33. სოფიანელთა ორდენი.
რევოლუციის შემდეგ YMCA-მ ყურადღება მიაპყრო ემიგრანტულ ორგანიზაციას, სახელწოდებით "წმიდა სოფიის საძმო".
ეს საძმო, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში ჩაისახა, რელიგიური საკითხებით დაინტერესებულ პროფესორთა და ლიტერატორთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა. გერმანიაში შტაინერის საქმიანობისა და მის მიერ იქ ანტროპოსოფიური საზოგადოების გახსნის პერიოდში, როდესაც შტაინერი ასწავლიდა, რომ ანტროპოსოფია იკვლევს ადამიანის ცხოვრებას სოფიაში, 1900 წელს რუსეთში აღმოცენდა სოფიანელთა წრე ცნობილი ფილოსოფოსის ძმის მ. ს. სოლოვიოვის მეთაურობით, რომელიც ვ. ს. სოლოვიოვის იდეებს ავითარებდა სოფიის შესახებ.
სოლოვიოვის წრე ჯერ კიდევ დასაწყისი იყო. როზენკრეიცერების მიერ ჩათესილმა "ვარდის მარცვლებმა" სოფიის შესახებ სწავლების სახით ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვეს. ძალიან მალე აღმოცენდნენ სხვა წრეებიც, რომლებშიც სოფიის, ანუ ღმრთის სიბრძნის ძიება მიმდინარეობდა.
"სხვადასახვა სოფიანურ წრეებს შორის, - წერ. გრ. გრაბე, - მუდმივად დავობდნენ, თუმცა ერთი რამ საერთო ჰქონდათ - სოფიის, როგორც მდედრული საწყისის შემეცნების ძიება. ოღონდ მიდგომა ამ სოფიისადმი მათში განსხვავებული იყო. ერთნი მხოლოდ რელიგიურ-ფილოსოფიური განსჯით შემოიფარგლებოდნენ და უპირატესად ძველი მწვალებლის, ვალენტინეს გნოსტიკური სისტემიდან გამომდინარეობდნენ; სხვებს სოფია პოლიტიკისა და სოციოლოგიის სფეროში გადაჰქონდათ და მასში რევოლუციის გამოვლინებას ჭვრეტდნენ. სოფიის შესახებ სწავლებაში ერთნი გამომდინარეობდნენ დამახინჯებული ქრისტეანული მსოფლმხედველობიდან, სხვები კი მას უშუალოდ ვალენტინესა და სხვა გნოსტიკოსთა სწავლებას აფუძნებდნენ. სოფიანიზმის ეს მრავალგვაროვანი გამონაყრები უსასრულო დავას იწვედნენ" (Гр. Ю. П. Граббе. Корни церковной смуты). ამ წრეების მონაწილეები იყვნენ ბულგაკოვი, ბერდიაევი, კარტაშევი, მერეჟკოვსკი, ფილოსოფოვი, რემიზოვი, ბელი, სოლოგუბი და სხვები.
როგორც პეტერბურგში, ასევე მოსკოვში ეს წრეები აერთიანებდნენ სხვადასხვა მიმართულებისა და შეხედულების ადამიანებს: სოფიანელ-ქრისტეანთაგან დაწყებული, სოლოგუბისა და ბლოკის მსგავსი სატანისტებით დამთავრებული.
ყველა ამ ძიებისა და "გამოცხადების" საფუძველზე აღმოცენდა რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოება, რომელმაც სოფიანურ-რელიგიური აზროვნების ყველაზე განსხვავებული მიმართულება გააერთიანა.
1918 წლის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკების დროს, მოსკოვში, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების ხელმძღვანელებმა გახსნეს სულიერი კულტურის თავისუფალი აკადემია. მასში, ზემოთხსენებულ მოღვაწეთა გარდა, მონაწილეობდნენ პროფესორი ფრანკი, კარსავინი, ვიშესლავცევი და სხვები.
1922 წელს საბჭოთა რუსეთიდან პროფესორ-სოფიანელთა "გასახლების" შემდეგ, მათ YMCA-ს სახსრებით ბერლინში რელიგიურ-ფილოსოფიური აკადემია დააარსეს, რომელიც შემდეგ გადატანილ იქნა პარიზში და სოფიანური ორდენების ცალკეულ გაერთიანებათა ცენტრი გახდა.
გამოჩენილ სოფიანელ-ძმათა რიცხვს მიეკუთვნებიან ბულგაკოვი, ყოფილი სოციალ-მარქსისტი, რომელიც ემიგრაციაში მღვდელი გახდა, ასევე მასონი კარტაშევი, კერენსკის კაბინეტის აღმსარებლობათა ყოფილი მინისტრი და მონათლული ებრაელი ფრანკი, პროტესტანტი ზენკოვსკი, ბერდიაევი, ვიშესლავცევი და სხვები. ემიგრაციაში მყოფი ეს პროფესორები, YMCA-ს თანხებით ხსნიანს მართლმადიდებლური ეკლესიის "რეფორმაციის" ეპოქას. ისინი მიდიან იმ რწმენამდე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც "დაბერდა" რადიკალურ რეფორმასა და განახლებას საჭიროებს; რომ მათ შეუძლიათ და უნდა გახდნენ კიდევაც ახალი ქრისტეანობის "წინასწარმეტყველები", შეუძლიათ გამოიგონონ ახალი დოგმატები და შექმნან თავიანთი იერარქია.
თავის თხზულებებში ბულგაკოვი, ბერდიავი და კარტაშევი იწყებენ საკუთარი აზრებისა და სასოების გადმოცემას, რომელმაც ახალი სული უნდა შთაჰბეროს "სასიკვდილო სარეცელზე" მწოლიარე მართლმადიდებლობას.
მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმაციის საკითხს აყენებს ა. ვ. კარტაშევი თავის სტატიაში "რეფორმა, რეფორმაცია და ეკლესიის აღსრულება" (Реформа, реформация и исполнение церкви. Сборник Евразийцев, кн. 2). "დათრგუნული საეკლესიო ცნობიერების გათავისუფლებით რუსულ ძალებს ახალი შემოქმედების ჰორიზონტი გაეხსნება, - წერს კარტაშევი, - გზა ისეთი წამოწყებებისკენ, რომელსაც მე უბრალო რეფორმის ზღვრის გადალახვასაც კი ვუწოდებდი და, რომელიც მხოლოდ რეფორმაციის პერსპექტივაშია შესაძლებელი".
"ყოველივე ის რაც უძრავია და ვერ ქმნის ისტორიას ჯერ კიდევ ინერციით მიმავალი ეკლესიის ძალაუფლების ქვეშაა. მაგრამ, ვაი, რომ ყოველივე შემოქმედებითი, მოწინავე, წარმტაცი, ჭეშმარიტად გაბატონებული, ახალგაზრდობისა და სიცოცხლის ბეჭდით აღბეჭდილი მომავლის წინდი ეკლესიის წიაღში ვერ თავსდება და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის გამიზნული ისტორიული შემოქმედებისთვის მის საზღვრებს სცილდება".
"საიდან შეიძლება მოვიდეს ის სიახლე რელიგიაში, საიდან აღმობრწყინდება ის ახალი დოგმატური ნათელი, რომელიც ეკლესიის წინაშე ახალ სივრცეებს გაშლის და შესაძლებლობას მისცემს ახლებურად მოახდინოს ზეგავლენა მსოფლიოსა და ისტორიაზე? საიდან მომდინარეობს ყველაფერი რელიგიაში? - წინასწარმეტყველური სულით აღვსილი ადამიანის გულიდან".
"როდესაც წინასწარმეტყველება მოკვდება, მოკვდება ეკლესიაც. მაგრამ წინასწარმეტყველება ცოცხლობს. ეკლესიამ მხოლოდ თვალი მიადევნა მას იქითკენ, სადაც სულის საცხოვრისია. ჰაერით (წინასწარმეტყველებით) ახლა მთელი არაეკლესიური და არარელიგიური კაცობრიობა სუნთავს".
სოფიანური მწვალებლობის მეორე "წინასწარმეტყველი" ნ. ა. ბერდიაევი თავის წიგნში "თავისუფლების შესახებ" (О свободе) "დოგმატურ ღვთისმეტყველებას" ომს უცხადებს და ამტკიცებს, რომ მასონი ბემეს ან პანთეისტი ეკჰარტის სწავლებანი ჩვენს წმინდანთა და მართალთა სწავლებებზე უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია.
"დოგმატურმა ღვთისმეტყველებამ, - წერს ძმა ბერდიაევი, - ადგილი რელიგიურ ფილოსოფიას უნდა დაუთმოს".
"სული სუნთქავს იქ, სადაც სურს, ამიტომაც დიდ ფილოსოფოსთა და მისტიკოსთა გნოსტიკური ნიჭი ღმრთითშთაგონებული იყო. გნოსტიკური ნიჭი პირდაპირ პროპორციული არ არის სიწმიდის ხარისხებისა. იაკობ ბემეს უფრო დიდი გნოსტიკური ნიჭი ჰქონდა, ვიდრე წმინდანებს. ეს განსაკუთრებული ნიჭია. პირველ-ღვთაებაში, რომელიც სამების ყველა პირზე მაღლაა და მათთან დიალექტიკით არის დაკავშირებული, საუკუნეთა უწინარეს და აბსოლუტურად გადაილახება ყოველგვარი ანტინომიურობა, მასთან დაკავშირებით თვით ყოფიერებისა და არაყოფიერების საკითხიც კი ქრება".
"ჩვეულებრივი ცნობიერება აერთებს პირველ-ღვთაებას; მაგრამ მამა-ღმერთი ხომ მისტიკური დიალექტიკისა და რელიგიური დრამის მოქმედი ერთ ერთი პირია, ხოლო პირველ-ღვთაება ამ დიალექტიკის ქვეშ და ზე მყოფია და ამ დრამაში იპოსტასურად არ მონაწილეობს. პირველ-ღვთაება ზე-არსია".
დასასრულ, "წმ. სოფიის საძმოს" სულიერი მეთაური ს. ბულგაკოვი თვითნებურად ცვლის ჯერ კიდევ IV საუკუნეში წმ. ათანასე დიდისა და სხვა წმ. მამების მიერ ზუსტად გადმოცემულ ეკლესიურ სწავლებას ღმრთის სიბრძნის შესახებ და მას ღმრთის ცოცხალ, გონიერ, მამა-ღმერთისგან, ძე-ღმერთისგან და სულიწმიდა-ღმერთისგან განსხვავებულ, იპოსტასურ არსებად გარდააქცევს, რომელსაც "სოფიას" უწოდებს.
მაგრამ ამ არსებისთვის იპოსტასურობის მინიჭებით ბულგაკოვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში "იპოსტასურობის" ახალი დოგმატური ცნება შემოყავს, რომლითაც იპოსტასიც აღინიშნება, ოღონდ დაფარულ, შენიღბულ მდგომარეობაში.
საზღვარგარეთის ეპისკოპოსთა კრებამ სამართლიანად შეაფასა ძმა-სოფიანელების მიერ წამოწყებული მოძრაობა და გამოააშკარავა საეკლესიო მშფოთვარების სული, რომელიც ახალი რელიგიური რეფორმაციის "წინასწარმეტყველთა" ქადაგების შედეგი იყო.
"ვანიჭებდით რა ეკლესიის მშვიდობას ყველაზე უდიდეს მნიშვნელობას, - ნათქვამია ეპისტოლეში, - ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითმენდით მიტროპოლიტ ევლოგის მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გავხდით გამოვიდეთ მის წინააღმდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ ის მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდესა და მისი კანონიკური წყობის სიმყარეს ემუქრება. უდიდესი წუხილით შევნიშნეთ, რომ მიტროპოლიტი ევლოგი აშკარად მფარველობს მოდერნიზმს, როგორც ქრისტეანული სწავლა-მოძღვრების, ასევე ეკლესიის ცხოვრების სფეროში".
"ისინი (ანუ სოფიანელები - რედ.) სოფიის შესახებ ასწავლიან, რომ ეს არის მდედრობით-იპოსტასური საწყისი ღმერთში. ზოგჯერ ეს მდედრობითი საწყისი მათთან განსაკუთრებული არსებაა, ან იპოსტასია, თუმცა არა თანაარსი წმ. სამებისა, მაგრამ არც მთლად უცხოც. ზოგჯერ ის - არა იპოსტასი, არამედ, როგორც თვითონ ამბობენ, იპოსტასურობაა, რომელსაც იპოსტასად გარდაქმნა ძალუძს. თანაც პირველ შემთხვევაში სოფია მათთვის არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე უმეტესი არსება, რომელსაც თვით ღვთისმშობელიც თაყვანს სცემს, ხოლო მეორე შემთხვევაში ის თითქმის გაიგივებულია ღვთისმშობელთან. როგორც ჩანს თვით სოფიანელებს ნათლად ვერ წარმოედგინათ საკუთარი სწავლება. როგორც ერთ, ისევე მეორე ფორმაში ეს სწავლება აბსოლუტურად უცხოა მოციქულთა გადმოცემისა და ძველ-წმიდა მამებისეული სწავლებისა" (Окружное Послание Архиерейского Синода Русской Православной Церкви за границей от 18/31 марта 1927 года).
თავიანთი მწვალებლობის საქადაგებლად სოფიანელებმა მოახდინეს თავიანთი "სოფიანური ძმობის" ლეგალიზაცია, რომლის განაწესი პატივმოყვარე მიტროპოლიტმა ევლოგიმ დაამტკიცა. შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც პრეცედენტი არ ჰქონია მართლმადიდებლურ პრაქტიკაში, კერძოდ, როგორც ნ. ს. ტრუბეცკოი ამბობდა, "იქმნება მონასტერსგარეთა თემი, რომელიც ერისკაცთა და სასულიერო პირთაგან შედგება" და უფრო "ორდენის სახელწოდებას იმსახურებს, ვიდრე ძმობისას".
"წმ. სოფიის საძმო, - წერდა თავადი ნ. ს. ტრუბეცკოი დეკ. ს. ბულგაკოვს, რომელმაც 1924 წ. ტრუბეცკოის ამ ძმობაში გაწევრიანება შესთავაზა, - კონკრეტული ეკლესიური ორგანიზაციის გარეთ დგას, არ ეკუთვნის მას, არამედ მხოლოდ ეხება ცალკეულ პუნქტებში. ამის შედეგად ძმობას სჭირდება თვისი განსაკუთრებული იერარქიის შექმნა, რაც მისი ყველაზე თვალშისაცემი ნიშანია. "სულიერი მეთაურის" ინსტიტუტი და ძმობის სამი საფეხური, რომელიც არც ერთ ნორმალურ მართლმადიდებლურ საძმოში არ არსებობს, ლოგიკურად საკუთარი იერარქიის ყოლის მოთხოვნიდან გამომდინარეობს ".
"თეორიულად შეიძლება ეპისკოპოსი მღვდლის (როგორც ძმობის სულიერი მეთაურის) სულიერ დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს, რაც კანონიკურად დაუშვებელია".
"ხდება რაღაც ექვივალენტურობის დადგენა, ორი იერარქიის რაღაც კოორდინირება, ერთი - კანონიკურია, მეორე, არსებითად, საკუთარ შეხედულებაზეა დაფუძნებული. ხდება ადამიანთა შემოსვა არაეკლესიური, სულიერი ავტორიტეტით, რომელიც ძალზედ მაცდურია, რადგან მათი ამ კატეგორიებში აყვანა დაკავშირებულია სინანულისა და ზიარების, ასევე ხელდასხმის საიდუმლოებებთან".
თავად ნ. ს. ტრუბეცკოის აზრით, ეს ორგანიზაცია კი არ განამტკიცებს კანონიკური იერარქიის ავტორიტეტს, არამედ მას საერო ღვთისმეტყველთა და რელიგიურ პუბლიცისტთა ავტორიტეტით შეცვლის, რაც, ბოლოს და ბოლოს, ანტიეპისკოპალურ განწყობამდე და "ჟივოცერკოვნიკობამდე".
ნ. ს. ტრუბეცკოის წინასწარმეტყველება გასაოცარი სიზუსტით აღსრულდა.
სოფიანელთა ორდენმა თავისი მოღვაწეობა ამბოხით და საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთადმი დაუმორჩილებლობით დაიწყო.
მეამბოხე სოფიანელებმა და მათი თანამოაზრეებმა ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის ძველი მასონური თეორია შეურყეველ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს. მათი მტკიცებით ეკლესია უნდა გამოეყოს პოლიტიკას, განუდგეს ამქვეყნიურ დავას, "ხოლო, როგორც კი მიწიერ დავას გამოეყოფა, - წერს მასონურ გაზეთში "Возрождение" ("აღორძინება") სოფიანელებთან დაკავშირებული მასონი ნ. ს. ტიმაშევი, - ეკლესია არა მარტო ფორმალურად, არამედ შინაგანადაც გამოეყოფა სახელმწიფოს". მეამბოხეები მოუწოდებდნენ უარეყოთ მართლმადიდებლური ეკლესიის მცნებები და ტრადიციები, დაევიწყებინათ ის უდიდესი ისტორიული საქმე, რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი წმინდანები კირილე, პეტრე, ალექსი, იონა, მაკარი, ერმოგენე, ღირ. თეოდოსი, სერგი რადონეჯელი და სხვა წმინდანები, რომლებიც თავიანთი ლოცვით, ცრემლითა და ღვაწლით შეეწეოდნენ რუსეთის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებას.
ითხოვდნენ რა ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში, სოფიანელები ასწავლიდნენ ბოროტებისადმი მორჩილებას, წინააღმდეგობის არგაწევას, რაც შემდგომში გადაიზარდა უსტიყვო უარში წინააღმდეგობა გაეწიათ სატანისტი ბოლშევიკებისადმი.
"ადამიანის სული უფრო მეტი ღირს, ვიდრე მსოფლიოს ყველა სახელმწიფო", - გააფთრებული გაჰკიოდა ბერდიაევი და ამტკიცებდა, რომ კომუნისტებთან ბრძოლა, რომლებმაც "შესაძლოა შეინანონ და მოექცნენ ქრისტესკენ", ღმრთისსაწინააღმდეგო და ანტიქრისტეანული საქმეა. ბერდიაევს მხარს უჭერდა არანაკლებ "მართლმადიდებელი" ფრანკი, რომელიც თავს ესხმოდა რა "პოლიტიკის კერპს" და აღიარებდა ბოლშევიკთა "უღმრთოებას", ამავე დროს ამტკიცებდა, რომ "ბოლშევიკებისადმი სიძულვილი", ისევე როგორც პოლიტიკა, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული, ისევე ღმრთისსაწინააღმდეგოა, როგორც "რევოლუციის კერპი" (Франк. Крушение кумиров.)
მოკლედ, ძმები-სოფიანელები მართლმადიდებლობისა და მთელი რუსი ხალხის დაუფარავი მტრები გახდნენ, რადგან ხარბინელი და მანჯურიელი მიტროპოლიტ მეთოდეს თქმით, საბჭოთა წყობისადმი ლოიალური დამოკიდებულება გახლავთ საბჭოთა პოლიტიკის მდუმარე გამართლება, დათანხმების პოლიტიკა, ანუ კიდევ თუ საგნებს თავის სახელწოდებებს დავარქმევთ, სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატი" («Хлеб Небесный» № 12, 1 ноября 1929 г.)
სოფიანელთა ორდენს ყველაზე ფართო და ენერგიული მხარდაჭერა გამოუცხადა მასონების მიერ დაპყრობილმა ემიგრანტულმა პრესამ. მეამბოხე ევლოგის დასაცავად გამოვიდა მასონური გაზეთი "Возрождение", რედაქტორ სტრუვესთან, თავად გ. ი. ტრუბეცკოისთან და კარტაშევთან ერთად. ანალოგიური მხარდაჭერა გამოუცხადა მიტროპოლიტ ევლოგის მასონ მილუკოვის გაზეთმა "Последние Новости" და კერენსკის "Дни"-მ. მილიუკოვი და კერენსკი "ჭეშმარიტი" მართლმადიდებლობის თავგამოდებულ დამცველებადაც კი მოგვევლინნენ.
იერარქებზე განხორციელებული შეტევა, საეკლესიო არეულობით მთავრდება. მასონური წყაროებიდან დაფინანსებამ, მასონობისადმი დაქვემდებარებული გაზეთების მწყობრმა და ერთსულოვანმა შეტევამ, ემიგრაციული საზოგადოების უპრინციპობამ, დაუდევრობამ და ქედმაღლობამ ცეცხლი შეუნთო რეფორმაციულ მოძრაობას, გააღრმავა საეკლესიო განხეთქილება და სოფიანელთა ორდენს კიდევ უფრო მეტი ძალა შესძინა.
მართლმადიდებელი ეკლესიის (იგულისხმება საზღვარგარეთის ახალმოწესეობრივ-მართლმადიდებლური ეკლესია - რედ.) რეფორმამ ფართო გასაქანი მიიღო. ბნელი ძალების თანხებით იხსნება სამოძღვრო კურსები, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რელიგიურ-ფილოსოფიური აკადემია, გამოიცემა ჟურნალი "Путь" ("გზა"), წიგნები და ბროშურები, იქმნება "ქრისტეანული სტუდენტური მოძრაობა" და ა. შ.
სოფიანური ძმობის წევრები: ს. ბულგაკოვი, ა. ვ. კარტაშევი, ს. ს. ბეზობრაზოვი, ნ. ა. ბერდიაევი, ბ. ვ. ვიშესლავცევი, ს. ლ. ფრანკი, ბ. ვ. ზენკოვსკი, თავადი გ. ი. ტრუბეცკოი, პ. ბ. სტრუვე ზეგავლენას ახდენენ მიტრ. ევლოგის ეპარქიულ საბჭოზე, რელიგიურ-ფილოსოფიურ აკადემიაზე, პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტზე და რუსეთის სტუდენტთა ქრისტეანულ მოძრაობაზე.
მათ მიტროპოლიტ ევლოგის აიძულეს საბოლოოდ გაეწყვიტა კავშირი ეპისკოპოსთა კრებასთან. ერთი სიტყვით, საკუთარ მუჭში მოიმწყვდიეს და მართლმადიდებლობის დამანგრეველ იარაღად გარდააქციეს.
სოფიანელმა ძმებმა მიტრ. ევლოგი მოწყვიტეს ეპისკოპოსთა კრებას და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებისკენ უბიძგეს. იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობდა ნიჟეგოროდელი მიტროპოლიტი სერგი, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილა საბჭოთა ხელისუფლებას და ის ღმრთისგან დაწესებულად აღიარა. ის იცავდა სრულ ნეიტრალიტეტს სატანისტ ბოლშევიკებთან მიმართებაში და ამბობდა, რომ ღმრთის მტრებთან, ბოლშევიკებთან ბრძოლა ქრისტეს მცნებების დარღვევაა, რომელმაც გვასწავლა ბოროტს არ მივაგოთ ბოროტებით.
არაქრისტეანული ამპარტავნებით შეპყრობილმა სოფიანელებმა ემიგრანტულ მასებში ჩააგდეს ამაო სიბრძნისმოყვარების მარცვლები და "ოფიციალური ღვთისმეტყველების", ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების, საეკლესიო იერარქიის, წმიდა სიძველის, წეს-ჩვეულებებისა და გადმოცემების წინააღმდეგ აამბოხეს მათ მიერ შეცდენილი მორწმუნეები (ისტორია მეორდება, იგივე გააკეთებინეს იეზუიტების აგენტებმა პატრიარქ ნიკონს XVII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გაატარებინეს მას სრულიად არასაჭირო რეფორმა, რამაც განხეთქილება გამოიწვია ეკლესიაში - რედ.).
"შეიმოსეს რა მართლმადიდებლობის მოშურნეთა სამოსი, მათ ფულისა და მასმედიის საშუალებით, ეშმაკობითა და ფარისევლობით საზოგადოება მოწამლეს მოდერნიზმის შხამით და განდრიკეს მართლმადიდებლობისგან" (Окружное Послание Архиереев Русской Православной Церкви за границей от 15/28 августа 1932 г.).
სოფიანელთა მიერ გაჩაღებულ მოძრაობაში არაფერია ახალი. სოფიანელთა ორდენი, ისევე როგორც სხვა მასონური ორგანიზაციები, ქადაგებენ სინდისის უსაზღვრო თავისუფლებას, მიისწრაფვიან "კონსტანტინეს ეპოქისგან" გათავისუფლებისკენ, მოუწოდებენ რათა "ძველი და დაჩაჩანაკებული" ეკლესიის ნაცვლად აეშენებინათ "ახალი და ცოცხალი" ეკლესია, ენერგიულად ქადაგებდნენ სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის მასონურ პრინციპს, შეიტანეს მწვალებლობა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში, ამტკიცებდნენ, რომ მასონი ბრძენკაცების სწავლება უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე წმიდა მამებისა. მიისწრაფვოდნენ შეექმნათ ახალი რელიგია, რომელიც ერთ ძმურ კავშირად გააერთიანებდა მსოფლიოს.
სოფიანელთა ორდენი იმეორებს მასონობის "ჭეშმარიტებებს" და ჩვეულ მუშაობას ატარებს თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობაში, კერძოდ - იწყებს რეფორმაციას და განახლებას, მიდის ამბოხებამდე და გაპარტახებამდე.
სოფიანელთა მოძრაობაში ყველაზე საშინელი ის არის, რომ მათ დაიპყრეს ემიგრაციული ახალგაზრდობა. ამგვარ სამუშაოს ისინი ახორციელებენ სკოლებისა და სხვადასხვა სახის წრეებისა თუ გაერთიანებების სახით. რუსულ ემიგრანტულ ახალგაზრდობას შორის იქმნება "ქრისტეანული სტუდენტური მოძრაობა", რომელიც თავის ამოცანად ისახავას ახალგაზრდობის აღზრდას მასონური სულისკვეთებით. სტუდენტური რელიგიური წრეები, რომელთაც დიდი მონდომებით აფუძნებენ ევროპის სხვადასხვა პუნქტებში, მოვალენი არიან იმუშაონ ახალგაზრდათა ქრისტეანული კავშირის სულისკვეთებით. ანუ იმ ორგანიზაციის სულისკვეთებით, რომელიც, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ, რომელიღაც გაურკვეველი ღმერთისკენ მიისწრაფვის, რომელიც საერთოა ქრისტეანებისა და არაქრისტეანებისთვის. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ელტვის სახელმწიფოების ნაცვლად, დედამიწაზე შექმნას "ღმრთის სასუფეველი", მიწიერი "ედემი" (სამოთხე), რომელიც თავისუფალი ქვისმთლელების (მასონების) ოდითგანდელი ოცნებაა.
ახალგაზრდათა ეს რელიგიური მოძრაობა აგებულია მასონურ პრინციპებზე და მასონური ორდენების ბაირაღის ქვეშ მიმდინარეობს. ამ მოძრაობის ხასიათი და მიზანი სულაც არ არის საიდუმლო და მას არც მალავენ ემიგრაციაში მყოფი რელიგიური ლიდერები.
"უნდა დავანგრიოთ და დავივიწყოთ ის ამპარტავნული აზრი, რომ სულიწმიდა მხოლოდ ჩვენში და ჩვენთან (ე. ი. მართლმადიდებლებში) არის, - ამბობს ამ მოძრაობის ერთ ერთი ხელმძღვანელი, "ძმა" ზენკოვსკი. - ვიყავი რა არამართლმადიდებელი მართლმადიდებელთა შორის, მე მაინც ვგრძნობდი ეკლესიას და ვხედავდი, რომ ეკლესიის ჩარჩოები უფრო ვრცელია და ყოვლისმომცველი, ვიდრე ჩვეულებისამებრ ვფიქრობთ".
"ქრისტეს ეკლესია ჩვენეულ ვიწრო აღქმაზე უფრო ვრცელია: ის მოიცავს ღმრთის ყველა მორწმუნეს, ღმრთის ყველა მოყვარეს, როგორი რწმენისაც გინდა იყოს იგი, როგორც გინდა გამოხატავდეს თავის ამ სიყვარულს".
ემიგრაციული ახალგაზრდობის მართლმადიდებლური ცნობიერების ჩაქრობას ემსახურება ახალგაზრდა ქრისტეანთა კავშირის მიერ დაარსებული დაწესებულებები. ყველგან, სადაც კი უნდა გაიხსნას YMCA-ს განყოფილებები, ტარდება ერთი და იგივე სისტემა: ახალგაზრდობას მთელის მონდომებით ითრევენ კავშირში, სადაც უკვე მიდის მათი დამუშავება მასონური სულისკვეთებით.
ცხოვრებისეული გამოცდილება და ხანგრძლივი დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდობა, რომელიც YMCA-ს, არსითა და შემადგენლობით ინტერნაციონალურ ორგანიზაციას ეხება, უნებლიედ სნებოვნდება უცხო აზრებით და რელიგიური შეხედულებებით, ან კიდევ ვითარებისა და გარმოს ზეგავლენით ვარდება სრულ რელიგიურ ინდიფერენტიზმში, რაც, არც თუ იშვიათად, მთავრდება ათეიზმითა და კოსმოპოლიტიზმით.
მართლმადიდებლობასთნ დაწყებული ბრძოლა მასონობას ჯერ არ დაუმთავრებია; ის კიდევ გაგრძელდება. ჩვენი ელასტიური სინდისის მქონე "რეფორმატორებს" ფულს იმიტომ კი არ აძლევდნენ, რომ საკუთარი სულის სანუგეშოდ გონივრული წერილები ეწერათ, არამედ რუსეთისა და რუსი ხალხისთვის სრულიად არასაჭირო წიგნები ექვეყნებინათ. ანგარიშიანი ბატონები მოვალეობის შესრულებას მოითხოვენ და "რეფორმატორები" იძულებულნი იქნებიან გააგრძელონ თავიანთი შავი საქმე.
უხილავი ბატონის მითითებით, რომელიც თითქოსდა დირიჟორივით ხელმძღვანელობს მათ, რეფორმატორები ცვლიან ტაქტიკას, მიდგომას და მართლმადიდებლობის გარყვნის მეთოდებს. მაგრამ მათ მწარე მარცხი ელოდებათ. იგივე დასასრული ელის "სოფიანელთა ორდენსაც". სიმართლე ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს სიცრუეზე და ვერავითარი ფული, ბულგაკოვისა თუ ბერდიაევის ვერანაირი ბრძნული წიგნები ვერ გაათეთრებენ შავს, რადგან "არაფერია დაფარული რომ არ გაცხადდეს" (მათე 10:26).
მსოფლიო მასონობის სიცრუე და სისაძაგლე უკვე გამოაააშკარავებულია, მისი ჭეშმარიტი ანტიქრისტეანულ სახე გამომზეურებულია. გარკვეულია მასონური მოდერნიზმის მომხრეთა ზრახვებიც ბულგაკოვის, ბერდიაევის, კარტაშევის და სხვათა მეთაურობით. ხმები იმის შესახებ, რომ სატანისტი ბოლშევიკები კავშირში არიან მასონობასთან აშკარა ხდება. თანდათანობით ფარდა ეხდება რეფორმატორთა საქმიანობასაც. მწერალმა არციბაშევმა 1922 წელს საბჭოთა რუსეთიდან გამგზავრებულ პროფესორებსა და მწერლებს, რომლებმაც ყველაზე ქმედითი როლი ითამაშეს რუსული ამბოხის გაჩაღებაში, ძალზედ მოსწრებულად უწოდა "ნახევრადგასახლებულნი". ჩვენმა მატიანემ შემოინახა კიდეევ რამოდენიმე საინტერესო ფურცელი ბ-ნ რეფორმატორთა ცხოვრებიდან.
ახლა გასაგები ხდება რატომ მუშაობდნენ ასე დაუბრკოლებლად "გასახლებული" სოფიანელები სულიერი კულტურის თავისუფალ აკადემიაში, რომელმაც 1917 წლიდან 1922 წლამდე იარსება, ანუ იმ დრომდე, როდესაც "მართლმადიდებლობის დამცველები" საბჭოთა კავშირმა უცხოეთში "გაასახლა".
სობორიანინის ბროშურაში "ცრუმოძღვრები" მოტანილია ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები იმისა, რომ "რეფორმატორები" სულაც არ ყოფილან "ნახევრადგადასახლებულნი", არამედ უბრალოდ წარგზავნილ იყვნენ საბჭოთა კავშირიდან სპეციალური დავალებით განხეთქილება შეეტანათ საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ამით ჩაეცხროთ ემიგრაციული მართლმადიდებლობის რელიგიური გრძნობა და ეროვნულ-პატრიოტული განწყობა.
აღმოჩნდა, რომ ამ "გასახლების" ინიციატორი ყოფილა, არც მეტი არც ნაკლები, ძმა გერშ აპფელბაუმი (ზინოვიევი), რომელიც "გასახლებულებთან" დაკავშირებული იყო ინტერესთა სფეროებით და მათთან ერთად მსოფლიო მასონობისადმი კუთვნილებით. "გასახლებულთა" მიმართ საბჭოთა ხელისუფლება იჩენდა გულის ამაჩუყებელ მზრუნველობას: მათ ეძლეოდათ მატერიალური დახმარება, ხოლო სახელმწიფო პოლიტმმართველობამ თანხაც კი გაიღო გასამგზავრებელი ბილეთების ასაღებად. "გასახლებულთა" პირველ ჯგუფში მოხვდნენ: პროფ. ბერდიაევი, ფრანკი, სტრატონოვი, ოსორგინი, იასინკსი. მეორე ჯგუფში: პროფ. ლოსკი, კარსავინი, კოჰანი, ბრუცკუსი, იზგოევი, ვოლკოვისკი, პუმპიანსკი, იუშტინი.
ბერლინში, ანუ "სიღრმეში" გასახლებულები სიხარულით ჩაიკრეს გულში YMCA-მ, მასონობამ, ებრაელობამ და საერთოდ "მოწინავე ინტელიგენციამ". "კვირა დღეს, - როგორც იუწყება ბ-ნ ჰესენის მიერ ბერლინში გამომავალი გაზეთი "Руль" ("საჭე"), - შედგა ღია რელიგიურ-ფილოსოფიური აკადემია, რომლის ორგანიზებასაც, ახალგაზრდა ქრისტეანთა კავშირის (YMCA) დახმარებით, თავი მოაბეს რუსეთიდან გასახლებულმა მეცნიერებმა და ლიტერატორებმა. შეკრება ხალხით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა. პუბლიკა მჭიდრო კედლად იდგა შემოსასვლელებში, მრავალი კი ამ შეკრებაზე საერთოდაც ვერ მოხვდა.
შეკრებას ესწრებოდნენ გასახლებული ჯგუფების ყველა წევრები: მოსკოვისა და პეტერბურგის, "რუსული ბერლინი" სამეცნიერო-ლიტერატურული და მხატვრული წრეების წარმომადგენლები, ასევე გერმანელი ჟურნალისტები და პროფესორები.
შეკრება შესავალი სიტყვით გახსნა ნ. ა. ბერდიაევმა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება "რუსეთის სულიერი აღორძინებისა და რელიგიურ-ფილოსოფიური აკადემიის ამოცანების შესახებ", შემდეგ ფრანკმა ისაუბრა "ფილოსოფიასა და რელიგიაზე". ი. ა. ილინის ნაცვლად, რომელიც იმხანად ავად იყო, სიტყვით გამოვიდა ა. პ. კარსავინი. ყველა მოხსენებას დიდი წარმატება ხვდა წილად" ("Руль" № 608 от 28 ноября 1922 года)
"გასახლებულთა" საპატივცემოთ ბერლინში მყოფმა რუსეთის აკადემიური ჯგუფისა და რუსი ლიტერატორებისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრებმა მოაწყვეს მისასალმებელი შეკრება, რომელიც ბერლინის ებრაელთა მასონურ ლოჟაში შედგა.
ერთის სიტყვით, YMCA, რუს ებრაელთა კავშირი, მასონები და ნახევრად მასონები გულღიად და უდიდესი სიხარულით შეხვდნენ "გასახლებულ" პროფესორებს, როგორც ტრიუმფატორებს, და მზრუნველობა და მფარველობა არ მოაკლეს მათ. ამ დროს კი, საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც ასეთი მზრუნველობით ბერლინურ "გადასახლებაში" გააგზავნა მართლმადიდებლობისთვის "მებრძოლნი", ნამდვილ ტანჯვა-წამებასა და გასახლებას უქვემდებარებდა "მოძველებული კონსტანტინოპოლური ეკლესიის" ღმრთისმსახურებსა და იერარქებს, ხოლო ყველასგან მიტოვებულ რუს ფილოსოფოსს ვ. ვ. როზანოვს, რომელმაც ფულზე და ამსოფლიურ ქება-დიდებაზე არ გაცვალა თავისი სარწმუნოება და ერი, შიმშილით სული სძვრებოდა ღირ. სერგი რადონეჟელის სავანეში.
"დაზარალებულები" შემდგომში მსოფლიო მასონების უდიდესი ყურადღებისა და მზრუნველობის ობიექტები გახდნენ. YMCA-ს თანხებით ბერლინში ჩამოყალიბებული რელიგიურ-ფილოსოფიური აკადემია მოგვიანებით გადაიტანეს პარიზში, სადაც წვერით ქვემოთ მიმართული წითელი სამკუთხედის ბაირაღქვეშ, რაც "რეფორმაციის" დაწყებაზე მიანიშნებდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, საბოლოოდ ჩამოყალიბდა "ანტიქრისტეს მონების ჯოგი", ანუ სოფიანელთა ორდენი.
მაგრამ რეფორმატორების მჭიდრო კავშირი მსოფლიოს ბნელ ძალებთან სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, რაც უნაყოფოს ხდიდა მათ საქმიანობას. ასეთი სკანდალი გამოიწვია "კეთილშობილ მასონურ ოჯახში" აკადემიკოს ნ. კ. რერიხმა, რომელიც 1934 წელს ეწვია მანჯურიის იმპერიას, რათა როზენკრეიცერების სწავლებით "ჭეშმარიტი" ნათლით გაენათლებინა ემიგრაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ მანჯურიაში რერიხის საზეიმო ჩამოსვლამ და სასწრაფოდ გამგზავრებამ მსოფლიო გამოხმაურება ჰპოვა, აუცილებელია შევჩერდეთ ამ პერსონის პიროვნებასა და საქმიანობაზეც.
apocalypse.ge
ფილოსოფოსები ს. ბულგაკოვი და პ. ფლორენსკი (1917 წ.)
YMCA-ს, როზენკრეიცერებს, თეოსოფებსა და სექტანტებს შორის, როგორც სულიერად მონათესავე და ერთნაირი საბოლოო მიზნების მქონე ორგანიზაციებს შორის მჭიდრო და ურღვევი კავშირი არსებობს. მათ ერთი მიზანი - ზოგადად ქრისტეანობასთან, კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა აერთიანებთ. ყველა ეს ანტიქრისტეანული ორგანიზაცია YMCA-ს ცენტრს (აშშ) ექვემდებარება და დირექტივებს იქიდან ღებულობს. დასავლეთში, კერძოდ პარიზში, ყველა ამ ორგანიზაციის მუშაობას YMCA-ს ყველაზე ცნობილი მოღვაწე ჯონ მოტი, ხოლო მანჯურიის იმპერიაში, ხარბინში - ამერიკელი ჰეიგი ხელმძღვანელობდა. როზენკრეიცერები, თეოსოფები და სხვადასხვა სექტანტური გაერთიანებები, მათდამი გაწეული მფარველობის მადლობის ნიშნად, მასონთა ერთგულ მოკავშირეებად რჩებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий