისა და როზენკრეიცერობის სიახლოვეს არ უარყოფენ არც მასონები და არც როზენკრეიცერები. ამასთან, ეს უკანასკნელნი, ანუ როზენკრეიცერები ამბობენ, რომ მასონობა თავის სათავეს სწორედ როზენკრეიცერობიდან იღებს, ოღონდ პოლიტიკისა და მატერიალიზმის განხრით და, რომ მასონებისთვის ძალზედ ადვილია ძველ, ჭეშმარიტ გზაზე, ანუ როზენკრეიცერობაზე მობრუნება. მასონები როზენკრეიცერებს მასონობის ერთ ერთ განშტოებად მიიჩნევენ, ოღონდ მისტიციზმის განხრით.

მასონურ ორდენში როზენკრეიცერები წარმოადგენენ განდობის 18-ე საფეხურს. "რადგან მასონობის პირველ საფეხურებს მრავალი ადამიანი განეკუთვნებობდა, - ამბობს მასონი ლუი ბლანი, - რომლებიც თავისი მდგომარეობითა და შეხედულებით უარყოფითად ეკიდებოდა სოციალური გადატრიალების ყოველგვარ პროექტს, მასონობის რეფორმატორებმა გაამრავლეს მისტიკური კიბის საფეხურები, რომლებზეც შეეძლოთ ასვლა განდობილებს; მათ შექმნეს კულისებსმიღმა ლოჟები, რომლებიც განკუთვნილი იყო მხურვალე სულთათვის და დააწესეს უმაღლესი ხარისხები: მზის რჩეული რაინდები, მკაცრი მორჩილება, კალოშა ანუ აღორძინებული ადამიანი და როზენკრეიცერობა".

სიტყვა "როზენკრეიცერი" წარმომდგარია ორი სიტყვის - "ვარდისა" და "ჯვრის" შეერთებისგან.

დროთა განმავლობაში, პროფანების (გაუნდობელთა) შესაცდენად და მუშაობის გასაადვილებლად აუცილებელი იყო როზენკრეიცერობის გამოყოფა დამოუკიდებელ ორგანიზაციად. ამგვარად, როზენკრეიცერობის საფეხური ისევ მასონობაში დარჩა, ხოლო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მრავალი განცალკევებული როზენკრეიცერული ორდენი აღმოცენდა.

როზენკრეიცერთა ორდენს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ლეგენდის მიხედვით ის XIV საუკუნეში დაუარსებია ვინმე ქრისტეან როზენკრეიცს, რომელსაც აღმოსავლეთში თავისი მოგზაურობის დროს სპარს და ეგვიპტელ მოგვთა საიდუმლოებები უსწავლია, ხოლო ევროპაში დაბრუნების შემდეგ ეს საიდუმლოებები თავისი მოწაფეებისთვის გადაუცია, რომლებთან ერთად საიდუმლო საზოგადოებაც დაუფუძნებია. ხოლო ისტორიულად როზენკრეიცერების ორდენი XVII საუკუნეში აღმოცენდა. მისი ინიციატორი იოჰან ვალენტინ ანდრე გახლდათ. ორდენი მიზნად ისახავდა "ეკლესიის გაუმჯობესებას" და ადამიანის სულიერ აღორძინებას. მასონური ლიტერატურის მითითბით, როზენკრეიცერები არიან "თავისუფლად მოაზროვნეები", რომლებმაც დაიწყეს "საეკლესიო სქოლასტიკისა და ფანატიზმის უღრანი ტყის გაკაფვა", ანუ გასაგები ენით რომ ვთქვათ, ომი გამოუცხადეს ეკლესიას.

"მათგან, როზენკრეიცერებისგან, - ამბობს მასონი მწერალი ნისი, - გამოდიან აზროვნების ნოვატორები, მათ სწავლებას უკავშირებდნენ თამამ თეორიებს, ოფიციალური ორთოდოქსული მეცნიერება თავის უარყოფით კრიტიკაში როზენკრეიცერულ აზროვნებას ხშირად უწოდებდა არსებული დოგმების უარმყოფელ და თამამ აზროვნებას. აქ მიმდინარეობდა ბრძოლა დიალექტიკასა და გამოცდილებას შორის, სადაც ამ უკანასკნელს ტახტიდან უნდა ჩამოეგდო პირველი პროგრესის ტრიუმფის მისაღწევად. აქვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რელიგიური ფანატიზმი და შემწყნარებლობა. როზენკრეიცერები ამბობდნე, რომ ისინი ბუნების მეშვეობით ამყარებენ ღმერთთან ურთიერთობას" (Э. Нис. Основные черты современного масонства).

XVIII საუკუნის პაუზის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში როზენკრეიცერები აძლიერებენ საქმიანობას და საუკუნის ბოლოსთვის მომხრეთა საკმაო რაოდენობასაც ჰპოვებენ.

1900 წლისთვის გერმანიაში პროფ. რუდოლფ შტაინერმა თავისი როზენკრეიცული სკოლა გახსნა.

1902-1912 წლებში შტაინერი ანი ბეზანტთან და ლედბიტერთან ერთად მუშაობდა მკაცრი განდობის მქონე თეოსოფიურ საზოგადოებაში. 1912 წ. შტაინერმა დატოვა თეოსოფიური საზოგადოება, დააფუძნა საკუთარი, განსაკუთრებული ანტროპოსოფიული საზოგადოება და ბაზელთან შთამბეჭდავი ტაძარიც ააშენა. ანტროპოსოფიულ საზოგადოებაში შტაინერმა შიდა წერც დააარსა, რომელსაც "ფრანკ-მასონობა" შეარქვა და რომელში განდობილნიც მისი ხელიდან იღებდნენ ოქროს ჯვარს ვარდის გამოსახულებით. შტაინერის ლექციები როზენკრეიცერთა სისტემის ერთგვარი "მისაღები ოთახი" გახდა. შტაინერის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. მისი მოწაფეები მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ. შტაინერის სწავლების ზეგავლენით როზენკრეიცერული ჯგუფები, საზოგადოებები და ამხანაგობები ჩნდებიან ამერიკაში, ინგლისში, და ბოლოს რუსეთშიც, შტაინერის მოწაფის , ა. რ. მინცლოვას წყალობით, რომელიც უცხოელმა როზენკრეიცერებმა გამოაგზავნეს რუს "ღმრთის მეძიებელთა" შორის საქადაგებლად და მათთან კავშირის დასამყარებლად.
XX საუკუნის მიჯნაზე როზენკრეიცერების ცენტრი - "როზენკრეიცერთა ძველი მისტიკური ორდენი" ამერიკაში აღმოჩნდა და სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირებენ ამ საიდუმლო მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მომდევნო საქმიანობას.

როზენკრეიცერი ფონ-გინკელი ქრისტიან როზენკრეიცის თხზულებათა ჰოლანდიური თარგმანის წინათქმაში ამბობს: "ვარდისა და ჯვრის ორდენის ნამდვილი ძმობა ეს არის სულით გაბრძნობილი საზოგადოება, რომელიც მთელს მსოფლიოშია გაბნეული, მაგრამ ერთი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს ორდენი ფლობს ჭეშმარიტი მისტერიების ერთ ცენტრალურ და მრავალ გარეგან სკოლას, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ამზადებენ გზას ცენტრალური სკოლისკენ". ამას დავუმატებ ბრ. ვიტემანსის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ როზენკრეიცერობა თავის გარშემო იკრებს და მფარველობს სხვადასვა თავისუფალ ჯგუფებს, რომლებსაც საკუთარი მიზნები გააჩნიათ და რომელთაც ხელმძღვანელობენ კერძო ან ადგილობრივ, ეროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

მისი სიტყვებით, როზენკრეიცერული მოძრაობა ძალზედ მრავალფეროვანია თავის გამოვლინებებში. ჯვრისა და ვარდის ძმობა, იცავს რა მის დამფუძნებელთა მიერ დაწესებულ ტრადიციებს, ძირითადად საიდუმლოდ მუშაობს და ნეოფიტების აქტიურ მოზიდვას არ ეწევა. მოქმედების ასეთი ფორმა ხელს არ უშლის ორდენის იდეების გავრცელებას, პირიქით, ამზადებს ძლიერ და უხვ სამომავლო მოსავალს (История Розы Креста, стр. 176. Граф Грабе. Корни церковной смуты, стр. 13).

როზენკრეიცერთა ორდენი, ისევე როგორც მასონობასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია - ღრმად კონსპირაციულია. საიდუმლოს შენახვა ორდენის ყოველი წევრის წმიდათა წმიდა მოვალეობაა. "მდუმარება და თავშეკავება ჭეშმარიტი მისტიკოსის თვისებაა", - ამ წესს უნდა მისდევდეს ყოველი ორთოდოქსი როზენკრეიცერიც.

ახალი წევრების აყვანა ორდენში ხდება იმ პირთა წრიდან, ვინც დაინტერესებულია მისტიკით, ფილოსოფიითა და ოკულტიზმით. ორდენში ხვდებიან იმედგაცრუებული, წარუმატებლობით განადგურებული ადამიანები და ცდილობენ მხარდაჭერა და ცხოვრებისეული პასუხები აქ იპოვონ. ახალ წევრთა მოზიდვაზე არანაკლებ როლს ცნობილი რომანტიზმიც თამაშობს, ანუ ადამიანის მისწრაფება მოხვდეს საიდუმლო ორგანიზაციაში, რომელიც თითქოსდა კოლოსალურ ძალას, ცოდნასა და უნარს ფლობს და თავისი წევრები სიკეთისა და ჭეშმარიტი ნათლისკენ მიჰყავს. და ბოლოს, მრავალი ადამიანი აქ ხვდება მხოლოდ კარიერისტული ინტერესების გამო. როზენკრეიცერთა ეს ტიპი, რომლებიც მზად არიან ფულისა და თბილი ადგილისთვის თავიანთი ღმერთი, სინდისი და ღირსება გაყიდონ, გავრცელებულია მორალურად დაცემულ რუსულ ემიგრაციულ ინტელიგენციას შორის.

ორდენის ოფიციალური ამოცანაა (უფრო სწორედ შირმაა) საკუთარი წევრების სულიერი სრულყოფა, მათი განათლება უმაღლესი ცოდნით, ორდენის ცოდნის პროპაგანდა და მისი გამოყენება კაცობრიობის სასარგებლოდ.

