ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 августа 2013 г.

ზესტაფონში სამ სასულიერო პირს ჯვარი ახსნეს.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლთან დადებული პირობა სინოდმა შეასრულა და სამი სასულიერო პირი, რომლებსაც მრევლი უღირსად მიიჩნევდა, დასაჯა.
როგორც news.ge-სთან საუბრისას მრევლის წარმომადგენელი მიხეილ შველიძე ამბობს, დაპირება ამ პირების დასჯას რამდენიმე დღეში ითვალისწინებდა.
,,ამის ნაცვლად, სინოდმა პირობა რამდენიმე საათში შეასრულა და სასულიერო პირებს ჯვარი ახსნა. ამ პირობის ასრულება მრევლს იმის იმედს აძლევს, რომ მეორე პირობაც შესრულდება და სექტემბერში, როცა სინოდი შეიკრიბება, მეუფე ვახტანგის საქმიანობის შესასწავლად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.“

ქორეპისკოპოსებმა, მიხეილ შველიძის თქმით, კიდევ ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და იმ მოძღვარს, რომელსაც მეუფე ვახტანგმა ჯვარი, აქციის მსვლელობისას ზესტაფონის კურთხევის გამო ახსნა, ჯვარი დაუბრუნეს.
სინოდმა საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მრევლმა სასულიერო პირების მიერ აღსარების გათქმის, ეკლესიის ქონების გაფლანგვის, მრუშობის დამამტკიცებელი დოკუმენტები მოიპოვა და სინოდს გადასცა.

http://www.newposts.ge/sazogadoeba/17936-zestafonshi-sam-sasuliero-pirs-jvari-akhsnes.html

Комментариев нет:

Отправить комментарий