ნუ უგულებელს-ჰყოფ ცხორებასა შენსა, ნუცარას იქმ უკრძალველად გარეგან შჯულისა, რაითა არა მიემთხვიო უსჯულოთავე წარსაწყმედელსა.
სმენა ღვთის სიტყვისა, საღმრთო სჯულის სმენა და აღსრულება, უდიდესი და უსაჭიროესი საქმე არის, ვიდრე ჭამა და სმა და ყოველი ქვეყნიური, ხორციელი საქმე. და არა თუ უდიდესია, არამედ მარტო იგი არის სახმარ და სასარგებლო კაცისათვის.
ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა-იგი იტყვან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1.7); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას.
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა. გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარეგნობით, ფორმით ასრულებენ თვისსა სჯულიერსა და თავის ნებას არ იშლიან.
ღვთის სჯული უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ ის სულის ცხონებაზე ლაპარაკობს. ამ სოფლის კანონი კი მიწიერია და ამიტომ ხორციელ ადამიანებს ელაპარაკება.
შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა ქრისტეს სჯულში?
წესი და რიგი, რაც ქრისტიანობამ გვიანდერძა, უცვლელად უნდა დავიცვათ. ხოლო, რაც შეეხება განახლებასა და ცვლილებას, ეს ჩვენში უნდა მოხდეს. ნუ განიზრახავთ რაიმეს შეცვლას ან უარყოფას. ყოველდღიურად სრულყავით თქვენი თავი იმ პირობის მიხედვით, რომელსაც ქრისტეს სჯული გთავაზობთ... გულმლოდგინედ გასწიეთ იქით, საითაც მაცხოვარი მიგიძღვით.
გვესაჭიროება თუ არა სჯულის კანონის მიხედვით ცხოვრება?
ქრისტიანული აზროვნების სიჯანსაღე მოითხოვს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ქცევები და საქმეები, არამედ აზრები და შეხედულებები შევუსაბამოთ სჯულის კანონს, წმ. მამათა კანონებსა და დადგენილებებს და ღვთის მცნებებს. ის, რაც ჩვენში უფლის მცნებებთან და სჯულის კანონთან შეუსაბამო აღმოჩნდება, ჩვენ უნდა შევინანოთ და დავმდაბლდეთ ღვთისა და ადამიანთა წინაშე, ხოლო საკუთარ ქცევათა გასასამართლებელ ახალ კანონთა გამოგონებას თავი ვანებოთ.
ერისკაცთათვის ორივე გზა შეიძლება გადამრჩენელი იყოს, ბერმონოზვნობაცა და ქორწინებაც. თუ რომელი გზა უნდა აირჩიოს თითოეულმა, ეს საკითხი სხვადასხვანაირად წყდება, არსებითად, ორივეს ერთიდაიგივე მიზანი აქვს - სულიწმიდის მადლის მოპოვება. კარგი ბერ-მონოზვნობა ოჯახურ ცხოვრებაზე მაღლა დგას. "...უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, - ამბობს მოციქული, - "ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა" (1 კორ. 7,32).
სამაგიეროდ, ბერ-მონოზვნური ცხოვრება საეროზე რთულია, ბერ-მონოზვნურ ცხოვრებას ყველა ვერ შესძლებს. ამრიგად ნათელია, რომ ადამიანებმა უპირატესად ქორწინების გზა უნდა ირჩიონ. ეს ღვთისაგან კურთხეული გზაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უფალი ქალწულებას არავის აიძულებს, უფლისაგან ძალდატანება არ ხდება მორწმუნეს ყოველივე ძალუძს.
სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა–ბოძი როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და პატივისცემა მისთვის არის საძირკველი და ბოძი სულიერი წარმატებისა, რომელ იგი აღვირს უსხმას ვნებათა და ცოდვათა ჩვენთა. მით კაცი მიეჩვევა წესიერებას, რიგიანობას ყოველთვის, სიტყვაში და საქმეში. თუ შენ, ძმაო, ერთგულებით აასრულებ ყოველთა ქრისტიანულ წესთა, დღესასწაულებს არ შეურაცხჰყოფ, არამედ საყდარში მოხვალ და წირვა–ლოცვას მოისმენ, მარხვებს არ დაივიწყებ, თავის დროზედ ეზიარები, თავის დროზედ სხვათა მოთხოვნილებათა სულიერთა და წესთა აღასრულებ, მით შენ გამაგრდები და განმტკიცდები ქრისტიანულსა ცხოვრებასა შინა.
საღმრთოსა ჩვენსა სჯულსა აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი არის სწავლა, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ესე იგი, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, რა უნდა გვრწამდეს, და რას უნდა უარვყოფდეთ. ამ კერძოს სწავლისას ეწოდება „დოგმატი“. მეორე მხარე ჩვენი სჯულისა არის თვით საქმე, ანუ ცხოვრება, ყოფა–ქცევა, ესე იგი, როგორი ცხოვრება უნდა გვქონდეს და რა საქმე უნდა აღვასრულოთ. ცხადია, რომ პირველი სჯულის კერძო, ანუ დოგმატი არის და უნდა იყოს შეურყეველი, შეუცვლელი. იგი ერთხელვე გადაწყვიტეს და განსაზღვრეს მამათა ჩვენთა და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ გამოვცვალოთ ისინი. საღმრთო სჯულსა აქვს მეორე კერძო, ესე იგი ზნეობა, ცხოვრება, ყოფა–ქცევა. ეს კერძო კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ესე იგი კეთდებოდეს, უმჯობესი შეიქმნებოდეს, მარადჟამს დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს, ვრცელდებოდეს; როგორადაც თვითოეული კაცი, ეგრეთვე მთელი კაცობრიობა თანდათან უნდა წინ მიდიოდეს სათნოებასა, ზნეობასა, პატიოსნებასა შინა, შემწეობითა იმ საღმრთო სჯულისათა, რომელიცა მოგვცა ღმერთმან.

Комментариев нет:
Отправить комментарий