როზენკრეიცერთა ორდენი აღმსარებლობათა შორის განსხვავებას არ ცნობს. ორდენის წევრი შეიძლება გახდეს ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. დადებითი რელიგიები, როგორციცაა მაგალითად, მართლმადიდებლური სარწმუნოება, როზენკრეიცერებისთვის არა მარტო არაფერს ნიშნავს, არამედ მტრულადაც კი არიან განწყობილნი, რადგან როზენკრეიცერები იბრძვიან ყოველგვარი ჭეშმარიტებისთვის "დოგმატიზმის გარეშე". ორდენისთვის ღმრთის ცნება მკვეთრად განსხვავდება ქრისტეანული ცნებისგან და წმიდა წყლის პანთეიზმს წარმოადგენს. როზენკრეიცერთა ერთ ერთი ლოცვა იწყება მიმართვით: "ო, უზენაესო გონებავ, რომელიც გამსჭვალავ ყველას და სიცოცხლეს ანიჭებ ყოველ ნივთიერებას".

როზენკრეიცერთა სიმბოლოა - ოქროს ჯვარი ვარდით. ჯვარი, როზენკრეიცერთა განმარტებით, კავშირის სიწმიდეს ნიშნავს; ხოლო ვარდი მოკრძალებულობის სიმბოლოა; ორივე ერთად კი წმიდა მოკრძალებას ნიშნავს. მაგრამ ამგვარი განმარტება ან ორდენის უმაღლეს მიზნებს გაუნდობელთათვისაა გამიზნული ან კიდევ უცხოთათვის.

ამ საკითხის მკვლევარი ნიკოლა სკრინნიკოვი ჯვრისა და ვარდის შეხამებას ასე განმარტავს: "ვარდის, როგორც სიმბოლოს, საიდუმლო მნიშვნელობა კაბალისტურ განმარტებებში უნდა ვეძიოთ. ალმა, ანუ აბრაამის წიგნმა (კაბალის კომენტარები) ვარდი უდიდესი სამუშაოს შესრულების იეროგლიფურ ნიშნად გარდაქმნა. ჯვართან მისი შეერთება ნიშნავს წარმართობის შეერთებას მცდარად გაგებულ ქრისტეანობასთან. ეს იყო ამოცანა, რომელსაც აძლევდნენ უმაღლესი განდობის როზენკრეიცერებს; ოკულტური ფილოსოფია, რომელიც თვითონ არის მსოფლიო სინთეზი, ყოფიერების ყველა მოვლენას უნდა განმარტავდეს. რელიგია, რომელიც გაგეუბულია როგორც მხოლოდ ფიზიოლოგიური ფაქტი, სულიერ გამოვლინებასა და დარწყულებას წარმოადგენს" (Николай Скрынников. Масонство. Париж. 1921 г.)

როზენკრეიცერთა ლოჟას "უმაღლესი კაპიტული" ეწოდება. მის ერთ მხარეს (აღმოსავლეთით) განთავსებულია სამკუთხა საკურთხეველი. მის ქვეშ სურათია, რომელიც გამოხატავს გოლგოთას სამი ჯვრით. ორ გვერდითა ჯვრებზე არაფერია გამოსახული, შუა ჯვარზე კი არის წარწერა, რომელიც იყო მაცხოვრის ჯვარზე. წარწერის ქვემოთ ვარდია ჩამოკიდებული.

სურათის ქვედა ნაწილზე გამოსახულია საფლავი, რომელზეც საფლავის ქვა გადაწეულია და მოსჩანს სავანე. საფლავის გვერდით - დანგრეული სვეტებია. მათზე დარაჯებს სძინავთ.

როზენკრეიცერთა განდობის საზეიმო რიტუალი, რომელიც რამოდენიმე საუკუნის წინ შეიმუშავეს, ჩვეულებისამებრ დიდ პარასკევს აღესრულება. "18-ე ხარისხში, ანუ "ვარდისა და ჯვრის" რაინდად განდობის ცერემონიალზე, - წერს ფილოსოფოვი, - ლოჟას აწყობენ შავ ფერში, მის სიღრმეში აღმართულია სამსხვერპლო, ხოლო მასზე, გამჭვირვალე სურათში, გამოისახება სამი ჯვარი, რომელთაგან შუა ჯვარზე ჩანს წარწერა: I. N. К. I. შავად ჩაცმული ძმები მიწაზე უნდა ისხდნენ, ღრმა განსჯისა და აღშფოთების მქონე გამომეტყველებით, სახე ხელებში უნდა ჰქონდეთ ჩარგული მწუხარების ნიშნად.

ვენერაბლი (ლოჟის ოსტატი) სვამს კითხვას: "რომელი საათია?" ამაზე ახალგანდობილმა წევრმა უნდა უპასუხოს: "ახლა ჩვენთან დღის პირველი საათია, ზუსტად ის დრო, როდესაც სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიხა, როდესაც უკუნმა და სასოწარკვეთილებამ დაჰფარა მთელი დედამიწა, ნათელი აირეკლა, ფრანკ-მასონთა იარაღი დაიმსხვრა და აალებული ვარსკვლავი დაიმალა". მაშინ ადეპტს აუხსნიან, რომ ადონირამის სიტყვა (ადონირამი - სოლომონის ტაძრის მშენებელი) იმ წუთს დაიკარგა, როდესაც ჯვარზე მაცხოვარი გაეკრა და, თავის მხრივ, ითხოვენ, რათა ადეპტმა ახსნას, რას უნდა ნიშნავდეს მისი აზრით ჯვრის წარწერა: "I.М.К.I.". აიძულებენ რა ამ წმიდა წარწერაზე გმობის წარმოთქმას, რომელშიც ქრისტე მაცხოვარში აღიარებენ დამნაშავეს, რომელმაც წყევლა და სასჯელი დაიმსახურა, ვენერაბლი სიხარულით შესძახებს: "ძმებო, ახლა ჩვენ ვიპოვეთ დაკარგული სიტყვა!" (А. Д. Философов. Разоблачение великой тайны франк-масонства, стр. 68,69.)

არასაკმარისად განდობილთა და უცხოთათვის ამ რიტუალს ასე განმარტავენ: მონაწილეთა სასოწარკვეთილი მწუხარება, სამგლოვიარო მორთულობა, ვენერაბლის სიტყვა "დაკარგული სიტყვის" შესახებ, "აალებული ვარსკვლავის დამალვა" და უკუნი, რომელმაც მიწა მოიცვა, - გამოსახავს გოლგოთას; ძმა-მასონები როზენკრეიცერად განდობის რიტუალის აღსრულებისას, როგორც ამას პროფანებს განუმარტავენ, გლოვობენ მაცხოვრის ჯვარცმას; ლოჟის გარდასახვა სამგლოვიაროდან ცეცხლოვან-წითელ ფერში, რომელიც ცეცხლით ნათდება, უნდა გავიგოთ როგორც ქრისტეს აღდომისა და სიხარულის გამოხატულება.

მაგრამ ეს განმარტებები, ისევე როგორც ყველაფერი მასონობაში, მოჩვენებითი ფარისევლობაა: ამ მკრეხელური რიტუალის მონაწილეები თავიანთ სამგლოვიარო ლოჟაში მაცხოვრის სიკვდილს არ გლოვობენ და არც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა უხარიათ, როდესაც სამგლოვიარო ფერებს ალისფერ-წითელი ფერებით ცვლიან.

"ისინი, - წერს ი. ა. ბუტმი, - ძველი ცრუსწავლებების დამხობას გლოვობენ, რომლებიც ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ გააცამტვერა, და რომელსაც დასაბამი მაცხოვრის ჯვარცმით მიეცა. მათ თვალში ქრისტეანობის ცეცხლოვანი აისი ბნელეთის მეუფების, ცრურწმენებისა და უმეცრების დასაწყისია. აი, რატომ შესძახებენ ისინი, რომ სიტყვა დაიკარგა, სვეტებსა და ინსტრუმენტებს (კუბური ქვა - ბუნების ემბლემა) სდით წყალი და სისხლი". ისინი დაკარგული სიტყვის მოპოვებას ზეიმობენ. ისინი ხარობენ იმას, რომ იპოვეს სიტყვა I.М.К.I., რაც მათი გაგებით, ნიშნავს: "ბუნება სრულიად ცეცხლით განახლდება".

"სხვაგვარად რომ ვთქვათ, - ბრძანებს ბუტმი, - ისინი მიესალმებიან იმ ცრუსწავლებებს, ბუნების იმ რელიგიას, რომელიც ქრისტეანულ სწავლების ჭეშმარიტებამ გააცამტვერა, მაგრამ რომელიც მასონობაში კვლავ აღორძინდა და წმიდად დაცულია, როგორც უზენაესი ჭეშმარიტება, როგორც საიდუმლო სწავლება, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვისაა".

როზენკრეიცერთა ორდენი არა მარტო ქადაგებს პანთეიზმის (ღმრთის პიროვნების განადგურების) რელიგიას, არამედ თავად არის ანტიქრისტეანული ორგანიზაცია. როზენკრეიცერები უარყოფენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ფაქტს, როგორც ის ქრსტეანებს ესმით, ხოლო ქრისტე მათში გათანაბრებულია ზოროასტრთან, ბუდასთან და ა. შ., როგორც ერთ ერთი ავატარი - უზენაესი გარდასახვა, რომელიც მოწოდებულია სამყაროს წინამძღოლად.

შემოსა რა "წმიდა მისტიციზმით" თავისი სწავლება, როზენკრეიცერთა ორდენი ქრისტეანობის სიმბოლური შეურაცხყოფასა და ძველი, იუდეო-კაბალისტური სწავლებების აღორძინებას ელტვის. მას სძულს ქრისტე მაცხოვარი და მისი სწავლება.

მისი მიზანია ამ სწავლების ამოძირკვა მისთვის ნატურალისტური აზრის მინიჭებით. ქრისტეს მკრეხელურ გამოცხადებად "უდიდეს განდობილად", რომელიც თურმე საიდუმლოდ, მხოლოდ რჩეულთა დასანახად, ქადაგებდა სრულიად სხვა, ქრისტეანობისთვის უცხო რელიგიას, რომელიც მხოლოდ "ფიზიოლოგიური ფაქტია".

როზენკრეიცერთა ორდენის იდეალის განხორციელება საბოლოო ჯამში მებრძოლი იუდაიზმის ქრისტეანობაზე გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს.


28.თეოსოფიური საზოგადოებები.

მართლმადიდებლობასთან ბრძოლის მასონური მუშაობის სურათი არ იქნება სრული თუ არაფერს ვიტყვით ე. წ. თეოსოფებზე და მათ თეოსოფიურ საზოგადოებებზე.

თეოსოფების სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სიკვდილის შემდეგ ადამიანის გარდასახვისა სჯერათ, ანუ ისინი ქადაგებენ ისეთ სწავლებას, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ უარყოფილია. თეოსოფიური სწავლების მიხედვით ყოველი ადამიანი, თავისი ფიზიკური სხეულის, თავისი ასტრალის გარეგანი გარსის სიკვდილის შემდეგ, წარსდგება თავისი არამიწიერი ყოფიერების სამსჯავროზე და ღებულობს ახალ ფიზიკურ სხეულს გარდასახვისთვის. ამგვარად, ყოველი ინდივიდი, ამგვარი მომდევნო გარდასახვებით, თანდათანობით აღწევს სრულყოფილებას.

ბროშურაში "გარდასახვის სამეცნიერო-კვლევითი დოქტრინა", რომელიც თეოსოფიურმა საზოგადოებამ გამოსცა, მოტანილია მსოფლიოს უდიდეს მოძღვართა გარდასახვის "მტკიცებულებები": "ღმერთები არიან არსებები, რომლებიც ჯერ ადამიანები იყვნენ. დღევანდელი რასაც დროთა განმავლობაში ღმერთებში გარდაისახება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველა უდიდესი მოძღვარი: იესუ, ბუდა, ზარატუშტრა და სხვები - ღვთაებრივი არსებები იყვნენ, რომლებიც მიუწვდომლად დაშორებულნი იყვნენ თავიანთი საუკუნის უბრალო ადამიანებს, შემდეგ ღმერთები გახდნენ და ახლა სურვილისამებრ ძალუძთ ჩვენს დედამიწაზე გარდასახვა".

ამ სწავლების მიხედვით, თეოსოფების თანამედროვე მესია, კრიშნამურტი, იესუ ქრისტეს ახალი გარდასახვაა, ხოლო ძმა რერიხი - სერგი რადონეჟელისა, და სულიერ პლანში უფრო დიდიცაა, ვიდრე ეს ქრისტეანი მოღვაწე.

თეოსოფების სწავლების სიბრძნე, ზოგიერთი ცვლილების გარდა, აღებულია ბრაჰმანიზმისა და ბუდიზმის წარმართული რელიგიებიდან. თეოსოფიური საზოგადოების დამფუძნებელმა, ელენა ბლავატსკაიამ, ბრაჰმანისტთა და ბუდისტთა სწავლება სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულის პირუტყვებში, მცენარეებში, ფრინველებში და ქვეწარმავლებში გარდასახვაზე, იმ აზრით გადააკეთა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული მხოლოდ ადამიანში გარდაისახება და ეს სწავლება გნოსტიკოსთა და კაბალისტთა ცდომილებებითაც "გაამდიდრა". წარმართულ და იუდაურ სიბრძნეთა საფუძველზე მან შექმნა თეოსოფიის თანამედროვე მოძღვრება, რომელიც, მისი დამფუძნებლის თქმით, ყველაზე უზენაესი რელიგიაა, რომელსაც კაცობრიობისთვის განახლება და აღორძინება მოაქვს.

წარმოადგენს რა მასონობის მისტიურ განშტოებას, თეოსოფია თანმიმდევრულად ავითარებს აზრს ადამიანური გონების ყოვლადძლიერებაზე და აღიარებს ადამიანის გაღმერთებას, რაც თეოსოფთა, კონკრეტულად კი ანი ბეზანტის სწავლებით, "ადამიანის გონებაში მცხოვრების საღმრთო სიბრძნის არეკვლით" მიიღწევა.

"საღმრთო სიბრძნე, - ქადაგებს თეოსოფიური საზოგადოების ერთ ერთი წარმომადგენელი, არუნდეილი, - მთელს ხილულ სამყაროშია გაშლილი, სხვა ადამიანში, ხეში", და გონებრივი მუშაობით, "შეგიძლიათ საკუთარი თავის, საკუთარი ღმერთის პოვნა".

თეოსოფიის ამ საფუძველზე კიდევ უფრო განსაზღვრულად უთითებს ანი ბეზანტი თავის წიგნში "ეზოთერული ქრისტეანობა, ანუ მცირე მისტერია". ანი ბეზანტი ლაპარაკობს "ადამიანის აზროვნების მისწრაფებაზე იმისკენ, რაც მისი ერთარსია, კერძოდ კი ღმრთისკენ". ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ "არსებითად, მისი პირადი მე იგივეა, რაც ღმერთი" და, რომ "ცხოვრების მიზანი ამ ერთობის განხორციელებაა". და ბოლოს, იმავე ბეზანტის სწავლებით, "ყოველი ადამიანი პოტენციური ქრისტეა".

"იყავით თვითმყოფადნი, როგორც ღმერთები; გახდით ღმერთები", - აი, თეოსოფიის მიმდევართა დევიზი, რომელთათვისაც არც ღმერთი არსებობს, არც კანონი, არც სიმართლე, არც ძალაუფლება და არც ავტორიტეტი. თეოსოფები ასწავლიან, რომ არსებობს მხოლოდ ის ღმერთი, ის კანონი, ის სიმართლე და ის ძალაუფლება, რომელიც თქვენ თვითონ აღიარეთ და აღმოაჩინეთ.

თეოსოფიური საზოგადოება 1875 წელს დააფუძნეს რუსმა ქალბატონმა ე. პ. ბლავატკსაიამ და ინგლისელმა პოლკოვნიკმა ოლკოტმა. ამ საზოგადოების დაარსების შემდეგ, ძალიან მალე ე. ბლავატსკაიამ განაცხადა: "ჩვენი მიზანი ინდუიზმის აღდგენაში კი არ არის, არამედ იმაში, რათა პირისაგან მიწისა აღვგავოთ ქრისტეანობა". ამ მიზნის მისაღწევად თეოსოფებმა მიზნად დაისახეს: 1) დაეფუძნებინათ საერთაშორისო ძმობის ბირთვი, რწმენის, რასისა და სხვა განსხვავებებისდა მიუხედავად, რაც წმიდა მასონური ამოცანა; 2) ხელი შეეწყოთ რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერებების შედარებითი შესწავლისთვის და 3) გამოეკვლიათ ბუნების აუხსნელი მოვლენები და ადამიანის დაფარული შესაძლებლობები.

თეოსოფია უარყოფს ყოველგვარ წესსა და დოგმატს, ის ასწავლის, რომ ყველა რელიგია თანაბარია და, რომ "არც ერთი რელიგია არ არის ჭეშმარიტებაზე მაღლა". ბლავატსკაიას სიკვდილის შემდეგ, რომელსაც თეოსოფები "მოძღვართა წარგზავნილს" უწოდებდნენ, მისი ადგილი ანი ბეზანტმა დაიკავა. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ "თეოსოფია არის ჭეშმარიტება". მაგრამ, რადგან "არც ერთი რელიგია არ არის ჭეშმარიტებაზე მაღლა", გამოდის, რომ "თეოსოფიაზე მაღლა არცერთი რელიგია არ არსებობს".

თეოსოფიური საზოგადოების მთავარი რეზიდენცია მდებარეობს ქ. ადიარში (ინდოეთი). ამ ქალაქის თეოსოფიურ ტაძარში არსებობს ზარატუშტრასი, კრიშნასი, მუჰამედისა და ადამიანურ საზოგადოებათა სხვა მოძღვრების, მათ შორის - იესუ ქრისტეს სრულიად ერთნაირი და რელიეფური ფიგურები. აქვე, ამ ტაძარში დგას ბლავატსკაიას კოლოსალური ფიგურა, რომელიც, ამ სახით ხსენებულ მოძღვართა უმეტესად არის პატივდებული, თვით იესუ ქრისტეზე მეტადაც კი.

განელფელდისადმი1886 წლის 24 მარტს გაგზავნილ წერილში ბლავატსკაია წერს: "თქვენ მეკითხებით გვწამს თუ არა ჩვენ, თეოსოფებს, იესუ ქრისტესი? უსახური ქრისტესი - გვწამს. კრიშნა ან აია ბუდა - იგივე ქრისტეა, მაგრამ არ გვწამს იესუ ნაზორეველის. ეს უკანასკნელი იყო ქრესტო და არა ქრისტე, როგორც ღმრთის სხვა ათობით შვილნი".

1911 წლის იანვარში თეოსოფიურ საზოგადოებასთან დაარსდა "აღმოსავლეთის ვარსკვლავის ორდენი", რომლის თავმჯდომარე იყო ინდუსი კრიშნამურტი, ბეზანტი კი აღიარეს ამ ორდენის უზენაეს მფარველად. 1913 წლისთვის ეს ორდენი აწევრიანებდა 25 000-მდე ადამიანს, რომელთაც ფიცი დადეს "საზოგადეობრივი აზრი განეწყოთ მესიის უახლოესი მოსვლისთვის".

ამგვარი მესიის, თეოსოფიური ქრისტეს როლისთვის, რომელიც "მსოფლიოს სულიერი ბელადი" უნდა გამხდარიყო, ემზადებოდა კრიშნამურტი.

ამ კრიშნამურტის ასწავლიდა ჯორჯ სიდნეი არუნდეილი, რომელიც ანი ბეზანტის გარდაცვალების შემდეგ თეოსოფიური საზოგადოების მეთაურად დაინიშნა. 1911 წელს ბერნარეში დაფუძნდა "ვარსკვლავის ორდენი", რათა აქედან ეხარებინათ მთელი კაცობრიობისთვის ახალი მესიის მოსვლა. ამ წინასწარმეტყველური სასოების ობიექტი იყო ახალგაზრდა ინდუსი კრიშნამურტი, რომელიც იმ დროს სულ 15 წლისა გახლდათ და რომელშიც თეოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე ანი ბეზანტი მოუთმენელი სასოებით "მსოფლიოს მხსნელს" ელოდა. კრიშნამურტიმ ვერ გაამართლა ა. ბეზანტის იმედები და საკუთარი სარწმუნოება გამოაცხადა. მაგრამ ამ ჩავარდნით და კრიშნამურტის გამცემლობით თეოსოფები სასოწარკვეთას მაინც არ მიეცნენ. თეოსოფიური საზოგადოების ახლადარჩეული პრეზიდენტი არუნდეილი ავითარებს ახალი მსოფლიო რელიგიის თეზისებს და სხვა მესიის მოსვლას წინასწარმეტყველებს.

თეოსოფთა, ისევე როგორც მთელი მასონობის სწავლებას ახლოს თუ გავეცნობით, დავინახავთ, რომ მათი მსოფლმხედველობა რელიგიის უარყოფამდე და ათეიზმამდე მიდის. აი, რას ამბობს ანი ბეზანტი, ეს შეუვალი, თეოსოფი ავტორიტეტი: "ათეიზმი - ერთ ერთი სასახელო ტიტულია კაცობრიობისა, ეს არის მსოფლიო გმირების, მოწამეთა და სამყაროს მხსნელთა განმასხვავებელი ნიშანი. ვერავითარი ფილოსოფია, ვერავითარი ღვთისმეტყველება ვერ შეედრება ათეიზმის სახარებას. არანაირ თეოლოგიას არ მიუცია სამყაროსთვის იმდენად ღირებული რამ, რაც ათეიზმმა მისცა. ქებათა ქება პროგრესის ამ მოწინავე მებრძოლთ, თავისუფლების არმიის ამ საპატიო ავანგარდს. დიდება და პატივი მას, ვინც დედამიწის გამოსწორებისთვის ზეცა დაივიწყა, მათ, ვინც ადამიანზე ზრუნვით ღმერთი დაივიწყა". ვფიქრობთ, ეს განცხდება კომენტარებს არ უნდა საჭიროებდეს.

მაგრამ მარტო ათეიზმით როდია თეოსოფია მასონობასთან დაკვშირებული. თვით ანი ბეზანტი შერეული მასონობის დიდ გენერალურ ინსპექციაში შედიოდა (განდობის 33-ე ხარისხი), ის იყო ამ მასონობის უმაღლესი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და ამ ორგანიზაციის დელეგატი ინგლის, ინდოეთისა და სხვა ინგლისური კოლონიებისთვის. თეოსოფიური ორგანიზაციისა და "აღმოსავლეთის ვარსკვლავის" ხაზით მისი უახლესი თანაშემწე, ჩარლზ ლიდბიტერიც 33-ე გრადუსის განდობის მასონი იყო. ის წარმოადგენდა შერეული მასონობის ადმინისტრატორს ავსტრიისთვის.

ინგლისური თეოსოფიური საზოგადოების გენერალური მდივანი, ჯემს ვეჯი, ასევე 33-ე ხარისხის მასონი, შერეული მასონობის უმაღლესი საბჭოს წევრი და ინგლისში მოქმედი მასონური ორდენის, "მისრაიმის" უზენაესი საბჭოს წევრი იყო. და, ბოლოს, თეოსოფიური საზოგადოების დამფუძნებლის კუთვნილებისთვის. ე. პ. ბლავატსკაია რომ მასონი იყო და "თეთრი ლოჟის წარგზავნილად" იწოდებოდა, ლაპარაკობს თვით ანი ბეზანტი.

თავის პოლიტიკურ მისწრაფებებში თეოსოფია ასევე სრულიად ემთხვევა მასონობას. თეოსოფიური პროგრამის მესამე პუნქტი მდგომარეობს "ახალგაზრდობის საერთაშორისო ძმობის განხორციელებაში", - ასწავლის თეოსოფი არუნდეილი, რომელიც ანი ბეზანტის შემდეგ თეოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. "საჭიროა წავაქეზოთ ახალგაზრდობა, რათა თავისუფლად, უშიშრად და ორიგინალურად იაზროვნოს. გათავისუფლდეს პირობითობებისგან, რომელთა შორისაც ჩვენ ვცხოვრობთ". მაგრამ ამავე დროს: "ახალგაზრდას უნდა შეეძლოს ქედი მოიხაროს იდეალის წინაშე, ან იმის წინაშე, ვისაც სულიერად თავისზე მაღლა მდგომად მიიჩნევს".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განაყენებენ რა ახალგაზრდობას ძველი ავტორიტეტებისგან, დისციპლინისგან და ტრადიციებისგან, თეოსოფები მათ ასწავლიან დაემორჩილონ იმათ, ვისაც თვითონ "სულიერად საკუთარ თავზე მაღლა მდგომებად" თვლიან, ანუ თავიან თეოსოფ-მასწავლებლებს. და როდესაც ახალგაზრდობა ასე მოემზადება, მასში "აუცილებელია განვავითაროთ ინტერნაციონალიზმის სული". და ბოლოს, როგორც ახალგაზრდობის აღზრდის მთელი ამ სისტემის დასრულება, შემოთავაზებულია ასეთი სენტენცია: "ჩვენ უნდა უარვყოთ საკუთარი თავი და შევიყვაროთ ჯერ უფრო შეზღუდული და ეროვნული, შემდეგ კი შეუზღუდავი ინტერნაციონალური ძმობა, რომელიც მთელს მსოფლიოს მოიცავს". ყოველივე ამაში ძნელია დაინახო რაიმე განსხვავება მასონური სისტემისგან და მასონური იდეოლოგიისგან. საკმარისია გავიხსენოთ YMCA მისი ამოცანებითურთ, სკაუტური ორგანიზაციები მათი დევიზით: "მსოფლიოს სკაუტები - ძმები არიან" და ა. შ.

მასონური პროგრამებისადმი ერთგული თეოსოფები უარყოფენ მილიტარიზმს, როგორც ეროვნული თვითშენარჩუნების ყველაზე მკაფიო გამოვლინებას. 1925 წელს, "აღმოსავლეთის ვარსკვლავის" ორდენის კონგრესზე, ლაპარაკობდა რა მსოფლიო თეოსოფიურ უნივერსიტეტზე, იგივე არუნდეილი აცხადებდა: "უნივერსიტეტი იქნება საერთაშორისო მსოფლიოს ახალი სულის გამოხატულება: ის იქნება მილიტარიზმის ყოველგვარი სახისა და ყოველგვარი დანგრევის მოწინააღმდეგე". მაგრამ რევოლუციისა და სოციალური ნგრევების წინააღმდეგ თეოსოფები დუმან და არაფეს ამბობენ. იმავე კონგრესზე თეოსოფიის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა, ო. კოლლერსტომმა განაცხადა: "უნივერსიტეტი (თეოსოფიური)ამ აღორძინებულ მსოფლიოში განამზადებს გზას ახალი საუკუნისთვის, ააშენებს უფლის ქალაქს, ახალ იერუსალიმს". და შემდეგ: "ამ აღორძინებულ მსოფლიოში იქნება მიწაზე განხორციელებული სამოთხის იდეალები, სრულყოფილი სასუფევლისა, ჭეშმარიტად მისი (ახალი მესიის - რედ.) სამეფო, რომელიც მიწაზე ჩამოვიდა, რადგან ამ იდეალების უკან დგას სიყვარული - სიყვარული, რომელიც უზენაესი, უკეთილშობილესი და უწმიდესი კომუნიზმის სულის მიერ ვლინდება".

აქ თეოსოფები მასონებზე უფრო გულახდილები არიან და პირდაპირ აღიარებენ კომუნიზმისადმი საკუთარ სიმპათიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სიმპათიები საფუძველი იყო იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ ეწინააღმდეგებოდა თეოსოფებს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მეტიც, ნებას აძლევდა მათ მოეწყოთ თეოსოფიური ყრილობები, რომელთაგან ერთ ერთზე, 1926 წელს, მონაწილეობა მიიღო საქვეყნოდ ცნობილმა თეოსოფმა ნ. კ. რერიხმა.

ამგვარად, მასონობასთან და კომუნიზმთან დაკავშირებული თეოსოფიური საზოგადოება თავის მისტიკურ სისტემებში ებრაელი ერისა და ებრაული კაბალის სრულ თაყვანისცემამდე მიდის. "უდიდესი უბედურება ეწვია ქრისტეანობას, - ამბობს ანი ბეზანტი, - ეკლესია... განეშორა კაბალის უზენაეს ჭეშმარიტებებს, რომელსაც ხელთ უპყრია უზენაესი ღვთისმეტყველების ყველა საიდუმლო". ამერიკის თეოსოფიური საზოგადოების ოფიციალურ ორგანოში, ჟურნალ "The Messenger"-ში (1926 წლის ნოემბერი, № 6) დაიბეჭდა:

"ებრაელ თეოსოფებს:

მეგობრებო! დიდი ბედნიერებაა ვუმზიროთ უდიდესი ებრაელი რასის წევრებს, რომლებმაც თეოსოფია თავისი ძველი სარწმუნოებით გაამდიდრეს. მრავალი სიბრძნეა ჩაწვეთებული ოკულტურ ტრაქტატებში, და ევროპული ფილოსოფია და ლიტერატურა ბევრ რამეში მოვალეა ებრაელი ერის დახვეწილი გენიის წინაშე. დიდი იყო მისი ტანჯვა წარსულში, მაგრამ უდიდესი ნიჭებს მოუტანს ის კაცობრიობას მომავალში. მივდივართ რა წინ, ძმებო, დაიპყრეთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი ერთა შორის.

ისრაელს აქვს მომავალი და მუშაობს მის მისაღწევად. გასულ წელს მე მქონდა სიამოვნება ჩამედო ქვა ებრაული სინაგოგის მშენებლობაში, რომელიც ადიარში, თეოსოფიური საზოგადოების კუთვნილ სამფლობელოში დაიწყო, ჩვენს ყოველდღიურ მსახურებაზე ებრაელი თეოსოფები თავიანთ ებრაულ ლოცვებს მღეროდნენ.

მაშ ასე, თქვენი რწმენა პირველ ადგილზეა დედამიწის ყველა სხვა დანარჩენ სარწმუნოებებს შორის, რომელთაგან ყოველი თავის ტაძარს აშენებს საღმრთო სიბრძნის ამ სამეფოში. ანი ბეზანტი. თეოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე" (Двуглавый Орел. 1927 г. № 8.)

დასკვნა თავისთავად კეთდება: თეოსოფიური საზოგადოება არის ორგანიზაცია, რომელიც გამსჭვალულია საერთაშორისო სოლიდარობისა და ათეიზმის სულით, არ მალავს თავის სიმპათიებს კომუნიზმისადმი, მჭიდროდ არის დაკავშირებული მასონობასთან და ქედს იხრის ებრაული მსოფლმხედველობის წინაშე.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий