ღვთის კაცებს არ უყვართ კაცთა შორის განდიდება.
წმიდანის პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს.
ვნებები წმიდანებსაც აქვთ; მაგრამ ისინი მათ აცხრობენ.
წმიდანებთან ურთიერთობის მქონე თვითონაც წმიდა გახდება.
ადამიანი ტოვებს სამყაროს - სამყაროც ტოვებს მას - სდევნის.
ფარისევლური ქება მართლისათვის აუტანელი ტვირთია (საქ. 16, 18).
მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ.
წმიდანებიც ეცემიან (იგავნი 14, 16), მაგრამ ისინი მალევე დგებიან.
დაუახლოვდი მართალთ, და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები.
ქალაქში მცხოვრებსაც შეუძლია, მიბაძოს მეუდაბნოეთა სიბრძნისმოყვარებას.
გიხაროდენ დამთხუევასა ზედა წმიდათასა; რამეთუ მათ მიერ ღმერთი გამოგეცხადების.
ჯერ თავად აღასრულე და მერე განსწავლე. ასეთ წესს მისდევდნენ მოციქულები და წმინდანები.
წმიდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი.
წმიდა მამები უჯეროს თავიდან ასარიდებლად მრავალ ჯეროვანსაც უკრძალავდნენ საკუთარ თავს.
ცოდვილნი ცოცხლებიც კი მკვდარნი არიან, მართალნი კი ცოცხლები არიან მაშინაც, როცა კვდებიან.
ყველა წმინდანს თავი ღმრთის უღირსად მიაჩნდა - ამით კი ავლენდნენ საკუთარ ღირსებას - სიმდაბლეს.
უბედურებები გამოავლენენ დიდებულებსა და წმიდანებს, მსგავსად იმისა, როგორც ომი შობს გმირებს.
ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი სახლი და მამული, ყველგან დევნა და გადასახლებაა.
ოქროს წვავენ, რათა იგი გაიწმინდოს, მართალთ კი უფალი მწუხარებებს მოუვლენს, რათა აამაღლოს, გააუმჯობესოს მათი სიწმინდე.
წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონაც ხშირად ვლოცულობთ.
მიბაძვა თანასწორობას არ მოითხოვს, თანასწორობასთან სიახლოვესაც კი. მცირეს შეუძლია, მიბაძოს დიდს იმაში, რაც მისაწვდომია.
ღვთის მცნებებს რომ არ ემორჩილები, ამით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენთვის წმინდანების მიერ აღვლენილი ლოცვაც კი არ შეისმინება.
ყველა წმიდანი საკუთარ თავს ღვთის უღირსად თვლიდა: ამით ისინი ამჟღავნებდნენ თავიანთ ღირსებას, რაც თავმდაბლობაში მდგომარეობდა.
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
ახლა არაწმიდა სულს არ სურს ურთიერთობა ღვთისმოსავ ადამიანებთან: მოვა დრო, როდესაც იგი ძალიან მოინდომებს ამას, მაგრამ უკვე გვიან იქნება (სიბრძნე 5, 3).
კონკრეტული აზრით მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება, ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა.
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.
კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.
როცა წმინდა ადამიანი რაიმეს გირჩევს, ჩემი მოძღვარი იმის აზრს არ ეთანხმება, ვის დავუჯერო?
არ არსებობს წმინდანი, მოძღვრის საწინააღმდგო გირჩიოს.
არიან თუ არა ჩვენს დროში ღვთივ–სათნო მოღვაწეები?
ჩვენს დროში ჯერ კიდევ არსებობენ ღვთივ–სათნო მოღვაწეები, თუმცა კი ისინი არ აღასრულებენ ხილულ სასწაულებს.
მრავალი საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს - აშკარა ბოროტმოქმედებთან შედარებით. მაგრამ მათ საკუთარი თავი ღვთის წმინდა ადამიანებს შეადარონ და მაშინ აუცილებლად დაინახავენ, რომ მხოლოდ საბრალო ცოდვილნი არიან.
არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო.
თავმდაბლობა ყოველთვის ღვთისმოსავთ ახლავს თან: თუ მათ უბედურება შეემთხვევათ, ამბობენ: ასეც უნდა ყოფილიყო" ანდა: "ჩემი ცოდვების გამო ესეც ცოტაა"; თუ ბედნიერება ეწვევათ - ისინი აღიარებენ, რომ ამის ღირსნი არ არიან.
განა ბევრი რამ არის საჭირო ამ ცხოვრებაში? წმიდანები ხომ მცირედითაც კმაყოფილდებოდნენ. ის მცირედი, რაც ბოძებული გვაქვს, ფუფუნებაა იმასთან შედარებით, როგორც წმიდანები ცხოვრობდნენ. გვრცხვენოდეს ჩვენი უგუნურების.
ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ.
მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი, ჩვენს გულსაც კვებავს ქრისტიანული სათნოებით. განცალკევებით დადებული ნახშირი, მართალია, სიცხოველეს შეიცავს, მაგრამ ნელ-ნელა ქრება და ცივდება.
ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება.
ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ.
სინათლესა და ბოროტებას შორის ხიდია და არა უფსკრული. ყველაზე წმინდანებს და ყველაზე ცოდვილებს ძმობისათვის საერთო საფუძველი აქვთ. თქვენი ცოდვები ჩემი ცოდვებია, ჩემი ცოდვები კი თქვენი. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ეს ამოსავალი წერტილია.
ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ეს არ მოხდება.
ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც ამბობს იდუმალთმხილველი.
წმიდათაგან არავის ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", როგორც ტერტულიანე ბრძანებს, "მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს: მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან.
როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მინდა წმიდანს რაიმე ვთხოვო?
როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა სამების სახელზე ჯვარი უნდა გამოისახო. შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა თქვა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." შემდეგ სამჯერ მოუხმო იმ წმიდანს, რომელსაც გინდა რაიმე სთხოვო.

Комментариев нет:
Отправить комментарий