თავები 29-30-31-32
29. სექტანტობა; 30. მეთოდისტები; 31. ადვენტისტები; 32. ორმოცდაათიანელები.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ორგანიზაციები, რომლებიც ღიად მოქმედებენ და ამავდროულად მასონობის მიზნებს ემსახურებიან. ამ უკანასკნელმა, ანუ მასონობამ თავისი ყურადღება არც მთელ რიგ რელიგიურ ორგანიზაციებს მოაკლო და თავის სამსახურში ჩააყენა ისინი.
მეთოდისტები
ინტელიგენციასთან სამუშაოდ შეიქმნა მეთოდისტთა სექტა. მეთოდიზმი უმთავრესად ინგლისური ენის შესწავლის წყალობით განვითარდა, რომელზეც ის იქადაგება.
მეთოდიზმი წარმოიშვა ინგლისში, 1783 წელს. მისი დამაარსებელი იყო ვინმე ჯონ ვილეი. თავისი სახელწოდება სექტამ მიიღო საკუთარი სწავლებისა მეთოდური, თანმიმდევრული პროპაგანდის გამო. მეთოდისტი გეორგ ს. ფრეზარი წერდა, რომ "მეთოდიზმის ბელადებს თავიდან არ ჰქონიათ ახალი რელიგიის დაფუძნების იდეა, მაგრამ შემდგომში მათ ეს მაინც გააკეთეს". იმავე ნაშრომიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ მეთოდისტები უარყოფენ დოგმატებსა და წეს-ჩვეულებებს. მეთოდისტები თანასწორად აღიარებენ "ყველა ეკლესიას", რომელიც ღმრთის სიტყვას შეიწყნარებს.
ხარბინში მეთოდისტურ სექტას სათავეში ჩაუდგა პასტორი ლეონარდი, რომელიც ამავე დროს სუნგარიის მასონური ლოჟის კაპელანი იყო. მასონობასთან თავიანთი კავშირის გარდა, მეთოდისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ YMCA-სთან. როგორც ეს უკანასკნელი, მეთოდისტებიც გაძლიერებით მიისწრაფვიან თავიანთ რიგებში ემიგრანტების გასაწევრიანებლად.
მეთოდისტების სექტამ სრულიად თავისუფლად გააჩაღა თავის მუშაობა საბჭოთა კავშირში, სწრაფად გავრცელდა და საბჭოთა ხელისუფლების მფარველობითაც სარგებლობდა.
ადვენტისტები
ფართო მასებში სამუშაოდ არსებობს ადვენტისთა სექტა. ადვენტიზმი გაჩნდა XIX საუკუნეში, მისი დაამარსებელია უილიამ მილერი. ამ ადვენტისტმა მოძღვარმა განაცხადა, რომ ახლოვდება სამყაროს აღასრული და ძალიან მალე ქვეყნიერებაზე მოვა მაცხოვარი. მან მაცხოვრის მოსვლის თარიღიც დასვა: ჯერ 1844 წლის 21 მარტი, შემდეგ იმავე წლის 22 ოქტომბერი. როდესაც ეს "წინასწარმეტყველებები" არ ახდა, გამოცხადდა ახალი თარიღი - 1932 წელი. ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღის გაანგარიშების მორიგი წარუმატებლობებისა და ამით გამოწვეული უთანხმოებების მიუხედავად, ადვენტისტები მაინც აგრძელებენ თავიანთ მუშაობას, რადგან დიდ სახსრებს ფლობენ.
ადვენტისტები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სექტა, მაგალითად, ბაპტისტები, უარყოფენ დოგმატებს, წეს-ჩვეულებებს და იერარქიას. ამას ადვენტისტები კიდევ უმატებენ წმიდად იუდაური ხასიათის ცდომილებებს, როგორიცაა მაგალითად, შაბათის დღესასწაულობა, საიქიო ცხოვრების უარყოფა და ა. შ. ისინი არ ჭამენ ღორის ხორცს და საერთოდ, მოსეს სჯულით განწესებულ წესებს იცავენ. ისინი წინადაცვეთას ისეთივე საიდუმლოდ აღიარებენ, როგორც ზიარებას, და ამტკიცებენ, რომ ებრაელები - რჩეული და წმიდა ხალხია, რომელმაც აღთქმული მიწა უნდა დაიმკვიდროს. ქრისტეანულ სიყვარულს ადვენტისტები ასე განმარტავენ: მათი აზრით კარგია ბოლშევიკების სიყვარული, მით უმეტეს, რომ ისინი დევნიან მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ემსახურება ღმერთს და არა ეშმაკს.
ადვენტისტთა ეკლესია საკმაოდ სწრაფად იზრდება. 1920 წელს მას ოთხი ათასამდე ორგანიზებული ეკლესია და ორ მილიონ წევრზე მეტი ჰყავდა. პროპაგანდისტულ ლიტერატურაზე მარტო 1921 წელს ადვენტისტებმა 6 500 000, 00 დოლარი დახარჯეს.
ადვენტისთა იუდაური სექტის მიმართ საბჭოთა ხელისუფლება მეტად მკაფიო ლოიალობას იჩენდა. 1922 წელს საბჭოთა კავშირში 400-მდე ადვენტისტური ეკლესია იყო. საბჭოთა კავშირში ამ ეკლესიათა მეთაური გახლდათ ებრაელი ლიპსონი (А. И. Ефимов. У адвентистов).
საბჭოთა კავშირში სამოღვაწეო თანხებს ადვენტისტები ღებულობდნენ აშშ-დან.
ადვენტისტები, რომლებიც წმ. სახარების საპირისპიროდ თავიანთი ადვენტისტი მესიის მოსვლის თარიღებს ანგარიშობენ, ამტკიცებენ, რომ ეს მოსვლა, ბოლოს და ბოლოს სრულ ნეტარებას მოუტანს ყველა ადამიანს.
"ახალი მიწა წმინდანთა (ე. ი. ადვენტისტთა) მარადიული საცხოვრებელი იქნება. ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს მისი ერი ზეცად აიყვანება და ისინი იქ იცხოვრებენ 1000 წელს, ხოლო ამ ათასი წლის დასრულების შემდეგ ისევ დედამიწაზე დაბრუნდებიან, სადაც უკვე მარადიულად იცხოვრებენ. მათი აზრით მარადიული ცხოვრება იქნება არა ცაში, არამედ მიწაზე. მთელი დედამიწა ედემის ბაღს დაემგვანება. ყველგან იქნება მშვიდობა და კმაყოფილება, გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება" ("Надежда мира")
თავიანთ ჟურნალში "Голос истины" ("ჭეშმარიტების ხმა") (1922 წ. # 3), ადვენტისტები კიდევ უფრო ღიად საუბრობენ თავიანთ მომავალ გრძნობით ნეტარებაზე.
ორმოცდაათიანელები
აშშ არის კიდევ ერთი ცნობილი სექტის, ორმოცდაათიანელების სამშობლო. 1906 წელს, აპრილში, ლოს-ანჟელესში ზანგი ბაპტისტები ერთგვარმა აღტყინებამ მოიცვა, რომელიც ცალსახა ბუტბუტში, ცახცახში და კრუნჩხვით მოვლენებში გადაიზარდა. ამ მოვლენას "მეორე სულთმოფენობა" დაარქვეს, ხოლო უაზრო ბუტბუტი მოციქულთა და პირველ ქრისტეანთა დროინდელ ენებზე მეტყველების ნიჭად შერაცხეს, ანუ ორმოცდაათიანელთა აზრით მათ ამგვარი სახით ახალ ენაზე მეტყველების უნარი მიიღეს. უცებ საიდანღაც გაჩნდა უზარმაზარი თანხები და მიმდევართა მთელი მასა. ორმოცდაათიანელთა საფუძვლებია - ყოველი ადეპტის სულიწმიდის ცეცხლით მონათვლა, რომელიც თურმე, ახალ ენებზე მეტყველებაში, სასწაულთმოქმედებებსა და მკურნალობებში გამოიხატება.
"სულიწმიდით" მონათლული სამარადისოდ იწმიდება, როგორც წარსული, ასევე მომავალი ცოდვებისგან. შეკრებებს ორმოცდაათიანელები ისტერული შეძახილებით, კვნესითა და ოხვრით ამთავრებენ. ხოლო ზოგიერთნი, ვინც ყველაზე ნერვიულია, კრუნჩხვებშიც კი ვარდება. ეს ყოველივე სულიწმიდის გარდამოსვლის გამოვლინებად მიიჩნევა. ყოველივე დანარჩენში ეს სექტა სხვა სექტათა მსგავსია. ფულს ისინი აშშ-დან იღებენ.
სექტის ორგანიზატორი ხარბინში ვინმე პასტორი პეისტი იყო. პეისტი ჯერ მეთოდისტურ ორგანიზაციებში მუშაობდა, მაგრამ აშშ-ში გამგზავრებისა და იქიდან დაბრუნების შემდეგ, 1928 წელს აქ ორმოცდაათიანელთა სექტა ჩამოაყალიბა. ადმირალ კოლჩაკის დამარცხების შემდეგ სექტანტები ვითარდებიან აღმოსავლეთში, ხარბინში და სხვა ცენტრებში. ადვენტისტებმა აქ თავიანთი მუშაობა დაიწყეს 1921 წელს, 1923 წელს გამოჩდნენ მეთოდისტები, ხოლო 1928 წელს უკვე ქადაგებას იწყებენ ორმოცდაათიანელები, თუმცა საბოლოოდ, პეისტის მონდომებით, ეს სექტა ჩამოყალიბდა 1930 წ. (Б. Н. Брадович. Пятидесятничество и пятидесятники).
მეთოდისტები ადვენტისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები და სხვ. მიჰყვებიან მასონობის მიერ დასახულ ამოცანებს. მთელი მათი საქმიანობა მდგომარეობს: 1) მეამბოხეობასა და დადებით რელიგიებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით მართლმადიდებლობის წინააღმდეგ; 2) მწვალებლობებისა და ცრუ შეხედულებების გავრცელებაში; 3) მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატებისა და წეს-ჩვეულებების უარყოფაში; 4) მასების თვალში სასულიერო პირთა დისკრედიტაციაში; 5) თავიანთ ქსელში მართლმადიდებელთა ან სიმართლის მეძიებელთა და უბრალოდ მიმნდობ ადამიანთა დატყვევებაში და 6) მიწიერი სამოთხის ქადაგებაში, რომელიც გააბედნიერებს ყველა ადამიანს.
როგორც უკვე ვთქვით, ყველა ჩამოთვლილ სექტას და მათ მსგავს ორგანიზაციებს აშშ და დასავლეთი აფინანსებს, რომლებიც არ იშურვებენ სახსრებს და ამ საქმეში უზარმაზარ კაპიტალს დებენ. რელიგიური პროპაგანდა - მხოლოდ შირმაა ჭეშმარიტი მიზნებისთვის, რომელსაც ამ სექტის ორგანიზატორები მისდევენ. უსასრულო ხრიკების, დაუფარავი სიცრუისა და მოსყიდვების მიუხედავად, სექტანტ-დამქირავებლები და მქადაგებლები მხოლოდ უპრინციპო და მატერიალურად გაჭირვებული ადამიანების მოტყუებასღა თუ ახერხებენ. მაგრამ მათ ეს სულაც არ აღელვებთ, რადგან ამ სექტათა ხელმძღვანელობის მიზნები სულ სხვაა და ეს მიზანი პოლიტიკური ხასიათისაა.
მეთოდისტები, ადვენტისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები და მათნი მსგავსნი სრულიად ღიად მოქმედებენ. საბჭოთა კავშირში ესენი არა მარტო ნებადართული სექტები იყვნენ, არამედ მათ მფარველობდნენ კიდეც. რელიგიური ურთიერთობის სახით ამ სექტებს შორის მყარდება სრული კავშირი. მათ გააჩნიათ მუდმივი ურთიერთკავშირები და ერთმანეთს მნიშვნელოვან და ვრცელ ინფორმაციას გადსცემენ ერთურთს იმის შესახებ თუ რა ხდება მათი მოქმედების არეალში. ამ ინფორმაციის ჭეშმარიტი ხასიათის დაჭერა ძალზედ ძნელია, რადგან ის რელიგიური პროპაგანდის შირმას არის ამოფარებული, ამიტომაც, მკაცრ და ყურადღებით კონტრლს არ ექვემდებარება.
მუშაობენ რა ერთდროულად მოსახლეობის ყველა ფენასთან და სარგებლობენ რა მნიშვნელოვანი თავისუფლებით საჯარო ქადაგებებისთვის, ლექციებისა და კერძო გასაუბრებებისთვის, სექტანტები აწარმოებენ მეტად დახვეწილ პროპაგანდას მათთვის სასურველი მიმართულებით. კონტროლი აქაც გაძნელებულია, რადგან ყოველთვის შეუძლიათ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და ატეხონ ხმაური "რელიგიურ დისკრედიტაციაზე", "სინდისის თავისუფლების შეზღუდვაზე" და ლიბერალურ-მასონური ხასიათის სხვა "უმაღლეს" ღირებულებებზე.
მისდევენ რა საერთო-მასონურ მიზნებს, სექტები შპიონაჟისა და ინფორმაციის დაგროვების მხრივ ლამის პირველ ადგილს იკავებენ, ამიტომაც, უჭერენ მათ მხარს ამერიკელი მასონები (და არა მარტო ამერიკელები).
თავიანთი სექტების შემადგენლობაში სექტებს გაწევრიანებული ჰყავთ ფანატიკური ბრიყვები, უმთავრესად კი უპრინციპო არამზადები, რომლებიც მზად არიან ყველაფერი მოიმოქმედონ მატერიალური ანაზღაურებისთვის. მასონობაც თანხებს არ იშურებს და მოხერხებულად და მზაკვრულად სარგებლობს სექტანტების მომსახურებით.
სექტანტობისადმი თავისი ამ დამოკიდებულებით მასონობა უფრო მკაფიოდ ააშკარავებს თავის არსს, მორალურ სახეს და დამოკიდებულებას რელიგიისადმი. ყოველი ადამიანის წმიდათა წმიდა, ანუ მისი სარწმუნოება, მასონობის მიერ გამოყენებულია აშკარად მდაბიო და ბოროტი მიზნებისთვის. რელიგიური წვასა და ძიებას მასონები ოსტატურად გარდაქმნიან ბოროტებისა და სიძულვილის სანერგედ. მოტყუება და მოსყიდვა, უხეში მლიქვნელობა და დაშინება კულტივირებულია როგორც მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებანი. უმაღლესი იდეალების სახით კაცობრიობას შთააგონებენ აზრს, რომ მიწიერი ყოფიერება ერთადერთი სიკეთეა, რომლისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი.
apocalypse.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий