რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო!
ვიდრე მწუხარება შეგემთხვეოდეს, ილოცე უფლის მიმართ და განსაცდელის ჟამს ჰპოვებ მას და იგი მოგისმენს.
მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.
უსიყვარულო ლოცვა შესმენილი არ იქნება.
თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი.
ხან ილოცე, ხან იკითხე, ხანაც ხელსაქმე აკეთე.
ლოცვა აღვალს, ხოლო ღვთის წყალობა გარდამოვალს.
უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა.
ჭირი ასწავლის ლოცვას, ლოცვა კი ამსუბუქებს ჭირს.
ლოცვა არის გაშლილი ხელი ღვთის მადლის მისაღებად.
ამაოა ლოცვა ადამიანისა, რომელსაც შურისგება სურს.
თუ ლოცვა არ გვსურს, ჩანს, ღმერთთან ყოფნა არ გვინდა.
მიიღე სჯულისმდებელი უფალი და იგი მიიღებს შენს ლოცვას
თვით შენი ლოცვისთვის ილოცე და იქნება ის, რაც უნდა იყოს.
გულითადი ლოცვის სითბო დემონებისათვის მწველი ცეცხლია.
ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.
ლოცვის დროს მხოლოდ ის ვერ ნახულობს, ვისაც ლოცვა არ სურს.
ლოცვის უსიყვარულობა თვით უფლის უსიყვარულობას ნიშნავს.
ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს.
საკუთარ თავს აიძულე, რომ ბევრი ილოცო, ლოცვა სინათლეა სულისა.
თუ შენ არ შეგიძლია, ძმას დაეხმარო, უფალს სთხოვე მისი შეწევნა.
მხოლოდ წმიდა სულიდან აღმოხდება ჭეშმარიტი ლოცვა ღვთის მიმართ.
მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის.
ყოველთვის ის განწყობა იქონიე, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა.
ვინც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის, მის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს
დილის ლოცვა ადამიანისთის იგივეა, რაც - დილის ცვარი მცენარეებისთვის.
დაუფიქრდი, რას აკეთებ და ვის ესაუბრები და შენი ლოცვა ცოდვა არ იქნება.
როგორ იტყვი: "უფალო შემიწყალე!" როდესაც თვითონ შემწყნარებელი არა ხარ?
ხშირად მიმართე გონება ლოცვისაკენ, და გულთან მოსულ ზრახვებს განდევნი.
გააპოხიერე გული შენი ლოცვითა და სიმდაბლითა, რათა გამოიღოს მან ნაყოფი.
ვინც იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ცხოვრების სიმძიმეს ადვილად იტვირთავს.
ლოცვა პირდაპირი და მჭიდრო კავშირია, იგი კაცის სულის ღმერთთან შეერთებაა.
ჯერ საკუთარი თავი უდნა განიწმინდო და შემდეგ ესაუბრო ყოვლადწმიდა უფალს.
ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება.
ლოცვა ქრისტიანის მოვალეობაა, და უპირველესიც, რომელიც მან უნდა აღასრულოს.
ზოგიერთი ლოცვას იწყებს, როგორც ცოდვილი და ამთავრებს მას როგორც - მართალი.
მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს.
ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა.
საჭურველად შეჰრაცხე მარხვაი, და ლოცვაი - ზღუდედ, ხოლო ცრემლნი - საბანელად.
თუ გართობისთვის დრო საკმარისია, რატომ უნდა იწუწუნო რომ ლოცვის დრო არ გაქვს?
შემდეგი კიდევ ისაა, რომ ზედიზედ სიმდაბლით ვევედროთ ქრისტეს, რომ შეგვეწიოს.
ლოცვა სიკეთეში განამტკიცებს კეთილს, ბოროტს კი, ღვთის მადლით, კეთილად აქცევს.
ვისაც სურს, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინოს, მან უფლის მცნებებს უნდა მოუსმინოს.
რამდენ დროსაც გაატარებ უფლის წინაშე ლოცვით, იმდენივეა შენი მისდამი სიყვარული.
გამუდმებით ილოცე ყოველი საქმისას, რათა არაფერი გააკეთო უფლის შეწევნის გარეშე.
ისე ილოცე ღვთის წინაშე, თითქოს უფალს ხედავდე, რადგან იგი ნამდვილად გხედავს შენ.
ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მშვეობით.
თუ გსურს, რომ შენმა ლოცვამ ღმერთამდე მიაღწიოს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და ლოცვა.
უფალი არ უკუაგდებს თუნდაც ერთ ლოცვით ამოსუნთქვას და ჩვენი ცრემლის ერთ წვეთსაც კი.
ისაა მთელი დღე ბედნიერი და მოსვენებული, ვინც სათანადო ყურადღებით ლოცულობს დილით.
ლოცვა ოქროს გასაღებივით გვიხსნის ღვთის მოწყალებისა და გულუხვობის ყველა საუნჯეს.
რწმენით ლოცვა სულიერი მაგნიტია, რომელიც მადლმოსილ და სასწაულმოქმედ ძალას იზიდავს.
როცა ღმერთი გახსოვს, ლოცვა გაამრავლე, რათა მისი დავიწყების ჟამს უფალმა გაგიხსენოს.
გამოუცდელი მონაზონი საუბრის ჟამს მღვიძარეა, მაგრამ ლოცვისას თვალებს ძილი უმძიმებს.
როცა ლაპარაკობთ, შინაგანად ილოცეთ, რათა თქვენმა სიტყვებმა ზეგარდამო მადლი შეიმოსონ.
უფლის გახსენების ჟამს გაამრავლე თხოვნა, რომ როცა დაივიწყებ უფალს, მან არ დაგივიწყოს.
ლოცვის გარეშე ჩვენს სულიერ ცხოვრებას შია კიდევაც, სწყურია კიდევაც და კვდება კიდევაც.
ნუ დავივიწყებთ ქრისტიანებო, შევიწყალოთ მანამდე, ვიდრე უფალს ჩვენს შეწყალებას ვთხოვთ.
ლოცვის დროს, როდესაც სხეული მიწისკენ იხრება, შენი სული მაღლისაკენ - ღვთისკენ აღიმართება.
ლოცვაი სიფრთხილით იქმნებოდენ; რაითა არა მათ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რომელი მას არა სთნავს.
სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის.
არაფერია ლოცვაზე უფრო ძლიერმოქმედი, და არც მასზე უფრო სასარგებლო ღვთის სათნოყოფისათვის.
ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ლოცულობ, რამეთუ ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა.
რა იმედით უნდა ილოცო ღვთის წინაშე, როდესაც თვითონ არ უსმენ, შენი მსგავსი ადამიანების ლოცვას?
არცერთი ადამიანის მიმართ მტრობა არ გქონდეს; სხვაგვარად შენი ლოცვა ღვთისთვის უამური იქნება.
ლოცვის კიდევ ერთი და ამასთანავე - უმაღლესი თვისება ისაა, რომ ამ დროს კაცი ღმერთის წინაშე დგას.
როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა; რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა.
როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий